3 ნიშანი იმისა, რომ თქვენ მფარველ ანგელოზს უყვარხართ და გიცავთ

angeloziქრისტიანული მოძღვრების თანახმად ნათლობის შემდეგ ყველა ადამიანის ცხოვრებაში მფარველი ანგელოზი ჩნდება, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იცავს და ეხმარება მას.
ხანდახან იმდენად ვიციკლებით უარყოფითზე, მის არსებობას ვერც ვგრძნობთ, გვგონია, რომ ჩვენი არ ესმის, რომ მიგვატოვა, რომ არ არსებობს, რომ ეს ყველაფერიც შეიძლება ისეთივე ზღაპარი იყოს, როგორც ბავშვობის მითები თოვლის ბაბუაზე.
როდესაც არასწორად ვდგამთ ნაბიჯებს და მერე ნაღრძობი ფეხის გამო დიდხანს, ძალიან დიდხანს ვტირით, საოცარი სასოწარკვეთილების შეგძნება გვეუფლება. მფარველის არსებობის ვერანაირ ნიშანწყალს ვერ ვხედავთ, ვერ ვგრძნობთ, გვგონია სულ მარტო დავრჩით ამ სასტიკი რეალობის წინააღმდეგ უამრავი პრობლემით ხელში, მაგრამ ვცდებით. ის ჩვენთანაა და ჩვენ დახმარებას ცდილობს თუ თქვენს ცხოვრებაში შემდეგი რამეები ხდება:
1. არსაიდან მოსული ინფორმაცია
თქვენ რაღაც პრობლემით ხართ მოცული. გამუდმებით ამაზე ფიქრობთ, უცებ კი ბრახ.. და ან ტელევიზორში, ან გაზეთში, ფილმში, შემთხვევითი გამვლელების ყურმოკრულ საუბარში თქვენი პრობლემის შესახებ გესმით, კითხულობთ. მაგალითად, ქალი, რომელსაც დაორსულება უჭირს ნახულობს ფილმს სადაც მთავარ გმირს მსგავსი პრობლემებია აქვს, ქუჩაში თვალს მოკრავს რეკლამას, რომელიც მისი პრობლემის გადაჭრის გზებს სთავაზობს მომხმარებლებს, გაიცნობს ადამიანს, რომელსაც ეს პრობლემა უცაბედად მოუგვარდა. ეს მინიშნებაა, რომ გამოსავალი არსებობს. თქვენი მფარველი ანგელოზი გამხნევებთ.

2. ერთი და იგივე პრობლემები
მან იცის რა გჭირდებათ და ისიც იცის, როგორ უნდა მოახერხოთ ეს. სავარჯიშოების სახით პატარ-პატარა დავალებებს გიგზავნით, რომ ისწავლოთ, გაძლიერდეთ და მიხვდეთ სად უშვებთ შეცდომას. ეს ტრენინგია. თუკი პრობლემები მეორდება, თუკი გეჩვენებათ, რომ წრეზე დადიხართ, ესე იგი, ის ცდილობს რაღაცას მიგახვედროთ, რომ მათი გადაჭრის მეთოდები უნდა შეცვალოთ. სანამ მასთან გამკლავებას არ ისწავლით, არც ის შეწვეტს თქვენთვის ერთი და იგივე პრობლემის გამოგზავნას.

3. ლამაზი სიზმრები
თუკი კარგი სიზმრის შემდეგ სასიამოვნო შეგრძნებით იღვიძებთ, ესე იგი ის თქვენთან იყო სტუმრად და გაგამხნევათ.

kanafzet

Posted in Uncategorized | Tagged , , | Leave a comment

პირველი დახმარება გულის წასვლის დროს

maxresdefault

გულის წასვლა, იგივე სინკოპე, ცნობიერების ხანმოკლე (რამდენიმეწამიანი ან რამდენიმეწუთიანი) დაკარგვაა თავის ტვინის მწვავე ანემიის შედეგად. ის უმეტესად ძლიერი ფსიქიკური სტრესის (მღელვარების, შიშის, უეცარი განგაშის) ფონზე ვითარდება. შესაძლოა, პროვოცირება გაუწიოს ძლიერმა ტკივილმა, მაგალითად, თირკმლის, ღვიძლის, ნაწლავთა კოლიკამ, ზოგიერთმა, მაგალითად, არტერიული წნევის დამაქვეითებელმა მედიკამენტმა.

გულის წასვლა მოსალოდნელია ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში უეცარი გადასვლის დროსაც (ესე იგი, თუ მწოლიარე ერთბაშად წამოჯდება ან წამოდგება). პერიოდულად განმეორებადი სინკოპე ზოგჯერ ამა თუ იმ ორგანული პათოლოგიის მანიშნებელია. კერძოდ, გულის მანკისა, გულის რიტმის დარღვევისა, ტვინის სკლეროზული დაზიანებისა, შინაგანი ფარული სისხლდენისა და სხვა. ხშირად გულის წასვლა მიოკარდიუმის ინფარქტსაც ახლავს თან. გულის წასვლას ზოგჯერ წინამორბედი ნიშნებიც აქვს, თუმცა ისინი ყოველთვის არ იჩენს თავს – ზოგჯერ სინკოპე ერთბაშად ვითარდება.

რას მივაქციოთ ყურადღება?
წინამორბედ სიმპტომთაგან აღსანიშნავია საერთო სისუსტე, თავბრუხვევა, თვალების დაბნელება ან ციმციმი, ყურების შუილი, ხელ-ფეხის დაბუჟება. სინკოპეს შეტევა შესაძლოა მხოლოდ ამ სიმპტომებით შემოიფარგლოს. ამ შემთხვევაში სინკოპესწინა მდგომარეობაზე საუბრობენ, თუმცა ამ უკანასკნელს არცთუ იშვიათად გულის წასვლა ახლავს თან. ცნობიერების დაკარგვისას ადამიანი თითქოს იძირება, დამჯდარ ადგილზე ეშვება ან ვარდება. ამ დროს ის მკვეთრად ფითრდება, თვალები ეხუჭება, გუგები უვიწროვდება, მერე უფართოვდება და სინათლეზე აღარ რეაგირებს, კიდურები უცივდება, არცთუ იშვიათად კანი ცივი წებოვანი ოფლით ეფარება, პულსი არ ესინჯება, არტერიული წნევა უქვეითდება, სუნთქვა უიშვიათდება, ზედაპირული უხდება. მსუბუქ შემთხვევაში შეტევა, ჩვეულებრივ, 1-2 წუთს გრძელდება, უფრო მძიმე ფორმების დროს კი 2-5 წუთს და მეტსაც გასტანს. შეტევის შემდეგ ერთხანს რჩება ზოგადი სისუსტე, გულისრევა, უსიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში.

გულწასულს დაუყოვნებლივ სჭირდება დახმარება!
არ არის საჭირო პანიკა, ექიმის მოსაყვანად გაქცევა ან სასწრაფო დახმარების გამოძახება. სინკოპეს ნებისმიერი ადამიანი გაუმკლავდება. მთავარია, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თანმიმდევრულად გადადგათ აუცილებელი დახმარების ყველა ნაბიჯი. უპირველეს ყოვლისა, გულწასული ზურგზე დააწვინეთ, თავი ოდნავ დაბლა

დააშვებინეთ, შეუხსენით საყელო, უზრუნველყავით სუფთა ჰაერის მიწოდება, ცხვირთან მიუტანეთ ნიშადურის სპირტში დასველებული ბამბა (თუ ნიშადურის სპირტი არ გაქვთ, ბამბა ძმარში ან ოდეკოლონში დაასველეთ, იმავე სითხეებით დაუზილეთ საფეთქლები), სახეზე ცივი წყალი მიაპკურეთ, სახესა და გულმკერდზე ცივ წყალში დასველებული პირსახოცი დააფარეთ, ფეხები ჩაუთბუნეთ სათბურათი ან კარგად დაუზილეთ ხაოიანი პირსახოცით ან სხვა უხეში ნაჭრით. გთავაზობთ სინკოპედან ადამიანის გამოყვანის რამდენიმე ნაცად, ეფექტურ მეთოდს:

  • რაც შეიძლება მკვეთრი მოძრაობებით დაუწყეთ გულწასულს ნეკა თითების ზელა ფუძიდან ფრჩხილისკენ და საპირისპირო მიმართულებით, მის ორივე ნეკს ძლიერად მოუჭირეთ თითები და ერთდროულად სრისეთ.
  • ამის შემდეგ ასეთივე ძლიერი და მკვეთრი მოძრაობებით დაუზილეთ ცერები.
  • რამდენჯერმე ძლიერად მოუჭირეთ თითები ყურის ბიბილოებზე.

