კიბოთი დაავადებამდე ადამიანების 97% კბილების ფესვები აქვს დაბჟენილი…

kbil1kbil2

graviola me4

kbil3

kbili4kbil5

kbil6

gravovit63

 

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , | Leave a comment

ბოლო ჟამს ადამიანები სწორედ ავთვისებიანი სიმსივნეების მეშვეობით შევლენ სასუფეველში

e5328afc579f0ffb2ba500e976cdd107“ონკოლოგია – მედიცინის განსაკუთრებული დარგია, რომელშიც ერთნაირი მნიშვნელობა ენიჭება ექიმის როგორც მაღალ პროფესიონალიზმს, ისე ავადმყოფთან ურთიერთობის უნარს. სხვადასხვა სახის შეცდომები ან უყურადღებობა ონკოლოგიაში უცებ არ ვლინდება, როგორც, მაგალითად, მწვავე ქირურგიული ან თერაპიული დაავადებების დროს, არამედ კარგა ხნის შემდეგ, როცა დახმარების აღმოჩენა, უმეტესწილად, უკვე დაგვიანებულია. ამიტომ ექიმ-ონკოლოგსაც და მღვდელსაც, რომელსაც კავშირი აქვს ასეთ ავადმყოფთან, ღვთის წინაშე განსაკუთრებული ყურადღებისა და პასუხისმგებლობის გამოჩენა მართებთ”, – ავთვისებიანი სიმსივნეების შესახებ გვესაუბრება თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე გიორგაძე:

– თანამედროვე ეპოქაში ონკოლოგიურ დაავადებებს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. მათი რიცხვი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაიზარდა. ონკოლოგიური დაავადებების წარმოშობის მიზეზი ბოლომდე არ არის შესწავლილი, თუმცაღა ზოგადად მათ იმუნიტეტის დაქვეითებას ან მოშლას უკავშირებენ. ადამიანის ორგანიზმში ონკოლოგიური ანუ ატიპური უჯრედები ხშირად წარმოიშვებიან, მაგრამ ნორმალური იმუნიტეტის დროს ისინი ნადგურდებიან და ორგანიზმიდან გამოიყოფიან, ხოლო იმუნიტეტის დაქვეითებისას ძლიერდებიან, მრავლდებიან და ჯერ პირველად სიმსივნეს წარმოშობენ, ხოლო ბოლო სტადიებში – მეტასტაზებს.

– მამაო, რამდენად მოქმედებს დღევანდელი გარემო ამ დაავადებების განვითარებაზე?

– სიმსივნურ დაავადებათა გამომწვევ მიზეზთა შორის მოიხსენიება დაბინძურებული ეკოლოგიური პირობები, არაჯანსაღი და უხარისხო საკვები, რადიაციული ზემოქმედება (გამა გამოსხივება), სტრესი (რომელიც ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს წარმოქმნის), ინფექციური თუ სხვა დაავადებები. არსებობს სიმსივნის წარმოშობის ვირუსული თეორიაც.
graviola me4

– როგორ უნდა შევხედოთ სიმსივნურ დაავადებებს რელიგიური თვალსაზრისით?

– სხვადასხვა სნეულება სხვადასხვაგვარად უნდა გავიაზროთ. უფალი გვიგზავნის, უფრო სწორად, უშვებს სნეულებას იმ ორგანოსა თუ სისტემაზე, რომელშიც ადამიანის სულის დამაზიანებელი ვნება მაქსიმალურად ვლინდება. ავადმყოფობა კი ამ დროს წამლად გვევლინება, რომელიც ამ ვნების შემდგომ გაღვივებას აფერხებს.

ონკოლოგიურ დაავადებას, მით უმეტეს – ავთვისებიანს, რელიგიური თვალსაზრისით სხვა დანიშნულებაც აქვს – ეს არის “უწყება” ადამიანისთვის, რომ უფალმა გადაწყვიტა მისი მოხმობა სასუფეველში და მას მიწიერი ცხოვრების განსაზღვრული ნაწილიღა დარჩა. ამიტომ დროა, სულიერად მოემზადოს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს დრო ერთი თვე იქნება თუ თხუთმეტი წელი; მთავარია, ზეციდან გვიხმო ზარმა, რომელიც დარჩენილი ცხოვრების სინანულითა და ლოცვით გატარებისკენ მოგვიწოდებს.

რატომ ვთვლით ამას “უწყებად”? იმიტომ, რომ მთელი რიგი დაავადებები მყისიერ გარდაცვალებას იწვევს და ადამიანი საეკლესიო საიდუმლოებებთან მიახლებას ვერ ასწრებს, ზოგჯერ კი აღარ შეუძლია აზროვნება, თვითანალიზი და ლაპარაკი. ნებისმიერ ეკლესიურ საიდუმლოსთან მიახლებისას კი ადამიანს ნათელი გონება უნდა ჰქონდეს, რომ ცოდვები დაინახოს და სინანული შეძლოს.

– როგორია თანამედროვე მედიცინის მიღწევები ამ დაავადების მკურნალობაში?

– თანამედროვე ქირურგია, ქიმიოთერაპია და მედიცინის სხვა დარგები კარგი შედეგების მიღწევის საშუალებას იძლევა. ზოგჯერ სიცოცხლე თხუთმეტი და ოცი წლითაც კი ხანგრძლივდება. ღვთაებრივი “უწყება” არ ნიშნავს უცებ გარდაცვალებას და არც ის არის გამორიცხული, ავადმყოფი სრულიად გამოჯანსაღდეს.Aამის მაგალითებიც ხშირია.

– როგორ ხვდებიან ამ დიაგნოზს, როგორია სნეულთა ფსიქოლოგია?

– ონკოლოგიური ავადმყოფები შეიძლება ორ ჯგუფად გავყოთ: ურწმუნოებად და მორწმუნეებად. ურწმუნოთათვის დიაგნოზი “კიბო” თავზარდამცემია და, როგორც წესი, ნამდვილ ტრაგედიად იქცევა ხოლმე. მორწმუნენი კი, იმის მიხედვით, რამდენად ეკელსიურები, ძლიერები და მომზადებულები არიან სასუფეველში შესასვლელად, სხვადასხვაგვარად იღებენ. ნამდვილი ქრისტიანი ბავშვობიდან ოცნებობს, სასუფეველში შევიდეს. როგორც წესი, ონკოლოგიური ავადმყოფები ოპტიმიზმს ინარჩუნებენ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უკიდურესი სასოწარკვეთილება ეუფლებათ და თვითმკვლელობას ცდილობენ, რაც დიდი ცოდვაა უფლის წინაშე.

