რადიოთერაპია – რა შემთხვევაში შეიძლება კიბოსგან განკურნება?

რადიოთერაპია – რა შემთხვევაში შეიძლება კიბოსგან განკურნება?

 radioTerapia
სიმსივნის მკურნალობის პროცესში აქტიურად გამოიყენება რადიოთერაპია. რადიოთერაპიის რა მეთოდებს სთავაზობს პაციენტებს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში არსებული საავადმყოფოთა ქსელი „მედიპოლი“ და რა შემთხვევაში შეიძლება ამ მეთოდებით სიმსივნური დაავადებებისგან სრულად განკურნება?!
„რუბრიკას“ მედიპოლ მეგას საუნივერსიტეტო საავადყოფოთა ქსელის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელძღვანელი, რადიაციული ონკოლოგიის ასოცირებული პროფესორი ჰალე ბაშაქ ოზქოქი ესაუბრება: სიმსივნური დაავადებები

ავთვისებიანი სიმსივნე, იგივე კიბო, შეიძლება, ნებისმიერ ორგანოზე წარმოიქმნას და დროთა განმავლობაში ქსოვილის სიღრმეშიც ჩააღწიოს. სამწუხაროდ, სიმსივნური უჯრედები საკმაოდ სწრაფად და უკონტროლოდ იზრდება, იყოფა და  ახალ სიმსივნურ უჯრედებს წარმოქმნის, რაც საბოლოოდ არა მარტო იმ კონკრეტული ორგანოს ფუნქციის მოშლას იწვევს, არამედ ლიმფური კვანძებისა და სისხლის საშუალებით, ირგვლივ მყოფ ორგანოებსა და ქსოვილებში ვრცელდება და სხვა ორგანოებსაც აზიანებს. ეს კი, საბოლოო ჯამში, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და შესაბამისი მკურნალობის გარეშე, მდგომარეობა მოსალოდნელია, ლეტალურად დასრულდეს. აქედან გამომდინარე, სიმსივნური დაავადებების დროული გამოვლენა და მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

სიმსივნური დაავადებების მკურნალობის მეთოდები

ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მეთოდით, ან სხვადასხვა დროს ამ ორი მეთოდის კომბინაციით ტარდება. ეს მეთოდებია:
ლოკალური (ანუ ადგილობრივი) მკურნალობა – რომელიც მოიცავს ქირურგიულ ოპერაციას ან რადიოთერაპიას (სხივური თერაპიით მკურნალობას);
სისტემური მკურნალობა – რომელშიც მოიაზრება ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია და მიზანმიმართული ბიოლოგიური მკურნალობა.

გარდა ამისა, არსებობს მკურნალობის სხვა მეთოდებიც.

 

რა არის რადიოთერაპია და რა შემთხვევაშია მისი გამოყენება რეკომენდებული?

რადიოთერაპია (სხივური თერაპიით მკურნალობა) ონკოლოგიის ნაწილია და გულისხმობს რენტგენურლი ან მაიონიზირებელი გამოსხივების გამოყენებით სიმსივნური დაავადების მკურნალობას.
სხივური თერაპია შეიძლება იყოს  მკურნალობის როგორც ძირითადი, ასევე დამხმარე  მეთოდი და გამოიყენება რადიკალური და პალიატიური მიზნებით.
გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად ასევე კომბინაციში, ქირურგიასთან, ქიმიოთერაპიასთან ან ორივესთან ერთად. ტაქტიკის არჩევა  სიმსივნის ლოკალიზაციაზე, უჯრედულ შენებაზე, დაავადების სტადიაზე და ავადმყოფის ზოგად მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
რადიოთერაპიას გააჩნია ორი ძირითადი დანიშნულება:
სამკურნალო – იმ შემთხვევაში, როცა სიმსივნური პროცესი ადრეულ სტადიაზეა გამოვლენილი (წარმოქმნილია მხოლოდ ერთ განსაზღვრულ ორგანოზე და არ არის სხვა შორსმდებარე ორგანოებზე მეტასტაზირებული). ასეთ დროს, რადიოთერაპია გამოიყენება სრულიად განკურნებისთვის, ოპერაციის შემდეგ დარჩენილი მდგომარეობის გასაკონტროლებლად, ან დაავადების იმ სტადიაში გადასაყვანად, რომ ქირურგიულ ჩარევას დაექვემდებაროს;
პალიატიური – როცა სიმსივნე პროგრესირებულია, განკურნებაზე აღარ მიდის საუბარი და ექიმების მიზანს მხოლოდ პაციენტისთვის გაუსაძლისი მდგომარეობის (ტკივილის, სუნთქვის გაძნელების, სისხლდენის და ა.შ.) შემსუბუქება წარმოადგენს.

 

რადიოთერაპიით მკურნალობის მეთოდები

რადიოთერაპიით მკურნალობის დროს გამოიყენება ორი ძირითადი მეთოდი:

1) პაციენტის სხეულის გარედან ისეთი აპარატებით ზემოქმედება, როგორიცაა – Lineer, Stereotactic Radiosurgery, Gamma Knife,Cyber Knife და საოპერაციოში გამოყენებადი Intraoperative Radyoterapy,Truebeam-ი;

2) ბრაქითერაპია (ანუ კონტაქტურ რადიოთერაპია), რომელიც გულისხმობს რადიაციული წყაროს უშუალოდ მიტანას სიმსივნით დაზიანებულ ორგანოსთან, ან უშუალოდ სიმსივნურ წარმონაქმნში სპეციალური აპლიკატორების საშუალებით  (მკურნალობის ეს მეთოდი ყველაზე ხშირად გინეკოლოგიური, პროსტატის, ფილტვის და საყლაპავი მილის სიმსივნეების სამკურნალოდ გამოიყენება, იშვიათად რეკომენდებულია თავის ტვინისა და მკერდის კიბოს მკურნალობაში).

