ჯანმრთელობას ექიმები არ ჩუქნიან, ისინი მხოლოდ ავადმყოფობებს მკურნალობენ

амосов_editedნიკოლაი ამოსოვს მედიცინის ლეგენდას უწოდებდნენ. ის კარდიოქირურგი გახლდათ და შესაბამისად, რკინის ნერვები და ბრძოლა სიცოცხლისთვის მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ბრწყინვალე ექიმი თავის პაციენტებს ასწავლიდა, თუ როგორ გამოეყენებინათ მედიცინა ისე, რომ დიდხანს და ბედნიერად ეცხოვრათ. სწორედ მან გამოიგონა გულის ხელოვნური სარქველი, რითაც კარდიოქირურგია სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა.
ის მეორე მსოფლიო ომის დროს მოღვაწეობდა და მისი 5-კაციანი ბრიგადის ხელში 40 ათასამდე დაჭრილმა მეომარმა გაიარა.
თავისი პროფესიული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება მან წიგნში აღწერა. გთავაზობთ გამოცდილი ექიმის 7 ოქროს წესს.

1. იმედი ნუ გექნებათ, რომ ჯანმრთელობას ექიმი გაჩუქებთ
საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხი თავად უნდა აგოთ. ექიმი დაავადებას კურნავს, ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობა კი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. წესიერად იკვებეთ, ივარჯიშეთ და ნორმალურად იძინეთ – მხოლოდ ესაა, რითაც დაავადებებისგან თავს დაიცავთ.

2. დაღლა, სიცივე, შიმშილი – საუკეთესო მფარველები
არასოდეს დაიზაროთ ფიზიკური დატვირთვა. სხეული უნდა მიაჩვიოთ, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ დატვირთვას. წნევა და პულსი რომ ყოველთვის ნორმაში იყოს, ვარჯიში აუცილებელია. დაღლა, სიცივე, შიმშილი – გასაკაჟებლად ეს საუკეთესო მეთოდებია.

3. გაუფრთხილდით იმ რეზერვს, რასაც ჯანმრთელობა ჰქვია
ყველა ადამიანი ერთნაირი რეზერვებით იბადება, რომლებიც ორგანიზმს დაავადებებისგან იცავენ. ამ რეზერვებს თავად ვამცირებთ და ვასუსტებთ ჩვენი არასწორი ცხოვრებით.


“გეშინოდეთ არა ექიმის და საავადმყოფოსი, არამედ საკუთარი სიზარმაცისა და უცოდინრობის”

gravovit63

4. რაციონალურად მიუდექით კვებას
საკვები რაც შეიძლება ნაკლებცხიმიანი უნდა იყოს. დღის განმავლობაში აუცილებლად იმოძრავეთ, ფეხით იარეთ. თავის ხელში აყვანაც ისწავლეთ. ცხოველები აგრესიას სირბილით ან ჩხუბით გამოხატავენ. ადამიანები ვერ მოიქცევიან ასე. როცა განერვიულებული ხართ, ეცადეთ ვარჯიშით მოიოხოთ გული. ფიზიკური დატვირთვა სისხლში ადრენალინს შეამცირებს.

5. რატომ ავადმყოფობენ ხშირად ადამიანები?
დაავადება სუსტმა ნებისყოფამაც იცის. ცხოვრების ჯანსაღ წესს ნებისყოფა და სიბეჯითე სჭირდება. ასეთ ადამიანებს კი იშვიათად ნახავთ დღეს, ისევე როგორც ჯანმრთელ ადამიანებს.

6. ქვეყანაზე ძალიან ბევრი ცუდი ექიმია
მსუბუქი დაავადებები თავისითაც გაივლის, ექიმის ჩარევის გარეშე. არსებობენ ექიმები, რომლებიც ბოლომდე გულწრფელნი არ არიან პაციენტებთან და სხვის უბედურებაზე ხელის მოთბობა სურთ. ზოგიერთი არაპროფესიონალია და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ცოდნა და გამოცდილება არ ჰყოფნის. ნუ დაივიწყებთ, რომ ექიმიც ადამიანია – შეიძლება არამზადაც აღმოჩნდეს და შეცდომაც მოუვიდეს.

7. თუ გაგიმართლა და კარგი ექიმის ხელში მოხვდით, გაუფრთხილდით მას
კარგ ექიმს ოქროს ფასი აქვს. ამიტომ გაუფრთხილდით, ადვილად ნუ გაიმეტებთ გასალანძღად. ის, ვინც თავის პროფესიას ერთგულად ემსახურება, პატივისცემას იმსახურებს.

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in Uncategorized and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s