საზოგადოდ, ადამიანი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდება, შეიძლება სამიდან ერთ გზას დაადგეს:

1. “ხელის ჩაქნევის” გზას – ცდილობს დარჩენილ სიცოცხლეში არაფერი მოიკლოს (ილოთოს, იმრუშოს, კარგად დანაყრდეს, იმხიარულოს…). ამ გზას ძირითადად ურწმუნონი მიჰყვებიან, რამეთუ თვლიან, რომ ამ ცხოვრების მიღმა აღარაფერია.

2. სამედიცინო გზას – ავადმყოფი ექიმზე და მის პროფესიონალიზმზეა მინდობილი, ცდილობს და სჯერა განკურნებისა.

3. სულიერ გზას – საკუთარ სნეულებას ღებულობს უწყებად იმ დროის შესახებ, რომელიც საჭიროა უფალთან წარდგომისთვის მოსამზადებლად და მას მიიჩნევს არა სასჯელად, არამედ ღვთის წყალობად.

53346

599301915

kanafis zti

– რა პასუხისმგებლობა აქვს ექიმს ონკოლოგიური პაციენტის მიმართ?

– ექიმ-ონკოლოგს ევალება, ავადმყოფს აქტიური სიცოცხლე გაუხანგრძლივოს, იმის მიუხედავად, პაციენტს სურს თუ არა ეს, რადგანაც ამით ის სნეულს დამატებით დროს აძლევს სინანულის, აღსარებისა და ზიარებისთვის. ექიმ-ონკოლოგის მეორე მიზანია, პაციენტს ისე უმკურნალოს, რომ ძალდაუტანებლად მიიყვანოს რწმენამდე და არ დაუშვას მისი ცრურწმენებით, ცოდვებით გარდაცვალება და საბოლოო დაღუპვა.

ვინაიდან ექიმებისთვის კიბოს წარმოშობის უეჭველი მიზეზი უცნობია, ავადმყოფის ოჯახის წევრები კურნების გზების ძიებაში ექსტრასენსებს, ბიოენერგეტიკოსებსა და ე.წ. მლოცველებს აკითხავენ. ექიმი ყველანაირად უნდა ეცადოს, პაციენტმა და მისმა ოჯახის წევრებმა ფარ-ხმალი არ დაყარონ, სარწმუნოებით მიუდგნენ მოვლენილ განსაცდელს, მადლობდნენ უფალს, მიმართონ ტრადიციულ მედიცინასა და ეკლესიას და არამც და არამც “მკურნალებს”, რომელთაც ადამიანის სულის დაღუპვა შეუძლიათ.

– აგებს თუ არა პასუხს ექიმი-ონკოლოგი, თუ პაციენტი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს?

– ნებისმიერი ექიმის მიზანია, განკურნოს არა მხოლოდ სხეული, არამედ სულიც. ექიმს ყოველთვის აქვს საშუალება, პაციენტთან ფსიქიატრი, ფსიქოლოგი გამოიძახოს. მან უნდა იცოდეს, რომ ასევე მნიშვნელოვანია მღვდლის მოყვანა. ამდენად, პაციენტის სულის საბოლოო სამყოფელზე პასუხისმგებელი ექიმიც არის. თუ ავადმყოფს სულიერ დახმარებას შესთავაზებს, აუხსნის, რას ნიშნავს სააქაო და საიქიო ცხოვრება, მაგრამ სულიერ დახმარებაზე უარს მიიღებს, მას პასუხისმგებლობა ეხსნება. მაღალი სულიერების ექიმს ამ შეთავაზების გარდა ლოცვაც შეუძლია, რადგანაც სწორედ ექიმსა და ექთანთან აქვს პაციენტს ყველაზე ხშირი ურთიერთობა და მათ მიერ წარმოთქმული ლოცვის თუნდაც რამდენიმე სიტყვა უდიდეს ძალას მისცემს მის სულს.

– რა მნიშვნელობა აქვს სასულიერო პირის ჩართვას მკურნალობის პროცესში?

– ექიმსაც და მღვდელსაც უწევთ ურთიერთობა ფსიქიკურად ტრავმირებულ ადამიანებთან, რამეთუ მომაკვდინებელი ავადმყოფობის გამო ისინი თავს განწირულად თვლიან. ამიტომ მღვდლის უნარი, სულიერად გამოკვებოს ასეთი ადამიანები, ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის საქმეში. მისი შორეული შედეგები და ავადმყოფთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია სწორ სულიერ მიდგომაზეა დამოკიდებული. ხშირად მღვდელი ავადმყოფთან მაშინ მიჰყავთ, როცა უკვე დაგვიანებულია და სნეულს აღსარების თქმა და ზიარების მიღება აღარ შეუძლია. ურწმუნო ავადმყოფებისთვის მოძღვრის გამოჩენა სიკვდილის ბოროტ შიშს იწვევს; მღვდელს რომ ხედავენ, კითხულობენ: “რა, უკვე უნდა მოვკვდე?” ჩვენმა ურწმუნო ეპოქამ მიგვიყვანა აქამდე – მღვდელი და ერისკაცი ერთმანეთისგან გააუცხოვა.

– ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, როდის უნდა გაიგოს პაციენტმა საკუთარი სნეულების შესახებ…

– ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზნეობრივი და ბიოეთიკური საკითხია. ერთი მხრივ ექიმი უფრთხილდება ავადმყოფის ფსიქიკას და ნელ-ნელა შეამზადებს მას ამ ტრაგიკული ფაქტის ადეკვატური გააზრებისთვის, მეორე მხრივ კი, რელიგიური თვალსაზრისით, იკარგება ოქროს წუთები, რომლებიც პაციენტმა სულიერი მომზადებისთვის უნდა გამოიყენოს, რათა ცხონდეს. მზა რეცეპტები ამ შემთხვევისთვის არ არსებობს; ყველაფერი დამოკიდებულია გამოცდილებაზე, ინტუიციაზე, პაციენტების დეონტოლოგიის დაცვასა და ექიმის ეკლესიურობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრებმა არ აგრძნობინონ ავადმყოფს თავიანთი განცდები და ემოციურად თუ სულიერად შეუმსუბუქონ მათ ხვედრი.

– რას გვეტყვით უიმედო ავადმყოფების განკურნების შემთხვევებზე და რომელ ხატს ევედრებიან კურნებას?

