მამა სოგრატის ლოცვას საოცარი ძალა აქვს

“მამა სოგრატი მთლიანად მადლია, იქიდან მოდის სიხარული, სიმშვიდე”

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მამა სოგრატი (ჭულუხაძე) 80 წლის გახდა. იგი ერთ-ერთი გამორჩეული ღვთის მსახური გახლავთ და მისმა ლოცვამ უამრავი ადამიანი სნეულებისგან განკურნა, ჭეშმარიტების გზაზე დააყენა. მოძ-ღვარს ადამიანის ნაფიქრალის ამოცნობაც შეუძლია და განკურნების მადლით არის დაჯილ-დოებული უფლისგან. მისი ხელით აღსრულებული სასწაულების მოსმენისას ხვდები, რომ უფლის რჩეულ მოძღვართან გაქვს საქმე.
ძალიან საინტერესოა მისი ცხოვრების გზა. იგი სამი პატრიარქის კურთხეული მოძღვარი გახლავთ.
ufaligr
მცირე დოსიე:
დაიბადა 1933 წლის 19 თებერვალს, ცხინვალის რაიონში, სოფელ ზემო აჩაბეთში, მრავალშვილიან ოჯახში. მამა ომში დაეღუპა, დედა საოცრად მორწმუნე ადამიანი ჰყავდა. ცხინვალში თურმე ყველა იცნობდა თეთრებით შემოსილ სასიამოვნო გარეგნობის ქალს, რომელიც ყველა საეკლესიო დღესასწა-ულზე ტაძარში მოურიდებლად შედიოდა, ხმამაღლა გალობდა და სხვებსაც რწმენისა და ლოცვისკენ მოუწოდებდა. უფლის რწმენით აღზარდა შვილები და სკოლის დამთავრების შემდეგ მამა სოგრატმა მცხეთის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა სწავლა. 1968 წლის 17 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ეფრემ მეორემ სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი სიონის საკა-თედრო ტაძარში დიაკვნად აკურთხა. იმავე წლის მაისში მღვდლად აკურთხეს და სიონის საკათედრო ტაძარში მსახურობდა. პარალელურად, სემინარიის პედაგოგი იყო. ჯერ დიდუბის ეკლესიაში, ამის მე-რე კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, შემდეგ კი, მამა დავითის სახელობის ტაძარში იმსახუ-რა. 1975 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, დავით მეხუთემ მამა სოგრატი ბერად აღკვეცა, არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. იქ წლების მანძილზე იმსახურა. მამა სოგრატი ბავშვობიდან ლექსებს წერს და ოთხი კრებულის ავტორია. 1979 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ იგი მეო-რე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. 1992 წელს მამა სოგრატი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის, სამთავროს დედათა მონასტრის და ღირსი შიო მღვიმელის მონასტრის მთავარ ხუცესად დაინიშნა. 2002 წელს კი საქართველოს ეროვნული აკადემიის რელიგიისა და ეთნოკულტურის განყოფილების მრჩევლად აირჩიეს და აკადემიის საპატიო აკადემიკოსის წოდება მიანიჭეს. მამა სოგ-რატის ლოცვის ძალა მართლაც ურიცხვმა ადამიანმა გამოცადა. იმასაც ამბობენ, რომ ხშირად სნეუ-ლის დაავადება მამა სოგრატს საკუთარ თავზე აუღია. თურმე, ტაძარში დედამ ბავშვი მიიყვანა, რო-მელსაც უჩვეულო ქცევები ჰქონდა: აწუხებდა უძილობა, ხშირად ტიროდა, ახველებდა, აცემინებდა… მამაომ ლოცვა დაიწყო და იქ მყოფები გაოგნებულები დარჩნენ – მათ დაინახეს, რომ მამა სოგრატს სწორედ ის პრობლემები დაეწყო, რაც ბავშვს აწუხებდა: მას მთლიანად დაუსველდა სამოსი, თითქოს წყალი გადაასხესო; დააწყებინა ცემინება, ხველა; უზომოდ დაიღალა. ყველანი შეშინებული თვალებით შეჰყურებდნენ თურმე მოძღვარს, რომელიც იდგა და ლოცვას განაგრძობდა… სამი ლოცვის შემდეგ ბავშვი განიკურნა.

