,, ცხელ ჩაიში თაფლის დამატება საზიანოა, უშაქრო ჩაის მიღება კი ონკოლოგიური დაავადებების რისკს ამცირებს“

რასთან ერთად გიყვართ ჩაი – შაქართან თუ თაფლთან? არადა, ძალიან სასარგებლო პროდუქტმაც კი შეიძლება, არა მხოლოდ ფასეული თვისებები დაკარგოს, არამედ საშიშ კარცენოგენად იქცეს, თუ მას არასწორად გამოვიყენებთ.

ჩაი შაქრით
მეცნიერები არაერთგვაროვნად აფასებენ ამ ნაზავს. არსებობს სტატისტიკა: იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, სადაც ჩაის ძირითადად უშაქროდ სვამენ, იშვიათად უვითარდებათ ონკოლოგიური დაავადებები. თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ეს ძირითადად შავ ჩაის ეხება. მწვანე ჩაის დადებით თვისებებზე კი შაქარი არ ახდენს გავლენას – პირიქითაც კი, აძლიერებს სამკურნალო თვისებებს, რადგან უკეთ აითვისება ამ სასმელში არსებული კატეხინები. საერთოდ, დიეტოლოგები ამბობენ, რომ ჯობს, ჩაი ტკბილეულობის გარეშე მიირთვათ.

ჩაი რძით
ცნობილია, რომ ჩაიში არის მნიშვნელოვანი კომპონენტი – კატეხინი, რომელიც ბუნებრივი და ძლიერი ანტიოქსიდანტია. სწორედ ის ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევენ. კატეხინი ჩაიში მეტია, ვიდრე ხილ-ბოსტნეულის უმრავლესობაში. გარდა ამისა, კატეხინები ანელებს დიაბეტის და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. მაგრამ როდესაც ჩაიში რძეს ვამატებთ, ამ უნიკალური სამკურნალო ეფექტის დიდი ნაწილი საერთოდ იკარგება. იმიტომ, რომ რძე უარყოფით გავლენას ახდენს ჩაის ანტიოქსიდანტურ პოტენციალზე.შესაბამისად, რძიანი ჩაი ნაკლებად სასარგებლოა.
ჩაი თაფლით 
თაფლი შაქარზე უფრო სასარგებლოა, მაგრამ ვისაც ცხელი ჩაი უყვარს თაფლით, ის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. 40 გრადუსზე მეტი ტემპერატურისას თაფლში მთლიანად ირღვევა მისი ფასეული თვისებები, ხოლო უფრო მაღალ ტემპერატურაზე, თაფლი კანცეროგენად გადაიქცევა – მასში არსებული ფრუქტოზა მჟავდება, ამ დამჟავების პროდუქტი კი კუჭში მავნე ნივთიერებებს განავითარებს. ცხელ ჩაიში თაფლის დამატება კატეგორიულად არ არის რეკომენდებული!

ლიმონიანი ჩაი 
ისევე, როგორც თაფლის შემთხვევაში, ლიმონი ცხელ ჩაიში არ უნდა დაამატოთ. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ლიმონში მთლიანად ირღვევა С ვიტამინი და ბევრი სხვა ფასეული კომპონენტები. თუ გსურთ, ლიმონს სასარგებლო თვისებები შეუნარჩუნდეს, ჩაიში მაშინვე ნუ ჩააგდებთ. ცოტა მოიცადეთ, რომ სითხე ოდნავ შეგრილდეს.
mshoblebi.ge

fotlebi gr

Posted in Uncategorized | Tagged , , , , | Leave a comment

ციტრამონი

ვარ 35 წლის. ყოველ დილით მტკივა თავი. ვსვამ ციტრამონს, რომელიც მშველის. იქნებ ამიხსნათ, რისი ბრალი შეიძლება იყოს ყოველდღე თავის ტკივილი, ან ასე ხშირად ციტრამონის მიღება ხომ არ ავნებს ორგანიზმს?
gravobanerციტრამონი წარმოადგენს კომპლექსურ პრეპარატს, რომელიც შედგება 0,24 გ აცეტილსალიცილის მჟავას, 0,03 გ კოფეინის, 0,18 გ ფენაცეტინის, 0,03 გ კაკაოს ფხვნილის, 0,02 გ ლიმონის მჟავასა და 0,1 გ შაქრისაგან. ციტრამონის სამკურნალო მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი კომპონენტების ურთიერთქმედებით (აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას) და გამოიხატება ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტით.

