არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი მსხვილი ნაწლავის ლორწოვანისა და ლორწქვეშა გარსების ანთებითი დაავადებაა. ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად 16-დან 37 წლამდე ასაკში იჩენს თავს და უპირატესად ქალებს ემართებათ. ეტიოლოგია უცნობია. არ არის გამორიცხული ჯერ კიდევ არაიდენტიფიცერებული ვირუსული ან ბაქტერიული გამომწვევის არსებობა. ანთებითი ცვლილებები უმთავრესად მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსშია ლოკალიზებული. ყველაზე ხშირად ზიანდება რექტალური არე (წყლულოვანი პროქტიტი). საზოგადოდ, სწორი ნაწლავის დაზიანების გარეშე წყლულოვანი კოლიტი ძალიან იშვიათია. ხშირია აგრეთვე სიგმოიდური ნაწლავის დაზიანება (პროქტოსიგმოიდიტი). შესაძლოა, ტოტალურად დაზიანდეს მსხვილი ნაწლავი (პანკოლიტი). დამახასიათებელია ხანგრძლივი რემისიები მინიმალური კლინიკური სიმპტომატიკით და გამწვავებები. გამწვავების დროს კლინიკურ გამოვლინებათა ინტენსივობა პროცესის მსხვილ ნაწლავში გავრცელებასა და ანთებითი პროცესის სიმძიმეს უკავშირდება. როდესაც დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, ავადმყოფი კუჭში გადის დღეში 1-5 -ჯერ, განავალი ნახევრად გაფორმებულია, ლორწოიანი, პერიოდულად აღინიშნება სისხლდენა ნაწლავებიდან. ზოგჯერ ავადმყოფი უჩივის შეკრულობას, ტენეზმებს. ზოგადი გამოვლინებები დამახასიათებელი არ არის. დაავადების ამ ფორმის დროს პროცესი, ჩვეულებრივ, შემოფარგლულია სწორი ნაწლავით ან სიგმოიდური კოლინჯით. წყლულოვანი პროქტიტის შემთხვევაში დაავადება მეტწილად არ პროგრესირებს. განავალში სისხლის არსებობა დაავადების კარდინალური სიმპტომია. გარდა ამისა, განავალი შეიცავს ლორწოსა და ჩირქს, მაგრამ არა პათოგენურ მიკროორგანიზმებს.
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის მკურნალობა
რემისიის შემხვევაში არ არის საჭირო მკაცრი დიეტის დაცვა. სასურველია ცილებით მდიდარი საკვების მიღება. უნდა გამოირიცხოს უხეში საკვები. სასურველია, ავადმყოფი ერიდოს უმ ხილსა და ბოსტნეულს. მსუბუქ შემთხვევებში, თუ კლინიკური ნიშნები უმნიშვნელოა და ტოქსიკურ მეგაკოლონს არ ვეჭვობთ, სიფრთხილით ინიშნება ანტიქოლინერგიული საშუალებები და შემკვრელები. მყარ რეციდივებს იძლევა გლუკოკორტიკოიდები და ამინოსალიცილატები (მაგ. Azulfidine) . ისინი იხმარება სისტემურად ან ადგილობრივად, ოყნის სახით. მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში, წყლულოვანი კოლიტის პათოგენეზის აუტოიმუნური თეორიიდან გამომდინარე, ინიშნება იმუნოდეპრესანტები , რომელთა შორის ამჯამად ყველაზე პოპულარულია ინფლიქსიმაბი –Infliximab (Remicade), რომელიც წარმოადგენს სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის(TNF)- ალფა ინჰიბიტორს-თუმცა ძვირი ღირს. მწვავე შემთხვევაში ნეკროზული გართულებების პროფილაქტიკისათვის მოწოდებულია ანტიმიკრობული თერაპია. მძიმედ მიმდინარე წყლულოვანი კოლიტის დროს ავადმყოფს შესაძლოა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. პაციენტისთვის მნიშვნელოვანია სათანადო დიეტის შერჩევა. რეკომენდებულია უჯრედისით მდიდარი საკვები. უნდა ვერიდოთ ზედმეტი მედიკამენტების მიღებას, განსაკუთრებით – ანალგეზიური საშუალებებისას. ძლიერი ტკივილის დროს იყენებენ სპაზმოლიზურ და ქოლინოლიზურ პრეპარატებს. ზოგჯერ ეფექტურია ტრანკვილიზატორები და ფსიქოთერაპია.
რაც შეეხება ალტერნატიულ მედიცინას არასპეციფიური კოლიტის დროს წარმატებით გამოიყენება თევზის ზეთი, ალოე და გრავიოლა(გუანაბანა) პათოლოგიური აუტოიმუნური პროცესების დამთრგუნველი, ანტიმიკრობული, ანტიანთებითი თვისებების გამო, ხოლო, სიმსივნის პროფილატიკური თვისებების გამო გრავიოლა აქტიურად იცავს პაციენტს არასპეციფიური ქრონიკული კოლიტის – ნაწლავის კიბოდ გადაგვარებაში.
სტატია ადაპტირებულია საიტიდან – Graviola (suorsop) and Ulcerative colitis. http://myeshaxszbm.pixnet.net/blog/post/76287946-graviola—soursop—rainforest-healing-power-in-one-bottle – ნუგზარ სულხანიშვილის მიერ