– არის შემთხვევები, როცა პაციენტები “რელიგიურ” მკურნალობას ექვემდებარებიან. განკურნების ფაქტები ღვთისმშობლის ხატის, სხვადასხვა სიწმინდეების მიმართ ლოცვის დროს ხდება. ზოგჯერ ლოცვის შემდეგ სიმსივნე კი არ იკურნება, არამედ “იყინება” იმ სტადიაში, რომლითაც სნეული ღმერთთან მივიდა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც საერთოდ გამქრალა უიმედო სიმსივნეები. ეს ნამდვილად უფლის მადლის ზემოქმედებაა, რომელიც ადამიანის სულსა და ხორცს ამაგრებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ხატებთან მისვლასა და მათგან ხსნის მიღებას ღრმა რწმენა და უფლისადმი მიმართვა სჭირდება. ონკოლოგიური ავადმყოფების მხსნელად და შემწედ ღვთისმშობლის ხატი “პანტანასა” ითვლება.

ონკოლოგმა ასევე უნდა იცოდეს, რომ არის პირუკუ პროცესიც – სიმსივნეების სწრაფი მალიგნიზაცია – ავთვისებიანად ქცევა, რისი მიზეზიც ხშირად პაციენტზე ექსტრასენსების, ჯადოქრების, ბიოენერგეტიკოსებისა თუ სხვათა სატანური ძალების ზემოქმედებაა.

დაბოლოს, მინდა აღვნიშნო და გავიმეორო, რომ ექიმისა და მღვდლის ურთიერთობა უბრალოდ სასარგებლო კი არა, აუცილებელია!

ღმერთმა დალოცოს ყველა სნეული! ბერი პაისის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, ბოლო ჟამს ადამიანები სწორედ ონკოლოგიური სნეულებების მეშვეობით შევლენ სასუფეველში. ღმერთმა ინებოს!

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
Posted in Uncategorized | Tagged , , | Leave a comment

პანორმიტის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატის მაკურნებელი ძალა

miqele“კარიბჭის” ვებ გვერდის საშუალებით მკითხველმა შეიტყო პანორმიტის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატის შესახებ. შეგახსენებთ, რომ მისი საქართველოში ჩამობრძანება უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და საბერძნეთში, ათენის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძარში დროებით მოღვაწე არქიმანდრიტ მამა აბიბოსის (ტარიადისი) ძალისხმევით, მისი მრევლის შემოწირულობებით, ასევე ბერძენი მოსახლეობის შემწეობით მოხდა. ათონის მთაზე წმინდა ქსენოფონტეს მონასტერში მამა ლუკას მიერ დაიწერა კუნძულ სიმის პანორმიტის მონასტრის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატის ასლი, რომელიც შემოსილია მოოქროვილი ვერცხლის პერანგით. ხატი დაბრძანებულია ყოვლადწმინდა სამების ტაძარში და მსურველებს საშუალება აქვთ მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედ მსწრაფლშემსმენელი ხატისგან მადლი და წყალობა მიიღონ. პანორმიტის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედ ხატს მრავალი სასწაული მოუხდენია, მრავალი სნეული განუკურნავს. ამის შესახებ გვიამბობს მამა აბიბოსის მრევლი, ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ეკა ღონიაშვილი

ექიმებმა დაგვარწმუნეს, რომ სიმსივნე დაძლეულ იქნა და საშიშროებამ ჩაიარა

2007 წელს დედას აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე მკერდში. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებობდა. ათენში გავუკეთეთ ოპერაცია, რასაც მოჰყვა ქიმიოთერაპია და სხვა პროცესები, რაც რვა თვე გაგრძელდა. ექიმებმა დაგვარწმუნეს, რომ სიმსივნე დაძლეულ იქნა და საშიშროებამ ჩაიარა. სახლში დავბრუნდით, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ დედას მდგომარეობა ისევ გაუარესდა და კვლავ საავადმყოფოში დავაწვინეთ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მეტასტაზები მთელ ორგანიზმში იყო გასული. მას სიცოცხლის მხოლოდ ორი თვე მისცეს.
ჩემი უმცროსი და წავიდა პანორმიტის მონასტერში და მთავარანგელოზს დედის გადარჩენას შეევედრა. იმედიანი გამოვიდა მონასტრიდან და თან წამოიღო ფიტილი და ზეთი მისი კანდელიდან. დედა დიდი იმედით ყოველდღე ისვამდა ფიტილით კანდელის ზეთს. გარკვეული დროის შემდეგ კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეს, რომელმაც აჩვენა რომ ყველაფერი ცუდი ორგანიზმიდან გამქრალიყო და დედა ღმერთისა და მთავარანგელოზის დახმარებით გამოჯანმრთელდა.
გარდა ამისა, როდესაც დედას ქიმიოთერაპიას უკეთებდნენ, რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა: ჩვენს აგარაკზე ჩვენი არყოფნის დროს გაჩნდა ხანძარი. გაიგეს თუ არა ამის შესახებ, მაშინვე გაემართნენ – იქნებ რამე გადავარჩინოთო. მისულებს სახლთან მეხანძრეები დახვდათ, საბედნიეროდ დროზე მისულიყვნენ და ხანძარი ჩაექროთ ვიდრე ცეცხლი იმ ოთახამდე მივიდოდა, სადაც გაზის ბალონი და კიდევ სხვა ადვილად წვადი და საჭირო ნივთები ელაგა. ასე გადაარჩინა მთავარანგელოზმა ჩვენი სახლი ბოლომდე განადგურებას და სხვა სახლებიც დაიცვა, რომ ცეცხლი მათზეც არ გადასულიყო. მთავარანგელოზის ხანძარში მონაწილეობაში დაგვარწმუნა სახლში ნაპოვნმა წიგნის ორმა ფურცელმა, რომელიც სასწაულად გადარჩენოდა ხანძარს. მათზე იყო პანორმიტის მთავარანგელოზის სასწაულები სათაურებით: “მთავარანგელოზი მიქაელი დასახმარებლად გაემართა”, და “შენ თუ გესმის ჩემი მომეცი ნიშანი”. ამ სათაურებმა იმასაც მიგვახვედრა, რომ მას ესმოდა ჩვენი ლოცვა და დედას გადაგვირჩენდა.
მომხდარის შემდეგ და მანამდე, სანამ ამის ძალა მექნება ყოველთვის მოვალ მონასტერში, რათა ვემსახურო ჩემ დიდებულ მფარველს და გადამრჩენს.

