ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალო ნაკრები დეკანოზ სერაფიმესგან

serafimeსოციალური ქსელის მომხმარებელი, მარიამ ანდღულაძე ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალო ნაკრების რეცეპტს აქვეყნებს. მისი თქმით, რეცეპტი დეკანოზ სერაფიმე დანელიას რუსეთში მოღვაწე არქიმანდრიტმა გიორგიმ გადასცა. უცვლელად გთავაზობთ თავად მამა სერაფიმეს სტატიას, რომელიც ჟურნალ ,,ჭყონდიდელში” დაიბეჭდა: ,,2003 წლის გაზაფხულს, რუსეთის სიწმინდეების მოლოცვისას, ქალაქ კრასნოდარში მამათა მონასტერს ვეწვიეთ. იქ მოღვაწეობდა იმ მხარეში ცნობილი მღვდელმონაზონი გიორგი. ერისკაცობაში პროფესიით ექიმი, მონაზვნობაში ხალხური მედიცინით დაინტერესებულა. წლების მანძილზე მის გულმოდგინე შრომასა და დაგროვებულ გამოცდილებას კეთილი ნაყოფი გამოუღია.მამა გიორგიმ კლასიკური, ხალხური და მონასტრული მედიცინის განსაკუთრებული ერთიანობით საოცარი ეფექტი მიიღო სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობაში. ამას მოწმობდა ავადმყოფთა ის დაუსრულებელი რიგი, რომელიც მასთან კურხევაზე მისულებს დაგვხვდა. მამა გიორგიმ დიდი სიყვარულით მიგვიღო, მოგვიკითხა და როცა შეწუხებულმა მეუღლის ავადმყოფობაზე მოვუყევი, დამამშვიდა, თან რეცეპტების კრებული გამოგვატანა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე ჩვენ და ჩვენმა ბევრმა ახლობელმა თექვსმეტი ბალახის ბალახის რეცეპტით დავიწყეთ მკურნალობა. მოხდა სასწაული, ყველა ვინც გულმოდგინედ ასრულებდა მკურნალობის დადგენილი კურსს და ამავდროულად ლოცულობდა და ეზიარებოდა – უფალის წყალობით განიკურნა. უამრავი ადამიანის თხოვნის გამო, გადავწყვიტეთ დავბეჭდოთ მამა გიორგის მიერ მოცემული თექვსმეტი ბალახის რეცეპტი, რომლის ეფექტურობამაც უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია უფლის უსაზღვრო მოწყალებაზე.” აი, ეს საოცარი ნაკრები: 1. სალბი-35 გრ 2. ჭინჭარი-25 გრ 3. ასკილი-20 გრ 4. ნეგო-20 გრ 5. დათვის კენკრა- 20 გრ 6. ორკბილა-20 გრ 7. აბზინდა(მწარე)-15 გრ 8. ფარსმანდუკი-10 გრ 9. გვირილა-10 გრ 10. ოქროსცოცხა-10 გრ 11. ბეგქონდარა-10 გრ 12. ხეჭრელის ქერქი-10 გრ 13. არაყის ხის კვირტები-10 გრ 14. წყლის სამყურა-10 გრ 15. ბერულა-10 გრ 16. შავბალახა-10 გრ  ufaligrნაკრები კარგად დავაქუცმაცოთ და ავურიოთ. შემდეგ ავიღოთ 6 სუფრის კოვზი ნაკრები (დაახლოებით 26 გრ) და ჩავყაროთ ემალირებულ ჭურჭელში, დავასხათ 2,5 ლიტრი ადუღებული წყალი, დავდგათ ძალიან ნელ ცეცხლზე (95 გრადუსზე, ისე რომ არ ადუღდეს!!!) ზუსტად 3 სთ-ის განმავლობაში. ამის შემდეგ გადმოვდგათ, გადავწუროთ, გავაციოთ და შევდგათ მაცივარში. დავლიოთ თბილი 1 სუფრის კოვზი (მძიმე შემთხვევების დროს შეიძლება 3 ს.კ.) დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 სთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი 30 დღეა. შემდეგ საჭიროა დასვენება 10-12 დღე და კურსი გავიმეოროთ გამომჯობინებამდე. ნაყენი შევინახოთ მაცივარში სანამ არ გათავდება. მაცივარში ინახება დიდხანს. არ დაგავიწყდეთ, ბალახების მომზადების დროს ნაყენს დავამატოთ ნაკურთხი წყალი, სულ რამოდენიმე წვეთი.” lollipop.ge

grkvelaferi

გადავწუროთ, გავაციოთ და შევდგათ მაცივარში. დავლიოთ თბილი 1 სუფრის კოვზი (მძიმე შემთხვევების დროს შეიძლება 3 ს.კ.) დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 სთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი 30 დღეა. შემდეგ საჭიროა დასვენება 10-12 დღე და კურსი გავიმეოროთ გამომჯობინებამდე. ნაყენი შევინახოთ მაცივარში სანამ არ გათავდება. მაცივარში ინახება დიდხანს. არ დაგავიწყდეთ, ბალახების მომზადების დროს ნაყენს დავამატოთ ნაკურთხი წყალი, სულ რამოდენიმე წვეთი.” lollipop.ge

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s