ამის შემდეგ ადამიანი მალე მოდის გონს. ეცადეთ, მალევე გაიყვანოთ სუფთა ჰაერზე. შეიძლება ასეც:

  • წრიული მოძრაობებით ინტენსიურად დაუზილეთ ორივე ხელისგული;
  • რამდენჯერმე ძლიერად მოუჭირეთ თითები ფალანგების ბოლოებზე, ფრჩხილბუდეების მახლობლად.

როდესაც ცნობიერება დაუბრუნდება, ცხელი ჩაი ან ყავა დაალევინეთ. თუ გულწასული მაინც ვერ მოდის გონს, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

Posted in Uncategorized | Tagged | Leave a comment

პაატა ბურჭულაძე: პოლიტიკაში მოსვლის შესახებ…

43956f88e2491c97c05c9cb7a92925f4
“თუ ოდესმე პოლიტიკაში მოსვლას დავაპირებ, აუცილებლად მივალ უწმინდესთან და ვიდრე მის ლოცვა-კურთხევას არ მივიღებ, არაფერს გადავწყვეტ”

“ყოველთვის მთავაზობდნენ, პოლიტიკაში მოვსულიყავი… უარს ვამბობდი და არც არასდროს მინანია. თუმცა, არ ვამბობ, რომ ეს არასდროს მოხდება! თუ ვიგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდ­ები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს!” – ამბობს­ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე­ “კვირის პალიტრასთან” ინტე­რვიუში…

– ახლახან თბილისში საშინელი სტიქია მოხდა.­ სად იყავით ამ დროს?

– გერმანიაში ვიყავი. შემ­ძრა მომხდარმა, ვერაფრით წარმო­ვიდგენდი, ქალაქის შუაგულში­ ასე მოულოდნელად სტიქია თუ დაგვატყდებოდა თავს და ამდენ­ სიცოცხლეს შეიწირავდა. ყოველ­თვის მეგონა, რომ ქალაქის მცხოვრებთა­ სიცოცხლე დაცული­ იყო. ეს იმის მაჩვენებელია,­ რომ ბუნებასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მე მორწმუნე კაცი ვარ და მწამს, რომ ეს არ არის მხოლ­ოდ წვიმისა და გარემო ფაქტორების ბრალი. მიმაჩნია, რომ ყველანი ვისჯებით, რადგან რაღაცას­ სწორად არ ვაკეთებთ. ბუნებას და ერთმანეთს მეტად უნდა მოვე­ფეროთ და გავუფრთხილდეთ. მეტად კეთილგანწყო­ბილი უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ.

– საქართველოში დიდი აჟიო­ტაჟი­ მოჰყვა ამერიკაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას…

– ეს საქართველოს არ ეხება. საქართველომდე მოვა თუ არა, ხალხის გადასაწყვეტია და ვერავინ თავზე ვერ მოგვახვევს.­ მე არ შემიძლია, ამერიკელებს ჭკუა დავარიგო, თუმცა, არა მგონია, მათ უმეტესობას მოსწონდეს ერთსქესიანთა ქორწინება. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამერიკაში, რომე­ლთა შორის არიან როგორც განსხვავებული, ისე ჩვეულებრივი ორიენტ­აციის ადამიანები.­ ყველას დიდ პატივს ვცემ… საქართველოში­ ძალიან ძლიერია ოჯახის ინსტი­ტუტი, ოჯახი კი უნდა იყოს ქალი და მამაკაცი. რაც უნდათ, ის დაარქვან ერთსქესიანთა კავშ­ირს, მაგრამ ოჯახი მას არასოდეს ერქმევა! სადაც ოჯახია, იქ არიან ბავშვები და არ შეიძლება მათ უფლებები წავართვათ – ყველა ბავშვს აქვს უფლება, ჰყავდეს დედა და მამა! Oორი მამა რომ ჰყავს, ის ბავშვი დედის სითბოს ვერასდროს იგრძნობს. უპირველესად ბავშვების უფლებებია დასაცავი, ისინი ოჯახში უნდა აღიზარდონ! ეს არის მთავარი, თორემ ჰომოს­ექსუალების ერთად ცხოვრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, როგორ უნდათ, ისე იცხოვრონ.
indole

ინდოლ-3-კარბინოლი
– საქართველოში ყველა მთავრობა ცდილობდა თქვენს პოლიტიკაში­ მოყვანას. რატომ არ დათანხმდით არც ერთს?
– დიახ, ყოველთვის მთავაზობდნენ, პოლიტიკაში მოვსული­ყავი… უარს ვამბობდი, რადგან სხვა მიზნები მქონდა. არც არასდ­როს მინანია. თუმცა, არ ვამბობ, რომ ეს არასდროს მოხდება!­ თუ საჭირო იქნება და ვიგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს!

– რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტობაც შემოგთავაზეს…
– მაშინაც არ იყო საჭირო და არ დავთანხმდი. თუმცა, ვიცი, ბევრი ადამიანი მოდიოდა ამ თხოვნით.

– კონკრეტულ გვარებს არ დაგვისახელებთ, ვინც პოლიტიკაში მოსვლას გთავაზობდათ?

– კონკრეტულ პირებს ვერ დავასახელებ… ამას ყველა ლიდერი­ მთხოვდა, ზვიად გამსახურდიათი დაწყებული… რომ მცოდნოდა, ნამდვილად წავადგებოდი ქვეყანას­, აუცილებლად დავთანხმდებოდი. Mმიმაჩნდა, რომ სხვა საქმეებით უფ­რო გამოვადგებოდი ჩვენს საზოგა­დოებას.

– უამრავი კარგი საქმე წამოიწყეთ – საქველმოქმედო ფონდი, ტაძრის მშენებლობა… ხომ არ არის დრო, პოლიტიკაში გეცადათ თავი?
– ვნახოთ… ვიმეორებ, თუ საჭირო იქნება, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს…

– პატრიარქს თუ უთხოვია

თქვენთვის პოლიტიკაში მოსვლა?
– არასოდეს! პატრიარქი არავის სთხოვს ამას. თუმცა, თუ ოდესმე პოლიტიკაში მოსვლას დავაპირებ, აუცილებლად მივალ უწმინდესთან და ვიდრე მის ლოცვა-კურთხევას არ მივიღებ, არაფერს გადავწყვეტ. უნდა დავრწმუნდე, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ…

ჩვენი ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაიწყო. პატრი­არქი ახალ­აღსაყდრებული იყო, როდ­ესაც აღდგომის ღამეს ეკლესიაში მივედი. ჩემს მეგობართან,­ ნუკრი ნაჭყებიასთან ერთად გახლდით. უწმინდესმა რომ გაიგო, ეკლესიაში ვიყავი, თავისთან მიხმო.­ ვიჯექი მასთან ერთად საკუ­რთხეველში, შემდეგ მიმიწვია­ ტრაპეზზე­. მახსოვს, წითელი კვერცხი მომაწოდა, მეორე კი თვითონ ისე დაიჭირა, რომ მისი გატეხილიყო. ესიამოვნა, კვერცხი რომ გავტეხე, მითხრა, შენ ძლიერი ბიჭი ხარო. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა. იმის შემდეგ როცა ჩამოვდივარ, პატრიარქთან ყოველთვის მივდივარ.

– მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობაზე რას გვეტყვით?

– ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარს აშენებს მთელი საქართველო. დიდი ხნის წინ უწმინდესმა დამიბარა და მითხრა, ტაძარია ასაშენებელი, რადგან საქართველო ელოდება ამ ხატის ჩამობრძანებასო. გადავწყვიტე, დამეძახა რამდენიმე მეგობრისთვის, ვისაც თანხა ჰქონდა. ათი მეგობრიდან თითოეული ათ-ათ ბიზნესმენს მოიყვანს-მეთქი, ვფიქრობდი… თანხა შეგროვდა, თით­ქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ არაფერი გამოდიოდა… დამიბარა უწმინდესმა­ და სწორედ მაშინ გაჩნდა მოსაზრება, საქართველოს ყველა მოქალაქეს თითო ლარი დაედო და ტაძარი აშენებულიყო. ასე გაერთიანდა მთელი­ ერი… ასეთი სისწრაფით ტაძარი ჯერ არსად აშენებულა. გვინდა, მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრამდე დავამთავროთ – ამ დღეს აღსაყდრების 40 წელი უსრულდება უწმინდესს. ეს მხოლოდ ტაძარი არ იქნება, იქნება მუზეუმიც და აქვე გაიხსნება ახალი პანთეონიც.