graviola me4მოხდა სასწაულების სასწაული და რამდენიმე დღეში დავფეხმძიმდი

ძვირფასო იეროფეი, მოგიყვებით ჩემს ისტორიას, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი პანორმიტის სასწაულთან. 4 წელია გათხოვილი ვარ და ამ ხნის განმავლობაში ჩემს მეუღლე კოსტასომთან ერთად ვცდილობთ ვიყოლიოთ შვილები, მაგრამ უშედეგოდ. გავიდა დრო და დავიწყეთ ანალიზების და ჩემთვის ძალიან მტკივნეული ოპერაციების კეთება.
ბოლოს და ბოლოს ექიმები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელოვნური განაყოფიერება იყო. მეოთხე ცდაზე დავფეხმძიმდი, მაგრამ სამწუხაროდ მომეშალა ნაყოფი და ისე ცუდად ვიყავი, რომ ჩემი სიცოცხლე საფრთხეში იყო. მაშინ მივმართე დახმარებისთვის ჩვენი პანორმიტის სასწაულმოქმედ ხატს და აღვუთქვი, თუ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, მოვილოცავდი პანორმიტის მონასტერს.
მისი წყალობით და დახმარებით სირთულეების გადალახვის შემდეგ 2008 წლის აგვისტოში მოვედი მონასტერში. მაშინ თქვენ აღსარებაზე მიმიღეთ და მომეცით მთავარანგელოზი მიქაელის ხატის კანდელის ზეთი, რომელსაც მუცელზე ვისვამდი. მოხდა სასწაულების სასწაული და რამდენიმე დღეში დავფეხმძიმდი.
ჩემი ექიმიც ლაპარაკობს ამ სასწაულზე, რადგან ჩემი ფეხმძიმობის მეცნიერული ახსნა არ არსებობს. გარშემომყოფები ამბობენ, რომ აღსარების შემდეგ ჩემი სიხარული გამოუთქმელი, აუღწერელი იყო და მე დიდ მადლობას გიხდით ცოდვების მიტევების ღვთიური საჩუქრისთვის, რომელიც მე მომეცით.
ასევე მინდა გითხრათ, რომ როდესაც ღმრთის შეწევნით ჩვენი ბავშვი დაიბადება, მთავარანგელოზის სახელს დავარქმევთ და პანორმიტის მონასტერში მოვნათლავთ. გთხოვთ, ილოცოთ ჩემი ფეხმძიმობის მშვიდობიანად დასრულებისთვის და მინდა დარწმუნებით განვაცხადო, რომ ეს პანორმიტის ხატის მორიგი სასწაულია.

Posted in Uncategorized | Leave a comment

ინტერვიუ გრავიოლას აქტუალურ საკითხებზე

Source: ინტერვიუ გრავიოლას აქტუალურ საკითხებზე

Posted in Uncategorized | Leave a comment

ჰორმონები, რომლებიც გახდომაში ხელს გვიშლიან?

Screen-Shot-2014-05-07-at-3.28.34-PM

როგორ მოვარჯულოთ ჰორმონები, რომლებიც წონაზე ახდენენ გავლენას? მიღებული აზრია, რომ სიმსუქნეს ბევრი ჭამა და ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა იწვევს, მაგრამ ადამიანის ორგანიზმი უფრო რთული აგებულებისაა და ხანდახან სისხლის ანალიზი და ექიმთან კონსულტაცია კითხვაზე-რატომ არ ვიკლებ წონაში?-ამომწურავ პასუხს სცემს.

და მაინც, რომელი ჰორმონებია გახდომის მტერი და როგორ “მოველაპარაკოთ“ მათ?

ადიპონეკტინი-ეს არის ჰორმონი, რომელიც ფაქტიურად  თქვენს სხეულს ცხიმის დაწვას აიძულებს. სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ეს ჰორმონი დიდი რაოდენობით გამომუშავდება, ორგანიზმი სწრაფად და შესამჩნევად ხდება, სიმსუქნე კი ამ ჰორმონის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს, თუმცა ჩვენ თავად შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მის გამომუშავებას, ამისთვის კვების რაციონში აუცილებლად უნდა შევიტანოთ გოგრის თესლი, ისპანახი, კომბოსტო და რეგულარულად მივირთვათ ისინი.

testp

გრელინი-ცნობილია, როგორც შიმშილის ჰორმონი. თუ ის ორგანიზმში დიდი რაოდენობითაა, მაშინ ადამიანი ვერ ძღება, ეს ჰორმონი აწვდის ტვინს სიგნალს და ჩვენ ვჭამთ გასუქებისთვის ყველაზე ხელსაყრელ დროს-საღამოს და ღამე. ამ ჰორმონზე პირდაპირ გავლენას ახდენს ძილი, თუ ვერ გამოვიძინეთ, ჰორმონის წარმოქმნა იზრდება, ამიტომ აუცილებლად უნდა გვეძინოს 6-8 საათი და არ მივეძალოთ ყავას, რადგან ეს სასმელი ხელს უწყობს გრელინის დიდი რაოდენობით წარმოქმნას. მისი რაოდენობის შემცირება კი შეუძლია ცილებს, გაიხადეთ ჩვევად საუზმეზე „ომლეტის“ ჭამა.

ლეპტინი– ეს არის მადაზე პასუხისმგებელი ჰორმონი. მისი დაბალი კონცენტრაცია სისხლში იწვევს კარგ მადას. ჰორმონის დონის სისხლში ამაღლება იწვევს რამდენიმე კილოგრამით დაკლებას, ლეპტინის გამომუშავების გაზრდა შესაძლებელია საკვებით, რომელიც ომეგა -3-ს შეიცავს, ანუ მიირთვით თევზი, უფრო ხშირად ორაგული, სკუმბრია და სარდინი.

ინსულინი-სისხლში მისი ჭარბი დონე იწვევს დიაბეტს, ფაქტი ერთია თქვენს ორგანიზმს შაქრის გადამუშავებაში დახმარება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გადაიქცევა ცხიმად. მისი დარეგულირება შესაძლებელია ვაშლის ძმრით, რომელიც უნდა დალიოთ ყოველი ჭამის შემდეგ.

კორტიზოლი-ჩვენი სხეული ამ ჰორმონს სტრესის დროს გამოიმუშავებს, რაც მეტია სისხლში ამ ჰორმონის რაოდენობა მით მეტია გახდომის შესაძლებლობა. უარი თქვით ყავაზე, დაიწყეთ ვარჯიში და ფეხით სიარუილი.