პრეპარატი აბების სახით გამოდის, ორგანიზმში მოხვედრისას 90%-ით აითვისება და მიღებიდან ნახევარ საათში იწყებს მოქმედებას. ციტრამონში შემავალი ფენაცეტინი ბლოკავს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ტკივილის გამომწვევი ნივთიერებების გამოყოფას; აცეტილსალიცილის მჟავა ხსნის ქსოვილებში ტკივილის შეგრძნებას, რამდენადმე ამსუბუქებს ანთებით პროცესს და აქვეითებს სხეულის ტემპერატურას; კოფეინი აუმჯობესებს სისხლძარღვთა გამავლობას, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევასა და თავის ტვინის მუშაობას, უზრუნველყოფს ორგანიზმის ზოგად მხნეობას. ციტრამონით შეიძლება სხვადასხვა წარმოშობის სუსტი და საშუალო სიძლიერის ტკივილების დაამება. პრეპარატი, ტრადიციისამებრ, თავის ტკივილის დროს გამოიყენება. თუმცა ეფექტურია კუნთების, სახსრების, კბილის არცთუ ძლიერი ტკივილის დროსაც. მისი გამოყენება შეიძლება აგრეთვე გაციებისა და ინფექციურ-ანთებითი ხასიათის დაავადებათა სამკურნალოდ. ტკივილის მოსახსნელად ციტრამონის მიღება ერთჯერადადაც შეიძლება, ჩვეულებრივ კი ინიშნება დღეში ორ-სამჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, 1-2 აბი დიდი ოდენობით წყლის მიყოლებით (დღეში 4 აბზე მეტის მიღება არ შეიძლება). ციტრამონი, ჩვეულებრივ, კარგად გადაიტანება, თუმცა მისი კომპონენტებისადმი მომატებულმა მგრძნობელობამ შესაძლოა სხვადასხვა სახის ალერგიული რეაქციის (ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება) პროვოცირება მოახდინოს. გარდა ამისა, პრეპარატის ზედოზირებისას თავს იჩენს უმადობა, ტკივილი ფერდქვეშა არეში, ყურების შუილი. გარდა პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობისა, ციტრამონის გამოყენებას უკუჩვენება პრაქტიკულად არ გააჩნია, თუმცა ზოგიერთი მონაცემით, მედიკამენტის მიღება (კურსობრივი და არა ერთჯერადი) არ არის რეკომენდებული ბრონქული ასთმით, სისხლის დაავადებებით, წყლულოვანი პათოლოგიით, ღვიძლისა და თირკმლის მძიმე სნეულებებით დაავადებულთათვის. ზოგიერთი ავტორის მითითებით, ციტრამონის მიღება არ შეიძლება ორსულთათვის, რადგან მასში შემავალმა აცეტილსალიცილის მჟავამ შესაძლოა ცუდი გავლენა მოახდინოს ნაყოფის განვითარებაზე. ორსულობის დასასრულს კი ციტრამონის მიღება შესაძლოა ნეგატიურად აისახოს სამშობიარო მოქმედებაზე, სისხლის შედედების სისტემაზე. მეძუძური დედისთვის ციტრამონის ერთჯერადი მიღება ნებადართულია, კურსობრივმა გამოყენებამ კი შესაძლოა ავნოს ჩვილს. ციტრამონით მკურნალობა ეკრძალებათ პოდაგრით დაავადებულებსაც, ვინაიდან პრეპარატი აფერხებს ორგანიზმიდან შარდის მჟავას გამოყოფას და ამით ხელს უწყობს პოდაგრის შეტევის პროვოცირებას. რაც შეეხება თავის ტკივილს, პირობითად მის ორ ტიპს გამოყოფენ – პირველადსა და მეორეულს (სიმპტომურს). პირველადი თავის ტკივილია:

შაკიკი – პათოლოგია, რომელსაც საფუძვლად უდევს თავის ტვინის სისხლძარღვთა ტონუსის მედიატორული რეგულაციის დარღვევა; ხშირად მემკვიდრეობითი ხასიათისაა;წნულისმიერი თავის ტკივილი, რომელიც განპირობებულია განვითარების ალერგოდისტონიური მექანიზმებით, აქვს პერიოდული, პაროქსიზმული ხასიათი, აღმოცენდება უეცრად, კარგად ყოფნის ფონზე, უმეტესად ღამით, გრძელდება რამდენიმე წუთს, საათს ან კვირას.

მეორეული თავის ტკივილი რამდენიმე სახისაა:

ინტრაკრანიული (საფუძვლად უდევს თავის ტვინში მიმდინარე სიმსივნური ან სხვა სახის პათოლოგიური პროცესები);ექსტრაკრანიული (თავს იჩენს თავის ტვინის მახლობლად განთავსებულ ქსოვილთა პათოლოგიური პროცესების, მაგალითად, სინუსიტის, გლაუკომის დროს და სხვა);ზოგადსომატური (ენდოგენური ინტოქსიკაციის,  არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე).

პირველადი თავის ტკივილის დიაგნოსტიკა თანამედროვე მედიცინის აქტუალური პრობლემა გახლავთ. წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ: სისხლძარღვოვანი გენეზის პირველად თავის ტკივილს; ტკივილს, რომელიც განპირობებულია თავის ტვინისა და ტვინის მფარავი გარსების ანთებით; ტკივილს, რომელიც დაკავშირებულია ქალა-ტვინის  ნერვებისა და ნერვული განგლიების ორგანულ დაზიანებასთან; ტკივილს, რომელიც განპირობებულია თავისა და კისრის ხანგრძლივი დაძაბულობით. თავის ტკივილის მიზეზის (ეტიოლოგიის) დასაზუსტებლად მიმართავენ დიფერენციულ დიაგნოსტიკას, ითვალისწინებენ ანამნეზს (როდის აღმოცენდება ტკივილი, სად ლოკალიზდება, რა ინტენსივობისა და ხანგრძლივობისაა), გარე ფაქტორებისადმი (მედიკამენტების მიღება, მეტეოროლოგიური ფაქტორები, ფსიქოემოციური დატვირთვა და სხვა) დამოკიდებულებას, წნევის გაზომვასა და კონტროლს, ბიოქიმიურ და იმუნოლოგიურ გამოკვლევებს, საჭიროების შემთხვევაში – ელექტროენცეფალოგრაფიულ და თავის ქალას რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. მხოლოდ კომპლექსური მიდგომითა და მიღებული მონაცემების დეტალური ანალიზით არის შესაძლებელი ზუსტი დიაგნოზის დასმა და თავის ტკივილის უშუალო გამომწვევი მიზეზის დადგენა.

gaufrtxildiP.S. როგორც ხედავთ,  არცთუ ისე მარტივი საქმეა, ამიტომ გირჩევთ, მიბრძანდეთ
ნევროპათოლოგთან, გაიაროთ კონსულტაცია თერაპევტთანაც, რომელიც ცალკეული დეტალების გაანალიზებით შეაფასებს თქვენს მდგომარეობას. რედაქციაში გამოგზავნილი წერილიდან ვერ ირკვევა, რამდენი ხანია იღებთ ციტრამონს და რა დოზით, თუმცა, პრეპარატის მოქმედების სპეციფიკიდან და განმარტებული უკუჩვენებებიდან გამომდინარე, დასკვნას ალბათ თავად გამოიტანთ – პრეპარატი ნაკლები დოზითა და სიხშირით უნდა გამოიყენოთ. საუკეთესო გამოსავალი კი მაინც ექიმთან კონსულტაცია და სათანადო მკურნალობის ჩატარებაა.

mkurnali.ge

Posted in გრავიოლა, თავის ტკივილი, ციტრამონი | Leave a comment

გრავიოლა

გრავიოლა- (ანონა, გუანაბანა)

Annona muricata (ეკლებიანი ანონა). გავრცელებული დასახელებებია: გუანაბანა, გრავიოლა, არაჟნის ვაშლი, soursop, prickly custard apple. წარმოშობა: სამხრეთ ამერიკა.