– “იავნანა” რა ღონისძიების გამართვას აპირებს?

– 25 სექტემბერს სტრასბურგში­ გვექნება დიდი გალა-კონცერტი. მონაწილეობენ ანიტა რაჭველიშვილი, ნინო მაჩაიძე, ლადო ათან­ელი, ბადრი მაისურაძე,­ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟ­ორობით. Mმეც მივიღებ მონაწილეობას. გვსურს, მოვიწვიოთ ევრ­ოპის დიპლომატიური კორპუსი და ვაჩვენოთ მათ ძალიან ამაყი საქართველო! ზუსტად რომ კარგი დრო და ადგილია ამისთვის!

მანანა გაბრიჭიძე

Posted in Uncategorized | Tagged , , , | Leave a comment

დღეს 26 აგვისტოს მამა გაბრიელის დაბადების დღეა

20421345954545

მამა გაბრიელი დაიბადა თბილისში 1929 წლის 26 სექტემბერს, წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად. მისი საერისკაცო სახელი და გვარი იყო გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე. მისიმამა ვასილ ურგებაძე, კომუნისტური პარტიის წევრი იყო და იგი სასტიკად კრძალავდა ოჯახში ქრისტეს ხსენებასაც კი და ხშირად მეუღლეს ფიზიკურადაც კი უსწორდებოდა ამის გამო. გაბრიელი ბავშვოვაბი მძიმე სენით დაავადდა და არავის ეგონა რომ იგი გადარჩებოდა, მაგრამ მოულოდნელად იგი გამოჯანმრთელდა და კარგად გახდა.

მამა გაბრიელმა უფლის სადიდებლად, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური მთავრობა ყველანაირად ებრძოდა მას, რამდენჯერმე სცადეს კიდევაც რომ დაენგრიათ ეკლესია, შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს და მისი რწმენა ვერ შეარყიეს. ეს ეკლესია ახლაც დგას მის ეზოში, სადაც მან გაატარა ბავშვობა და ახალგაზრდობა. მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. იგი იყო ქართველი საეკლესიო მოღვაწე – არქიმანდრიტი, ბერი. მისი დახვრეტის ბრძანებაც კი იყო კრემლიდან, რომელიც შემდეგ შეიცვალა და შეშლილად შერაცხეს და ფსიქიატრიულში მოათავსეს. ტაძრისკენ მიმავალი გზა მისთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ იგი ქრისტეს სიყვარულით ყველაფერს უძლებდა. სიცოცხლის ბოლო წლები კი მან გაატარა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III-ის კოშკში. 1995 წელს ბერი მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერს არქიმანდრიტის ხარისხი მიანიჭა. გარდაცვალების შემდეგ იგი დაკრძალეს მისი ანდერძის თანახმად მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე, ჭილოფში გახვეული, ისევე როგორც კრძალავდნენ ბერ-მონაზვნებს. მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სამკურნალოდ გამოიყენება. მისი სისხლის ანალიზის ჩატარების შემდეგ, დარწმუნდნენ რომ იგი დღესაც უხრწნელია. ამბობენ რომ მამა გაბრიელმა თავისი გარდაცვალების თარიღი იწინასწარმეტყველა.

graviola me4

არქიმანდრიტი გაბრიელი 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალეს მცხეთის დედათა მონასტრის ეზოში, სამრეკლოს გვერდით. მამა გაბრიელი გარდაცვალების შემდეგ პირველია, ვინც თავისი დასაფლავება ერთგვარ ქადაგებად აქცია. XX საუკუნის მიწურულს, თავისი ანდერძისამებრ, ძველი ბერ-მონაზვნული წესით, კუბოს გარეშე, მხოლოდ ჭილოფში შეხვეული დაკრძალეს. მის საფლავზე დღესაც მრავალი სასწაული აღესრულება. „უნდა დავიმახსოვროთ, რომ ჩვენი საქმე არ არის ვინ რისთვის მათხოვრობს; არის თუ არა ხეიბარი; შეუძლია თუ არა მუშაობით თავის რჩენა და სხვა. რადგან მათხოვრობამდე მივიდა, ჩვენ თუ შეგვიძლია, მხოლოდ დახმარება გვმართებს და არა განკითხვა, მით უმეტეს – დაცინვა“. მამა გაბრიელის ეს ქადაგება მრავალთაგან ერთ–ერთია, რომლითაც იგი ჭეშმარიტი ქრისტიანული ქმედებისაკენ მოგვიწოდებს.

დღეს კი მამა გაბრიელის დაბადების დღეა! გილოცავთ ყველას. მისი წმინდა ლოცვა ეწევა სრულიად საქართველოს. “თქვენი სიყვარული ღვთის ტრაპეზზე უნდა ავიტანოო, როცა გაგიჭირდებათ ერთი მახსენეთ და იქვე გავჩნდებიო”-ამბობდა წმინდანი.

სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა…

Posted in Uncategorized | Tagged | Leave a comment

სიკვდილი იმ ფორმით, როგორც ჩვენ გვესმის, არ არსებობს!

რობერტ ლანცის  თეორიამ ინტერნეტსივრცეში  დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.  თეორიის თანახმად სიკვდილი იმ ფორმით, როგორც ჩვენ გვესმის, არ არსებობს.

Robert_Lanza_in_laboratory

რობერტ ლანცი რეგენერატიული მედიცინის სპეციალისტი, კომპანია Cell Technology-ს სამეცნიერო ხელმძღვანელი და უეიკ ფორესტის უნივერსიტეტის პროფესორია. მას ეკუთვნის ღეროვანი უჯრედების კვლევის იდეა, ასევე მან მოახერხა რამდენიმე იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობის ცხოველის კლონირება. რამდენიმე წლის წინ რობერტ ლანცი ფიზიკამ, კვანტურმა მექანიკამ და ასტროფიზიკამ გაიტაცა. რის შემდეგაც შექმნა ახალი ბიოცენტრიზმის თეორია და მისი დამაარსებელი გახდა. ცოტა ხნის წინ გამოსცა წიგნი სახელწოდებით ” ბიოცენტრიზმი:ცხოვრება და ცნობიერება”. სწორედ ამ წიგნს უკავშირდება ინტერნეტში ატეხილი ხმაური.indole

ინდოლე-3 – კარბინოლი კიბოს მკურანლობაში

ლანცას თეორიის მიხედვით, სიკვდილი არ არსებობს, სიკვდილი-მხოლოდ ილუზიაა, რომელიც ადამიანის წარმოდგენაში ცხოვრობს. ის დგება იმიტომ, რომ ადამიანი საკუთარ თავს სხეულთან აიგივებს და დარწმუნებულია, რომ თავის სხეულთან ერთად მოკვდება.

თუმცა ლანცა თვლის, რომ ცნობიერება დროსა და სივრცის მიღმა არსებობს, ცნობიერება შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილზე, ესე იგი სხეულის გარეთაც. ეს თეორია კვანტური მექანიკის საფუძვლებში ჯდება, რომლის თანახმადაც ნებისმიერი ნაწილაკი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერ ადგილას, რაიმე მოვლენა კი შეიძლება განვითარდეს რამდენიმე (ზოგჯერ უთვალავ) ვარიანტებად.

ლანცას სჯერა მრავალი სამყაროს არსებობის. ასე მაგალითად, თუ ადამიანი მოკვდა ერთ სამყაროში, ის ცხოვრებას სხვა სამყაროში გააგრძელებს. ეს იდეები საკმაოდ პოპულარულია, სოციალური ქსელის მომხმარებლები ხშირად ციტირებენ ლანცას, წერენ, რომ იზიარებენ მის თეორიას.

“დრო არ წარმოადგენს აბსოლუტურ რეალობას, ეს -ჩვენი ცნობიერების ასპექტია. “-მოყავს მეცნიერის ციტატა Twitter-ის მომხმარებელს.

ლანცას  უწოდებენ გენიალურ მეცნიერს, რომელმაც “ყველაფრის თეორიის”  გასაღები იპოვა. “ამ წიგნმა შეცვალა ჩემი შეხედულება სიცოცხლესა და სიკვდილზე”-წერს სხვა მომხმარებელი.

ლანცას თეორიის მომხრეებს შორის არა მხოლოდ სოციალური ქსელების მომხმარებლები არიან, არამედ მეცნიერებიც. ადამიანის ცნობიერების მუდმივად არსებობის იდეა პოპულარულია მულტი-სამყაროს კონცეფციის მიმდევარ მეცნიერებშიც.