ესტროგენი – კითხვაზე, რომელი ჰორმონი იწვევს ქალებში ჭარბ წონას, ყველაზე ხშირად პასუხად გვესმის ესტროგენი. და ეს სიმართლეა. ჭარბი რაოდენობით ამ ჰორმონის არსებობა არა მხოლოდ ზედმეტ კილოგრამებს აგროვებს, არამედ აქვეითებს სექსუალურ ლტოლვას, იწვევს დეპრესიას , ართრიტს და სხვა მრავალ დაავადებას. თუ გვინდა, რომ მოვაარჯულოთ ეს ჭირვეული ჰორმონი და ორგანიზმში მისი რაოდენობა ნორმალურ დონეზე იყოს, უარი თქვით “ფასთ ფუდზე” , იკვებეთ სწორად და ბალანსირებულად . გამოიყენეთ კომბოსტო, ისპანახი, ციტრუსები, მწვანე ჩაი და ყავისფერი ბრინჯი..

ტესტოსტერონი– ამ ჰორმონის ნორმალურ დონეზე შენარჩუნება ასევე აუცილებელია. თუ ზედმეტად დაბალია, ანელებს მეტაბოლიზმის, აქვეითებს ლიბიდოს და იწვევს აპათიას. სისხლში ამ ჰორმონის შენარჩუნებას ხელს უწყობს ფიზიკური დატვირთვები. ასევე  სოიოს ზეთი, ზეითუნი, სელის თესლები და კანოვას ზეთი. განსაკუთრებით მისასალმებელია ვარჯიშის დაწყება.

1796569_330637667116439_1155678965199659005_n

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , | Leave a comment

მონებს არასდროს უხდიან იმდენს, რომ გათავისუფლდნენ…

charle bukobski1969 წელს, გამომცემელი ჯონ მარტინი ჩარლზ ბუკოვსკის შეპირდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ყოველ თვეში 100 დოლარს გადაუხდიდა იმ პირობით, თუ ის ფოსტაში მუშაობას თავს დაანებებდა და გახდებოდა მწერალი. 49 წლის ბუკოვსკი დათანხმდა და 1971 წელს თავისი პირველი რომანი, “ფოსტა” გამოსცა. 15 წლის შემდეგ ბუკოვსკიმ ჯონ მარტინს ეს წერილი მისწერა და ისაუბრა იმაზე, თუ რა ბედნიერი იყო, რომ თავის დროზე სამსახურს თავი დაანება.

გამარჯობა ჯონ,

მადლობა კარგი წერილისთვის. მემგონი არ არის ცუდი ხანდახან გაიხსენო, თუ საიდან მოდიხარ. შენ იცი ჩემი წარსული. იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც ცდილობენ ასეთ ადგილებზე დაწერონ ან ფილმები გადაიღონ, არასწორად ესმით ხოლმე მათი არსი. ისინი ასეთ ადგილებს “9-დან 5-მდე” ეძახიან. სინამდვილეში 9-დან 5-მდე არასდროს არ წარმოადგენს რეალობას, ლანჩზე შესვენებაც კი არ არის მსგავს ადგილებში, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში სამსახურის შესანარჩუნებლად ლანჩსაც კი არ მიირთმევს ადამიანი. ამას დავუმატოთ ის, რომ ხშირად ზედმეტი საათები გიწევს მუშაობა და თუ ამის შესახებ დაიწუწუნებ, ყოველთვის არსებობს ვიღაც უბედური, რომელიც მზად არის შენი ადგილი დაიკავოს.

გახსოვს ჩემი ძველი გამონათქვამი, “მონობა არ გაუუქმებიათ, უბრალოდ ყველა კანის ფერს მოარგეს.” ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც სამსახურისთვის იბრძვიან, არა იმიტომ რომ მათ ეს სამსახური მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ უარესი ალტერნატივის ეშინიათ, სულ უფრო იკარგება ადამიანობა. ადამიანები ცარიელდებიან. შეშინებული და დამჯერი გონების მქონე სხეულებს წარმოადგენენ. მათ თვალებში ფერი იკარგება. მათი ხმა მახინჯდება. სხეულიც და თმაც, ფრჩხილებიც და ფეხსაცმელი, ყველაფერი.

ახალგაზრდა რომ ვიყავი ვერ ვიჯერებდი, რომ ადამიანები მზად არიან თავისი სიცოცხლე ასეთ პირობებში გაატარონ. ასაკში შესული, კვლავ ვერ ვხვდები. რატომ აკეთებენ ამას? სექსისთვის? ტელევიზორში გამოსაჩენად? ავტომობილის, თუ გადასახადებების გამო? ბავშვების გამო? ადრე, როდესაც საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი და სამსახურს ხშირად ვიცვლიდი ჩემს კოლეგებს სულელურად ვეუბნებოდი: “ჰეი, ბოსი შეიძლება ნებისმიერ წამს შემოვიდეს და სამსახურიდან გაგვათავისუფლოს, ვერ ხვდებით ამას?”

ისინი უბრალოდ მიყურებდნენ, თითქოს ისეთ რამეს ვამბობდი, რომლის გაგებაც არ სურდათ. დღეს ინდუსტრიაში მასიური შემცირებებია (ფოლადის ქარხნები მკვდარია, სხვადასხვა ქარხანაში ტექნიკური სიახლეებია). ასეულობით ათასი შემცირებაში ხვდება და მათი სახეები გაშტერებულია.

“ამაში 35 წელი ჩავდე…”

“ეს არ არის სწორი…”

“არ ვიცი რა გავაკეთო…”

მონებს არასდროს უხდიან იმდენს, რომ გათავისუფლდნენ, უხდიან იმდენს რომ გადასარჩენად ეყოთ და სამსახურში დაბრუნდნენ. მე ამ ყველაფერს ვხედავდი. რატომ ვერ ხედავდნენ ამას ისინი? მე მივხვდი, რომ იგივე წარმატებით შეიძლება უსაქმური ან ლოთი ვყოფილიყავი. არ სჯობია თავიდან ასეთი იყო ვიდრე იქამდე სხვა მიგიყვანს? ლოდინს რა აზრი აქვს?

თავის დროზე ამ ყველაფრის საწინააღმდეგო დიდი ზიზღით დავწერე, ძალიან დიდი შვება იყო ამ სისტემიდან გამოღწევა. და ახლა ეგრეთწოდებული პროფესიონალი მწერალი მქვია, მას შემდეგ რაც ამ საქმეს 50 წელი დავუთმე მივხვდი, რომ სისტემის გარეთ კიდევ ბევრი საზიზღარი რამ არსებობს.

