მედიკამენტები, რომლებთანაც ბავშვის პატრონი ფრთხილად უნდა იყოს!

5 ჯგუფის მედიკამენტები, რომლებთანაც ბავშვის პატრონი ფრთხილად უნდა იყოს
როცა ბავშვი შეუძლოდაა, ყოველთვის ექიმს არ ვაკითხავთ. დედები ცდილობენ ერთმანეთის რეკომენდაციით თუ საკუთარი გამოცდილებით, ნაცადი წამლებით დაეხმარონ პატარას. ეს დიდი ხნის ცნობილი და აპრობირებული პრაქტიკაა, თუმცა სპეციალისტები აფრთხილებენ მშობლებს: ყველაზე ნაცნობი და “გამოცდილი” წამალიც კი შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს. რამდენიმეწლიანი დაკვირვების შედეგად მედიკამენტების ჩამონათვალი შეადგინეს, რომლებიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვენ.

ანტიჰისტამინები და სუნთქვის გასაიოლებელი საშუალებები
ეს პრეპარატები ალერგიისა და გაციების დროს გამოიყენება. მაგალითად, როცა გაჭედილი ცხვირია “გასახსნელი”. ანტიჰისტამინურმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ძილიანობა და შეკრულობა, სუნთქვის გასაიოლებლებმა კი – ნერვიული სისტემის ზედმეტი აღგზნება.
ამერიკელი ნატუროპათები გირჩევენ, რომ აქცენტი სხვა საშუალებებზე გააკეთოთ: აირჩიეთ ის ცხვირში ჩასაწვეთებელი, რომელიც ზღვის მარილზეა დამზადებული. გამონადენსაც ამცირებს და მიკრობებსაც კლავს.
გრავო გამა ფოტ

კუჭში გამხსნელი საშუალებები
ამერიკელი გასტროენტეროლოგების მონაცემებით, შეკრულობისგან ბავშვების 30% იტანჯება. წამლები, რომლებსაც ამ დროს მშობლები იყენებენ, ე.წ. “ზარმაცი ნაწლავის” სინდრომს აჩენს და ნაწლავების მოქმედება წამალზე დამოკიდებული ხდება. სინამდვილეში შეკრულობის საუკეთესო მკურნალი შესაფერისი კვებაა. საკვები უჯრედისით მდიდარი უნდა იყოს (უმი ხილ-ბოსტნეული, პარკოსნები, მარცვლოვნები), რომელიც ნაწლავის აქტიურობას უწყობს ხელს. ან ისეთი წამალი უნდა შეარჩიოთ, რომელიც ნატურალურ კომპონენტებზეა
დამზადებული.

გაციების და ხველის საწინააღმდეგო წამლები
ტკბილი სიროფები, რასაც ამ დროს ბავშვებს ვასმევთ, ხშირად ალერგიას იწვევენ. ამის მიზეზი მედიკამენტში შემავალი საღებავები, არომატიზატორები და ხელოვნური დამატკბობლებია. ჰომეოპათიურ საშუალებებს კი ეს რისკები არ აქვთ, ამიტომ წამლების ეფექტურ შემცვლელად გამოდგება.

სიცხის დამწევი საშუალებები
ასპირინზე, აცეტამინოფენზე და იბუპროფენზე დამზადებულმა პრეპარატებმა შეიძლება ღვიძლისა და თირკმელების მდგომარეობა გააუარესოს, თავის ტკივილი და ყურებში შუილი გამოიწვიოს. ამიტომ ნუ შეებრძოლებით მაღალ სიცხეს ექიმის დანიშნული დოზების გარეშე. მით უმეტეს, თუ საქმე წლამდე ასაკის ბავშვს ეხება. სიცხის დამწევი უნდა მისცეთ, მაგრამ დედებს ზოგჯერ ზედმეტი მოსდით და მანამ ასმევენ წამალს, სანამ სიცხეს 36,5-მდე არ დაიყვანენ. ამ წამლები დანიშნულება კი სულაც არ გახლავთ სიცხის “მოსპობა”. უნდა დაიწიოს და არა სულ დაეცეს, თანაც რამდენიმე საათის განმავლობაში.

მზისგან დამცავი საშუალებები
მზის სხივებისგან დაცვა კარგია, მაგრამ ეს საშუალებები უამრავ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომლებმაც ჰორმონულ დონეზეც კი შეიძლება ცვლილებები გამოიწვიოს. როცა ბავშვისთვის მზისგან დამცავ კრემს ირჩევთ, არჩევანი შეაჩერეთ პროდუქტზე, რომელიც თუთიის ოქსიდზე ან ტიტანის დიოქსიდზეა დამზადებული. ისინი მზის სხივებს ფიზიკურ ბარიერს უქმნიან და არა ქიმიურს.

ეს არგუმენტები იმას არ ნიშნავს, რომ ზემოჩამოთვლილ საშუალებებზე საბოლოოდ უარი უნდა თქვათ. ეს ცოდნა უბრალოდ, სიფრთხილისთვის გამოგადგებათ. “ბრმა” მკურნალობისას გეცოდინებათ, რომ ეს წამლები აოლად “ხელწამოსაკრავი” არ არის და თუ დანიშნულება არ გაქვთ, ისევ უსაფრთხო ალტერნატივებს მიმართეთ.

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s