პირველი დახმარება გულის წასვლის დროს

maxresdefault

გულის წასვლა, იგივე სინკოპე, ცნობიერების ხანმოკლე (რამდენიმეწამიანი ან რამდენიმეწუთიანი) დაკარგვაა თავის ტვინის მწვავე ანემიის შედეგად. ის უმეტესად ძლიერი ფსიქიკური სტრესის (მღელვარების, შიშის, უეცარი განგაშის) ფონზე ვითარდება. შესაძლოა, პროვოცირება გაუწიოს ძლიერმა ტკივილმა, მაგალითად, თირკმლის, ღვიძლის, ნაწლავთა კოლიკამ, ზოგიერთმა, მაგალითად, არტერიული წნევის დამაქვეითებელმა მედიკამენტმა.

გულის წასვლა მოსალოდნელია ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში უეცარი გადასვლის დროსაც (ესე იგი, თუ მწოლიარე ერთბაშად წამოჯდება ან წამოდგება). პერიოდულად განმეორებადი სინკოპე ზოგჯერ ამა თუ იმ ორგანული პათოლოგიის მანიშნებელია. კერძოდ, გულის მანკისა, გულის რიტმის დარღვევისა, ტვინის სკლეროზული დაზიანებისა, შინაგანი ფარული სისხლდენისა და სხვა. ხშირად გულის წასვლა მიოკარდიუმის ინფარქტსაც ახლავს თან. გულის წასვლას ზოგჯერ წინამორბედი ნიშნებიც აქვს, თუმცა ისინი ყოველთვის არ იჩენს თავს – ზოგჯერ სინკოპე ერთბაშად ვითარდება.

რას მივაქციოთ ყურადღება?
წინამორბედ სიმპტომთაგან აღსანიშნავია საერთო სისუსტე, თავბრუხვევა, თვალების დაბნელება ან ციმციმი, ყურების შუილი, ხელ-ფეხის დაბუჟება. სინკოპეს შეტევა შესაძლოა მხოლოდ ამ სიმპტომებით შემოიფარგლოს. ამ შემთხვევაში სინკოპესწინა მდგომარეობაზე საუბრობენ, თუმცა ამ უკანასკნელს არცთუ იშვიათად გულის წასვლა ახლავს თან. ცნობიერების დაკარგვისას ადამიანი თითქოს იძირება, დამჯდარ ადგილზე ეშვება ან ვარდება. ამ დროს ის მკვეთრად ფითრდება, თვალები ეხუჭება, გუგები უვიწროვდება, მერე უფართოვდება და სინათლეზე აღარ რეაგირებს, კიდურები უცივდება, არცთუ იშვიათად კანი ცივი წებოვანი ოფლით ეფარება, პულსი არ ესინჯება, არტერიული წნევა უქვეითდება, სუნთქვა უიშვიათდება, ზედაპირული უხდება. მსუბუქ შემთხვევაში შეტევა, ჩვეულებრივ, 1-2 წუთს გრძელდება, უფრო მძიმე ფორმების დროს კი 2-5 წუთს და მეტსაც გასტანს. შეტევის შემდეგ ერთხანს რჩება ზოგადი სისუსტე, გულისრევა, უსიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში.

გულწასულს დაუყოვნებლივ სჭირდება დახმარება!
არ არის საჭირო პანიკა, ექიმის მოსაყვანად გაქცევა ან სასწრაფო დახმარების გამოძახება. სინკოპეს ნებისმიერი ადამიანი გაუმკლავდება. მთავარია, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თანმიმდევრულად გადადგათ აუცილებელი დახმარების ყველა ნაბიჯი. უპირველეს ყოვლისა, გულწასული ზურგზე დააწვინეთ, თავი ოდნავ დაბლა

დააშვებინეთ, შეუხსენით საყელო, უზრუნველყავით სუფთა ჰაერის მიწოდება, ცხვირთან მიუტანეთ ნიშადურის სპირტში დასველებული ბამბა (თუ ნიშადურის სპირტი არ გაქვთ, ბამბა ძმარში ან ოდეკოლონში დაასველეთ, იმავე სითხეებით დაუზილეთ საფეთქლები), სახეზე ცივი წყალი მიაპკურეთ, სახესა და გულმკერდზე ცივ წყალში დასველებული პირსახოცი დააფარეთ, ფეხები ჩაუთბუნეთ სათბურათი ან კარგად დაუზილეთ ხაოიანი პირსახოცით ან სხვა უხეში ნაჭრით. გთავაზობთ სინკოპედან ადამიანის გამოყვანის რამდენიმე ნაცად, ეფექტურ მეთოდს:

  • რაც შეიძლება მკვეთრი მოძრაობებით დაუწყეთ გულწასულს ნეკა თითების ზელა ფუძიდან ფრჩხილისკენ და საპირისპირო მიმართულებით, მის ორივე ნეკს ძლიერად მოუჭირეთ თითები და ერთდროულად სრისეთ.
  • ამის შემდეგ ასეთივე ძლიერი და მკვეთრი მოძრაობებით დაუზილეთ ცერები.
  • რამდენჯერმე ძლიერად მოუჭირეთ თითები ყურის ბიბილოებზე.

ამის შემდეგ ადამიანი მალე მოდის გონს. ეცადეთ, მალევე გაიყვანოთ სუფთა ჰაერზე. შეიძლება ასეც:

  • წრიული მოძრაობებით ინტენსიურად დაუზილეთ ორივე ხელისგული;
  • რამდენჯერმე ძლიერად მოუჭირეთ თითები ფალანგების ბოლოებზე, ფრჩხილბუდეების მახლობლად.

როდესაც ცნობიერება დაუბრუნდება, ცხელი ჩაი ან ყავა დაალევინეთ. თუ გულწასული მაინც ვერ მოდის გონს, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in Uncategorized and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s