მახსოვს, ერთ ხანს ნათურების კომპანიაში შემფუთველად რომ ვმუშაობდი, მეორე შემფუთველმა უეცრად მითხრა: “არასდროს ვიქნები თავისუფალი!”
ამ დროს ახლომახლო, ერთ-ერთი უფროსი სეირნობდა (მას მორი ერქვა) და ამ სიტყვების გაგონებაზე სიცილი მორთო, ის სიამოვნებას იღებდა იმ ფაქტისგან, რომ ეს ადამიანი მთელი სიცოცხლე ხაფანგში გაატარებდა.

3cce24b3a12994b951550a5e365f45b1 (1)ის რომ გამიმართლა და მსგავს ადგილს თავი დავაღწიე და არ აქვს მნიშნველობა, თუ რამდენი დრო დამჭირდა გათავისუფლებისთვის, თავისუფლება უდიდესი ბედნიერების მომტანი გახდა ჩემთვის, სასწაულებრივი ბედნიერების. ახლა მე ასაკოვანი გონებით და ასაკოვანი სხეულით ვწერ, ასაკში რომელშიც უმეტესობა ადამიანი ამ საქმეზე უარს იტყოდა, თუმცა რადგანაც გვიან დავიწყე, ვფიქრობ ეს საქმე უნდა გავაგრძელო. და როდესაც სიტყვები მღალატობენ და კიბეზე ასასვლელად დახმარება მჭირდება და ერთმანეთისგან ბეღურას და სკრეპს ვეღარ ვარჩევ, მაინც ვგრძნობ, რომ ყოველთვის მემახსოვრება (არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს წავალ) თუ როგორ დავამარცხე კატორღა და

მივაღწიე იმას, რომ ღირსეულად მოვმკვდარიყავი.

ცხოვრების მთლიანად არ განიავება ღირშესანიშნავ მოვლენად მეჩვენება,

შენი ბიჭი,

ჰენკი [ჩარლზ ბუკოვსკის ალტერ ეგო ჰენრი ჩარლზ “ჰენკ” ჩინასკი იყო]

წყარო: Lettersofnote

Posted in Uncategorized | Tagged , , , | Leave a comment

ნიორი, თაფლი და ვაშლის ძმარი – ჯადოსნური ელექსირი

ნიორი, თაფლი და ვაშლის ძმარი – ამ 3 ინგრედიენტის თანხვედრა კიბოსაც ამარცხებს!

ნიორი, თაფლი და ვაშლის ძმარი – ამ 3 ინგრედიენტის თანხვედრა კიბოსაც ამარცხებს!

მაშ ასე, ამ ჯადოსნური ელექსირის მოსამზადებლად მხოლოდ სამი ინგრედიენტია დაჭირო: ნიორი, თაფლი და ვაშლის ძმარი.
ამ კომპონენტების შერწყმით მივიღებთ მძლავრ იარაღს უამრავ დაავადებასთან საბრძოლველად. ასთმა, ართრიტი, ჰიპერტონია, უნაყოფობა, იმპოტენცია და კიბოც კი – ეს საშინელი დაავადებები უძლური ხდება ელექსირის წინაშე.
სამკურნალო სასმლის მოქმდება იმუნიტეტის სწრაფი ამაღლებით აიხსნება, ასევე სისხლში “ცუდი” ქოლესტერინის დაწევით. რეცეპტი უამრავი პაციენტზეა ნაცადი.

ყოველდღიურად ამ ელექსირის მიღების შემთხვევაში, თავს დაიცავთ სეზონური ინფექციებისგან და გაიმყარებთ ორგანიზმის დამცავ მექანიზმს.

ელექსირისთვის დაგჭირდებათ:

1 ჭიქა ვაშლის ძმარი;
1 ჭიქა ახალი, ნატურალური თაფლი;
10 კბილი ნიორი.

მომზადების წესი:
გაასუფთავეთ ნიორი. ჩაყარეთ

მთლიანი კბილები თაფლისა და ძმრის ნაერთში, დაახურეთ მჭიდროდ სახურავი ქილას და შედგით მაცივარში.

როგორ გამოვიყენოთ:

მიიღეთ 2 სუფრის კოვზი სამკურნალო ნაყენი უზმოზე. შეგიძლიათ დააყოლოთ ჩაი ან წყალი, მაგრამ არ ჭამოთ ელექსირის მიღებიდან 15 წუთი.

უკვე მეხუთე დღეს შედეგი აშკარა იქნება: გაგიქრებათ სისუსტე, თავის ტკივილი, გაუმჯობესდება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა და ორგანიზმი მთლიანად ტონუსში მოვა.

მკურნალობის კურსი მინიმუმ 2 კვირაა.

ინდოლ-3-კარბინოლი
karbinolbaner
Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , | Leave a comment

“ვიდრე ჰხვალ, უფალო?”

quo-vadis-domine

პოლონელმა ნობელიანტმა ჰენრიკ სენკევიჩმა მოლოდინს გადააჭარბა. მისი “ვიდრე ჰხვალ?” ნამდვილად იმსახურებდა პრემიას „ეპოსის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის”.

