რობერტ ლანცის თეორიამ ინტერნეტსივრცეში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თეორიის თანახმად სიკვდილი იმ ფორმით, როგორც ჩვენ გვესმის, არ არსებობს.
რობერტ ლანცი რეგენერატიული მედიცინის სპეციალისტი, კომპანია Cell Technology-ს სამეცნიერო ხელმძღვანელი და უეიკ ფორესტის უნივერსიტეტის პროფესორია. მას ეკუთვნის ღეროვანი უჯრედების კვლევის იდეა, ასევე მან მოახერხა რამდენიმე იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობის ცხოველის კლონირება. რამდენიმე წლის წინ რობერტ ლანცი ფიზიკამ, კვანტურმა მექანიკამ და ასტროფიზიკამ გაიტაცა. რის შემდეგაც შექმნა ახალი ბიოცენტრიზმის თეორია და მისი დამაარსებელი გახდა. ცოტა ხნის წინ გამოსცა წიგნი სახელწოდებით ” ბიოცენტრიზმი:ცხოვრება და ცნობიერება”. სწორედ ამ წიგნს უკავშირდება ინტერნეტში ატეხილი ხმაური.
ინდოლე-3 – კარბინოლი კიბოს მკურანლობაში
ლანცას თეორიის მიხედვით, სიკვდილი არ არსებობს, სიკვდილი-მხოლოდ ილუზიაა, რომელიც ადამიანის წარმოდგენაში ცხოვრობს. ის დგება იმიტომ, რომ ადამიანი საკუთარ თავს სხეულთან აიგივებს და დარწმუნებულია, რომ თავის სხეულთან ერთად მოკვდება.
თუმცა ლანცა თვლის, რომ ცნობიერება დროსა და სივრცის მიღმა არსებობს, ცნობიერება შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილზე, ესე იგი სხეულის გარეთაც. ეს თეორია კვანტური მექანიკის საფუძვლებში ჯდება, რომლის თანახმადაც ნებისმიერი ნაწილაკი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერ ადგილას, რაიმე მოვლენა კი შეიძლება განვითარდეს რამდენიმე (ზოგჯერ უთვალავ) ვარიანტებად.
ლანცას სჯერა მრავალი სამყაროს არსებობის. ასე მაგალითად, თუ ადამიანი მოკვდა ერთ სამყაროში, ის ცხოვრებას სხვა სამყაროში გააგრძელებს. ეს იდეები საკმაოდ პოპულარულია, სოციალური ქსელის მომხმარებლები ხშირად ციტირებენ ლანცას, წერენ, რომ იზიარებენ მის თეორიას.
“დრო არ წარმოადგენს აბსოლუტურ რეალობას, ეს -ჩვენი ცნობიერების ასპექტია. “-მოყავს მეცნიერის ციტატა Twitter-ის მომხმარებელს.
ლანცას უწოდებენ გენიალურ მეცნიერს, რომელმაც “ყველაფრის თეორიის” გასაღები იპოვა. “ამ წიგნმა შეცვალა ჩემი შეხედულება სიცოცხლესა და სიკვდილზე”-წერს სხვა მომხმარებელი.
ლანცას თეორიის მომხრეებს შორის არა მხოლოდ სოციალური ქსელების მომხმარებლები არიან, არამედ მეცნიერებიც. ადამიანის ცნობიერების მუდმივად არსებობის იდეა პოპულარულია მულტი-სამყაროს კონცეფციის მიმდევარ მეცნიერებშიც.
არიზონას უნივერსიტეტის პროფესორი, სტიუარტ ჰამეროფი დარწმუნებულია მარადიული სულის არსებობაში. ეს განცხადება მან 2014 წელს გააკეთა. მას მიაჩნია, რომ ადამიანის ტვინი შეიძლება შევადაროთ კვანტურ კომპიუტერს. ინფორმაცია მასში სული და შემეცნებაა. ანუ, ინფორმაციის გადაცემა ადამიანის სიკვდილის შემდეგაც შეიძლება.
1980 წელს ლებედევის სახელობის ინსტიტუტის ყოფილმა თანამშრომელმა, დღეს კი სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეი ლინდემ, სამყაროს შექმნის მრავალჯერადობის თეორია განავითარა.
მეცნიერი თავის არგუმენტებს დიდი აფეთქების მოდელზე აგებს. თუ არსებობს ერთი სამყარო, რატომ არ შეიძლება არსებობდეს სხვებიც? ამ კითხვაზე დაყრდნობთ ანდრეი ლინდემ შექმნა მოდელი, რომელშიც ინფლაციური (გაბერვა) სამყაროები განუწყვეტლივ წარმოიქმნება და თავის “მშობლებს” გამოეყოფა.
