ფუტკრის რძე – სასარგებლო პროდუქტი

futk ფუტკრის რძეში ანტიბიოტიკ-ჰერმიციდინის შემცველობის გამო მიკროორგანიზმები არ ვითარდება. რთული ქიმიური შედგენილობის გამო ის მეფუტკრეობის პროდუქტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძვირფასი პროდუქტია. შეიცავს 110 სხვადასხვა დასახელების ნაერთს. ორიგინალურ კომპონენტთა შემცველობის წყალობით წარმოადგენს ძლიერ ბიომასტიმულირებელ, მატონიზებელ და ზოგადგამაჯანსაღებელ სითხეს.

დამწვრობებისა და ძნელად შეხორცებადი ჭრილობების სამკურნალოდ

აღნიშნული ჭრილობები სასურველია თავდაპირველად ფუტკრის რძის სპირტიანი ხსნარით დაამუშავოთ, შემდეგ კი რძისა და თაფლის ნარევში დასველებული ტამპონები დაადოთ. ნარევი შეგიძლიათ გამოხდილი (დისტილირებული) წყლით ორჯერადად განაზავოთ. ტამპონები დღეში ორჯერ უნდა გამოცვალოთ. ამ პროცედურათა წყალობით ჭრილობა სუფთავდება, ეპითელური ქსოვილის ზრდა სტიმულირდება და ჭრილობაც, შესაბამისად, ხორცდება. იგივე მეთოდით რეკომენდებულია პოსტოპერაციული ნაწიბურების მკურნალობაც.

ათეროსკლეროზის წინააღმდეგ

1 ჩაის კოვზი ფუტკრის რძე თაფლისა და პროპოლისის ნარევს შეურიეთ და დღეში gravobanerსამჯერ, ჭამამდე 20-25 წუთით ადრე, პირის ღრუში სრულ დადნობა-შეწოვამდე გაიჩერეთ. მკურნალობის კურსი 3 თვეს მოიცავს. ამასთან, ყოველი თვის შემდეგ 3-4 კვირიანი დასვენების შუალედების დაცვაა სასურველი. ე. წ. შუალედებში გირჩევთ ფუტკრის რძის სპირტხსნარის 10-15 წვეთი მიიღოთ დღეში სამჯერ (უმჯობესია პირში ჩაიწვეთოთ და პირდაპირ არ გადაყლაპოთ). ამ სამკურნალო-პროფილაქტიკური კურსით სისხლში ქოლესტერინის დონე საგრძნობლად ქვეითდება, სისხლის ფორმულა უმჯობესდება, არტერიული წნევა რეგულირდება, ადამიანებს გულის არეში ტკივილი და სხვადასხვა სახის დისკომფორტი უქრებათ, უმჯობესდება ძილის პროცესი, მადა და მეხსიერება.

სტატია გაზიარებულია pressa.ge – დან

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s