ნაწარმოების ფურცლებზე ვმოგზაურობთ ნერონის რომში. როგორც მწერალი წერდა, ტაციტუსის “ანალების” წაკითხვისას ის გრძნობდა, რომ უნდა აღეწერა ორი სამყაროს შეჯახება, რომელთაგან ერთი იყო ადმინისტრაციული მანქანა, მეორე კი წარმოადგენდა სულიერ სამყაროს. ჩემი აზრით, სენკევიჩს ეს გამოუვიდა. ნაწარმოებში დეტალურადაა აღწერილი ისეთი ისტორიული ფაქტები, როგორიცაა რომის ხანძარი, რომელიც ნერონის ბრძანებით მოეწყო, ამ ხანძარში “დამნაშავე” ქრისტიანების დასჯა, რომის საიმპერატორო კარის ცხოვრება. მრავლადაა გამოგონილი ფაქტებიც, მათ შორის მთავარი გმირების – ვინიციუსისა და ლიგიას – სიყვარულის ამბავიც, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ქრისტიანების ცხოვრებისა და სიკვდილის ეპიზოდები იყო. ძველ რომში მოსახლეობა ქრისტიანებს გარყვნილ, მკვლელ და ბოროტ ადამიანებად მიიჩნევდა, მაგრამ ჯერ ქრისტიან გოგონაზე შეყვარებული ვინიციუსი და შემდეგ მთელი რომი მიხვდა, რომ ქრისტიანების ერთი ღმერთი მათ მრავალ ღმერთზე უფრო მეტ გულმოწყალებას იჩენდა. მისი მიმდევრები მხოლოდ სიყვარულის სახელის მოქმედებდნენ და სასწაულებიც არ აყოვნებდა. პეტრე და პავლე მოციქულებმა სინათლის სხივი შემოიტანეს სისხლისმსმელი ნერონის მმართველობისას. მათთან ერთად ბევრი ქრისტიანი გააკრეს ჯვარზე, ცოცხლად დაწვეს, ველურ მხეცებს მიუგდეს, თავი მოჰკვეთეს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ შემკრთალა. ყველა მსხვერპლი გასხივოსნებული სახით მიდიოდა ღმერთთან. მათ შორის იყო პეტრე მოციქულიც, რომელიც მოწაფეთა თხოვნით რომის დატოვებას აპირებდა, მაგრამ გზაში ქრისტე გამოეცხადა და ჰკითხა: “ვიდრე ჰხვალ, უფალო?” (“საით მიდიხარ, უფალო?”). ქრისტემ უპასუხა: “რადგან შენ ტოვებ ჩემს ხალხს, მე მივდივარ რომში, რათა ხელახლა მაცვან ჯვარს. ” ამის შემდეგ პეტრე მოციქული რომში დაბრუნდა და ჯვარზე დაასრულა სიცოცხლე, მაგრამ მალე ნერონის მმართველობაც დასრულდა: ,,ნერონმა ისე ჩაიარა, როგორც ჩაივლის ქარიშხალი, ხანძარი, ომი, ჭირიანობა, ხოლო პეტრეს ბაზილიკა ვატიკანის ბორცვებიდან დღემდე გადმოჰყურებს რომსა და ქვეყნიერებას. უწინდელ კაპენის კართან აქამდე დგას პატარა სამლოცველო გაცვეთილი წარწერით ,,Quo vadis, Domine?” ვიდრე ჰხვალ?!” ანუ საით მიდიხარ უფალო?!” ასე ქრება ყოველგვარი ბოროტება, სიკეთე და სიყვარული კი რჩება, რადგან “რწმენა მთებს დაძრავს.”

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , | Leave a comment

როგორ მოვიხმაროთ თაფლი ჩაისთან ?!

,, ცხელ ჩაიში თაფლის დამატება საზიანოა,უშაქრო ჩაის მიღება კი ონკოლოგიური დაავადებების რისკს ამცირებს“
11128429_886642124692436_1984171613_nრასთან ერთად გიყვართ ჩაი – შაქართან თუ თაფლთან? არადა, ძალიან სასარგებლო პროდუქტმაც კი შეიძლება, არა მხოლოდ ფასეული თვისებები დაკარგოს, არამედ საშიშ კარცენოგენად იქცეს, თუ მას არასწორად გამოვიყენებთ.

ჩაი შაქრით
მეცნიერები არაერთგვაროვნად აფასებენ ამ ნაზავს. არსებობს სტატისტიკა: იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, სადაც ჩაის ძირითადად უშაქროდ სვამენ, იშვიათად უვითარდებათ ონკოლოგიური დაავადებები. თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ეს ძირითადად შავ ჩაის ეხება. მწვანე ჩაის დადებით თვისებებზე კი შაქარი არ ახდენს გავლენას – პირიქითაც კი, აძლიერებს სამკურნალო თვისებებს, რადგან უკეთ აითვისება ამ სასმელში არსებული კატეხინები. საერთოდ, დიეტოლოგები ამბობენ, რომ ჯობს, ჩაი ტკბილეულობის გარეშე მიირთვათ.

ჩაი რძით
ცნობილია, რომ ჩაიში არის მნიშვნელოვანი კომპონენტი – კატეხინი, რომელიც ბუნებრივი და ძლიერი ანტიოქსიდანტია. სწორედ ის ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევენ. კატეხინი ჩაიში მეტია, ვიდრე ხილ-ბოსტნეულის უმრავლესობაში. გარდა ამისა, კატეხინები ანელებს დიაბეტის და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. მაგრამ როდესაც ჩაიში რძეს ვამატებთ, ამ უნიკალური სამკურნალო ეფექტის დიდი ნაწილი საერთოდ იკარგება. იმიტომ, რომ რძე უარყოფით გავლენას ახდენს ჩაის ანტიოქსიდანტურ პოტენციალზე.შესაბამისად, რძიანი ჩაი ნაკლებად სასარგებლოა.
ჩაი თაფლით 
თაფლი შაქარზე უფრო სასარგებლოა, მაგრამ ვისაც ცხელი ჩაი უყვარს თაფლით, ის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. 40 გრადუსზე მეტი ტემპერატურისას თაფლში მთლიანად ირღვევა მისი ფასეული თვისებები, ხოლო უფრო მაღალ ტემპერატურაზე, თაფლი კანცეროგენად გადაიქცევა – მასში არსებული ფრუქტოზა მჟავდება, ამ დამჟავების პროდუქტი კი კუჭში მავნე ნივთიერებებს განავითარებს. ცხელ ჩაიში თაფლის დამატება კატეგორიულად არ არის რეკომენდებული!

ლიმონიანი ჩაი 
ისევე, როგორც თაფლის შემთხვევაში, ლიმონი ცხელ ჩაიში არ უნდა დაამატოთ. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ლიმონში მთლიანად ირღვევა С ვიტამინი და ბევრი სხვა ფასეული კომპონენტები. თუ გსურთ, ლიმონს სასარგებლო თვისებები შეუნარჩუნდეს, ჩაიში მაშინვე ნუ ჩააგდებთ. ცოტა მოიცადეთ, რომ სითხე ოდნავ შეგრილდეს.
mshoblebi.ge

graviola tke
Posted in Uncategorized | Tagged , , | Leave a comment

გადაყარეთ ეს სასწრაფოდ! 11 ყოფითი ნივთი, რომელიც კიბოს იწვევს

დიდი ხანია ცნობილია, რომ ბევრი ჩვეული ნივთი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ და პრაქტიკულად ყველას სახლშია, ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს.
უკანასკნელმა სამაეცნიერო კვლევებმა დაადასტურა: კანცეროგენები, ისეთები, როგორებიც არის, ფარმალდეგინი, ტრიკლოზანი, ნაფტალინი შესაძლოა კიბოს გამომწვევი გახდეს.

და რა მერე? საყოფაცხოვრებო საქონელი, რომელიც ამ საშიშ ნივთიერებებს მაღალი კონცენტრაციით შეიცავს, კვლავ იყიდება მაღაზიებში და ბაზრებში… ჩვენ კი ისინი სახლში მიგვაქვს…

გაეცანით ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას და გახადეთ თქვენი საცხოვრებელი უსაფრთხო ზონად.

