უნდა მოაგროვოთ 100 გრამი (უმჯობესია თეთრი) იასამნის ყვავილი და გააშროთ ჩრდილში, შემდეგ დაასხათ 70-გრადუსიანი 1 ლიტრამდე სპირტი და 8-10 დღის განმავლობაში დადგათ სიბნელეში თავდახურული ჭურჭლით. საჭიროა მასის ყოველდღიურად შენჯღრევა.
10 დღის შემდეგ ნაყენი მზად იქნება. უნდა მიიღოთ 30-30 წვეთი, დღეში 2-3-ჯერ, ჭამის წინ. პარალელურად ამ ნაყენით დღეში ერთხელ უნდა დაიზილოთ მტკივანი და მარილოვან-წანაზარდებიანი ადგილები. ნაყენით გამოწვეული დადებითი ეფექტი 3-4 კვირაში უნდა იგრძნოთ.