ეკლებიანი ანონა (გრავიოლა) ტროპიკებში ერთერთი ყველაზე პოპულარული ხილია. ამასთან ანონასებრთა ოჯახიდან ყველაზე მარტივად კულტივირებადია. მისი ნაყოფი უფრო მეტად გამოსადეგია ტრანსპორტირებისათვის და გადამუშავებისათვის. ბუნებრივ პირობებში გრავიოლას სიმაღლე 6 მეტრს აღწევს, ოთახში  შედარებით დაბალია. სხვა ანონებისაგან განსხვავებით გრავიოლა მარადმწვანე ხეა, მისი ფოთლები  ოვალური ან მოგრძო ფორმისაა, პრიალა, მუქი მწვანე შეფერილობის, სიგრძით 15 სმ-მდე. გრავიოლას ფოთლებისაგან მომზადებული ჩაის გამოყენება შესაძლებელია როგორც საძილე და დამამშვიდებელი საშუალება. ყვავილი არომატული, 4.5 სმ დიამეტრის ზომისაა, შედგება სამი მოყვითალო-მომწვანო ხორციანი გარეთა და სამი მკრთალი ყვითელი შიგნითა ფურცლებისაგან, გვხვდება სხვადასხვა ადგილას: ღეროზე, მსხვილ და წვრილ ტოტებზე. ყვავილი ბოლომდე არასოდეს იშლება. ნაყოფი ხშირად არასწორი ოვალური ან გულის ფორმისაა, 30 სმ სიგრძის, 15 სმ დიამეტრისა და 3 კგ-მდე წონით, მუქი მწვანე ფერის, მომწიფების შემდეგ ხდება მოყვითალო-მომწვანო ფერის. ნაყოფის კანი თხელი, მაგრამ მკვრივია ბადისებრი ზედაპირით. წვნიანი ღია კრემისფერი რბილობი დაყოფილია სეგმენტებად, რომელთაგან თითოეული შეიცავს თითო პრიალა ოვალურ მუქი ფერის თესლს. რბილობი ძალზედ არომატულია, მცირედ წააგავს ანანასს. ნაყოფი რამდენიმე ათეულ გრავიოლას ყველაზე დიდი ნაყოფი აქვს ყველა სხვა ანონებს შორის.

გრავიოლა შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ფოლის მჟავას, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, ვიტამინ C, B ჯგუფის ვიტამინებს, ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის შენარჩუნებას, აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას, უზრუნველყოფს წონის კლებას, ახდენს კუჭის მჟავიანობის ნორმალიზებას, განაპირობებს შარდმჟავას გამოყოფას ორგანიზმიდან, რის გამოც რეკომენდებულია რევმატიზმიტ, ართრიტითა და პოდაგრით დაავადებული პირებისათვის.

ნაყოფის შეგროვება ხდება მანამ სანამ ჯერ კიდევ მაგარია, თუმცა შეცვლილი აქვს ფერი მუქი მწვანიდან ოდნავ მოყვითალო-მომწვანო ფერისაკენ. თუ ნაყოფს ვაცლით ხეზე დამწიფებას, შესაძლოა ჩამოვარდეს მიწაზე და დაზიანდეს. შეგროვების შემდეგ რამდენიმე დღე კვლავ რჩება მაგარი ოთახის ტემპერატურაზე. დამწიფებული ნაყოფი საკმარისად რბილია, რაც იგრძნობა თითით ზეწოლისას. მწიფე ნაყოფის შენახვა შესაძლებელია მაცივარში 2-3 დღე. კანი შეიძლება გაშავდეს, თუმცა ნაყოფი საკვებად ვარგისია.

რბილობი შეგიძლიათ მიირთვათ პირდაპირ გრავიოლას ნაყოფიდან, შესაძლებელია მისი დაკონსერვება შემდგომი გამოყენებისათვის. მექანიკური დამუშავების წინ რბილობს უნდა მოაცილოთ თესლი, რადგან გარკვეულწილად შხამიანია. რბილობი გამოიყენება წვენის, კოკტეილების და სხვა სასმელების, ნაყინისა და ხილის პიურეს  დასამზადებლად. ინდონეზიაში უმწიფარ ნაყოფს იყენებენ  როგორც ბოსტნეულს.

გრავიოლა თბილისში
ყოველდღიურად იზრდება ინტერესი გრავიოლას   მიმართ . ჩვენც ბევრი
მოგვმართავს ორი ძირითადი შეკითხვით :
შეკითხვა 1. სად შევიძინოთ გრავიოლა  ?
დააწკაპუნეთ ამ შეკითხვას და თქვენ გახვალთ გვერდზე, სადაც აღწერილია სად და როგორ უნდა შეიძინოთ გრავიოლას პრეპარატები (გრავიოლას კაფსულები და უშუალოდ გრავიოლას ფოთლები). მისი ფოთლები გემრიელი ჩაია და თქვენ საშუალება გექნებათ პროფილაქტიკაც გაუკეთოთ ახლობლებს.

შეკითხვა 2. სად მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია და უფასო კონსულტაცია გრავიოლას შესახებ?

დააწკაპუნეთ ამ შეკითხვას და თქვენ გახვალთ სპეციალურ  ქართულ გვერდზე, სადაც ყველა ინფორმაციაა გრავიოლას შესახებ. არის ვიდეოები, ინფორმაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ა.შ.

Featured Image -- 131

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , | Leave a comment

მედიკამენტები, რომლებთანაც ბავშვის პატრონი ფრთხილად უნდა იყოს!

5 ჯგუფის მედიკამენტები, რომლებთანაც ბავშვის პატრონი ფრთხილად უნდა იყოს
როცა ბავშვი შეუძლოდაა, ყოველთვის ექიმს არ ვაკითხავთ. დედები ცდილობენ ერთმანეთის რეკომენდაციით თუ საკუთარი გამოცდილებით, ნაცადი წამლებით დაეხმარონ პატარას. ეს დიდი ხნის ცნობილი და აპრობირებული პრაქტიკაა, თუმცა სპეციალისტები აფრთხილებენ მშობლებს: ყველაზე ნაცნობი და “გამოცდილი” წამალიც კი შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს. რამდენიმეწლიანი დაკვირვების შედეგად მედიკამენტების ჩამონათვალი შეადგინეს, რომლებიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვენ.

ანტიჰისტამინები და სუნთქვის გასაიოლებელი საშუალებები
ეს პრეპარატები ალერგიისა და გაციების დროს გამოიყენება. მაგალითად, როცა გაჭედილი ცხვირია “გასახსნელი”. ანტიჰისტამინურმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ძილიანობა და შეკრულობა, სუნთქვის გასაიოლებლებმა კი – ნერვიული სისტემის ზედმეტი აღგზნება.
ამერიკელი ნატუროპათები გირჩევენ, რომ აქცენტი სხვა საშუალებებზე გააკეთოთ: აირჩიეთ ის ცხვირში ჩასაწვეთებელი, რომელიც ზღვის მარილზეა დამზადებული. გამონადენსაც ამცირებს და მიკრობებსაც კლავს.
გრავო გამა ფოტ

კუჭში გამხსნელი საშუალებები
ამერიკელი გასტროენტეროლოგების მონაცემებით, შეკრულობისგან ბავშვების 30% იტანჯება. წამლები, რომლებსაც ამ დროს მშობლები იყენებენ, ე.წ. “ზარმაცი ნაწლავის” სინდრომს აჩენს და ნაწლავების მოქმედება წამალზე დამოკიდებული ხდება. სინამდვილეში შეკრულობის საუკეთესო მკურნალი შესაფერისი კვებაა. საკვები უჯრედისით მდიდარი უნდა იყოს (უმი ხილ-ბოსტნეული, პარკოსნები, მარცვლოვნები), რომელიც ნაწლავის აქტიურობას უწყობს ხელს. ან ისეთი წამალი უნდა შეარჩიოთ, რომელიც ნატურალურ კომპონენტებზეა
დამზადებული.

გაციების და ხველის საწინააღმდეგო წამლები
ტკბილი სიროფები, რასაც ამ დროს ბავშვებს ვასმევთ, ხშირად ალერგიას იწვევენ. ამის მიზეზი მედიკამენტში შემავალი საღებავები, არომატიზატორები და ხელოვნური დამატკბობლებია. ჰომეოპათიურ საშუალებებს კი ეს რისკები არ აქვთ, ამიტომ წამლების ეფექტურ შემცვლელად გამოდგება.

სიცხის დამწევი საშუალებები
ასპირინზე, აცეტამინოფენზე და იბუპროფენზე დამზადებულმა პრეპარატებმა შეიძლება ღვიძლისა და თირკმელების მდგომარეობა გააუარესოს, თავის ტკივილი და ყურებში შუილი გამოიწვიოს. ამიტომ ნუ შეებრძოლებით მაღალ სიცხეს ექიმის დანიშნული დოზების გარეშე. მით უმეტეს, თუ საქმე წლამდე ასაკის ბავშვს ეხება. სიცხის დამწევი უნდა მისცეთ, მაგრამ დედებს ზოგჯერ ზედმეტი მოსდით და მანამ ასმევენ წამალს, სანამ სიცხეს 36,5-მდე არ დაიყვანენ. ამ წამლები დანიშნულება კი სულაც არ გახლავთ სიცხის “მოსპობა”. უნდა დაიწიოს და არა სულ დაეცეს, თანაც რამდენიმე საათის განმავლობაში.

მზისგან დამცავი საშუალებები
მზის სხივებისგან დაცვა კარგია, მაგრამ ეს საშუალებები უამრავ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომლებმაც ჰორმონულ დონეზეც კი შეიძლება ცვლილებები გამოიწვიოს. როცა ბავშვისთვის მზისგან დამცავ კრემს ირჩევთ, არჩევანი შეაჩერეთ პროდუქტზე, რომელიც თუთიის ოქსიდზე ან ტიტანის დიოქსიდზეა დამზადებული. ისინი მზის სხივებს ფიზიკურ ბარიერს უქმნიან და არა ქიმიურს.

ეს არგუმენტები იმას არ ნიშნავს, რომ ზემოჩამოთვლილ საშუალებებზე საბოლოოდ უარი უნდა თქვათ. ეს ცოდნა უბრალოდ, სიფრთხილისთვის გამოგადგებათ. “ბრმა” მკურნალობისას გეცოდინებათ, რომ ეს წამლები აოლად “ხელწამოსაკრავი” არ არის და თუ დანიშნულება არ გაქვთ, ისევ უსაფრთხო ალტერნატივებს მიმართეთ.

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , | Leave a comment

მომაკვდინებელი წამლების სია, რომლებიც ჩვენს აფთიაქებში თავისუფლად იყიდება!

რა უნდა იცოდეს დიაბეტით დაავადებულმა? რა პრეპარატებია აკრძალული ევროპაში და მათგან რა იყიდება საქართველოში?

Staff Photo by Shawn Patrick Ouellette:  Eric Morse a pharmacist with CVS in Brunswick, Marla Davis, RN,MSN Director of Community Health Improvement with the United Way and Jessica Loney RN, BSN Community Health Education Coordinator with Mid Coast Hospital in Brunswick count and sort unused prescription drugs at Mid Coast Hospital in Brunswick Friday, June 6, 2008 as a worker drops non-controlled substances into a bucket in the foreground.

                                                                                                            

გვესაუბრება პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი ნანა სანაია: 
– ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებმა გაამკაცრეს კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი საშუალებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლი და მათ რეალიზაციასთან დაკავშირებული წესების დარღვევაზეც პასუხისმგებლობა გაამკაცრეს. ეს ის ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური მედიკამენტებია, რომელთა გამოყენებითაც ნარკოტიკული საშუალებების კუსტარულად დამზადებაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, საქართველოში ხდება ისე, რომ რატომღაც არ გადაიხედა იმ მედიკამენტების სია, რომლებიც დღემდე იყიდება ქართულ სარეალიზაციო ქსელში და, რომელთა რეალიზაცია, ანუ გაყიდვაც უცხოეთში სასტიკად არის აკრძალული და სახელმწიფო დონეზეა შეჩერებული, გაყიდვა კი კანონით დასჯადია. სანამ ასაკრძალი პრეპარატების სიას ჩამოვთვლიდე, მინდა დიაბეტის სამკურნალო პრეპარატის მაგალითი მოვიყვანო, რომლის პრეცედენტიც დაიშვა საქართველოში – რამდენიმე წლის წინათ ევროპის სამედიცინო სააგენტომ ოფიციალურად გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი, სახელად “ავანდია”, აიკრძალა და გამოცხადდა, რომ ბრიტანული კომპანია “გლაკსო სმიტს კლაინის” მიერ გამოშვებულ ამ პრეპარატთან ერთად აკრძალული იქნებოდა მათი ანალოგები “ავანდამეტი” და “ავაგლიმი”. მე სანამ თქვენთან მოვიდოდი, ვეძებე საქართველოში აკრძალული პრეპარატების სია და ვერ ვნახე, წესით, ამდაგვარ სიაში უნდა იყოს მითითებული, რომ “ავანდია” თუ გაიყიდება ჩვენთან ქსელში, ეს უნდა იყოს დასჯადი და ეს სია კი უნდა ჰქონდეს ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც ნარკოტიკებთან ერთად მსგავსი წამლებიც უნდა იყოს დასახელებული. ამ დროს პრეპარატი “ავანდია” 2009 წლიდან საქართველოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრეპარატად იყო აღიარებული დიაბეტის მკურნალობაში.
– და რატომ აიკრძალა ევროპაში? რის გამო, რას იწვევს?
– “ავანდია” იწვევდა გულის შეტევებს, მასში შედიოდა აქტიური ნივთიერება როსიგლიტაზონი, რომელიც უარყოფითი გვერდითი მოვლენებით ხასიათდება და ამ დროს, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, საქართველოში ეს პრეპარატი დღემდე არაა აკრძალული.
ერთ საყურადღებო ინფორმაციასაც გაგაცნობთ: დიაბეტით დაავადებულები გამოიყენებენ 100-ერთეულიან შპრიცებს ინსულინისთვის, მაგრამ სააფთიაქო ქსელებში ხშირად ასეთ დაავადებულებს სთავაზობენ 40-იან შპრიცებს, მაგრამ დიაბეტის ასოციაცია ეჭვობს, რომ ეს არის დიდი ხნის წინანდელი შპრიცები, რადგანაც ასეთი ერთეულის შპრიცების წარმოება აღარ ხდება, ჩვენთან კი ჯერ კიდევ ჰუმანიტარული დახმარებების დროს არის შემოტანილი. თან ასი მილიგრამი წამლის გასაკეთებლად სამი შპრიცი სჭირდება დიაბეტით დაავადებულს და, როგორც დავადგინე, ეს 40-იანი შპრიცები არის დაბალხარისხიანი და დაბალფასიანი. ამ დროს დიაბეტი ძალიან საფრთხილო დაავადებაა და იქ მილიგრამებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და 100 მილიგრამი კი ამ შპრიცებში სამ ჯერზე უნდა გადანაწილდეს…
ახლა, რაც შეეხება ასაკრძალ მედიკამენტებს: დასავლეთის პრესაში დღემდე აქტიურად განიხილება პრეპარატ ლევომიცეტინის საკითხი, სადაც მას ეწოდება ქლორამფენიკოლი და ის შეტანილია “შავ სიაში”.
– ამ პრეპარატზე ჩვენთანაც ხომ იყო უარყოფითი საუბრები, მაგრამ მაინც იყიდება? 
– მეც მაგის თქმა მინდა, იყო და მერე შეჩერდა. არადა, ამ პრეპარატს მოჰყვება ასობით და ათასობით ადამიანის დამტკიცებული სიკვდილის ფაქტი, დაკავშირებული სისხლის პათოლოგიებთან.
– სიკვდილს იწვევს ლევომიცეტინი?
– კი, ასევე ფსიქიკურ აშლილობებს. მის მწარმოებელ კორპორაციებს არა ერთი სასამართლო პროცესი ჰქონდათ. ჩვენთან საქართველოში ამის შესახებ რატომღაც ყველა დუმდა. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასიური და, რაც მთავარია, იაფი ანტიბიოტიკური საშუალება. შემდეგი პრეპარატი, რომელიც ჩვენს სააფთიაქო ქსელში იყიდება, სახელდება კორტიზონი. დასავლეთის პრესა ბევრს წერდა მასში შემავალ სტეროიდულ, ანუ ხელოვნურ ჰორმონებზე. არაფრით არ შეიძლება ბუნებრივი და ხელოვნური, ანუ სინთეტური ჰორმონების ერთმანეთში არევა, ვინაიდან ის იწვევს ნივთიერებათა ცვლის მოშლას, კიბოს. კორტიზონს ასევე უკავშირდება სასამართლო პროცესები სასიკვდილო შემთხვევებთან დაკავშირებით. 2000 წელს გამოჩნდა კორტიზონის ბევრად უფრო აქტიური ფორმა ჰიდროკორტიზონი. ამ დროს ვერსად, ვერც ჯანდაცვის სამინისტროში, ვერც ინსტრუქციაში და ვერც მის შემადგენლობაში ვერ ნახავთ, რომ პრეპარატი შეიცავს სტეროიდულ ჰორმონს. მას ნიშნავენ რევმატიული ტკივილების დროს, ართრიტებისას, მას ბავშვებსაც უწერენ! ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჰიდროკორტიზონი შეტანილია სასიცოცხლოდ აუცილებელი პრეპარატების ნუსხაში და ყოველთვის არის სასწრაფოს ექიმის ჩანთაში. ამ დროს, ვიმეორებ, ეს პრეპარატი აკრძალულია ევროპაში. მინდა ასევე წარმოგიდგინოთ სასიკვდილო პრეპარატების ჩამონათვალი, რომელიც შეადგინა ცნობილმა ფრანგმა მკვლევარმა, პროფესორმა ლიონ ბროუზერმა: სიბაზონი, ხლოზეპიდი, მეზაპამი, ნიტრაზეპამი, პროპაზინი, ამინაზინი და ამფეტამინი (ამ პრეპარატებზე ვრცლად შემდეგ ნომერში ვისაუბრებთ. – თ.ო.).
fotlebi gr
პრეპარატ “ავანდიასთან” დაკავშირებით ვუკავშირდებით დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ცენტრის დირექტორს პროფესორ რამაზ ყურაშვილს: 