არიზონას უნივერსიტეტის პროფესორი, სტიუარტ ჰამეროფი დარწმუნებულია მარადიული სულის არსებობაში. ეს განცხადება მან 2014 წელს გააკეთა. მას მიაჩნია, რომ ადამიანის ტვინი შეიძლება შევადაროთ კვანტურ კომპიუტერს. ინფორმაცია მასში სული და შემეცნებაა. ანუ, ინფორმაციის გადაცემა ადამიანის სიკვდილის შემდეგაც შეიძლება.

1980 წელს ლებედევის სახელობის ინსტიტუტის ყოფილმა თანამშრომელმა, დღეს კი სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეი ლინდემ, სამყაროს შექმნის მრავალჯერადობის თეორია განავითარა.

მეცნიერი თავის არგუმენტებს დიდი აფეთქების მოდელზე აგებს. თუ არსებობს ერთი სამყარო, რატომ არ შეიძლება არსებობდეს სხვებიც? ამ კითხვაზე დაყრდნობთ ანდრეი ლინდემ შექმნა მოდელი, რომელშიც ინფლაციური (გაბერვა) სამყაროები განუწყვეტლივ წარმოიქმნება და თავის “მშობლებს” გამოეყოფა.

Posted in Uncategorized | Tagged , , , | Leave a comment

ექიმ ვონგის ერთი შეხედვით უცნაური რჩევები

8888

ყოველ ექიმს აქვს განსაკუთრებული აზრი და შეხედულება ჯანმრთელობასა და მედიცინაზე მთლიანობაში. გამონაკლისი არც იაპონელი ექიმი ვონგია, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნების კუთხით თავისებური, არაორდინალური რჩევებით გამოირჩევა.  მისი გამოსვლა  ექიმ-დიეტოლოგების საერთაშორისო სიმპოზიუმზე ნამდვილ სენსაციად იქცა. ვონგის თქმით, თუ ყველაფერს იუმორით და მარტივად შევხედავთ,  საქმეც კარგად წაგვივა.

ამ ექიმთან ინტერვიუს ვერაფრით უწოდებთ ტრადიციულს, თუმცა ვერ უარყოფთ, რომ საკმაოდ საინტერესოა.

– ექიმო, ამბობენ, რომ ფიზიკური ვარჯიში გულსისხლძარღვთა მუშაობის გასაუმჯობესებლად ცხოვრებას ახანგრძლივებს. ეს სიმართლეა?

– შენი გული შექმნილია იმისთვის, რომ გიცემდეს. როგორც ყველა ნებისმიერი ორგანო, ის ცვდება დროთა განმავლობაში. აიძულო გული, გიცემდეს უფრო სწრაფად,  სულაც არ ნიშნავს, რომ ის უფრო ხანგრძლივად გემსახურება.  როდესაც ავტომობილით მგზავრობისას სიჩქარეს უმატებ, სისულელეა იფიქრო, რომ ეს მისი მომსახურების ხანგრძლივობას გაზრდის. გინდა დიდხანს სიცოცხლე? დაიძინე.

– იმასაც ამბობენ, რომ  თუ გვინდა, რომ ჯანმრთელობა გავიმყაროთ და თავი დაავადებებისგან დავიცვათ, ნაკლები ალკოჰოლი უნდა მივიღოთ…  

– ღვინოს ხილისგან ამზადებენ, ლუდს – ალაოსგან,  სვიისა და საფუარისგან.  წარმოგიდგენიათ, რამდენი სასარგებლო ნივთიერება უნდა გაატარო გვერდით, თუ  უარს იტყვი მის მიღებაზე?

graviola me4

– როგორ გამოვთვალოთ ცხიმისა და კუნთების თანაფარდობა ორგანიზმში? აი, აქ, მაგალითად, ცოტა ზედმეტი ცხიმი მაქვს და ვნერვიულობ…

შენ გაქვს სხეული და ცხიმი, თანაფარდობაა 1:1, რომ გქონდეს ორი სხეული, თანაფარდობა იქნებოდა 2:1, მე ასე ვფიქრობ.

– დამისახელეთ რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის უპირატესობა. მუდმივი ვარჯიში ხომ სასარგებლოა, თუ ამასაც არ ეთანხმებით?

– ჩემი ფილოსოფია მარტივია. როდესაც ვარჯიშის შემდეგ არაფერი გტკივა – ეს უკვე კარგია.

– შემწვარ საკვებზე რას იტყვით, ეს მართლა ასე მავნებელია?

– შენ რა, საერთოდ არ მისმენ? რისგან აკეთებენ ზეთს? როგორ შეიძლება მცენარეული პროდუქტი იყოს მავნე.

იმას თუ მაინც ეთანხმებით, რომ შოკოლადი – ეს სუფთა შხამია?

– კაკაოს მარცვლები – ეს არის შოკოლადის ხის ნაყოფის თესლი. დარწმუნებული ვარ, ეს არის მძლავრი რესურსი კარგი განწყობის შესაქმნელად…

– ცურვით ვარ გატაცებული. ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ეს ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

– და ვეშაპზე რას იტყვით? ისინი მუდმივად ცურავენ, მაგრამ სად არის შედეგი?

– როდესაც ვცდილობ ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას, ამას ვაკეთებ ჩემივე ჯანმრთელობის. და თქვენ რომელი სპორტით ხართ დაკავებული?

– ფორმის შესანარჩუნებლად? ასე წრეც ფორმაა. ამ თვალსაზრისით, მე ჩემს ფორმაში ეჭვიც არ მეპარება.

– და ბოლოს, იქნებ მისცეთ რამდენიმე  ღირებული რჩევა ყველას, ვინც ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევს.

– ცხოვრება არ უნდა იყოს მოსაწყენი მოგზაურობა საფლავისკენ იმ მიზნით, რომ ორგანიზმი ლამაზი და ჯანმრთელი შეინარჩუნოთ ცხოვრების უკანასკნელ წუთამდე. მე ამას ასე ვხედავ:  ერთ ხელში – ბოკალი შარდონე, მეორეში -შოკოლადი, ორგანიზმი დაბერდა, მაგრამ მე მივქრივარ და აღტაცებული ვამბობ: აი, მესმის თავგადასავალი!

რამდენიმე ფაქტი, რომელიც დიეტოლოგმა, ექიმმა ვონგმა გაგვიზიარა.
1. იაპონელები ძალიან ცოტა ცხიმს იყენებენ და უფრო იშვიათად ემართებათ გულის შეტევები, ვიდრე ბრიტანელებს

2. მექსიკელები ბევრ ცხიმს ჭამენ და უფრო იშვიათად  ემართებათ გულის შეტევები, ვიდრე ბრიტანელებს

3. ჩინებელი ძალიან ცოტა წითელ ღვინოს სვამენ და უფრო იშვიათად  ემართებათ ემართებათ გულის შეტევები, ვიდრე ბრიტანელებს

4. იტალიელები სვამენ ბევრ წითელ ღვინოს და უფრო იშვიათად ემართებათ გულის შეტევები, ვიდრე ბრიტანელებს.

5. გერმანელები სვამენ ბევრ ღვინოს, ჭამენ ბევრ სოსისს და ცხიმიან საკვებს, მაგრამ უფრო იშვიათად ემართებათ გულის შეტევები, ვიდრე ბრიტანელებს.

ზოგიერთი ადამიანი იმდენად არის გატაცებული საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეოაზე ზრუნვით, რომ ავიწყდებათ, იცხოვრონ. არადა, ცხოვრება უმოწყალოდ გარბის… ნუ ჩავარდებით უკიდურესობაში – ხანდახან თავს სიამოვნების უფლებაც მიეცით, თორემ ჯანმრთელობაზე მუდმივი ზრუნვა თქვენს ცხოვრებას მოსაწყენ არსებობად გადააქცევს, – აი, ამის თქმა სურდა ექიმ ვონგს ამ სახუმარო ინტერვიუში.

buygraviola

სტატია თარგმნილია საიტიდან http://takprosto.cc/sovety-yaponskogo-doktora/

Posted in Uncategorized | Leave a comment

რატომ მოითხოვს დასავლეთი ჩვენს გარდაქმნას?

