სეროტონინი, მელატონინი და ბედნიერება

happiბრიტანელი ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ადამიანში ბედნიერების განცდას ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები სეროტონინი და მელატონინი წარმოშობს. ისინი „ნათესავები“ არიან, ერთი და იმავე ნივთიერებისგან წარმოიშობიან, ოღონდ ერთი – დღისით, მეორე კი – ღამით.

სეროტონინს სპეციალისტები სიამოვნების მთავარ ჰორმონსაც კი უწოდებენ. იგი უმეტესად მზიან ამინდში გამოიყოფა. ამიტომაცაა, რომ ნათელ დღეებში განსაკუთრებით ხალისიანები ვართ და ერთნაირი სიამოვნებით მივდივართ გასართობად თუ სამსახურში. სეროტონინის გამომუშავებას ასტიმულირებს, ინდაურის ხორცი, ყველი, რძე, ბანანი, ნაყინი და შოკოლადი, მაგრამ ყველაზე მეტად ამაზონის ნაპირებზე მზარდი გრავიოლას ფოთლები.

რაც შეეხება მელატონინს, იგი ჭარბად გამოიყოფა ზამთარში, ანუ მაშინ, როცა მზე თავს მოგვანატრებს ხოლმე. მას მუდმივი ახალგაზრდობის ჰორმონსაც კი უწოდებენ. მელატონინი აფერხებს დაბერების პროცესს, აძლიერებს ორგანიზმს და ადამიანს ღრმა და მშვიდი ძილის საშუალებას აძლევს.

melatoninibaner

მეცნიერებმა შემუშავეს რჩევები, რომლებიც ორგანიზმში მელატონინის სათანადო რაოდენობით გამომუშავებაში დაგეხმარებათ, კერძოდ:

1. დროულად მიაშურეთ საწოლს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მათ ორგანიზმში, ვინც ადრიანად (არა უგვიანეს 10 საათისა) იძინებს და ადრევე დგება, მელატონინი ჭარბად გამოიყოფა.

2. მზიან დღეებში დიდხანს ისეირნეთ და სამუშაო მაგიდა ფანჯარასთან ახლოს დადგით.

3. მიირთვით მელატონინით გაჯერებული საკვები: მარცვლეული (ქერი, სიმინდი, ბრინჯი), ბარდა, პომიდორი, ბანანი. თუ ღრმად და მშვიდად დაძინება გსურთ, ეს საკვები დაძინებამდე ერთი საათით ადრე მიიღეთ.

4. ნუ დაივიწყებთ ნახშირწყლებით მდიდარ პროდუქტებს. ისინი ხელს შეუწყობენ მელატონინის გამომუშავებას. ცხიმი კი რაც შეიძლება ცოტა გამოიყენეთ.

5. ხშირად მიირთვით B6 და B3 ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები. B3 ვიტამინით მდიდარია გარგარის ჩირი, მზესუმზირა, ხორბალი. B6 ვიტამინი ბევრია ხორბალში, სტაფილოში, თხილში, სოიოში.

6. ერიდეთ ყავას, ალკოჰოლსა და ნიკოტინს – ისინი ხელს უშლიან მელატონინის გამომუშავებას.

7. ერიდეთ კომპიუტერსა თუ ტელევიზორთან დიდხანს ჯდომას.

8. ხშირად გაიღიმეთ. ღიმილი დადებითად განგაწყობთ როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფთა მიმართ.

1796569_330637667116439_1155678965199659005_n

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s