ლახვრის ლოცვა – როდესაც მედიცინა უძლურია

1433513765

ლახვრის ლოცვის მადლზე და მის სასწაულმოქმედ ძალაზე რჩევა-დარიგებებს გვაძლევს მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა აკაკი (მელიქიძე).

ლახვრის ლოცვა
ლახვრის ლოცვაზე ცნობები შუა საუკუნეებიდან იწყება. მას ასრულებდნენ ღირსი მამები, მოძღვრები. სავარაუდოდ, მათი შედგენილია ლოცვების კრებული, რომელიც ძალიან ეფექტურია ტკივილით დაუძლურებული ადამიანების მიმართ.
ლახვრის ლოცვის შესრულებისას იკითხება სამი ლოცვა.
პირველ ლოცვაში მოიხსენება უფლის ჯვარცმა.
მეორე ლოცვისას, „მომიკიდე ჩვენ რწყევითა მისგან რჯულისა“, მიმართვაა უფლისადმი, რომ ჯვარცმით გამოისყიდოს ავადმყოფი წყევლისაგან.
მესამე ლოცვა ეხება „ლახვრით განგმირვას“.
იკურთხება ღვინო და წყლის ნაზავი სისხლად, პური ხორცად.
სამივე ლოცვის შუალედებში სამჯერ გამოისახება ჯვარი მტკივნეულ ადგილას, ხდება ჯვრით შეხება.

 


როგორ აღევლინება ლახვრის ლოცვა?
ლახვრის ლოცვა დიდი დატვირთვის მატარებელია.
მოძღვარი რომელიც მას წაიკითხავს, უნდა იყოს ძლიერი მლოცველი.
ლოცვის წაკითხვა უშუალოდ ხელეწიფებათ ბერებს.
ლახვრის ლოცვა შეიძლება აღევლინოს უფლის ხატთან, ღვთისმშობლის ხატთან,
ასევე რომელიმე წმინდანის ხატთან.
ლოცვა აღევლინება ინდივიდუალურად, ერთ ადამიანზე ან რამოდენიმეზე ერთად, ჯგუფურად. დასასრულს ხდება ზიარება ნაკურთხი პურით და ღვინით.

 
შემზადება ლახვრის ლოცვისათვის
იმისათვის, რომ დაესწროთ სხვა მოძღვრის მიერ ჩატარებულ ლახვრის ლოცვას, აუცილებლად უნდა აიღოთ ზიარება პირადი მოძღვრისაგან.
მისი გვერდის ავლით ლოცვაზე დასწრება დაუშვებელია.
თუ არ გყავთ მოძღვარი, მაშინ ნებისმიერ მოძღვარს უნდა ჩააბაროთ აღსარება და მიიღოთ ზიარება.
აღსარებისას ადამიანი გულს უხსნის მოძღვარს, რაც უპირველესი საქმეა ქრისტიანისათვის.
ლახვრის ლოცვაზე დასასწრებად აუცილებელია, ადამიანი იყოს ნაზიარები. ზიარებისას ის უერთდება უფალს და ხდება მისი სრულყოფილება.
ზიარებას აქვს დიდი ძალა და მადლი, ავადმყოფობის დაძლევის ძალა.
როდესაც ადამიანი რაიმე ჩივილით მიდის მოძღვართან, გამოიკითხავენ მის წუხილს, მხოლოდ მას შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება, რა არის საჭირო – ჯანმრთელობის, კვეთებულის, თუ ლახვრის ლოცვა.
ლახვრის ლოცვა ერთ ავადმყოფზე ტარდება ერთხელ ან ორჯერ, მაქსიმუმ სამჯერ, შემდეგ ტკივილი უკვალოდ ქრება. 

რა სხვაობაა კვეთებულის და ლახვრის ლოცვებს შორის?
კვეთებულის ლოცვის დროს სხეულიდან ხდება ეშმაკის განდევნა, რომელსაც შეპყრობილი ჰყავს ადამიანი. მისი მკურნალობა ამ ლოცვით ხდება.
ლახვრის ლოცვა მიმართულია უშუალოდ მწვავე ტკივილის აღმოსაფხვრელად.
ორივე ლოცვა საკმაოდ ძლიერია და ავადმყოფი, ღვთის შემწეობით, ეფექტურად ინკურნება.
ლახვრის დროს ადამიანს ეწყება რეაქცია, უმწვავდება ტკივილი.
ყოფილა შემთხვევები, რომ ამის გამო ბევრს დაუტოვებია ეკლესია და წასულა.
ტკივილის ძლიერდება ძალიან მცირე დროით, შემდეგ ხდება მთლიანი განკურნება.
ამიტომაც, ამ მიზეზით წასული ხალხი მალე უკან დაბრუნებულა მადლობის და ბოდიშის მოსახდელად.

 ლახვრის ლოცვა მძიმე ავადმყოფებისა და ბავშვებისათვის
ლახვრის ლოცვა სასწაულმოქმედი ძალის მქონეა, ამიტომაც ხშირად მძიმე ავადმყოფები ითხოვენ მას.
თუ ადამიანი მძიმედაა ავად და არ შუეძლია ეკლესიაში მისვლა, მაშინ მასთან მიდის მოძღვარი, ჩამოართმევს აღსარებას და აზიარებს.
ზიარებას უდიდესი მადლი აქვს, შეუძლია, ყველა ავადმყოფობის დამარცხება.
ლახვრის ლოცვა სახლში არ სრულდება.
ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა ლოცვას სასწაული მოუხდენია.
სწორედ ლახვრის ლოცვით განკურნა მამა აკაკიმ ერთ-ერთი ქალბატონი C-ჰეპატიტისაგან, რომელიც დღეს სწორედ მეტეხის ეკლესიაში მსახურობს.

ბავშვების  ლახვრის ლოცვაზე მიყვანისათვის აუცილებელია, მშობლები იცავდნენ საეკლესიო ცხოვრების წესებს. შვილებს უნდა წაუკითხონ 90-ე ფსალმუნი და მამაო ჩვენო.
კარგია, თუ აცხებთ შვილებს რომელიმე წმინდანის წმინდა ზეთს, ეს დიდი მადლია.
მშობელმა შვილი პატარა ასაკიდან უნდა მიაჩვიოს ეკლესიურ ცხოვრებას, ლოცვას, მარხვას. ხშირად უნდა აზიაროს. ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს მონათლული და ატარებდეს ჯვარს.

 მოძღვარი გირჩევთ
იყავით რწმენაში.
აუცილებლად ჩააბარეთ აღსარებები.
მიაჩვიეთ შვილები ეკლესიურ ცხოვრებას.

გრავიოლა ღმერთის ხილი

ufaligr

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: