რა პათოლოგიებს იწვევს „მაკდონალდსის“ და „ვენდის“ საკვები?

   „მაკდონალდსის“ პოპულარული პროდუქტის ვარგისიანობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ დადგა. ბრიტანული გაზეთის „დეილი მეილის“ კვლევის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ „მაკდონალდსის“, „ბურგერ კინგის“ „საბვეის“ და „ვენდის“ პოპულარულ პროდუქტებში ქიმიური დანამატი – „აზოდიკარბონამიდი“ გამოიყენება, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აკრძალულია.

„დეილი მეილის“ „შავ სიაში“ მოხვედრილი სწრაფი კვების რესტორნებიდან საქართველოში მხოლოდ „მაკდონალდსი“ და „ვენდია“ წარმოდგენილი. „მაკდონალდსის” და „ვენდის“ პურში, ტოსტებში და ორცხობილებში აღმოჩენილი ქიმიური დანამატის „აზოდიკარბონამიდის“ მავნებლობის შესახებ „კვირას“ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ჰიგიენისტი და ტოქსიკოლოგი მარინა გიორგობიანი ესაუბრა. როგორც პროფესორი აცხადებს, „აზოდიკარბონამიდი“ მიეკუთვნება დითიოკარბამატების ჯგუფს, რომელიც ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. მისი თქმით, „მაკდონალდსის“ და „ვენდის“ კვების ნაწარმში აღმოჩენილი ნივთიერება შესაძლოა ფარისებური ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიის მიზეზი გახდეს.