მარი კვინრაძე, ექიმი:
– 17 წელია, მამა სოგრატის მრევლი ვარ. ტაძარში ღვთის რწმენითა და

 

მამაოს ლოცვის უდიდესი რწმენით მოვდივარ. მის ლოცვას მართლაც უდიდესი ძალა და მადლი აქვს. ხშირად მედიცინა უძლუ-რია ზოგიერთი დაავადების მიმართ და მხოლოდ ღვთის სასწაულს შეუძლია ადამიანების ხსნა, რაც მამაოების მხურვალე ლოცვით აღესრულება. მამა სოგრატის ლოცვის ძალა ჩემს თავზე გამოვცადე. ქი-მიოთერაპიის ფონზე ორმხრივი ტოტალური პნევმონია განმივითარდა და მიუხედავად ექიმების პრო-ფესიონალიზმისა, თავგანწირვისა და ძალისხმევისა, მკურნალობა უშედეგო იყო. მათ თვალებში უიმედობას ვხედავდი. მართლაც, შანსი არ იყო, მაგრამ მამაოს ლოცვამ სასწაული მოახდინა. პირველი ლოცვის შემდეგ უდიდესი შვება ვიგრძენი, მეორე დღიდან უკვე სიცხე აღარ მქონდა. როცა მესამე დღეს საკონტროლო რენტგენოგრაფია გაკეთდა, ექიმები გაოგნებულები იყვნენ: მისი ლოცვის წყალობით ყველაფერი აილაგმა. მადლობა უფალს, რომ გვყავს მამა სოგრატი…