რატომ მოითხოვს დასავლეთი ჩვენს გარდაქმნას? – ცნობილი მწერლის საოცარი პასუხი
რატომ მოითხოვს დასავლეთი ჩვენს გარდაქმნას? - ცნობილი მწერლის საოცარი პასუხი
კეთილო ფრაუ,
თქვენ ევროპელები ეგოისტები ხართ, ჩვენგან მოითხოვთ გარდავიქმნათ, ე.ი. ჩვენ არ ვიქნეთ ისეთი, როგორიც ვყოფილვართ, ან ვართ. ე.ი. თქვენ დაგემსგავსოთ. და ეს თქვენ მოგდით, კეთილო ფრაუ, არა ჩვენის სიყვარულით, არამედ იმისთვის, რომ თქვენთვის უფრო ხელმარჯვე იქნება, რომ ყველანი თქვენა გგავდეთ.
თქვენ ბევრი ხართ, ჩვენ ცოტა, თქვენ გინდათ იგივე უფლებით ჩაგვყლაპოთ, როგორითაც ცვარს ყლაპავს ზღვა და ლიფსიტას ვეშაპი. მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩვენი ენების შესწავლა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული სახელების დამახსოვრება, ჩვენი თავისებური სახელისა და გვარის გამოთქმა, თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ

მსგავსი სიახლეები
ufaligr

ყველას არზაყანის, კეგვას, თარაშის ნაცვლად ჯონი, ჟანი და ჰანსი გვერქვას.
თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ჩვენი ენა დაგვავიწყდეს, თქვენ ენაზე გადავიდეთ, თქვენთვის უთუოდ აჯობებდა თქვენს ქარხნებში გაკეთებული საქონელი მოერგოს ჩვენს ტანს, თქვენს ავტომობილებს შევეჩვიოთ, თქვენი მანქანები ვიყიდოთ, თქვენი წიგნები და გაზეთები ვიკითხოთ და ჩვენზე ხელი ავიღოთ, თქვენი ღმერთები ვიწამოთ და ჩვენსას მივაფურთხოთ. თქვენი ლოცვები ვთქვათ და თქვენმა გემებმა ჩვენს ზღვებში თავისუფლად ითარეშონ და თუ ჩვენ მათზე თავდასხმას გავბედავთ, მაშინ უთუოდ მეკობრეებს გვიწოდებთ, როგორც ძველი ბერძნები. რაც შეეხება ჩანგალს, მე მანამდის ხელით ვსჭამ, ვიდრე ჩვენსავე ქარხნებში გაკეთებულ ჩანგლებს არ მომიტანენ.
ჩანგლის ხმარებაში, კეთილო ფრაუ, არც ისე დიდი ფილოსოფიაა. ჩვენ ძველ კოლხიდაშიც გვცოდნია ფიწლის ხმარება. ვინც ამას მიხვდა: ხელით მობოჭვას თივისას, ფიწლით აღება რომ სჯობია, საჭირო რომ ყოფილიყო, უთუოდ იმასაც მიხვდებოდა, ხელით ჭამას, ჩანგლით ჭამა რომ სჯობია.
კონსტანტინე გამსახურდია, “მთვარის მოტაცება”

buygraviola

Posted in Uncategorized | Tagged , , | Leave a comment

როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ადამიანი – გიორგი გურჯიევი

გიორგი გურჯიევის წერილი ქალიშვილისადმი

———————————————————–

gurjievi

მთელი ყურადღება საკუთარი თავისკენ მიმართე.
გააცნობიერე შენი ნებისმიერი ფიქრი, გრძნობა, სურვილი და ქმედება.
რასაც დაიწყებ, ყოველთვის დაამთავრე.
რასაც აკეთებ, გააკეთე საუკეთესოდ.
არავითარ შემთხვევაში არ გახდე დამოკიდებული იმაზე, ვისაც შენი განადგურება შეუძლია.
სულგრძელობა მოწმეების გარეშე გამოიჩინე.
ყოველ ადამიანს ისე მოექეცი, როგორც უახლოეს ნათესავს.
შენი დასვრილი, შენვე მოწმინდე.
ისწავლე მიღება და ნებისმიერი საჩუქრისთვის იყავი მადლიერი.
უარი თქვი ყველა თავდაცვით მექანიზმზე.
არ მოიტყუო, არ მოიპარო და თუ მაინც ამას გააკეთებ, იცოდე, რომ საკუთარ თავს ატყუებ, საკუთარ თავს პარავ.
ისე დაეხმარე ახლობლებს, რომ შენზე დამოკიდებულები არ გახდნენ.
ნუ დაიკავებ ძალიან დიდ სივრცეს.
ნუ იხმაურებ და ზედმეტ ჟესტიკულაციასაც მოერიდე.
თუკი ჯერ კიდევ არა გაქვს რწმენა, გააკეთე ამის იმიტაცია.
იოლად ნუ მოიხიბლები ძლიერი პიროვნებებით.
ნუ დაეპატრონები ნურაფერს და ნურავის.
გაანაწილე თანაბრად.
არ ცდუნდე.
ზუსტად იმდენი იძინე და ჭამე, რამდენიც გჭირდება.
არ ილაპარაკო პირად პრობლემებზე.
არ განსაჯო და არ გაარჩიო, სანამ ფაქტების უმრავლესობა არ გეცოდინება.
ნუ შექმნი უსარგებლო მეგობრულ კავშირებს.
არ აჰყვე საერთო ტენდენციას.
არ გაყიდო საკუთარი თავი.
პატივი ეცი ნებისმიერ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერე.
იყავი პუნქტუალური.
ნუ შეგშურდება სხვისი ქონება და მიღწევები.
თქვი მხოლოდ ის, რაც საჭიროა.
არასოდეს იფიქრო იმ სარგებელზე, რომელიც შენმა ქმედებებმა შეიძლება მოგიტანოს.
არ დაიქადნო.
შეასრულე დანაპირები.
როდესაც კამათობ, თავი მოწინააღმდეგის ადგილას წარმოიდგინე.
აღიარე, როცა ვინმე გაჯობებს.
დაამარცხე შიშები.
დაეხმარე სხვებს, რომ დაეხმარონ საკუთარ თავს.
დაამარცხე ზიზღი და სიძულვილი და ეცადე იმათ დაუახლოვდე, ვისზეც უარის თქმა გსურს.
აქციე სიამაყე კეთილშობილებად, სიბრაზე – შემოქმედებად, სიხარბე – სილამაზის პატივისცემად.
გარდაქმენი შური აღტაცებად, სიძულვილი – თანაგრძნობად.
ნურც აქებ და ნურც აძაგებ საკუთარ თავს.
ისე მოუფრთხილდი იმას, რაც არ გეკუთვნის, თითქოს შენი იყოს.
არ შეიცოდო საკუთარი თავი.
განივითარე წარმოსახვა.
არ გასცე ბრძანება, დამორჩილების სიამოვნებისთვის.
ყველას გადაუხადე იმ სამსახურისთვის, რასაც გიწევენ.
ნუ მოახდენ შენი იდეებისა და შრომის პროპაგანდას.
არ ეცადო, სხვებში გააღვიძო შენ მიმართ ისეთი გრძნობები, როგორიცაა: სიბრალული, თანაგრძნობა, აღტაცება, თანამზრახველობა.
ნუ ეცდები წარმოჩინდე შენი გარეგნობით.
არ შეეწინააღმდეგო, უბრალოდ გაჩუმდი.
არ აიღო სესხად, თუ რაიმეს ყიდულობ, მაშინვე გადაიხადე.
თუკი საჯაროდ შეურაცხყოფ, საჯაროდვე მოიბოდიშე.
თუკი აღმოაჩენ, რომ არასწორად თქვი რამე, სიამაყის გამო იმავეს ნუ გაიმეორებ.
ნუ დადგები შენი ძველი იდეების სადარაჯოზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც საქვეყნოდ გაქვთ გაცხადებული მათ შესახებ.
არ შეინახო უსარგებლო ნივთები.
ნუ გაიფორმებ თავს სხვისი იდეებით.
ნუ გადაიღებ ფოტოებს ცნობილ ადამიანებთან.
იყავი საკუთარი თავის მსაჯული.
ნურასოდეს განსაზღვრავ საკუთარ თავს იმის მიხედვით, თუ რას ფლობ.
დარწმუნებული იყავი, რომ ყველაფერი შენია.
თუკი ლოცულობ და ეშმაკი გეწვია, ეშმაკიც აიძულე, რომ ილოცოს

