წინ ანომალიური ტეპერატურა გველოდება – მედიკოსების რეკომენდაციები მოსახლეობას
16:38 25.06.2015
[“პრესა.ჯი”]
არის თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ანომალიური ტემპერატურა  მომდევნო ორი თვის განმავლობაში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე „პრესა.ჯი“- სთან საუბრისას აცხადებს, რომ წელს, ზაფხული შარშანდელთან შედარებით ცხელი იქნება.

რიგ დღეებში, ჰაერის ტემპერატურა საქართველოში 41 გრადუსამდე მოიმატებს.

“მაღალ ტემპერატურას ველოდებით ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში და ზღვაზე ცოტა წვიმებიც არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემოპერატურა 2 თვის განმავლობაში, ძირითადად,  37-38 გრადუსი იქნება, თუმცა ჩვენი პროგნოზით იქნება დღეები, როცა ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს “, – გვითხრა ნიორაძემ.

რას შვრება სახელმწიფო ანომალიური ტემპერატურის დროს? მასალის მომზადებისას გავარკვიეთ, რომ მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, უქმე დღეები არ გამოცხადდება, რადგან  შესაბამისი ნორმა შრომის კოდექსში შეტანილი არ არის. უბრალოდ, არსებობს დადგენილება, თუ როგორ უნდა დაიცვან ასეთ დროს დამსაქმებლებმა დასაქმებულების ჯანმრთელობა.

მედიკოსები აცხადებენ, რომ განსაკუთრებით რისკის ქვეშ ახალშობილები, ბავშვები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და მოხუცები იმყოფებიან.

სპეციალისტების  რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობამ დიდი რაოდენობით სითხე მიიღოს და მზეზე სიარულს მოერიდოს. ტანსაცმელი აუცილებლად ღია ფერის უნდა ჩავიცვათ, თავზე რაღაც უნდა გვეხუროს და მაქსიმალურად ბევრი სითხე მივიღოთ.

fotlebi gr

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s