C ვიტამინი აფერხებს კიბოს განვითარებას

ფორტონკლოგების ჯგუფმა ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტიდან (National Institutes of Health, NIH) აშშ. პროფესორ მარკ ლევაინის (Mark Levine) ხელმძღვანელობით, აღმოაჩინეს, რომ C ვიტამინის დიდი დოზები ხელს უშლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას თავის ტვინში, პანკრეასში, და საკვერცხეებში, ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს  AFP სააგენტო, ნაციონალური აკადემიის შრომებზე დაყრდნობით (Proceedings of the National Academy of Sciences, PNAS). კიბოს წინააღმდეფ  C  ვიტამინის გამოყენება განიხილებოდა ჯერ კიდევ 30 წლის წინ, მაგრამ შემდგომმა ექსპერიმენტებმა, სადაც C ვიტამინი მიიღებოდა პერორალურად, ვერ დაამტკიცა მისი ეფექტურობა.  gaufrtxildi

მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ ორგანიზმი ვერ ითვისებდა C ვიტამინის ჭარბ რაოდენობას (200 მილიგრამზე მეტს დღის განმავლობაში), რომელიც შემოდიოდა კუჭ-ნაწლავის გზით. NIH -ის მკვლევარები, ამ პროცესს მიუდგნენ სხვა მხრიდან: მათ C ვიტამინის ანუ ასკორბინის მჟავა სისხლში შეჰყავდათ პირდაპირ ვენებიდან ან მუცლის ღრუდან. ექსპერიმენტი ტარდებოდა თაგვებზე, რომლებსაც ჰქონდათ სწრაფად მზარდი ავთვისებიანი სიმსივნეები. ინექციების მოცულობას მოიცავდა 4 გრამ C ვიტამინს 1 კგ სხეულის მასაზე დღეში 1 ჯერ. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ასკორბინის მჟავის მაღალი დოზები იჩენდნენ ანტი სიმსივნურ თვისებებს, სიმსივნიანი თაგვების 75% -ში. ამასთან ერთად ჯანმრთელი უჯრედები არ ზიანდებოდნენ- ნათქვამი იყო პრესის რელიზში.

ამასთან ერთად C ვიტამინმა შეაჩერა სიმსივნეების ზრდა 41-53%- ით. C ვიტამინის სამკურნალო ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ, შედის რა უჯრედის მეტაბოლურ პროცესებში, ის წარმოშობს წყალბადის ზეჟანგს, რომელიც დამღუპველად მოქმედებს სიმსივნურ უჯრედებზე. თუმცა საკითხის უკეთ გადასაჭრელად საჭიროა შემდგომი გამოკვლევები – ამბობს კიბოს გამომკვლევი ფონდის ხელმძღვანელი ელისონ როსი.

სტატია ადაპტირებულია საიტიდან http://q99.it/kz7Xsbp

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s