კანაფის ზეთში შემავალი კანაბიდოლი -სიმსივნეს მე 4 სტადიაში კურნავს

მსოფლიო მეცნიერთა სენსაციური აღმოჩენა
,,საუკუნეზე მეტია, მსოფლიო ფარმაცევტული კომპანიები მალავენ კიბოსა და უამრავი სხვა დაავადების წამალს, მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე”, _ ასეთია წამყვანი მეცნიერების სკანდალური დასკვნა, რომელსაც საფუძვლად მრავალწლიანი კვლევები უდევს… კანაფი დღემდე არ კარგავს პოპულარობას და მის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება არსებობს. არადა, როგორც ირკვევა, ნარკოტიკულ საშუალებად აღიარებული მცენარე მრავალი დაავადების წინააღმდეგ პანაცეაა, თუმცა აჯობებს, ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვეთ:   
sharlote-2

cannabis ლათინურიდან ითარგმნება, როგორც ,,სასარგებლო” და აერთიანებს პოლიმორფულ სახეობას ჩანნაბის სატივა- ს, მისი ქვესახეობებია ჩანნაბის ინდიცა და ჩანნაბის რუდერალის. კანაბისი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა და მიიღება ისეთი კანაფისგან, როგორიცაა: მარიხუანა, ჰაშიში და ჰაშიშის ზეთი… მარიხუანასა და ჰაშიშის შემადგენლობაში კანაბინოიდების 60-ზე მეტი სახეობაა _ ქიმიური ნივთიერებები, რომელსაც ფსიქოტროპული და სამკურნალო ეფექტები ახასიათებს და რომლებიც, ძირითადად, გვხვდება წებოვან ოქროსფერ ფისში. კანაფისგან დამზადებულ პროდუქტს მრავალწლიანი ისტორია აქვს: 7 000 წლის განმავლობაში იყენებდნენ ამა თუ იმ სფეროში. პირველი ლიტერატურული ცნობები კი ძველ ჩინეთში, ჩვ.წ.აღ-მდე 2800 წელს ჩნდება. კანაფის თესლის ზეთს ძველ რუსეთში იყენებდნენ, დახლილ თესლს კი ბავშვებსაც აჭმევდნენ. დღეს კანაფის ზეთი იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება კოსმეტიკურ საშუალებებში და ეს არცაა გასაკვირი, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით ქლოროფილს, თხევად მჟავას, A, B, ჩ, D და E ვიტამინებს, უამრავ ანტიოქსიდანტს, პროტეინს, კაროტინსა და სასარგებლო მინერალურ ნივთიერებებს (კალცი, მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, ცინკი და ფოსფორი)… კანაფის მწიფე თესლის ზეთი ნარკოტიკულ საშუალებებს არ შეიცავს და მას ხშირად იყენებენ სხვადასხვა დაავადების ტრადიციული თუ არატრადიციული მეთოდით მკურნალობისას; ცილა, რომელიც ზეთის შემადგენლობაშია, სტრუქტურულად ადამიანის სისხლის ცილას ჰგავს და ადვილად გადამუშავდება ორგანიზმის მიერ; კანაფის თესლის ფაფა კი საკვები პროდუქტია, რომელსაც ამა თუ იმ დაავადებასთან გამკლავება შეუძლია. გარდა ამისა, კანაფი გახლავთ მშვენიერი სასუქი _ აქვს ღრმა ფესვები, ფოთოლცვენისას ყველა სასარგებლო ნივთიერება, აზოტთან ერთად, ბრუნდება ნიადაგში და სწორედ ამ თვისების გამო მცენარე 20 წლის განმავლობაში ამოდის ერთსა და იმავე ადგილას. მის სუნს ვერ იტანს კოლორადოს ხოჭო, ტარაკანი… ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში კანაფი, ხორბალთან ერთად, ერთ-ერთი უმთავრესი სასოფლო- სამეურნეო კულტურა იყო, თუმცა 1960-იან წლებიდან მცენარე სახელმწიფოთა მეთაურებმა არა მხოლოდ ნარკოტიკულ საშუალებად გამოაცხადეს, არამედ, მიზნად მისი სრულად განადგურება დაისახეს. კანაფს, აგრეთვე, იყენებდნენ ზედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ, ონკოლოგიაში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის… ის სასარგებლოა ენდოკრინული და იმუნური სისტემისთვისაც, ნევროზებისას და უძილობისას, მალე აღადგენს დაზიანებულ კანს, აქრობს ანთებით პროცესებს… კანაფისგან დამზადებული წამლებით მკურნალობენ გაფანტულ სკლეროზს, გლაუკომას, დეპრესიას, ეპილეფსიას, შაკიკს, ასთმას, ფილტვის ტუბერკულოზს, მასტიტს, რევმატიზმს, დამწვრობას… ბუნებრივია, ჩნდება ლოგიკური კითხვა _ თუ ასეთი სასარგებლო მცენარეა, რატომ არ იყენებენ თანამედროვე მედიცინაში? ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა შეთქმულების თეორიების თაყვანისმცემლები ირწმუნებიან, რომ ,,ფარმაცევტული კომპანიების დიდი ბიზნესისთვის წამგებიანია კანაფის გამოყენება თუნდაც ისეთი სერიოზული დაავადებების მკურნალობისას, როგორიც კიბოა! საქმე ის გახლავთ, რომ მცენარის დაპატენტება შეუძლებელია. შესაბამისად, შეუძლებელია კოლოსალური შემოსავლის მიღება მისგან ეფექტური პრეპარატების წარმოებით. ფარმაცევტული გიგანტებისთვის კი პრინციპი _ არ არის პატენტი, შესაბამისად, არ არის ფული _ ნაკლებად მიმზიდველი პერსპექტივაა”. რთულია, ხელაღებით ვინმეს დადანაშაულება, მით უმეტეს, ონკოლოგებიც ამბობენ, კიბოს წამალი ბუნებაში რომ არსებობდეს, აუცილებლად გამოვიყენებდითო, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: უამრავმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ კანაფის ზეთს შეუძლია სამ თვეში განკურნოს მეოთხე სტადიის სიმსივნე! აი, რამდენად ხელსაყრელია ეს ფირმებისთვის, რომლებიც ქიმიოთერაპიისთვის მედიკამენტებს ამზადებენ, ესაა გასარკვევი. 2008 წელს, ესპანელმა, ფრანგმა და იტალიელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მარიხუანას აქტიური კომპონენტი ტჰკ (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ უჯრედებს ანადგურებს და ამავე დროს, იცავს და აახალგაზრდავებს ჯანმრთელს. ეს არაერთხელ დამტკიცდა და უამრავი ონკოავადმყოფიც გამოჯანმრთელდა, რომელიც კანაბისის ზეთს იყენებდა. ამ ნივთიერებას ფსიქოტროპული ეფექტი აქვს ეს გახდა მიზეზი იმისა რომ ამისის გავრცელება ვერ მოხდა მსოფლიოში,

