სანელებლები, რომლებიც წონაში კლებაში გვეხმარება

სანელებლები, რომლებიც წონაში კლებაში გვეხმარება

მოკლედ, ისევ და ისევ ქალბატონების (და არა მხოლოდ!) მარადიული პრობლემა და ამოუწურავი თემა: წონაში კლება. მაგრამ ამჯერდ არ ვისაუბრებთ არც დიეტებზე და არც ფიზიკურ აქტივობაზე. ამ სტატიაში გაგაცნობთ სანელებლების იმ თვისებების შესახებ, რომლებიც წონაში კლებას უწყობს ხელს.

მეციერ-დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ სანელებლებიანი საკვები უკეთ აქრობს შიმშილის გრძნობას, ვიდრე მათ გარეშე. ამასტან, სანელებლები მეტაბოლიზმსაც აჩქარებენ, რაც წონაში კლების პროცესის სწორად წარმართვისთვის გადამწყვეტია.

imageდარიჩინი საუკეთესო სანელებელია წონაში დასაკლებად. სულ რაღაც
¼ ჩ.კ. დარიჩინი 20-ჯერ ზრდის ნასშირბადის ცვლის პროცესს ორგანიზმში. იგი არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში: სწორედ შაქრის დინის ამაღლების გამო გრძნობს ადამიანი „მგელივით შიმშილს“. ამას გარდა, დარიჩინის სუნსაც კი შეუძლია შექმნას დანაყრების ილუზია. უბრალოდ დაამატეთ ეს სანელებელი ყავას, ჩაის, იოგურტს, ხაჭოსა თუ მოხარშულ გოგრას და მშვენიერი დიეტური საუზმე გამოგივათ.

imageმხოლოდ ერთ მწიკვ წითელ წიწაკას შეუძლია დააჩქაროს მეტაბოლიზმის პროცესი 25%-ით, დაწიოს შაქრის დონე სისხლში და შეამციროს მადა. მაგრამ ამ სანელებლის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც კუჭის დაავადება აწუხებთ.

imageკურკუმა,პოპულარული ინდური სანელებელი მშვენიერი ანტიოქსიდანტია და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. უნიკალური ნივთიერება, კურკუმინი, რომელსაც ეს სანელებელი შეიცავს, ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. მისი გამოყენება სეიძლება რაგუში (ქართულ აჯაფსანდალში), სოუსებში, სალათებში.

imageკარდამონი (ილი), ინდური წარმოშობის სანელებელი, რომელიც მშვენირი ანტიოქსიდანტია და ცხიმებსაც წვავს. იგი ორგანიზმიდან განდევნის ქოლესტერინს, ამაღლებს იმუნიტეტს და ებრძვის დეპრესიას. მისი დამატება პრაქტიკულად ყველაფერში შეიძლება.

imageანისი კარგი საშუალებაა მადის დასაქვეითებლად. ძველ ეგვიპტეში სპორტსმენები შეჯიბრის გაწყების წინ აუცილებლად ღეჭავდნენ ანისის მარცვლებს, რათა მოეკლატ შიმშილის გრძნობა და „მაძღარი“
მუცლით არ გასულიყვნენ შერკინებაზე. ამას გარდა, ეს სანელებელი აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

imageკოჭა (ჯინჯერი) გარდა იმისა, რომ ძალიან კარგ გემოს აძლევს კერძს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა წონაში დაკლების მსურველთათვის.

imageშავ პილპილს, რომელიც ყველა დიასახლისის სამზარეულოში მოიძებნება, შეუძლია დაშალოს ცხიმოვანი უჯრედები და დაწვას ზედმეტი კალორიები, ამასთან აუმჯობესებს თავის ტვინისა და ნერვული სისტემის მოქმედებას. გარდა ამისა, ებრძვის გულძმარვას, გულისრევის შეგრძნებასა და შებერილობას.

gravovit63

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s