ჰორმონები, რომლებიც გახდომაში ხელს გვიშლიან?

Screen-Shot-2014-05-07-at-3.28.34-PM

როგორ მოვარჯულოთ ჰორმონები, რომლებიც წონაზე ახდენენ გავლენას? მიღებული აზრია, რომ სიმსუქნეს ბევრი ჭამა და ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა იწვევს, მაგრამ ადამიანის ორგანიზმი უფრო რთული აგებულებისაა და ხანდახან სისხლის ანალიზი და ექიმთან კონსულტაცია კითხვაზე-რატომ არ ვიკლებ წონაში?-ამომწურავ პასუხს სცემს.

და მაინც, რომელი ჰორმონებია გახდომის მტერი და როგორ “მოველაპარაკოთ“ მათ?

ადიპონეკტინი-ეს არის ჰორმონი, რომელიც ფაქტიურად  თქვენს სხეულს ცხიმის დაწვას აიძულებს. სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ეს ჰორმონი დიდი რაოდენობით გამომუშავდება, ორგანიზმი სწრაფად და შესამჩნევად ხდება, სიმსუქნე კი ამ ჰორმონის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს, თუმცა ჩვენ თავად შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მის გამომუშავებას, ამისთვის კვების რაციონში აუცილებლად უნდა შევიტანოთ გოგრის თესლი, ისპანახი, კომბოსტო და რეგულარულად მივირთვათ ისინი.

testp

გრელინი-ცნობილია, როგორც შიმშილის ჰორმონი. თუ ის ორგანიზმში დიდი რაოდენობითაა, მაშინ ადამიანი ვერ ძღება, ეს ჰორმონი აწვდის ტვინს სიგნალს და ჩვენ ვჭამთ გასუქებისთვის ყველაზე ხელსაყრელ დროს-საღამოს და ღამე. ამ ჰორმონზე პირდაპირ გავლენას ახდენს ძილი, თუ ვერ გამოვიძინეთ, ჰორმონის წარმოქმნა იზრდება, ამიტომ აუცილებლად უნდა გვეძინოს 6-8 საათი და არ მივეძალოთ ყავას, რადგან ეს სასმელი ხელს უწყობს გრელინის დიდი რაოდენობით წარმოქმნას. მისი რაოდენობის შემცირება კი შეუძლია ცილებს, გაიხადეთ ჩვევად საუზმეზე „ომლეტის“ ჭამა.

ლეპტინი– ეს არის მადაზე პასუხისმგებელი ჰორმონი. მისი დაბალი კონცენტრაცია სისხლში იწვევს კარგ მადას. ჰორმონის დონის სისხლში ამაღლება იწვევს რამდენიმე კილოგრამით დაკლებას, ლეპტინის გამომუშავების გაზრდა შესაძლებელია საკვებით, რომელიც ომეგა -3-ს შეიცავს, ანუ მიირთვით თევზი, უფრო ხშირად ორაგული, სკუმბრია და სარდინი.

ინსულინი-სისხლში მისი ჭარბი დონე იწვევს დიაბეტს, ფაქტი ერთია თქვენს ორგანიზმს შაქრის გადამუშავებაში დახმარება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გადაიქცევა ცხიმად. მისი დარეგულირება შესაძლებელია ვაშლის ძმრით, რომელიც უნდა დალიოთ ყოველი ჭამის შემდეგ.

კორტიზოლი-ჩვენი სხეული ამ ჰორმონს სტრესის დროს გამოიმუშავებს, რაც მეტია სისხლში ამ ჰორმონის რაოდენობა მით მეტია გახდომის შესაძლებლობა. უარი თქვით ყავაზე, დაიწყეთ ვარჯიში და ფეხით სიარუილი.

ესტროგენი – კითხვაზე, რომელი ჰორმონი იწვევს ქალებში ჭარბ წონას, ყველაზე ხშირად პასუხად გვესმის ესტროგენი. და ეს სიმართლეა. ჭარბი რაოდენობით ამ ჰორმონის არსებობა არა მხოლოდ ზედმეტ კილოგრამებს აგროვებს, არამედ აქვეითებს სექსუალურ ლტოლვას, იწვევს დეპრესიას , ართრიტს და სხვა მრავალ დაავადებას. თუ გვინდა, რომ მოვაარჯულოთ ეს ჭირვეული ჰორმონი და ორგანიზმში მისი რაოდენობა ნორმალურ დონეზე იყოს, უარი თქვით “ფასთ ფუდზე” , იკვებეთ სწორად და ბალანსირებულად . გამოიყენეთ კომბოსტო, ისპანახი, ციტრუსები, მწვანე ჩაი და ყავისფერი ბრინჯი..

ტესტოსტერონი– ამ ჰორმონის ნორმალურ დონეზე შენარჩუნება ასევე აუცილებელია. თუ ზედმეტად დაბალია, ანელებს მეტაბოლიზმის, აქვეითებს ლიბიდოს და იწვევს აპათიას. სისხლში ამ ჰორმონის შენარჩუნებას ხელს უწყობს ფიზიკური დატვირთვები. ასევე  სოიოს ზეთი, ზეითუნი, სელის თესლები და კანოვას ზეთი. განსაკუთრებით მისასალმებელია ვარჯიშის დაწყება.

1796569_330637667116439_1155678965199659005_n

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s