რობინ უილიამსი თვითმკვლელობამდე ექიმების მცდარმა დიაგნოზმა მიიყვანა

749426_williams
მსახიობ რობინ უილიამსისთვის, თვითმკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე დასმული დიაგნოზი ”პარკინსონის დაავადება” სავარაუდოდ მცდარია და ის ექიმების შეცდომაა. ინფორმაციას პორტალი ”Radar Online”, მსახიობის სხეულის გაკვეთის შედეგად მიღებული, გამოკვლევების შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
გამოცემა იუწყება, რომ უილიამსს სავარაუდოდ Lewy body dementia (LBD)  სჭირდა, რომლის სინდრომებიც, გარკვეულ შემთხვევებში, ემთხვევა პარკინსონის დაავადების სინდრომებს. მსახიობის შემთხვევაში ეს იყო  კანკალი, მარცხენა ხელის მოტორული აქტივობის დარღვევა, დეპრესია, უძილობა,  ჰალუცინაციები და კოგნიტური მოშლილობა.
 
 LBD  საკმაოდ ხშირად ეშლებათ ხოლმე  ალცჰეიმერის დაავადებაშიც. სელინური დემენცია, რა თქმა უნდა პროგრესირებს, თუმცა, მედიკამენტების საშუალებით მისი შეჩერება შესაძლებელია.
 
მსახიობის თვითმკვლელობიდან რამდენიმე დღეში, მისმა მეუღლემ სიუზან შნაიდერმა განაცხადა, რომ უილიამსი ბოლო ხანებში დეპრესიაში იყო – სავარაუდოდ დასმული დიაგნოზის გამო. მან პარკინსონის საწინააღმდეგო წამლების მიღება, 2014 წლის მაისში დაიწყო, თუმცა მხოლოდ უმნიშვნელო გაუმჯობესებას გრძნობდა.
 
2014 წლის 11 აგვისტოს, ქალაქ ტიბერონში, მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის 63 წლის იყო. პოლიციამ თვითმკვლელობის ფაქტი დააფიქსირა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი კი ასფიქსიაა.
fortuna.ge
პარკინსონიზმი გრავიოლას მიღების შედარებითი უკუჩვენებაა..
დააწკაპუნეთ ბანერს..
grkvelaferi
Unknown's avatar

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , . Bookmark the permalink.

Leave a comment