1796569_330637667116439_1155678965199659005_n
690842„ამ ნივთიერებამ შესაძლოა სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს. ჩიყვის ფართოდ გავრცელებას ამ ბოლო დროს იოდის დეფიციტს მიაწერენ ხოლმე შეცდომით. ორგანიზმში იოდის დეფიციტის შემთხვევაში, „აზოდიკარბონამიდი“ იოდს ანაცვლებს, ამიტომ ორგანიზმი ვეღარ ითვისებს იოდს. ნივთიერება ასევე იწვევს ასთმურ შეტევებს და ალერგიულ რექციებს. თუ ასეთ საშიშ ნივთიერებებზე არ იქნება კონტროლი, მოსალოდნელია ეს საეჭვო დანამატი უმძიმესი პათოლოგიების მიზეზი გახდეს “, – განაცხადა პროფესორმა.
სწრაფი კვების რესტორნების პროდუქტში აღმოჩენილ ნივთიერებას რეზინის ფეხსაცმელების და იოგას მატრასების დამზადებისასაც იყენებენ. ამ თემაზე „კვირასთან“ საუბარი დღეს არც „მაკდონალდსის“ და არც „ვენდის“ საქართველოს წარმომადგენლობაში ისურვეს.
საქართველოში, რესტორნების ქსელის „მაკდონალდსის“ პროდუქტის ხარისხი ეჭვქვეშ რამდენიმე თვის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიტივმაც“ დააყენა. ორგანიზაციის წევრებმა „მაკდონალდსის“ ჰამბურგერზე ექსპერიმენტი ჩაატარეს და საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციას აღნიშნული რესტორნების ქსელის ჰამბურგერზე ლაბორატურიული კვლევის ჩატარება მოსთხოვეს. როგორც ორგანიზაციის დირექტორი გურამ ადამაშვილი აცხადებს, 2 წლის წინ „მაკდონალდსში“ შეძენილ ჰამბურგერს დღემდე არ დაუკარგავს ფერი, ცხიმის სუნი, არ დასდებია ობი, გარეგნულად კი არც სოკოს ნიშნები ატყვია.
„საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის ლაბორატორიულ გამოკვლევას უნდა დაედასტურებინა, თუ რამდენად უსაფრთხოა წარმოებული პროდუქტი მომხმარებლებისთვის, მათი ჯანმრთელობისთვის. ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით და ოფიციალური მიმართვის შემთხვევაში „მაკდონალდსის“ პროდუქტის ავკარგიანობის შესწავლას გეგმავდა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოც, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციას, დაინტერესდეს ამ საკითხით და ჩვენთან ერთად იზრუნოს მომხმარებლების უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა გურამ ადამაშვილმა.
მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის მადონა კოიძის განცხადებით, საქართველოში აკრედიტირებულ ლაბორატორიებს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, უცხოურ ლაბორატორიებში კვლევის ჩატარებისთვის კი ფედერაციას საჭირო სახსრები არ გააჩნია.
weight-watchers-big-mac„საქართველოში აკრედიტებულ ლაბორატორიებს შესაძლებლობები შეზღუდული აქვს. აქედან გამომდინარე, რაზეც არსებობს აკრედიტაცია, შეგვიძლია მხოლოდ იმაზე შევუკვეთოთ კვლევა. არსებობს 1000-ზე მეტი საკვები დანამატი, რომელსაც სჭირდება შესაბამისი აკრედიტაციის გავლა და ნებართვა, ისე იურიდიული ძალა შემოწმებას არ ექნება. თუკი ჩვენ კანონით არ ვიქნებით გამყარებული, ამ კვლევას ვერ ჩავატარებთ და ვერც დაუკვეთავთ. უცხოურ ლაბორატიაში კვლევის დაკვეთისთვის სახსრები კი ჩვენ არ გვაქვს. თუკი იქნება საზოგადოების მოთხოვნა, ალბათ სურსათის ეროვნული საააგენტო ამას გაითვალისწინებს. ეს კვლევა შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ უცხოეთში აკრედიტებულ ლაბორატორიაში და არა საქართველოში“, – განაცხადა მადონა კოიძემ.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის შემდეგ, 1999 წლიდან, ევროპაში „აზოდკარბონამიდის“ გამოყენება საკვებ ინდუსტრიაში აიკრძალა. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კი, საქართველოს კანონმდებლობით ქიმიური დანამატი „აზოდკარბონამიდი“ აკრძალულ დანამატთა სიაში არ არის. სააგენტოში აცხდებენ, რომ თუკი საქართველოს კანონმდებლობით ნივთიერება „აზოდკარბონამიდი“ აიკრძალება, ისინი სათანადო ზომებს მიიღებენ. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში „კვირას“ განუცხადეს, „მაკდონალდსის“ ქსელი მათ უკვე შეამოწმეს. თუმცა, მათი თქმით, ქიმიურ დანამატებზე შემოწმება არ ჩატარებულა.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ამერიკული გაზეთის და საინფორმაციო სააგენტოს „დეილი მეილის“ სარედაქციო ჯგუფმა ამერიკის ბაზარზე არსებული კვების ობიექტების ნაწარმი გამოიკვლია. აღმოჩნდა, რომ „მაკდონალდსის“ და “ვენდის“ ქიმიური დანამატი – „აზოდიკარბონამიდი“ გამოიყენება, რომელიც ასევე, რეზინის ფეხსაცმელების და იოგას a-wendysმატრასების დამზადებისას, ამ ნაწარმს ელასტიკურობას ანიჭებს.
„დეილი მეილის“ ცნობით, ეს საკვები დანამატი პურში, ტოსტებში და სხვადასხვა სახეობის ორცხობილაში არის აღმოჩენილი. სარედაქციო ჯგუფის განცხადებით, ის აღმოჩნდა „მაკდონალდსის“ თითქმის ყველა იმ ნაწარმში, რომელშიც პური შედის, მათ შორის ორცხობილებში, “ბიგმაკში”, ინგლისურ მაფინებსა და შემწვარ ჩხირებშიც. ხოლო „ვენდი“ მას სხვადასხვა სახის სენდვიჩში იყენებს.
1999 წლიდან, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ წარმოებული კვლევის შემდეგ, ევროპაში „აზოდკარბონამიდის“ გამოყენება საკვებ ინდუსტრიაში აიკრძალა. ეს კვლევა ცხოველებზე ჩატარდა და დადგინდა, რომ მისი დიდი დოზით მოხმარება ასთმური და სასუნთქი ორგანოების სხვადასხვა დაავადებას იწვევს.

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in Uncategorized and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: