სიცხის გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე – ექიმის რჩევები

მრავალ თქვენგანს უყვარს ზაფხული და მას მოუთმენლად ელოდება. მაგრამ ვერცხლისწყლის სვეტი გადაამეტებს თუ არა 29-30 გრადუსს, დარდით ვიწყებთ გაზაფხულის ტემპერატურის მონატრებას
ზაფხულის დროს, სიცხის დროც დგება. როდესაც ძალიან ცხელა, თვით სრულიად ჯანმრთელ ადამიანებსაც კი შეიძლება შეექმნეს ჯანმრთელობის პრობლემები: აუჩქარდეს პულსი, დაეწყოს ქოშინი, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება (ასფალტისგან აორთქლებული ნივთიერებები, გამონაბოლქვი აირები იძულებულს ხდიან ორგანიზმმა იმუშაოს ჟანგბადის ქრონიკული უკმარისობის რეჟიმში). თავბრუსხვევა, მუქი შარდი, ცივი სველი კანი, გულმკერდში მოჭერის შეგრძნება გულის წასვლის ეპიზოდები და ა. შ. ყველაფერი ეს გულზე მომატებული დატვირთვის ბრალია, ცხელ დღეებში. პირები, რომლებსაც გააჩნიათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებით რისკის ქვეშ იმყოფებიან დროის ამ პერიოდში. სიცხეში თავს ცუდად გრძნობენ ჰიპერტონიკები, იშემიური დაავადების მქონე პაციენტებს უფრო ხშირად უვითარდებათ სტენოკარდიული შეტევები და არითმია, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს ეწყებატ ქოშინი და გულის უკმარისობა. ამიტომ პაციენტებმა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით უნდა დაიცვან გარკვეული წესები. კარდიო-ვასკულური დაავადებათა გართულების პროფილაქტიკისთვის

რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?
► პირველ რიგში ნებისმიერი ორგანიზმი სიცხეზე რეაგირებს სისხლძარღვების გაფართოებით, რის გამოც შესაბამისად არტერიული წნევა ეცემა. მაგრამ ზოგჯერ სისხლძარღვები სიცხის დროს ჯერ ფართოვდება, მაგრამ ზოგჯერ ადგილი აქვს ეგრეთ წოდებულ სისხლძარღვების პარადოქსალურ სპაზმს, როდესაც ისინი ძალიან ვიწროვდება – და წნევა მაღლა იწევს, ხშირად ხდება ჰიპერტონიული კრიზიც, რაც თავის მხრივ იწვევს ინსულტს ან გულის ინფარქტს. გარდა ამისა იმ პირებში რომლებიც დაავადებულია ათეროსკლეროზით, მისი სისხლძარღვები პლასტმასის მილებივითაა, სიცხის დროს არ ფართოვდება და არტერიული წნევა შეიძლება მაღლა ავარდეს.
► სიცხეში ორგანიზმი კარგავს ბევრ სითხეს და მასთან ერთად მინერალურ მარილებს. კალიუმი და მაგნიუმი აუცილებელი ნივთიერებებია გულის რითმის ნორმალური მუშაობისთვის და მისი დეფიციტი იწვევს სხვადასხვა არითმიას, და ზოგჯერ შესაძლოა გულის გაჩერებაც კი გამოიწვიოს. ორგანიზმის გაუწყლოების გამო ხდება სისხლის გასქელება რაც სისხლძარღვთა გაფართოებასთან ერთად მნიშვნელოვნად ზრდის თრომბის წარმოქმნის რისკს და ამასთანავე მასთან დაკავშირებულ გართულებებს. იზრდება ინფარქტის, ინსულტის, ფილტვის ემბოლიის განვითარების რისკი და სხვა.

ვის უნდა ეშინოდეს სიცხის?
სიცხის დროს გულ სისხლძარღვთა სისტემის რეაქციით აიხსნება ცუდი განწყობილება, ქოშინი და მუდმივი დაღლილობა. მაგრამ ასეთი ადვილი სიმპტომებს შეიძლება ადგილი ქონდეს შედარებით ჯანმრთელ ადამიანებში. მაგრამ პირებს, რომლებსაც უკვე აქვთ გულთან პრობლემები – მინიმუმ შეიძლება გაუმწვავდეთ დაავადება და მაქსიმუმ განუვითარდეთ მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი. სიცხის დროს რისკის ქვეშ არიან ფაქტიურად ჯანმრთელი პირები რომელთაც აღენიშნებათ სხვადასხვა არასასურველი ფაქტორი. ამერიკის გულის ასოციაციის მიხედვით ასეთი ფაქტორი ათია.
1. ასაკი 65 წლის ზემოთ. ამ ასაკის პირები შეადგენენ ყველა გულის დაავადებით სიკვდილობის 83 % -ს
2. სქესი. მამაკაცებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ეწყებათ არა მარტო ადრე, არამედ უმთავრდებათ უარესად ვიდრე ქალებს.

3. ოჯახური ანამნეზი. თუ თქვენ რომელიმე ახლო ნათესავს აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადება, მაშინ თქვენც იმყოფებით მომატებული რისკის ჯგუფში
4. რასა. სიცხე უფრო ცუდად მოქმედებს აფრიკიდან, აზიიდან და ლათინურ ამერიკიდან მიგრირებულ პირებზე.
5. თამბაქოს მოხმარება. ეს მავნე ჩვევა უარყოფითად მოქმედებს სისხლის შემადგენლობაზე, ხელს უშლის სისხლის ჟანგბადით გაჯერებას, ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას.

6. ქოლესტერინის მაღალი დონე. რაც უფრო მეტია ჩვენ სისხლძარღვებში ეგრეთ წოდებული „ცუდი“ ქოლესტერინი მით უფრო მეტია სისხლძარღვების დახშობის რისკი, და შესაბამისად ინფარქტის განვითარების რისკი,
7. არტერიული წნევა. ყველა ჰიპერტონიკმა იცის მაღალი წნევის მავნებლობის შესახებ, მაგრამ ყოველმა არ იცის რომ ის შეიძლება ჰიპერტონიკი იყოს.
8. ცხოვრების მჯდომარე წესი. ზრდის გულის იშემიური დაავადების რისკს. ყოველდღიურად ფიზიკური აქტივობის 20 წუთი 25-30% -ით ამცირებს ინფარქტის განვითარების რისკს.
9. ზედმეტი წონა. განსაკუთრებით საშიშია ცხიმოვანი გროვები მუცლისა და წელის მიდამოებში. წელის გარშემოწერილობის ყოველი 1 სმ შემცირება აქვეითებს ადრეული სიკვდილის განვითარებას 5-7% -ით.
10. დიაბეტი. 75% -ში დიაბეტით დაავადებულების სიკვდილი გულთან დაკავშირებულ დაავადებებზე მოდის.

თუ თქვენ აღმოაჩინეთ რომ შედიხართ ამ რისკების ჯგუფში და ზრუნავთ თქვენი ჯანმრთელობაზე უნდა დაიცვათ უსაფრთხოების რამდენიმე წესი, სიცხის დროს.

► შეარჩიე შესაბამისი ფეხსაცმელი -ფეხსაცმელი კარგად უნდა ნიავდებოდეს. ჩაიცვით ისეთი წინდები რომელიც შეიწოვს ოფლს

► ჩაიცვით შესაბამისად. ატარეთ მსუბუქი, ღია ფერის ტანსაცმელი რომლის ქსოვილი ატარებს ჰაერს, როგორიცაა ბამბის ქსოვილი. აუცილებლად ატარეთ ქუდი და მზის სათვალეები

► რაც შეიძლება ნაკლები იშრომეთ, სერიოზული ფიზიკური სამუშაო უნდა გადადოთ სხვა დროისთვის. არ აწიოთ მძიმე ჩანთები, არ მოაწყოთ ხანგრძლივი გასეირნება და რა თქმა უნდა არ გაეკაროთ ბოსტანში კვლების სამუშაოებს. კვლებზე მუშაობა ძალიან საშიშია რადგან როდესაც თქვენ იხრებით 90გრადუსზე მეტად, ისედაც თავიდან ისედაც შესუსტებული სისხლის უკუქცევა მცირდება. და თქვენ შეიძლება გონება დაკარგოთ პირდაპირ ბოსტანში.
►მოერიდეთ ცივ წყალს ეს ეხება როგორც აუზებს, ასევე ჩვეულებრივ შხაპსაც და შადრევნებს. სხეულის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების დროს გაფართოებული სისხლძარღვები მკვეთრად ვიწროვდება და ფაქტიურად ხდება მათი სპაზმი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სტენოკარდიის შეტევა და ინფარქტიც კი.
►არ იყოთ მზეზე 15-20 წუთზე მეტად. თუ იგრძნობთ ქოშინს ან აჩქარებულ მაჯისცემას, მაშინვე თავი შეაფარეთ ჩრდილს ან გრილ შენობას.
► დღე ღამეში უნდა მიიღოთ 1,5-2,5 ლიტრი სითხე. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს როგორც უბრალოს ისე მინერალურს. ის დაეხმარება ორგანიზმს, გაგრილდეს გაძლიერებული ოფლის გამოყოფით და ამასთანავე ხელს უწყობს ნორმალური წყალ-მარილოვანი ბალანსის შენარჩუნებას ორგანიზმში. მოერიდეთ გაზიან სასმელებს განსაკუთრებით თუ ისინი შეიცავენ შაქარს, კოფეინს
► არ მიირთვათ ზედმეტი პორციები. მძიმედ საკვები, ხორცი ან ნაყროვანი ნამცხვრები, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დატვირთვას, რასაც მოჰყვება სისხლის მამოძრავებელი სისტემის გადატვირთვაც. სჯობს მიირთვათ უფრო მეტი წყლის შემცველი ხილის და ბოსტნეული. განსაკუთრებით კარგია საზამთრო, კომბოსტო, კიტრი.

არ დაგავიწყდეთ წამლების მიღება!
ბევრი ფიქრობს, რომ ზაფხულში დასვენების პერიოდში ჯანმრთელობა თავისთავად გაუმჯობესდება და აბების მიღება შეიძლება დავივიწყოთ. ეს ძალიან საშიში შეცდომაა
როდესაც საუბარია სტაჟიან ჰიპერტონიკებზე, მათ უნდა მიიღონ წამლები იმ დოზით, რომლებსაც არტერიული წნევა უჭირავთ ნორმის დონეზე და არ უნდა შეწყვიტონ მკურნალობა ერთი დღე მაინც. თუ არტერიული წნევა მაინც პერიოდულად მაღლა იწევს, საჭიროა უფრო ეფექტური პრეპარატების შერჩევა.
ზოგიერთი პრეპარატის მიღებისას საჭიროა სიფრთხილე ასეთებს მიეკუთვნება პირველ რიგში შარდმდენები. ამ პრეპარატს იღებენ არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის უკმარისობის მქონე პაციენტები. პრობლემა იმაშია, რომ ცხელ ამინდში ეს პრეპარატები ხელს უწყობს ორგანიზმის გაუწყლოებას, სისხლის გასქელებას და შეიძლება მკვეთრად შეამციროს არტერიული წნევა
მეორე, ფრთხილად უნდა იყოთ ეგრეთ წოდებული ნიტრატების მიმართ, რომლებსაც მიეკუთვნება ნიტროგლიცერინი, ნიტროსორბიდი, იზოკეტი და სხვა. სიცხეში მათი მოქმედება ძლიერდება. შესაძლოა განვითარდეს მკვეთრი თავის ტკივილი, ძლიერი ტაქიკარდია. შესაძლოა ადგილი ქონდეს არტერიული წნევის მკვეთრ დაცემასაც, თვით გონების დაკარგვამდეც კი. ამიტომ ამ პრეპარატების მიღებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
მესამეასპირინი – ის ათხელებს სისხლს მაგრამ მისი ექიმის დაუკითხავად მიღება არ შეიძლება, რადგან ასპირინმა შეიძლება შეამციროს თრომბოციტების ფუნქცია და ცუდად იმოქმედოს თირკმელებზე. მისი მიღება სიცხეში აუცილებელია, მხოლოდ იშემიური დაავადების დიდი რისკის მქონე პაციენტებისთვის ექიმის დანიშნულებით.
და ბოლოს დიდი სიფრთხილეა საჭირო ალერგიის საწინააღმდეგო პირველი რიგის პრეპარატების დანიშვნისას, განსაკუთრებით ეს ეხება დიმედროლს. იგი მოქმედებს ოფლის გამომყოფ ჯირკვლებზე, ცვლის მის ფუნქციას რამაც შეიძლება გამოიწვიოს ს თერმორეგულაციის დარღვევა და მოხდეს ორგანიზმის გადახურება.
საერთოდ , თუ თქვენ მუდმივად იღებთ რომელიმე წამალს, აუცილებლად შეეკითხეთ თქვენ ექიმს, თუ როგორ მოიქცეთ სიცხის დროს, ხომ არ არის საჭირო პრეპარატის შეცვლა ან მისი დოზის შემცირება
მაგრამ სრულად „თქვენი“ წამლების მიღებისგან თავის შეკავება არ შეიძლება !
თუ სიცხის მოქმედების შედეგად პირს აღენიშნა შემდეგი ნიშნები :
1. ტემპერატურის მომატება 40 გრადუსზე მაღლა
2. უაზრო მოქცევა
3. ცნობიერების არევა
4. მშრალი, ცხელი და წითელი კანი
5. სუსტი, ძალიან ჩქარი პულსი
6. კრუნჩხვა
7. გონების დაკარგვა
აუცილებლად დაუკავშირდით სასწრაფო დახმარების ბრიგადას და მის მოსვლამდე პაციენტი მოათავსეთ გრილ ოთახში.

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in Uncategorized and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s