– ეს პრეპარატი მესამე რიგის პრეპარატია და ასუსტებს ინსულინ რეზიდენტობას, მაგრამ მისი უარყოფითი მხარეა წონის მატება მუცლის მიდამოში და ასევე იწვევს თავად გულის წონის მატებას, ამას მოსდევს მარცხენა პარკუჭის გაფართოება, რასაც მოჰყვება გულის უკმარისობა და შემდეგ გულის მიოკარდიუმის ინფარქტი, ასევე ინსულტი და ამ ყველაფრის ბოლო კი სიკვდილიანობაა. ეს პრეპარატი ნამდვილად ამოიღო ევროპამ ხმარებიდან 2010 წელს და შეაჩერა მისი გაყიდვა. მაგრამ ამერიკაში დღესაც შეიძლება განსაკუთრებულ მომენტში დაინიშნოს. ჩვენს ბაზარზე ეს შემოიტანა ფირმამ 2004-05 წლებში და ძალიან უტაქტოდ მოიქცა: იცოდა რა ამ მედიკამენტზე ყველაფერი, მაგრამ ოღონდ გაეყიდა და მან ჩააბარა “ავანდია” ოჯახის ექიმებს; დასამალი კი არაფერია, ეს ექიმები ცოდნის კლასით ვიწრო სპეციალისტებს ჩამორჩებიან, მე მათ ამით კი არ ვაკნინებთ, ეს საერთო აზრია. მე, პირადად, ამ მედიკამენტს არ ვნიშნავ. საერთოდ, ჩვენს სამინისტროს რატომღაც ტრადიცია აქვს ასეთი, არ აცხადებს, რა წამლებია ცუდი. ევროპის მთელი რიგი ქვეყნები ყოველთვე აცხადებენ ესა და ეს წამლები ხმარებიდან ამოიღეს, რადგანაც არ ვარგაო. ასეთი ტრადიცია რომ გვქონდეს, დარწმუნებული ვარ, ბევრ წამალს ამოიღებდნენ. ამ დროს ანალიზების გაკეთება საამისოდ არ ხდება და არ ვიცი, ეტყობა, სცენარი აქვთ თავისი. მე არც მინდა, შარი მოვდო, არც მინდა, ინტრიგანის როლში გამოვიდე და შევუღრინო, რატომ არ აკეთებენ ამას. ასეთი სტილი აქვთ და მე ჩავერიო ამ საქმეში? ევროპაში რომ იღებენ ქსელიდან, სამინისტრო რატომ არ აცხადებს? ადგებიან და ჩვენ გადმოგვაბრალებენ, ექსპერტებს, რატომ არ გვითხარითო და ჩვენ რაც არ უნდა ვუთხრათ, მოგცლიაო, ამბობენ. ამ “ავანდიასთან” დაკავშირებით 20% იყო სიკვდილიანობა და ევროპაში გააჩერეს! ეს “ავანდია” უკვე ამოღებული რომაა ხმარებიდან, ექიმებმა ვიცით და ჯანდაცვამ უნდა გაითვალისწინოს ეს. რაც შეეხება შპრიცებს, ამასაც ვადასტურებ: ის ორმოცერთეულიანი შპრიცები, რაც დღეს ზოგიერთ სააფთიაქო ქსელშია, არავინ არ უშვებს დღეს და ეჭვია, რომ ესაა ძველი გამოშვებული და შემოტანილი, ვიღაცამ თავის დროზე მიისაკუთრა და დღეს ყიდის ქსელში და ეს მარტო დაბალხარისხიანი შპრიცები კი არ არის, ეს ავადმყოფისათვის მავნეა, 40-ის დოზა ასი ერთეულის დოზას არ შეეფერება და ეს დაბალშაქრიანობას იწვევს სისხლში და იმ ავადმყოფებმა, ვინც ეს იცის, არც ყიდულობს იმ აფთიაქებში და კარგი იქნება, თუ სამინისტრო ამას ყურადღებას მიაქცევს.

ვუკავშირდებით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულაციების სააგენტოს რეგისტრაციის სამმართველოს უფროსს ნაილი შენგელიძეს:

– “ავანდიას” საკითხი, თავისი გამოვლენილი ამ გვერდითი ეფექტების გამო, შეაფასა ევროკომისიამ 2010 წელს და ამ პერიოდში ჩვენ თვითონ “ავანდია” არ გვქონდა ამ სავაჭრო დასახელებით დარეგისტრირებული, “ავანდამენტი” გვქონდა დარეგისტრირებული და “ლონგალიტი”, ორივე პრეპარატი გაუქმდა და ამჟამად ჩვენთან ქსელში ეს არ არის. რაც შეეხება “ლევომიცეტინს”, მას აქვს გვერდითი მოვლენები, ესაა მეორე რიგის ანტიბიოტიკი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ესენციალური მედიკამენტების ნუსხაში “ლევომიცეტინი” შედის, ისევე როგორც “ჰიდროკორტიზონი”. “ლევომიცეტინი” არის პრეპარატი, რომელიც სინთეზურად მიიღება, თუმცა, როგორც ანტიბიოტიკი, დღესაც დაშვებულია ევროპის რიგ ქვეყნებში და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებს შეტანილი აქვთ სასიცოცხლო მნიშვნელობის აუცილებელი მედიკამენტების ნუსხაში.
– სიკვდილიანობას იწვევსო…
– თქვენ მიერ ჩამოთვლილ პრეპარატებთან დაკავშირებით არც სამედიცინო პერსონალიდან, არც სააფთიაქო პერსონალიდან ასეთი ოფიციალური შეტყობინება არ ყოფილა.  გაზეთი “კვირის ქრონიკა”, თამარ ოქრუაშვილი

მიიღე გრავიოლა, მცენარეული პრეპარატი -ის არ არის აკრძალული სამედიცინო ჩინოვნიკებისა და ექიმების მიერ!