გრავო გამა ფოტ

Posted in Uncategorized | Tagged , | Leave a comment

დედა ანას სასწაულები

დედა ანა უკვე ოცი წელია, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წყნეთის მონასტერში მოღვაწეობს, სადაც მისი ძალისხმევით აშენებული წმინდა გიორგისა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიები მდებარეობს. მასთან მადლის მისაღებად და განკურნებისთვის საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიან. დედა ანას ქადაგებით უამრავი ადამიანი მოექცა და ჭეშმარიტების გზას დაადგა. იგი ყველას მართლმადიდებლური ცხოვრებისაკენ მოუწოდებს, რადგან ფიქრობს – ხსნა, მხოლოდ უფლის სიყვარულით, ზიარებითა და ლოცვით მიიღწევა.
დედა ანა, რომლის სახელიც უკვე მთელ საქრათველოში იციან და არა მატო საქართველოში, მასთან დასალოცად უცხოეთიდანაც მოდიან. უფლისგან კურთხეული, საოცარი სიკეთის მატარებელი, დღედაღამ საქართველოზე და ხალხზე ლოცულობს. უსაზღვრო მადლის გამცემი საზღაურად მხოლოდ უფლის რწმენას და სიყვარულს ითხოვს.
მისი ლოცვის ძალიათ წლებია ათასობით სნეული იკურნება, გზააბნეულთ ჭეშმარიტების გზაზე აყენებს და უამრავს სიცოცხლეს, ცხოვრების აზრს უბრუნებს. სწორედ, ამიტომ ყოველდღე მასთან ასობით ადამიანი მოდის, მის სასწაულზე ჰყვებიან და მადლიერ სიტყვებს არ იშურებენ.

დედა ანას სასწაულები

ნელი მაკარაშვილი: წყნეთში დავიბადე, ბავშვობაში ძლეთის  ეკლესიაში ხშირად დავდიოდით და ვიცოდით, რომ წმინდა გიორგის სახელობის იყო, თუმცა დედა ანას  მეშვეობით გავიგეთ, რომ  ეს ეკლესია დავით აღმაშენებლის სახელობის ყოფილა. მისი აქ მოსვლის შემდეგ მონასტერში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაც აშენდა. 13 წელია, რაც დედა ანასთან დავდივარ, ძალიან მიყვარს და ვაფასებ მის რწმენას, მადლს. მისი ლოცვით ბევრი სასწაული მოხდა, მათ შორის ჩემს ოჯახში; ჩემს შვილიშვილზე მარიამ მაკარაშვილზე ექიმებმა გვითხრეს გულის პრობლემები აქვსო. ბავშვმა დედა ანასთან  წამოსვლა მოისურვა. მან გვითხრა, რომ გულზე პრობლემები  კი აქვს, მაგრამ საშიში არაფერიაო. წავიყვანეთ და გულის ეხოსკოპია გავუკეთეთ, ბავშვს გულში ერთი ზედმეტი შრე აღმოაჩნდა, რომელიც ფონეიდოსკოპში შრიალის ხმას გამოსცემდა და ექიმები შეცდომაში შეჰყავდა, მათ გულის მანკი ეგონათ. დედა ანამ ბავშვის სწორი  დიაგნოზი გაიგო…

გრავო გამა ფოტ
ჩემს დისშვილს დათო მურადაშვილს ლოყაზე  წანაზარდი გამოუვიდა, ექიმებმა საოპერაციოდ ონკოლოგიურში გაწერეს. დედა ანასთან წამოვიყვანეთ, მითხრა ვილოცოთ და ღმერთი დაგვეხმარებაო, ბავშვი 21-ჯერ მოვიდა, მერე დედა ანამ გვითხრა, ახლა ნუ გეშინიათ შეგიძლიათ, უკვე ოპერაცია გაუკეთოთო. ოპერაციის შემდეგ ექიმები გაკვირვებულნი დარჩნენ, გვითხრეს, თუ გინდათ გამოსაკვლევად დათესეთ, თუმცა ჩვენ საჭიროდ არ ვთვლითო…

კუჭიდან ფარული სისხლდენა მქონდა, საავადმყოფოში დამაწვინეს, ჩემი შვილი დედა ანასთან წავიდა, მან უთხრა პრობლემა კუჭზე აქვს და არაფერია, მორჩებაო. მართლაც, გამოვჯანმრთელდი და ახლა დედა ანასთან დავდივარ, ჩემი ექიმი ის არის… ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს!
მარინე ნებიერიძე (ჟურნალისტი, პედაგოგი, პოეტი): მადლობას ვწირავ უფალს, რომ ჩვენი გაჭირვებული ერის მშველელად მოავლინა დედა ანა, აავსო დიდი მადლით, რომელსაც უშურველად გასცემს და შვებას გვგვრის ყველა გაჭირვებულს. მადლიერების გამოსახატავი სიტყვების პოვნა მიჭირს. იგი დღევანდელი შეჭირვებული ხალხის გადამრჩენელი, დიდი იმედი და რწმენაა ყველასთვის. დიდხანს იცოცხლოს, რომ მისი ლამაზი ხელით და წრფელი გულით პირჯვარის გადასახვა არ მოკლებოდეს ჩვენს ხალხს. ამაზე დიდი ბედნიერება ადამიანისთვის რა უნდა იყოს, თუმცა ეს მისთვის დიდი და მძიმე ტვირთია, მაგრამ ამ სიმძიმეს თავს არავის ახვევს.  პირიქით, ღმერთის დიდი სიყვარულით, რწმენის დიდი სიმტკიცით, ყველასთვის უშურველად გასცემს დიდ ენერგიას, რათა შეჭირვებულმა რწმენა იგრძნოს. ბევრი სასწაულის მომსწრენი ვართ, მისი ლოცვების შემდეგ. ამისთვის დიდი მადლობა მას.

დედა ანას სასწაულები
ლუდმილა ნოვიკოვი: საქართველოში ვცხოვრობ, მყავს ერთი ვაჟიშვილი. როგორც სხვა დანარჩენისთვის, ჩემთვისაც შეუძლებელი გახდა სტაბილური სამსახური. ძალიან მიჭირდა და მიჭირს დღესაც. წამლის შეძენის საშუალება არ მაქვს. შემომიტია ავადმყოფობამ, რომელიც შემდეგ ქრონიკულში გადამივიდა. კეთილმა ადამიანებმა მირჩიეს, რომ მელოცა, მეწამა ღმერთი, ამენთო სანთელი… გასული წლის პირველ ოქტომბერს, მოვაკითხე დედა ანას, გავანდე ჩემი ტკივილებისა და განცდების შესახებ. მან გულდასმით მომისმინა და მირჩია მელოცა. სამი თვის მანძილზე ყოველ დღე დავდიოდი მონასტერში, დედა ანა ლოცულობდა ჩემთვის და ყველა გაჭირვებულისთვის. მოხდა სასწაული; ავადმყოფობამ უკან დაიხია, გამოვჯანმრთელდი. განიდევნა ჩემგან ყოველგვარი სატანა, რომლებსაც სიზმრებში ვხედავდი და ვიტანჯებოდი. მინდა, ჩემი ერთადერთი შვილიც დაადგეს რწმენის გზას, რომელშიც დედა ანა დაეხმარება… ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ მას, რომელმაც სასწაული მოახდინა ჩემში და შემაძლებინა სწორი, სამართლიანი გზით მევლო ღმრთისაკენ.

დედა ანას სასწაულები
მიმოზა გელენავა: ჩემი ძმისშვილისგან ხშირად გვესმოდა დედა ანას შესახებ. მისმა ლოცვებმა ჩემს ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედა. წელის და ფეხების ტკივილი ძალაინ მაწუხებდა. დედა ანას ლოცვით გამიარა. მასზე უსასრულოდ შემიძლია ვილაპარაკო და მოვეფერო. ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები და უფალს ვთხოვ, დიდხანს იცოცხლოს. რათა ყველამ შეიგრძნოს მისი სიკეთე და მადლი. ასევე მჯერა, რომ დედა ანას ლოცვებით, კიდევ ბევრი ადამიანი დაადგება უფლის გზას. მინდა მადლობა გადავუხადო იმისათვის, რასაც ჩვენთვის აკეთებს. ის ბევრი ადამიანის დედაა. ღმერთმა დალოცოს!
ეველინა ქომეთიანი: 64 წლის ავადმყოფი ქალი ვარ. 2011 წლის 8 ნოემბერს, ინსულტი დამემართა, მას შემდეგ სულ ცუდად ვარ. რამდენიმე გამოკვლევის შემდეგ თავში ორი ანევრიზმა დამიდგინდა, რაც სასწრაფო ოპერაციას ითვალისწინებს. მოსკოვში წავედი, ,,ბუდენკოს“ ინსტიტუტში დამაწვინეს, სადაც მითხრეს, ოპერცის შემთხვევაში ინვალიდი დარჩები, ან შესაძლოა მოკვდეო. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვირტე, ისევ თბილისში დავბრუნებულიყავი. მირჩიეს, აუცილებლად მოვსულიყავი დედა ანასთან, სადაც სულიერი შვება ვიგრძენი. მან შვიდჯერ მისვლა მირჩია, ამის შემდეგ კი ოპერაციის გაკეთება.  მართლაც, ოპერაცია შედეგიანად დამთავრდა. რასაც არ ველოდი, რადგან ყველა სპეციალისტი მეუბნებოდა, ეს ოპერაცია ძალიან სარისკოაო. დედა ანას ლოცვით გადავრჩი. მადლობა უფალს და მას!

