გირჩის მურაბა – სამკურნალო საშუალება სუსტი ბრონქებისთვის და იმუნიტეტისთვის

 варенье-из-сосновых-шишек--777x437
გირჩის მურაბა და მტვერი არაჩვეულებრივი საშუალებაა სუსტი ბრონქების პატრონებისთვის. ამასთანავე აძლიერებს იმუნიტეტს. საქართველოში ბორჯომისა და აბასთუმნის მიდამოებში ხშირად შეხვდებით გასაყიდად გამოტანილ მურაბას და ნაძვის მტვერს. მისი მომზადება რთული არ არის.
ინგრედიენტები:
გირჩი
1 კგ
შაქარი
1.5 კგ
წყალი
1 ლ
 Soursop-benefits
გირჩები უნდა შეაგროვოთ მაის-ივნისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. გირჩი რბილი უნდა იყოს, 1-3 სმ სიგრძის.

მოგროვილი გირჩები კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში. შემდეგ დაასხით წყალი და შემოდგით ცეცხლზე.
დაამატეთ შაქარი, მოურიეთ, წამოადუღეთ და ხარშეთ 15-20 წუთი მაღალ ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით და ბოლომდე გააციეთ. გაციებული მურაბა დააბრუნეთ ცეცხლზე და ხელახლა წამოადუღეთ. ხარშეთ 30 წუთი. სიროპი თანდათან ფერს შეიცვლის და გამჭვირვალე კარამელისფერი გახდება. მურაბა კვლავ გადმოდგით და გააციეთ. შემდეგ დააბრუნეთ ცეცხლზე და ხელახლა წამოადუღეთ. ხარშეთ სანამ სიროპი არ გასქელდება – დააწვეთეთ
თეფშზე და დაელოდეთ რამდენიმე წუთი, თუ ბლანტია და ადვილად არ იღვრება მზადაა. გადაიტანეთ ცხელი მურაბა ქილებში და დააფარეთ თავსახური.

ეს მურაბა ნამდვილი წამალია! მიიღეთ გაციების, სურდოს, ბრონქილური ასთმის, სპაზმური ხველის დროს. შეიძლება ბავშვებისთვისაც, 1-2 ჩაის კოვზი დილაობით, უზმოზე, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

1796569_330637667116439_1155678965199659005_n

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s