“ქალებზე, ვისთან რა იყო და როგორ, არ უნდა იტლიკონოს კაცმა!”

“ქალებზე, ვისთან რა იყო და როგორ, არ უნდა იტლიკონოს კაცმა!”
"ქალებზე, ვისთან რა იყო და როგორ, არ უნდა იტლიკონოს კაცმა!"
23-07-2015

მერაბ კოკოჩაშვილი: ” პოლიტიკოსების დამსახურებით 25 წელია ქვეყნის კულტურა უმდაბლეს დონეზეა!”

“სანამ ცოლს მოვიყვანდი, თამაშისა და მუშაობის უფლება არ მქონდა? სვეტლანატომა, პროკოლოვა, ვერა სარანოვა, უკრაინელი გალინა, ერთი მახსოვს, “მის რასია” იყო, ქართველებზე საერთოდ არ ვლაპარაკობ…” – განაცხადა დეპუტატმასოსო ჯაჭვლიანმა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში (იხილეთ: “ყველაფერს დაფიქრებით ვამბობ და ბოლომდე “ვაწვები” – სოსო ჯაჭვლიანი იმ ქალებს ასახელებეს, ვისთანაც “უმუშავია”) მას შემდეგ, რაც პარლამენტში განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დროს ყველა ლამაზ ქალთან არის “ნამუშევარი.”
პარლამენტარის განცახდებებს აფასებენ მომღარალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე, რომლიც ელენა პროკლოვას ფილმში “მიმინო” პარტნიორობდა და რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი.

კადრი ფილმიდან: “მიმინო”

ბუბა კიკაბიძე:
როგორი პარლამენტარებიც არის, ისეთ განცხადებებს აკეთებენ. არ მომისმენია, რომ მომესმინა, მაშინვე დავურეკავდი სოსოს და ვეტყოდი ჩემს სათქმელს – კაცმა არ უნდა ილაპარაკო ეგრე და მორჩა! ისე კი, გამიკვირდა ძალიან! საერთოდ ქალებზე ლაპარაკი არ არის მიღებული! საერთოდ, ქალებზე, ვისთან რა იყო და როგორ, არ უნდა იტლიკონოს კაცმა არსად!

მერაბ კოკოჩაშვილი:
– კარგით რა, ხალხო! მაგის გამეორება და ამაზე სერიოზული ლაპარაკი შეიძლება საერთოდ?..

– სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტის სხდომაზე ლაპარაკობდა ასე და ის შეიძლება პარლამენტში იყოს ასეთი ადამიანი და ადამიანების ბედს წყვეტდეს?
მაგ დანაშაულს თავად პარლამენტმა მიხედოს, ბუნებრივია, თუ ეს რაღაც დანაშაულად ითვლება. ძალიან მიჭირს  შევაფასო, რადგან საკუთარი ყურით არ მომისმენია, მაგრამ ქვეყანაში ისეთი კატასტროფული რამეები ხდება, როგორ შეიძლება ასეთ რამეებზე დროს ვკარაგვდეთ?!
gravovit63
– რა კატასტროფებს გულისხმობთ?
ყველაზე მთავარი კატასტროფა არის ის, რომ ქვეყანამ კულტურა დაკარგა! ეს უკვე 25 წელია გრძელდება, ამაში უპირველესად დამნაშავეა ხელისუფლება და პოლიტიკოსები. თუ კი მაქვს ასშუალება ტელევიზით მივმართო ან მედიის ნებისმიერი საშუალებით, ყველგან ვამბობ, რომ კულტურა, გემოვნება და ადამიანების ურთიერთობაა დღეს უმდაბლეს დონეზეა! ყველაფერ ამაში

ხელისუფლების როლი გადამწყვეტია! თუ ახლა მაინც არ მიხედეს და პრიორიტეტად არ იქცა კულტურა და განათლება, ცოტა ხანში ბევრად უარესი სურათი გვექნება!

– ეს ხელისუფლება არ მიიჩნევს პრიორიტეტად კულტურას და განათლებას?

– მაგას თქვენ უნდა ხედავდეთ! უნდა იხმიანოთ, იყვიროთ და იყვიროთ! მე როცა მაქვს საშუალება, ყოველთვის ვამბობ!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)

PS: 🙂 გამახსენდა ცნობილი კაშკაშა მსახიობის და ასევე ცნობილი ლოველასის ანდრეი მირონოვის ინტერვიუ, სადაც ის წერდა ელენა პროკლოვაზე, რომ მან მასთან თამაშის დროს ფილმში “გახდით ჩემი ქმარი” მიუხედევად დიდი სურვილისა ვერაფრით მიაღწია მის თანხმობას თანაცხოვრებაზე..და ყოჩაღ ჯაჭვლიანს, მაგარი ბიჭი ყოფილა

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s