1. ჰაერის გამწმენდები.
თუკი ჰაერის ქიმიურ გამწმენდს ჩაისუნთქავთ, არა მხოლოდ მაღალი სასუნთქი გზების ანთება შეიძლება აიკიდოთ, არამედ გამოიწვითო სერიოზული დაავადება. თანამედროვე ჰაერის გამწმენდი საშუალებები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმში ავთვისებიანი უჯრედების განვითერებას უწყობენ ხელს.

ჰაერის გაწმენდის მარტივი საშუალებაა – მოხარშოთთ ლიმონის ან ფორთოხლის კანი. აბაზანაში კი სასიამოვნო არომატს დააყენებთ, თუკი რამდენიმე წვეთ ეთერზეთს ტუალეტის ქაღალდის რულონს შიგნიდან დააწვეთებთ. შეეცადეთ იშვიათად გამოიყენოთ ქიმიური საშუალებები სხვადასხვა ზედაპირის გაწმენდისას – ისინი არა მხოლოდ ჭუჭყს კლავენ, არამედ ჩვენს ჯანმრთელობასაც. საბედნიეროდ, სისფუთAვის შენარჩუნება ბუნებრივი საშუალებებითაც შეიძლება.

2. კბილის პასტა და პირის ღრუს სავლებები
კბილის პასტაში შემავალი პართოთ გავრცელებული ნივთიერებებია ტრიკლოზანი და ფტორიდი. ორივე ძალიან საშიში ქიმიური ნაერთებია, რომლებიც ორგანიზმში გროვდება. დროა, გადავიდეთ ორგანულ, ნატურალურ კბილის პასტებზე!

1796569_330637667116439_1155678965199659005_n
3. ტეფლონით დაფარული ჭურჭელი
თავად ასეთი ჭურჭელი უსაფრთხოა. ტეფლონური საფარი საკების ცხიმის მინიმალური გამოყენებით მომზადების საშუალებას გვაძლევს. მაგრამ როგორც კი საყვარელ ტაფაზე ნაკაწრები გაჩნდება, ის საშიში იხდება: გაცხელების დროს ტეფლონური საფარველიდან საშიში ქიმიური ნივთიერებები გამოდის, ისეთი, როგორიც არის კარბონის მჟავა. გამოიყენეთ ხარისხიანი ჭურჭელი, რომლის გაკაწვრაც და დაზიანებაც რთულია.

4. ჭუჭყიანი, ძველი ფეხსაცმელი
როცა სახლში შედიხართ, ფეხსაცმელი მაშინვე სპეციალურ კარადაში შეინახეთ. საქმე ისაა, რომ ფეხსაცმელთAნ ერთად შინ აბსულუტურად უსარგებლო და მავნე ქიმიური ნივთიერებები შემოგვაქვს – დაწყებული ტყვიიდან პესტიციდებით დამთავრებული. ძველი ფეხსაცმლის შინ შენახვაც საშიშია, მის ძირებზე შესაძლოა საშიში ქიმიური ნივთიერებები ინახებოდეს, რაც სახლში ჰაერის დაბინძურების მიზეზი გახდება.

5. ნაფტალინი
ალბათ ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, ვინც ჯერ კიდევ იყენებს ნაფტალინს ჩრჩილის წინააღმდეგ. ნაფტალინი ოფიციალურად შეტანილია კიბოს გამომწვევ ნივთიერებათა სიაში. გამოიყენეთ მწერებისგან თავის დასაცავი ბუნებრივი საშუალებები, მაგალითად, ლავანდას ყვავილებით სავსე პატარა ტომრები.

6. დეკორატიული სანთლები
ლამაზი სანთლის ფითილი ხშირად სიმყარის მისაცამედ რკინას შეიცავს. რკინა ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს ადამიანის ორგანიზმში. შეეცადეთ შეამციროთ შინ დეკორატიული სანთლების მოხმარება.

7. დეზოდორანტები და ანტიპერსპირანტები
ალუმინის, ფტალატები და ტრიკლოზანი – ყველა ეს ნივთირება შედის დეზოდარენტებსა და ანტიპერსპირანტებში. განსაკუთრებით საშიშია მათი გამოყენება ქალებისთვის – დამტკიცებულია, რომ ალუმინი მკერდის კიბოს გამომწვევი ნივთიერებაა. ჩაანაცვლეთ ჩვეულებრივი დეზოდორანტები ორგანული ანალოგებით.

8. შხაპის ფარდა
ყველაზე კარგია შხაპის კაბინას თუ აბაზანას მინის პანელი დაუყენოთ. როცა აბაზანაში ცხელა და ნესტია, პლასტიკატის ფარდა იწყებს ჯანმართელობისთვის საშიში ნივთიერებების გამოყოფას.

9. პლასტიკატის კონტეინერები საკვებისთვის და პლასტიკატის ბოთლები
ფტალატები და ბისფენოლი A – ნივთიერებებია, რომლებსაც ნებისმიერი პლასტიკატის ჭურჭელი შეიცავს. ნუ გააცხელებთ პლასტიკატის კონტეინერებში საჭმელს! სასმელი პლასტიკატის ბოთლი კი ჩაანაცვლეთ მინის ბოთლით.

10. წყალი
ონკანის წყალი, რომელიც არ იფილტრება, შეიცავს მძიმე

ლითონებს და ბევრ ქიმიურ შენაერთს, ერთ-ერთია ქლორი. ისინი ცუდად მოქმედებენ ორგანიზმზე, ამიტომაც კარგი იქნება, თუ ფილტრებს დააყენებთ როგორც სამზარეულოს ონკანზე, ასევე აბაზანაშიც.

11. საღებავები და ლაკები
თუკი სახლში რაიმე საღებავს ან ლაკს გამოიყენებთ, არ დაგავიწყდეთ კარგად გაანიავოთ ოთახი! თუნდაც ეს ჩვეულებრივი ფრჩხილის ლაკი იყოს, მაინც.

საშიში ქიმიური ნივთიერებები, – კანცეროგენები – რომლებიც ჩვენთვის ჩვეულ ნივთებში შედის, საშიშად მოქმედებს ჩვეულებრივი უჯრედების დნმ-ზე. ისინი წარმოუდგენელ ცვლილებებს იწვევენ გენურ მასალაზე და ამიტომაც ადამიანი ავად ხდება.

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , | Leave a comment