13765804_1301449953201607_3644644627775132794_o-1

და ეს იყო სწორედ ის მიზეზი რომ ძმებმა სტენლებმა  კოლორადოში გამოიყვანეს კანაფის ისეთი ჯიში რომელიც მინიმალურად შეიცავს ტეტრაჰიდროკანაბიდოლს. სამაგიეროდ დიდი რაოდენობით შეიცვას მეორე სამკურნალო ნივთიერებას -კანაბიდოლს. 2013 CNN-ზე გავიდა გადაცემა სადა  ნაჩვენები იყო თუ როგორ განკურნა ძმები სტენლების მიერ შექმნილმა ” “Charlotte web” – კანაფის ზეთმა 3 წლის ეპილეფსიანი გოგონა.  ბევრი მკვლევარი მას 21-ე საუკუნის სამედიცინო აღმოჩენად მიიჩნევს… არსებული მონაცემებით, დასკვნა მხოლოდ ერთია _ კანაფისგან დამზადებული ნატურალური პრეპარატები კიბოს მკურნალობისას ბევრად ეფექტურია, ვიდრე _ ქიმიო და სხივური თერაპია! კანაბიდოლი ანგრევს კიბოს უჯრედებს _ წლების განმავლობაში, მეცნიერები სწავლობდნენ კანბიდოლის სამედიცინო უპირატესობებს და კვლევის შედეგებიც სენსაციური იყო,  შტ. George Hospital Medikal school- ის მკვლევარებმა კი დაამტკიცეს, კანაბისის გარკვეული კომპონენტები არ იწვევს თრობას და ზოგიერთი კანაბინოიდი (კანაბიდოლი, კანაბიგეროლი), ერთდროულად გამოყენებისას, ბევრად აქტიურად ებრძვის კიბოს უჯრედებს. ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ კანაფის ზეთს სამკურნალო ეფექტის მტკიცებულებები აქვს. კვლვების ავტორის _ ექიმ ვაი ლიუს თქმით კი, ჰალუცინოგენური ეფექტი მინიმალურია, ან სულ არ არის კიბოს საწინააღმდეგო თვისებებთან შედარებით. ამერიკელ ექიმთა ჯგუფი სან-ფრანცისკოდან, შონ მაკკალისტერის ხელმძღვანელობით, ათი წლის განმავლობაში იკვლევდა კანაბინოიდების თვისებებს და აღმოაჩინეს, რომ აქტიური კომპონენტები ანეიტრალებს გენს, რომელიც ხელს უწყობს მეტასტაზების წარმოქმნას, ებრძვის აგრესიული კიბოს სხვადასხვა სახეობას და ბევრი ბრძოლის შედეგად, მეცნიერებმა საოცარ შედეგებს მიაღწიეს _ კანაფი ამერიკის 14 შტატში სიმსივნესთან ბრძოლის მეთოდად აღიარეს და მისი შეძენა სააფთიაქო ქსელშიც შეიძლება, ოღონდ _ ექიმის დანიშნულებით! ხოლო “Charlotte web” -ის კანაფის ზეთი უკვე ამერიკის 50 -ივე შტატშია მიღებული და წელს მოხდა მისი რეგულარული მოწოდების გაფორმება დიდ ბრიტანეთში.  გერმანულ სამედიცინო ჟურნალებში კი გამოქვეყნდა მონაცემები, რომელიც უტყუარი დადასტურებაა, რომ კანაბიდოლი მეტასტაზებს ანადგურებს. გერმანელი მეცნიერები განაგრძობენ მუშაობას მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებზე. German Hospital Partners- მა კი ხელი მოაწერა საპარტნიორო პროგრამებს წამყვან კლინიკებსა და ექიმებთან, რომლებიც პრაქტიკაში იყენებენ ნანოტექნოლოგიებს ონკოდაავადებების სამკურნალოდ. კანაფის ლეგალიზება- აკრძალივის საკითხზე დავა გამუდმებით მიდის, ამასობაში კი, ძმები სტენლების მიერ გამოყვანილი კანაფის ზეთის მიერ სიმსივნისგან განკირნებული პაციენტთა რაოდენობა იზრდება.

kanafzet

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s