პანორმიტის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატის მაკურნებელი ძალა

miqele“კარიბჭის” ვებ გვერდის საშუალებით მკითხველმა შეიტყო პანორმიტის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატის შესახებ. შეგახსენებთ, რომ მისი საქართველოში ჩამობრძანება უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და საბერძნეთში, ათენის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძარში დროებით მოღვაწე არქიმანდრიტ მამა აბიბოსის (ტარიადისი) ძალისხმევით, მისი მრევლის შემოწირულობებით, ასევე ბერძენი მოსახლეობის შემწეობით მოხდა. ათონის მთაზე წმინდა ქსენოფონტეს მონასტერში მამა ლუკას მიერ დაიწერა კუნძულ სიმის პანორმიტის მონასტრის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატის ასლი, რომელიც შემოსილია მოოქროვილი ვერცხლის პერანგით. ხატი დაბრძანებულია ყოვლადწმინდა სამების ტაძარში და მსურველებს საშუალება აქვთ მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედ მსწრაფლშემსმენელი ხატისგან მადლი და წყალობა მიიღონ. პანორმიტის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედ ხატს მრავალი სასწაული მოუხდენია, მრავალი სნეული განუკურნავს. ამის შესახებ გვიამბობს მამა აბიბოსის მრევლი, ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ეკა ღონიაშვილი

ექიმებმა დაგვარწმუნეს, რომ სიმსივნე დაძლეულ იქნა და საშიშროებამ ჩაიარა

2007 წელს დედას აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე მკერდში. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებობდა. ათენში გავუკეთეთ ოპერაცია, რასაც მოჰყვა ქიმიოთერაპია და სხვა პროცესები, რაც რვა თვე გაგრძელდა. ექიმებმა დაგვარწმუნეს, რომ სიმსივნე დაძლეულ იქნა და საშიშროებამ ჩაიარა. სახლში დავბრუნდით, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ დედას მდგომარეობა ისევ გაუარესდა და კვლავ საავადმყოფოში დავაწვინეთ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მეტასტაზები მთელ ორგანიზმში იყო გასული. მას სიცოცხლის მხოლოდ ორი თვე მისცეს.
ჩემი უმცროსი და წავიდა პანორმიტის მონასტერში და მთავარანგელოზს დედის გადარჩენას შეევედრა. იმედიანი გამოვიდა მონასტრიდან და თან წამოიღო ფიტილი და ზეთი მისი კანდელიდან. დედა დიდი იმედით ყოველდღე ისვამდა ფიტილით კანდელის ზეთს. გარკვეული დროის შემდეგ კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეს, რომელმაც აჩვენა რომ ყველაფერი ცუდი ორგანიზმიდან გამქრალიყო და დედა ღმერთისა და მთავარანგელოზის დახმარებით გამოჯანმრთელდა.
გარდა ამისა, როდესაც დედას ქიმიოთერაპიას უკეთებდნენ, რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა: ჩვენს აგარაკზე ჩვენი არყოფნის დროს გაჩნდა ხანძარი. გაიგეს თუ არა ამის შესახებ, მაშინვე გაემართნენ – იქნებ რამე გადავარჩინოთო. მისულებს სახლთან მეხანძრეები დახვდათ, საბედნიეროდ დროზე მისულიყვნენ და ხანძარი ჩაექროთ ვიდრე ცეცხლი იმ ოთახამდე მივიდოდა, სადაც გაზის ბალონი და კიდევ სხვა ადვილად წვადი და საჭირო ნივთები ელაგა. ასე გადაარჩინა მთავარანგელოზმა ჩვენი სახლი ბოლომდე განადგურებას და სხვა სახლებიც დაიცვა, რომ ცეცხლი მათზეც არ გადასულიყო. მთავარანგელოზის ხანძარში მონაწილეობაში დაგვარწმუნა სახლში ნაპოვნმა წიგნის ორმა ფურცელმა, რომელიც სასწაულად გადარჩენოდა ხანძარს. მათზე იყო პანორმიტის მთავარანგელოზის სასწაულები სათაურებით: “მთავარანგელოზი მიქაელი დასახმარებლად გაემართა”, და “შენ თუ გესმის ჩემი მომეცი ნიშანი”. ამ სათაურებმა იმასაც მიგვახვედრა, რომ მას ესმოდა ჩვენი ლოცვა და დედას გადაგვირჩენდა.
მომხდარის შემდეგ და მანამდე, სანამ ამის ძალა მექნება ყოველთვის მოვალ მონასტერში, რათა ვემსახურო ჩემ დიდებულ მფარველს და გადამრჩენს.

graviola me4მოხდა სასწაულების სასწაული და რამდენიმე დღეში დავფეხმძიმდი

ძვირფასო იეროფეი, მოგიყვებით ჩემს ისტორიას, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი პანორმიტის სასწაულთან. 4 წელია გათხოვილი ვარ და ამ ხნის განმავლობაში ჩემს მეუღლე კოსტასომთან ერთად ვცდილობთ ვიყოლიოთ შვილები, მაგრამ უშედეგოდ. გავიდა დრო და დავიწყეთ ანალიზების და ჩემთვის ძალიან მტკივნეული ოპერაციების კეთება.
ბოლოს და ბოლოს ექიმები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელოვნური განაყოფიერება იყო. მეოთხე ცდაზე დავფეხმძიმდი, მაგრამ სამწუხაროდ მომეშალა ნაყოფი და ისე ცუდად ვიყავი, რომ ჩემი სიცოცხლე საფრთხეში იყო. მაშინ მივმართე დახმარებისთვის ჩვენი პანორმიტის სასწაულმოქმედ ხატს და აღვუთქვი, თუ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, მოვილოცავდი პანორმიტის მონასტერს.
მისი წყალობით და დახმარებით სირთულეების გადალახვის შემდეგ 2008 წლის აგვისტოში მოვედი მონასტერში. მაშინ თქვენ აღსარებაზე მიმიღეთ და მომეცით მთავარანგელოზი მიქაელის ხატის კანდელის ზეთი, რომელსაც მუცელზე ვისვამდი. მოხდა სასწაულების სასწაული და რამდენიმე დღეში დავფეხმძიმდი.
ჩემი ექიმიც ლაპარაკობს ამ სასწაულზე, რადგან ჩემი ფეხმძიმობის მეცნიერული ახსნა არ არსებობს. გარშემომყოფები ამბობენ, რომ აღსარების შემდეგ ჩემი სიხარული გამოუთქმელი, აუღწერელი იყო და მე დიდ მადლობას გიხდით ცოდვების მიტევების ღვთიური საჩუქრისთვის, რომელიც მე მომეცით.
ასევე მინდა გითხრათ, რომ როდესაც ღმრთის შეწევნით ჩვენი ბავშვი დაიბადება, მთავარანგელოზის სახელს დავარქმევთ და პანორმიტის მონასტერში მოვნათლავთ. გთხოვთ, ილოცოთ ჩემი ფეხმძიმობის მშვიდობიანად დასრულებისთვის და მინდა დარწმუნებით განვაცხადო, რომ ეს პანორმიტის ხატის მორიგი სასწაულია.

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s