10450260_329796370533902_4304685756574766229_o

Posted in Uncategorized | Tagged , , , | Leave a comment

კიბოს რკინის კანონი – ექიმი რაიკ ჰამერი

HamerSandefjord

ცნობილი გერმანელი ონკოლოგი , ექიმი რაიკ ჰამერი (Ryke Geerd Hamer) 70-იანი წლების ბოლოს სიმსივნით დაავადდა. დაავადება მას 1978 წელს,  შვილის  სიკვდილის შემდეგ განუვითარდა.

როგორც პროფესიონალი ონკოლოგი, ჰამერი მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს პირდაპირი კორელაცია  შვილის სიკვდილით გამოწვეულ სტრესსა და დაავადების განვითარებას შორის.

მოგვიანებით მან ანალიზი გაუკეთა თავისი პაციენტების ტვინის სკანირების ნიმუშებს და შეადარა ისინი ექიმ-ფსიქოლოგის ჩანაწერებს . მისდა გასაოცრად, მან აღმოაჩინა მკაფიო კავშირი შოკს (სტრესს) , დაჩრდილვებს ტვინის გარკვეულ უბნებში, რომლებიც შოკის სპეციფიურმა სახეობამ გამოიწვია  და შესაბამის ორგანოებს შორის, სადაც სიმსივნე განვითარდა.

შოკი, ანუ ფსიქოლოგიური ტრავმა ინსტიქტურად აზიანებს ადამიანის ორგანიზმს. ავტომატურად მოჰყავს მოქმედებაში სიღრმისეული ბიოლოგიური მექანიზმები, უფრო მეტიც, ევოლუციამ სპეციალურად შექმნა ეს მექანიზმები მძიმე გარემოებებთან ადაპტაციისთვის.

მაგალითად, ქალის სარძევე ჯირკვლები დაუყოვნებლივ იწყებენ მალიგნიზირებას (ავთვისებიანი უჯრედების გამომუშავებას) , როცა ბავშვი ტრავმირებულია, იწყებს რძის რეპროდუქციის გაძლიერებას იმისათვის, რომ დაიცვას ბავშვი. ლტოლვილების შემთხვევაში, გაუწყლოვნების რისკის  შიშით მალიგნიზირებას იწყებენ შარდის ბუშტის უჯრედები და ა.შ.

ავადმყოფობის     40 00-ზე მეტ  ისტორიაზე დაყრდნობით, მრავალი წლის მანძილზე, ჰამერმა შექმნა თეორია , რომლის თანახმადაც ყველა დაავადების საფუძველი ფსიქოლოგიური ტრავმის გარკვეული სახეობებია.

თავისი შეხედულებები რაიკ ჰამერმა, ჰოლისტიკის მსოფლმხედველობაში (ფილოსოფიური და სამედიცინო წარმოდგენები, რომლებიც ბუნების ყველა მოვლენას , მათ შორის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს აერთიანებს) გააფორმა შეხედულებათა სისტემაში, სახელწოდებით “ახალი გერმანული მედიცინა”

საკუთარი და სხვების გამოცდილებიდან გამომდინარე, რაიკმა გამოყო სიმსივნის გამომწვევი სინდრომის მცნება, ეს სტრესიც არაა, ეს არის  უმძიმესი ფსიქოლოგიური ტრავმა . ავადმყოფობის 15 000 ისტორიაში მან შეძლო დოკუმენტურად აეღწერა კავშირი ამ საწყის სინდრომსა და დაავადების შემდგომ  განვითარებას შორის.

ჰამერმა მას DIRK HAMER SYNDROME (DHS) უწოდა. თავისი ვაჟის, დირკის სახელი. , რომლის ტრაგიკული სიკვდილი მისი დაავადების მიზეზი გახდა.

ათასობით ისტორიის შესწავლა რაიკს დაეხმარა ე.წ. “კიბოს რკინის კანონის” ფორმულირებაში. , რომელსაც მისი აზრით, წინ ვერაფერი აღუდგება. კიბოს ყოველი დაავადება იწყება DHS-ით. ის შოკის საკმაო და ბრუტალური ფორმით ვლინდება, ყველაზე დრამატული და მწვავე კონფლიქტის, რომელიც კი ადამიანს განუცდია მარტოობაში.

არსებითად გვევლინება კონფლიქტის , ან ფსიქიკური ტრავმის სახეობა, გამოვლენილი DHS-ის მომენტში, მისი მახასიათებლებით, რომლებიც შემდეგნაირად განისაზღვრება:

ჰამერის ფოკუსი-ტვინის სპეციფიური უბანია, რომელიც ფსიქიური ტრავმის ზემოქმედებით სერიოზულად დაზიანდა  და შედეგად დაიწყო ორგანოებში კანცეროგენული უჯრედების გამრავლება , ტვინის გარკვეული უბნის მიხედვით.

დაავადების ლოკალიზაცია გარკვეულ ადგილზე.

არსებობს ორგვარი პირდაპირი კავშირი კონფლიქტის ევოლუციასა და კიბოს განვითარებას შორის . გონებრივი და ორგანული. კიბოს დიაგნოზმა შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილის უეცარი შიში , რომელიც აისახება ფილტვებზე- წრიული  ჩრდილების გაჩენით. ჰამერის აზრით, ეს არ არის მეტასტაზები, ეს არის ახალი სიმსივნური წარმონაქმნები , რომლებიც ახალმა ფსიქიკურმა სტრესმა გააჩინა.

იმ მომენტში, როცა კონფლიქტი დადებითად გადაწყდება, ხდება პოლარობის ინვერსია და ტვინის ფუნქციის მოშლა, რაღაც შეშუპების  წარმოქმნა. ამავე დროს გონების კომპიუტერის არასწორი კოდირების გამო ანარქიულად გამრავლებადი უჯრედები აღარ ახდენენ ინერვირებას ამ შეცდომითი კოდირების გამო და სიმსივნე ზრდას აჩერებს. უკუპროცესს თან ახლავს შეშუპების  განვითარება სიმსივნის მიდამოში, ასციტი( სითხის დაგროვება) და  ტკივილი.

ემორჩილება რა გადაწყობილ ნერვულ სიგნალებს , ორგანიზმი იწყებს პრობლემურ ადგილებზე გარდაქმნის ხანგრძლივ პროცედურას შეშუპების   წარმოქმნის გზით. , უბრუნდება ნორმალური ძილი, მადა. თუმცა დაღლილობის და სისუსტის შეგრძნებამ შეიძლება არასწორ დიაგნოზამდე მიგვიყვანოს.

აღდგენითი პერიოდის დროს შეიძლება სხვადასხვა სახის ცერებრალური გართულებები განვითარდეს.  ეს დამოკიდებულია კონფლიქტის მოგვარების ხანგრძლივობასთან და ჰამერის ფოკუსის ლოკალიზაციასთან. შეშუპების დროს აუცილებელია, საერთოდ უარყოფილი იქნას ალკოჰოლი, კორტიზონის პრეპარატები, ყავა, შარდმდენები. გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ზოგჯერ თაფლი, რომელსაც ყელზე და შუბლზე ისმევენ. ამ დროს სითხის მოხმარებაც უნდა შეიზღუდოს.

დღემდე ექიმები იცავდნენ დაუწერელ კანონს, რომლის მიხედვითაც ავადმყოფი არ უნდა დაიტანჯოს ტკივილებით, რომლებიც სიკვდილის წინ იწყება, ეს პერიოდი შეიძლება 2-3 თვესაც გაგრძელდეს და თუკი ავადმყოფს ეცოდინება, რომ ტკივილის სინდრომი ინდივიდუალურია ყველა პაციენტისთვის და თუ ადამიანს ესმის, რომ ეს არის ავადმყოფობის შუალედური პერიოდი, ის შეძლებს თავი შეიკავოს წამლების მიღებისგან და თავი გაიძლიეროს გვირაბის ბოლოს სინათლის იმედით.