Featured Image -- 131

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , | Leave a comment

ლიმფოსტაზის მკურნალობა თბილისში

limfodrenage_2

ლიმფოსტაზის მკურნალობა შესაძლებელია!  ნეოკლინიკაში უცხოელი ექიმების ხელმძღვანელობით (მაღალკვალიფიციური ექიმი ანგიოლოგები თურქეთიდან) გაიხსნა ლიმფოსტაზის სამკურნალო ცენტრი. ლიმფური სისტემა ადამიანის ორგანიზმში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისტემაა. უამრავი ფუნქციის შესრულებით ეს სისტემა ირიბად მონაწილეობს ქრონიკული დაავადებების განვითარებაშიც. ის ზედმეტი ყურადღების გარეშე მუშაობს და მხოლოდ მისი ფუნქციონირების დარღვევების დროს ირკვევა, რომ ორგანიზმში რაღაც ისე არ ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს.

ლიმფური კვანძები წმენდს ლიმფურ სითხეს ბაქტერიებისა და მეტაბოლიზმის პროდუქტებისაგან  და ამავე დროს აკონტროლებს სითხის სიბლანტის ხარისხს.

ლიმფური სადინრები იწყება უჯრედგარე სივრცეში, ერთიანდება მსხვილ ლიმფურ სადინრებში და უერთდება სისხლის მიმოქცევის სისტემას.

ლიმფა ორგანიზმის სითხეთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სითხეა. ბევრი დაავადება სწორედ ლიმფურ სისტემაში ვითარდება. ლიმფური სისტემა შეიძლება განვიხილოთ, როგორც საერთო ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის განმსაზღვრელ რგოლად.

რა არის ლიმფოსტაზი?

ლიმფოსტაზი  არის დაავადება, რომლის დროსაც ადგილი აქვს ლიმფური სადინრების კომპრესიას და შეფერხებულია ლიმფის ტრანსპორტირება, რის შედეგადაც სითხე გროვდება უჯრედშორის სივრცეში, რაც იწვევს შეშუპებას.

შეშუპება შეიძლება იყოს სხეულის ყველა ნაწილზე: ხელებზე, ფეხებზე, კისრის, გულმკერდის, მუცლის არეში (უმეტესად ქვემო კიდურებზე).

 

რა სიმპტომები აქვს ლიმფოსტაზს?

  • ქვემო ან ზემო კიდურის (ების) მთლიანი ან ნაწილობრივი შეშუპება. თითების  ჩათვლით.
  • სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება.
  • მოძრაობის შეზღუდვა.ც
  • ტკივილი და დისკომფორტი.
  • ხშირი ინფექციები.
  • კანის გასქელება, ფერის შეცვლა, გაუხეშება.

როდის უნდა მივაკითხოთ ექიმს?

მიაკითხეთ  ექიმს როცა სახეზეა  კიდურის  ან  მისი ნაწილის ხანგრძლივი შეშუპება,

რა იწვევს ლიმფოსტაზს?

ლიმფოსტაზი შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. მეორადი ლიმფედემა განვითარებულია სხვა დაავადების შედეგად.

რა შეიძლება იყოს მეორადი ლიმფოსტაზის მიზეზი?

  • ქირურგიული ჩარევა, რის შედეგადაც დაზიანდა ლიმფური კვანძი ან სადინარი. ან ლიმფური კვანძეის ამოღება სიმსივნეებისას.
  • რადიოთერაპიული მკურნალობა.
  • მასური წარმონაქმნებით ზეწოლა ლიმფურ სადინრებზე.
  • ლიმფური კვანძების ინფექცია.

 

რა არის პირველადი ლიმფოსტაზის მიზეზი?

პირველადი ლიმფოსტაზი დაკავშირებულია ლიმფური ძარეღვების თანდაყოლილ თავისებურებებთან.

 

რა არის ლიმფოსტაზის რისკ ფაქტორები?

  • ასაკი.
  • სიმსუქნე
  • ართრიტები.

რა გართულებები ახასიათებს ლიმფოსტაზს?

ინფექცია (კანის, ლიმფური სადინრების და ლიმფური კვანძების ბაქქტერიული ინფექცია).

ლიმფანგიოსარკომა (წარმოადგენს სიმსივნეს).

 

რა გამოკვლევები მჭირდება ლიმფოსტაზის სადიაგნოსტიკოდ?

სადიაგნოსტიკოდ საკმარისია ულტრაბგერითი კვლევა დოპლერით, ნეოკლინიკაში კვლევებს უცხოელი ექიმი ატარებს (ილჰან იურდაკული, თურქეთი). უნდა გამოირიცხოს ქრონიკული ვენური უკმარისობით გამოწვეული შეშუპება, გულის ქრონიკული უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია, ჰემატოლოგიური პრობლემები.

 
ილჰან იუდაკული

რითი შეიძლება ვუმკურნალოთ ლიმფოსტაზს?

ლიმფოსტაზს შეიძლება ვუმკურნალოთ ლიმფოდრენაჟის პროცედურებით (მანუალური ლიმფოდრენაჟი, მეზოთერაპია). პროცედურა უნდა ჩაატაროს მაღალკვალიფიციურმა, გამოცდილმა სპეციალისტმა.

რა შედის ლიმფოდრენაჟის პროცედურების პაკეტში?

  1. უცხოელი ანგიოლოგის კონსულტაცია (თურქეთის წამყვანი ანგიოლოგი ილჰან იურდაკული) და ვენების დოპლერი (კვლევას ასევე ატარებს უცხოელი ანგიოლოგი).
  2. სიხლის კვლევა (პროთრომბინი, INR).
  3. ექოკარდიოგრაფია (გულის ექოსკოპია).
  4. მანუალური ლიმფოდრენაჟი 8 სეანსი.
  5. მეზოთერაპია  8 სეანსი.
  6. სამკურნალო პრეპარატები.