ვიოლეტა ჭანიშვილი:
– 19 წელია, მამაოს მრევლი ვარ. მორწმუნე ყოველთვის ვიყავი, მაგრამ ტაძარში არ დავდიოდი. ჩემს ახლობელს სერიოზული პრობლემა ჰქონდა და სახლის კურთხევა სურდა. მთხოვა, დავხმარებოდი და მამა სოგრატი მიმეყვანა მასთან სახლის საკურთხებლად. ეს 90-იან წლებში ხდებოდა, როცა ქა-ლაქში ტრანსპორტიც არ დადიოდა. მაშინ მამაო ქაშვეთში მსახურობდა. მისი საცხოვრებლის მისამარ-თი გავიგე და მივედი. ტაქსიც იშვიათად დადიოდა ქალაქში. მამაო საკმაოდ ენერგიული იყო. მოვკიდე მის ჩანთას ხელი და ფეხით წამოვედით მისი სახლიდან. საბედნიეროდ, მანქანა მალე შეგვხვდა… სახ-ლის კურთხევის შემდეგ იმ ოჯახის პრობლემები სრულიად მოგვარდა. ეს რომ სხვებმა გაიგეს, მთხო-ვეს, მათთანაც მიმეყვანა მამაო. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მამაომ მაშინ მითხრა, ყოველთვის წამოგყვები სახლის კურთხევაზეო და მეც, დამყავდა ახლობლებთან. ქალაქში შუქი თითქმის არ იყო. საოცრება ხდებოდა, როცა მივდიოდით: ყველგან შუქი გვხვდებოდა და ლიფტით მეთოთხმეტე სარ-თულზე, მეცხრე სართულზე ისე ავსულვართ, რომ შუქი არასოდეს ჩამქრალა. მამაო ოჯახში მყოფებს ხშირად კვეთებულის ლოცვებსაც უკითხავდა და ყველა გრძნობდა მისი ლოცვის ძალას. ჩვენი ეკლესიის მშენებლობაც ერთად გავიარეთ. მამაოს არ ეგონა, ასე უცბად, აქ ამხელა ტაძარი თუ აშენდებოდა. სახსრები არ იყო, ბევრი პრობლემა გვქონდა. მაშინ მამაოს ვთხოვე, – მაკურთხეთ და შესაწირის მოგროვებას ერთი ლარით დავიწყებ-მეთქი. დამლოცა მამაომ და შედეგმაც არ დააყოვნა. სახლებში დავდიოდი, ეზოშიც შევკრიბე, მეგობრებთანაც, კომპანიებში და ასე, სხვადასხვა კარზე კაკუნით მოვაგ-როვე პირველი თანხები. ამ ტაძარში ბიზნესმენების ფული არ არის ჩადებული, უბრალო ადამიანების შესაწირით, 4 წელიწადში აშენდა ჩვენი ლამაზი ტაძარი. ერთხელ, მამა ფილარეტი შემხვდა და ვთხო-ვე, დამლოცეთ-მეთქი. როცა გაიგო, მამა სოგრატი იყო ჩემი მოძღვარი, შეჩერდა, შემომხედა და მით-ხრა, – ასეთი საოცარი მოძღვარი გყოლიათ და ჩემთან როგორ მოხვედით დასალოცადო?!
ერთ ზაფხულს რაჭაში, ნიკორწმინდაში ვისვენებდი. დიდ ორმოში ჩავვარდი და ფეხი მოვიტეხე, ძვალი მთლიანად დაფშვნილი მქონდა. თბილისში ჩემი გადმოყვანა სამარშრუტო ტაქსით მოხდა. მარტო ერთი ტკივილგამაყუჩებელი გავიკეთე, მაშინვე დავრეკე ეკლესიაში მამაოსთან და მან დაიწყო კვე-თებულის ლოცვების კითხვა. ისე ჩამოვედი, რომ ტკივილი არ მიგრძნია. ოპერაცია დამჭირდა. იქაც მომაკითხა მამაომ და ლოცვები ჩამიტარა. ხედავთ, როგორ დავდივარ? ესეც, მამაოს ლოცვის ძალით.
მამაო საავადმყოფოში იწვა და მრევლი დავდიოდით მის სანახავად. ფოიეში ვიდექით და ვგულშემატკივრობდით. ერთ დღეს, როცა სანახავად მივდიოდი, გამახსენდა, რომ მამაოს კეფირი უყვარდა. გა-ვიფიქრე, კეფირს ვიყიდი, მივიტან საავადმყოფოში და ვინმეს მივცემ, თითქოს მამა სოგრატისთვის მომეტანოს-მეთქი. მართლაც, ვიყიდე და მივედი. ჩვენი მრევლი შემომხვდა და მეუბნება, – ვიოლა, კეფირი ხომ არ მოიტანეო? ვიფიქრე, მაშაყირებს-მეთქი. თურმე, სწორედ იმ დროს მოისურვა კეფირი, როცა მას ვყიდულობდი მაღაზიაში… ასეთი მამაოები ქრისტიანულ სამყაროში ძალიან ცოტანი არიან და მათ უნდა მოვუფრთხილდეთ…
graviola tke
იაკობ თოდუა:
– საშინელი განსაცდელის დროს მოვედი მამაოსთან. გამწარებული ვიყავი. ლოცვა დაიწყო მამაომ, შევხედე და საოცარი გრძნობა დამეუფლა. მისი თვალიდან სხივი გამოდიოდა. გაოგნებული ვუყურებ-დი. ამ დროს გაცივებული მქონდა მთელი სხეული, გული და სულიც. ლოცვის დროს ვიგრძენი, რომ ყველაფერი გამითბა. ამ საოცარი სხივის დანახვისთანავე მივხვდი, – ჩემს ცხოვრებაში სასწაული და-იწყო. მეორე დღეს ლოცვას ველოდებოდი. მამაო ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან დაჰყავდათ და იქიდან დაბრუნებული, საოცარი შესახედავი იყო. თითქოს მათი დაავადება გადადებოდა. იმ დღესაც ბავშვებიდან დაბრუნებულს რომ შევხედე, ადამიანის ფერი აღარ ედო.A – ადამიანი ბუნებით საზიზღა-რია, – უცებ ჩემთვის გავიფიქრე, – ახლა ამას რაიმე არ დაემართოს, არ მოკვდეს-მეთქი. ამ ფიქრი-დან ნახევარ საათში დამიძახა მამაომ და მის ოთახში შევედი. გაღიმებული სახით დამხვდა და მით-ხრა, – მოდი, სცადე, ხელი გადამიწიეო. ვეჯაჯგურებოდი, მაგრამ ხელი ვერ გადავუწიე. მომიბრუნდა და მითხრა, – იაკობ, ნუ გეშინია, მე არ მოვკვდებიო. მან ჩემი ფიქრიც შეიტყო. ადამიანის ზრახვებ-საც აკონტროლებს – ეს რამდენიმეჯერ შევნიშნე. პირველსავე ლოცვაზე ჩემი პრობლემები მითხრა და რამდენიმე საზიზღარი ცოდვა ისე კონკრეტულად აღწერა, გაოგნებული ვუყურებდი, – ისე დეტალუ-რად, რომ მე, ამის ჩამდენს, ამ წვრილმანებისთვის არ მქონდა ყურადღება მიქცეული და თვალები ამიხილა. წარმოიდგინეთ, მასთან ტაძარში ლოცვაზე რომ მივსულიყავი, გზის ფულიც კი არ მქონდა. განვიცდიდი. ამას გრძნობდა მამაო და მამშვიდებდა, – ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო. მართლაც, ერთ დღეს ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც მითხრა, – ფულს მოგცემ, მი-დი და საეკლესიო მაღაზია გახსენიო. მაღაზია ჩემთვის მეორეხარისხოვანი იყო, მაგრამ ეს იყო ჩემ-თვის იმის საშუალება, რომ ტაძრამდე მოსასვლელი ფული მქონოდა. ყოველდღე აქ ვიყავი და ჩემი გულიც თბებოდა, სულ სხვანაირი გავხდი. ტაძარში მხურვალედ ვლოცულობდი და როცა კულმინაციას ვაღწევდი, თავისი კელიიდან მამაო ტაძარში გამოვიდოდა, უკნიდან მომეპარებოდა, მხარზე ხელს დამა-დებდა და მეუბნებოდა, – აქ ვარო. ასეთ ადამიანს ბევრს ვერ იპოვი. აგერ გვყავს და გვერდს ნუ ავუვლით, მისი მადლი მივიღოთ ყველამ.

ჩვენც ვულოცავთ მამა სოგრატს 80 წლის იუბილეს. ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებთ.

თეა ხურცილავა
“გზა”, 2013 წელი

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in Uncategorized and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s