ჰამერი თანამედროვე მედიცინაში ყველაზე საშინელ პრინციპად ონკოლოგიური დაავადების დროს მორფის გამოყენებას თვლის. დაავადების  შედარებით ადრეულ სტადიაშიც კი მცირე ტკივილის დროს მორფის, ან სხვა მსგავსი პრეპარატის 1 დოზაც კი შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.

“ახალი გერმანული მედიცინის” თანახმად ორგანიზმი ავადმყოფობის დროს რამდენიმე სტადიას გადის.

DHS-ს საწყისი ინიცირების შემდეგ დგება დაავადების კონფლიქტურ-აქტიური ფაზის პერიოდი (CA-Conflict Active phase). ეს ფაზა დაკავშირებულია უძილობასთან, უმადობასთან , სხვადასხვა ვეგეტატიური დარღვევებთან, რომლებიც მრავალი დაავადების გამომწვევია. ფაზა  CA დამოკიდებულია კონფლიქტის გადაწყვეტის პერიოდზე. ის შეიძლება გაგრძელდეს და დროთა განმავლობაში ორგანიზმი გაანადგუროს.

კონფლიქტის მოგვარების ეტაპს ჰამერმა CL (Conflictolysis) უწოდა. აქ მთავრდება CA ფაზა და იწყება აღდგენის პერიოდი. ფაზა, რომელიც იწყება CL-ით, არის ორგანოების ქსოვილების მთლიანი აღდგენის პერიოდი. ამ ეტაპს ჰამერმა  PCL (Post Conflicolytic phase-პოსტკონფლიქტური) უწოდა.

ამ დროს ორგანიზმი თავიდან იშორებს უვარგის, კიბოს, ან ნეკროტიზირებულ უჯრედებს.

ეს არის გენერალური დასუფთავება მიკრობების მიერ. PCL პერიოდში ჩვენ მიკრობები გვიტევენ, იწვევენ ინფექციას, თუმცა ამასთან ერთად, მოქმედებენ სიმბიოზურად და ანთავისუფლებენ ორგანიზმს “ნაგვისგან”. იმას, რასაც მედიცინა ინფექციურ დაავადებას უწოდებს, ჰამერმა “ეპილეპტიკური კრიზისი ” დაარქვა.

ჰამერის თეორიის მიხედვით, მიკრობი-დამსუფთავებლები ვერ მოახერხებენ  მოქმედებას, თუ არასწორად კოდირებულ სიგნალს მიიღებენ ტვინიდან. სტრესული დაძაბულობა მათ ქსოვილის შიგნით არ უშვებს.

ზემოთთქმულს თუ დავუბრუნდებით, მორფის ერთი დოზა EC ფაზის დროს შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს, რადგან ჰამერის თეორიის მიხედვით, ეს დოზა ტვინის ფუნქციონირებას ცვლის, კუჭის მუშაობას და ორგანიზმის აღდგენით ფუნქციონირებას  პარალიზებას უკეთებს . ლეთარგიულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ვერ აცნობიერებს მორფის მომაკვდინებელ მოქმედებას სწორედ იმ პერიოდში, როცა ის გამოჯანმრთელების გზაზე იდგა. მეორე პერიოდის დროს ტკივილი მართლა კარგი ნიშანია . ეს არის აღდგენითი პროცესი , მაგრამ მედიცინა ამას ვერ აცნობიერებს.

არ არის გამორიცხული, რომ DHS-ით გამოწვეული  კიბოს დაავადების  შემთხვევები თავისი განვითარების რაღაც ეტაპზე ჩერდება , უფრო ადრე, სანამ  მისი დიაგნოსტირება მოხდება . ეს დაკავშირებულია კონფლიქტის დადებითად გადაჭრასთან. ამ შემთხვევებში ერთადერთი საშიშროება ისაა, რომ არ მოხდეს კაფსულირებული კიბოს არასწორი დიაგნოსტირება. კიბოს დიაგნოზის გაცხადების დროს DHS  ტრავმამ შეიძლება ფილტვებში გამოიწვიოს ლაქები . ამით გამოჯანმრთელების გზაზე მდგარი პაციენტი შესაძლებელია ისევ უკან, საერთო თერაპიის ციკლისკენ გადავისროლოთ.

მწვავე ლეიკემიაც DHS ტრავმის შედეგია.

კომპიუტერული ტომოგრაფია ტვინის DHS ტრავმებს კონცენტრიკული წრეების სახით აჩვენებს. რადიოლოგებმა შეიძლება ამას არასწორი ინტერპრეტაცია მისცენ, ჩათვალონ, რომ ეს არის მეტასტაზები, ეს კი ჰამერის აზრით, ნიშნავს რომ უამრავ ხალხს ტვინის კიბოს მცდარი დიაგნოზის გამო უსარგებლო ოპერაციები გაუკეთეს.

კონფლიქტური სიტუაციის  გადაჭრის პროცესში ჰამერი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ფიზიოთერაპიას. ტოქსინები და წამლები კი პირიქით, დესტრუქციულად მოქმედებენ.

“ახალი გერმანული მედიცინის” პარადოქსულობა იმაში მდგომარეობს, რომ მალიგნიზაციის მექანიზმი შოკის შედეგად გარკვეულ ეტაპზე ორგანიზმისთვის სასარგებლოც კია, მაგრამ რადიო და ქიმიათერაპია პროცესს აძლიერებს  და ხელს უშლის კონფლიქტის გადაწყვეტას და ორგანიზმის აღდგენას.

თავისი მეთოდიკის გამოყენებით ჰამერმა 6500 კიბოს უკანასკნელი დიაგნოზის მქონე პაციენტიდან 6000 მთლიანად განკურნა, თავისი თავის ჩათვლით.

პროფესორი და მედიცინის დოქტორი, რაიკ ჰამერი 15 წელიწადი მუშაობდა კონვენციალურ მედიცინაში, ასევე თავისი დროის ნაწილი სპეციალური სამედიცინო ინსტრუმენტარიის შემუშავებას მიუძღვნა .

1978 წელს თავს დატეხილი უბედურების შედეგად, როცა ფსიქიურად დაავადებულმა ადამიანმა მისი 19 წლის შვილი, დირკი ტყვიით განგმირა, ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგად რაიკს 1 წლის განმავლობაში უვითარდებოდა სათესლე ჯირკვლების კიბო. მის ცოლსაც, მოგვიანებით კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მიუხედავად კოლოსალური შოკისა, მას ეყო  საკუთარ დაავადებასთან  ბრძოლის ძალა და  კიბოს გაჩენის და განვითარების ყველანაირი თეორიის კრიტიკული გადახედვა დაიწყო.

ყველა ფაქტორი, კანცეროგენების ჩათვლით, არ განაპირობებს კიბოს გაჩენას, ისინი მხოლოდ ამძაფრებენ მას. ყველანაირი ქიმიოთერაპია, ოპერაციები, ჰამერის თეორიის მიხედვით კიბოს განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების სიის სათავეში არიან.

რაიკის რევოლუციური თეორია იმდენად გაეჩხირა ყელში მედიცინის სამყაროს, რომ მასზე სისხლის სამართლის დევნა დაიწყო.

2004 წლის 9 სექტემბერს, რაი ჰამერი ესპანეთში დააპატიმრეს . მოხდა მისი ექსტრადირება საფრანგეთში . 70 წლის პროფესორს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს . ფორმალურად მას ბრალი ედებოდა ლიცენზიის გარეშე კერძო სამედიცინო პრაქტიკის გამო, გარდა ამისა, მისგან მოითხოვდნენ «German New Medicine”-ის პრინციპების უარყოფას და ბრალს სდებდნენ  მისი მეთოდით  მკურნალობის გამო ადამინების სიკვდილში.

პროფესორის დაპატიმრებას მსხვილი სამედიცინო დაწესებულებების და ორგანიზაციების მრავალრიცხოვანი პროტესტი მოჰყვა. მეთოდმა- «German New Medicine» წარმატებით გაიარა შემოწმება ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა  Universities of Vienna (1986), Duesseldorf (1992) и Trnava / Bratislava (1998), სადაც საკმაოდ შთამბეჭდავი და დამაჯერებელი შედეგები აჩვენა. საზოგადოების ზეწოლის შედეგად, 2006 წლის თებერვალში რაიკ ჰამერი პატიმრობიდან გაანთავისუფლეს.

 გრავო გამა ფოტ        graviola tke
Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , | Leave a comment