 

მტკივნეულია თუ არა რადიოთერაპიით მკურნალობის პროცესი?

იმ შემთხვევაში, თუ რადიოთერაპიით მკურნალობისას სხივური დასხივება სხეულის გარედან ხდება, პაციენტს ტკივილი არ აღენიშნება, მაგრამ ზოგჯერ მკურნალობის დაწყებამდე (დაზიანების ზუსტი ადგილის განსაზღვრისათვის) საჭიროა ინტერვენციული რადიოლოგიური ჩარევა, რა დროსაც  გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. მარკერები.  ეს პროცედურა მტკივნეულია და ამიტომ ანესთეზიით ტარდება. ანესთეზიის გამოყენება ბრაქითერაპიით მკურნალობის დროსაცაა რეკომენდებული.

 

რადიოთერაპიით მკურნალობის ჩატარებამდე მოსამზადებელი პროცედურები

რადიოთერაპიით მკურნალობის ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აუცილებლად რადიაციული ონკოლოგიის ექიმი იღებს. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კი საჭიროა პაციენტს ჩაუტარდეს გარკვეული გამოკვლევები და მოსამზადებელი პროცედურები. (მოსამზადებელი ეტაპი  1 დღიდან, 1 კვირამდე გრძელდება და დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სასწრაფოდაა მკურნალობა დასაწყები).

იმის გამო, რომ უმეტეს შემთხვევაში რადიოთერაპია სეანსების (გრეის) სახით მიმდინარეობს, პაციენტი მუდმივად უნდა იმყოფებოდეს  ერთსა და იმავე პოზიციაში. პოზიციის შერჩევა ხდება ზემოთ ხსენებული მოსამზადებელი პროცედურების დროს და ეს პოზიცია უნდა იყოს პაციენტისთვის კონფორტული, დასხივებისთვის კი შესაბამისი და ზუსტი.

მას შემდეგ რაც განისაზღვრება პოზიცია, ხდება იმ უბნის ვიზუალიზაცია, სადაც უნდა მოხდეს დასხივება. ვიზუალიზაცია, ძირითადად, კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის (MR) და პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფიის (Pet/CT) საშუალებით ხდება და მიღებული ვიზუალიზაციის შედეგები რადიაციული თერაპიის მკურნალობის დასაგეგმად, იგზავნება ე.წ. დაგეგმარების კომპიუტერში, სადაც ხდება მკურნალობის დაგეგმვა.

მკურნალობის დაგეგმვა ხდება სამედიცინო რადიოფიზიკის სპეციალისტის და რადიაციული ონკოლოგის მიერ და განისაზღვრება გამიზნულ უბანსა და კრიტიკულ ორგანოებზე დასხივების დოზები. დაგეგმარება ხორციელდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამების საშუალებით.

 

მიზანშეწონილია თუ არა რადიოთერაპიით მკურნალობის განმეორება?

იმის გამო, რომ რადიოთერაპიის დროს არ მოხდეს სიმსივნური უბნის ირგვლივ ჯანმრთელი ქსოვილებისა და ორგანოების რადიაციით დაზიანება, მაღალი დოზებით  მკურნალობის ჩატარება არ არის რეკომენდებული.
ამავე მიზეზით არ შეიძლება განმეორებით რადიოთერაპიის ჩატარება.

თუმცა თუ დაგეგმარების მეთოდებისა და მკურნალობის სისტემების  განვითარების გამო, განსაზღვრულ სიტუაციებში, განსაზღვრული ტექნიკის საშუალებით, იმავე უბანზე განეორებითი რადიოთერაპია დღის წესრიგში დგება, საჭიროა ჩატარდეს ე.წ. Reirradiation მკურნალობა. ამ სახის მკურნალობა ძალიან გამოცდილი კადრის მიერ უნდა ჩატარდეს და აუცილებლად უახლოესი ტექნოლოგიებით.

 

რადიოთერაპიის გვერდითი ეფექტები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რადიოთერაპიით მკურნალობა სეანსებით მიმდინარეობს. სეანსების რაოდენობა, სიხშირე და ხანგრძლივობა კი დაავადებული უბნის ანატომიასა და მის ირგვლივ მდებარე ჯანმრთელ ქსოვილებზეა დამოკიდებული.

მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები, ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე ან დაწყების შემდეგ პაციენტს უტარდება გვერდითი მოვლენების აღმოსაფხვრელი ან შესამცირებელი მკურნალობა. თუმცა, აღნიშნული გვერდითი მოვლენები, უმეტეს შემთხვევაში რადიოთერაპიით მკურნალობის დასრულების შემდეგ თავისთავად აილაგმება.

მნიშვნელოვანის ისიც, რომ პაციენტმა, რომელიც იტარებს სხივურ თერაპიას, კარგად უნდა დაისვენოს, სრულფასოვნად იკვებოს და ხალხმრავლობას მოერიდოს.

gravovit63

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in გრავიოლა and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: