მელატონინი -ძილისა და ბედნიერი ღიმილის ჰორმონი

smiling-older-woman1

მელატონინი – ჰორმონი კარგი ძილისა და ბედნიერი ღიმილისთვის

კითხვაზე, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა , პასუხი აინტერესებთ არა მარტო გერონტოლოგებს და კოსმეტოლოგებს, არამედ ნებისმიერ ქალს. რადგან რეიტინგის პირველ ადგილზე დგას იმ კლინიკების სახელები, რომლებიც გვთავაზობენ კოსმეტოლოგიურ მომსახურებას. ასევე ტარდება უამარავი სამეცნიერო კვლევა, რომელიც მიმართულია დაბერების პროცესის შესაჩერებლად. ექსპერტების აზრით ასეთ შემთხვევებზე გამოყენებული პრეპარატები შეიცავს მელატონინს.

დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო.

ცნობილია სახელით მელატონინი - ძირითადად გამომუშავდება ღამით, როცა იმპულსები აღწევს თვალის ბადურას, რომელიც არის სინათლეზე რეაგირება.

დღიურად წარმოებული მელატონინის რაოდენობა არის 30 მკგ. მისი სეკრეცია ხდება რითმულად და ძირითადად ღამით. (ეს არის მთელი რაოდენობის 70 % და მაქსიმალურ პიკს აღწევს ღამის 2 საათზე). დღის და შუადღის საათებში მისი პროდუქცია ფაქტობრივად არ ხდება.

ასევე აღინიშნება მელატონინის სეკრეციის სეზონური ცვლილება. ჰორმონის დონე ადამიანის ორგანიზმში მინიმალურია მაისიდან ივლისამდე. ეს სეზონური ცვლილებები ახდენს გავლენას ადამიანის საერთო საქმიანობასა და ემოციურ მდგომარეობაზე.

ასაკის მატებასთან ერთად მელატონინის სეკრეცია მცირდება. თითოეული ადამიანისთვის მისი მრუდი საკმაოდ ინდივიდუალურია. გარდა ამისა მისი დონის რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება 40 წელს ზემოთ. შეიძლება სწორედ აქ არის სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო.

მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს მელატონინის მემბრანების რეცეპტორები. (MTN R1A, რომელიც ლოკალიზებულია ჰიპოფიზის წინა წილში, ჰიპოთალამუსის ბირთვებში და პერიფერიულ ორგანოებში; MTNR18 -  თავის ტვინში, ბადურაზე და ფილტვებში) და ბირთვული რეცეპტორები. ამ რეცეპტორების მგრძნობელობა ასაკის მატებასთან უარესდება.

მელატონინის ფუნქციები.

რა წარმოადგენს მელატონინის ფუნქციებს ადამიანის ორგანიზმში? მას აქვს ანტიოქსიდანტური და სიმსივნის საწინააღმდეგოდ დამცველობითი მოქმედება, აკონტროლებს ენდოკრინულ სისტემას, ასევე ნერვულს და იმუნურს. და ეს არ არის მისი ყველა თვისება !

ის ხელს უწყობს ორგანიზმის ადაპტაციას კლიმატურ ზონებში, ეხმარება რეპროდუქციულ სისტემას, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და შემეცნების უნარს, აუმჯობესებს აღქმის პროცესს, ამცირებს შფოთვას, ინფარქტის რისკს, არტერიულ წნევას, ეხმარება კუჭ-ნაწლავის სისტემას ნორმალურ ფუნქციონირებაში და რაც მთავრია ანელებს დაბერების პროცესს.

ჰორმონების დონე ადამიანის სისხლში დამოკიდებულია ასაკზე. ყველაფერი , რაც არღვევს მათ ნორმალურ შემცველობას, ხელს უწყობს დაბერების პროცესს. პირველ რიგში ეს ეხება გარემოს დამბინძურებლებს.

ჰორმონის დონის შენარჩუნება.

როგორ უნდა განვსაზღვროთ არის თუ არა მელატონინის ნაკლებობა ორგანიზმში და სჭირდება თუ არა მას დამატებითი დანიშვნა? საუკეთესო გზაა გავზომოთ ჰორმონის დონე არამარტო პლაზმაში, არამედ შარდსა და ნერწყვში. დოზა, დრო და განაკვეთი მიღების მხრივ განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად.

თუ ცხოვრების რიტმის გამო დარღვეული გაქვთ ძილის მდგომარეობა სავარაუდოდ მელატონინის დონეც დაქვეითებული გექნებათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი ვარიანტი პრობლემის გადაწყვეტის. ძილი სრულიად ბნელ ოთახში, ან მელატონინის ეგზოგენური მიღება. აუცილებელია გამორთოთ ტელევიზორი, კომპიუტერი დაძინებამდე 3 საათით ადრე. მიირთვით ტრიპტოფანით მდიდარი პროდუქტები (ბანანი, ინდაური, ქათამი, ყველი, თხილი). ეს არის მარტივი გზა , რომ შეინარჩუნოთ მელატონინის სეკრეცია.

ასევე მიზანშეწონილია მიიღოთ ვიტამინები და მათი კომპლექსები  B3 და B6, ასევე კალციუმი და მაგნიუმი, რომელიც ზრდის მელატონინის წარმოებას. თუ თქვენ დაიცავთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ზომებს, ეს დაგეხმარებათ , რომ თქვენმა ბიოლოგიურმა საათმა იმუშაოს კარგად.

ასევე არსებობს მელატონინის შემცველი კრემები და ლოსიონები, რომლებსაც აქვთ ანტიოქსიდანტური, დამატენიანებელი და აღმდგენი ეფექტი. ეს გვაძლევს საშუალებას შევამციროთ ზედაპირული ნაოჭები, აღვადგინოთ კანის ელასტიურობა და ტონუსი. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ყველაფრის რეგულარული გამოყენება აფერხებს დაბერების პროცესს.

აღსანიშნავია, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ადგილობრივადაც. ასევე კომპლექსურად - კონტურული პლასტიკის დროს, მეზოთერაპია და ა.შ. ის ხელს უწყობს სწრაფად აღდგენას, აგარიდებთ მეორად ინფექციებს და ზრდის ადგილობრივ იმუნიტეტს.  

melatonin1

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in Uncategorized and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s