 

რა არის მანუალური ლიმფოდრენაჟი?

მანუალური ლიმფოდრენაჟი არის მასაჟის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ლიმფის ბლოკირების მოხსნის საშუალებას იძლევა. იგი ხელს უწყობს უჯრედშორისი სივრციდან ლიმფის პერისტალტიკას კარდიოვასკულარული სისტემისკენ. ეს არის უკიდურესად  რბილი მასაჟის განსაკუთრებული ტექნიკა-ცირკულარული,  ნაზი რხევა ლიმფური სადინრების მიმართულებით. მასაჟის დროს ხელით შექმნილი  წნევა ლიმფური სადინრების კუნთოვანი კედლების მუშაობას აძლიერებს და ტუმბოს მსგავსად გადადევნის ლიმფას.

ლიმფური სისტემის დასახმარებლად გამოიყენება ასევე მეზოთერაპიის პროცედურები.

რა არის მეზოთერაპია?

მეზოთერაპია არის პროცედურა, რომელიც გამოიყენება საფრანგეთში 50  წელზე მეტია. მცირე რაოდენობით ნატურალური კომპონენტები და ვიტამინები შეყავთ კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში ცელულიტისა და ცხიმის შესამცირებლად.

რა კომპონენტებისა გან შედგება ინექციები?

ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები, მცენარეთა  ესტრაქტი, ამინომჟავები, ანესთეთიკი.

რამდენი სეანსი არის საჭირო იმისათვის რომ შედეგი თვალნათლივ დავინახოთ?

შედეგი დგება დაახლოებით  4  სეანსის შემდეგ.  სულ საჭირო სეანსების  რაოდენობა  6 დან 8 მდეა.

მკურნალობა მტკივნეულია?

პაციენტის დისკომფორტი პროცედურისას მინიმალურია.

რა უპირატესობა გააჩნია მეზოთერაპიას ლიპოსაქციასთან? 

ლიპოსაქციის ეფექტურობა უფრო მაღალია, მაგრამ მეზოთერაპიის უპირატესობაა დაბალი ღირებულება და მინიმალური ინვაზიურობა. მეზოთერაპია ასევე ხშირად არის საჭირო  ლიპოსაქციის შემდეგ.

 

რა გვერდითი ეფექტები ახასიათებს მანუალურ ლიმფოდრენაჟს და მეზოთერაპიას?

მეზოთერაპიის გვერდითი ეფექტები მინიმალურია. ძალიან იშვიათად შესაძლოა იყოს კანის შეწითლება.

 

შემიძლია სამსახურში წასვლა ლიმფოდრენაჟის სეანსის შემდეგ?

სეანსის სემდეგ მაშინათვე შესაძლებეელია ჩვეული აქტივობა.

ლიმფოდრენაჟის რამდენი სეანსი დამჭირდება და რამდენი ხანი გრძელდება ერთი სეანსი?

სეანსი გრძელდება 45 წუთი. სეანსები ტარდება ყოველდღე ან ყოველ მეორე დღე. სასურველია ჩატარდეს 6-8 სეანსი.

რამდენი ხანი გაგრძელდება მეზოთერაპიის ეფექტი?

მეზოთერაპიის ეფექტი გრძელდება ხანგრძლივად თუ პაციენტი შეინარჩუნებს ცხოვრების ჯანსაღ წესს და დაიცავს ექიმის რეკომენდაციებს. ზოგჯერ საჭიროა სეანსის განმეორება ყოველ 12 თვეში.

ვინ ატარებს ნეოკლინიკაში ლიმფოდრენაჟის პროცედურებს?

ნეოკლინიკაში ლიმფოდრენაჟის პროცედურები ტარდება უცხოელი ექიმის მიერ შერჩეული პროტოკოლით. უცხოელი ექიმი ილჰან იურდაკული, თურქეთის წამყვანი ანგიოლოგია, ის პერიოდულად სტუმრობს “ნეოკლინიკას” სხვა უცხოელ ექიმებთან ერთად და ატარებს სამკურნალო-სადიაგნოსტიკო პროცედურებს.ნეოკლინიკაში ლიმფოდრენაჟის პროცედურებს უშუალოდ ატარებენ მაღალკვალიფიციური ექიმები: ნინო ჩახუნაშვილი და ხათუნა შერაზადაშვილი.

 დაგვიკავშირდით:

2367878, 598367878

tke gr

Posted in Uncategorized | Tagged , , , | Leave a comment

რომელი ხილია ყველაზე კალორიული?

73463_1680_1260მიჩნეულია, რომ ხილი კარგია დიეტისა და ორგანიზმის განტვირთვისთვის. თუმცა თავისი კალორიულობა ხილსაც აქვს და დიეტის დროს ზოგიერთზე უარის თქმა მოგიწევთ. ვინაიდან ხილის სეზონი წინ არის, გთავაზობთ ყველა მათგანის კალორიულობას 100 გრამ პროდუქტზე კილოკალორიებში. როგორც ხედავთ, მაღალკალორიულია ყურძენი, ხურმა, თუთა,ს ზღმარტლი, ბანანი. თუ დიდი რაოდენობით (კილოგრამობით) მიიღებთ ხილს, ბუნებრივია მიღებული კალორიების რაოდენობაც დიდი იქნება და წონაც მოიმატებს:

ალუბალი – 47
ალუჩა, ტყემალი – 38
ანანასი – 40
ასკილი – 82
ატამი – 44
ბალი – 52
ბანანი – 60
ბროწეული – 52
გარგარი – 44
გრეიპფრუტი – 35
ვაშლი – 44
ზღმარტლი – 53
თუთა – 53
კივი – 46
კომში – 30
ლეღვი – 62
ლიმონი – 21
ჟოლო – 18 მანგო – 56
მანდარინი – 32
მარწყვი – 33
მაყვალი – 44
მოცვი – 45
მოცვი წითელი – 41
მოცხარი წითელი – 32
მოცხარი შავი – 34
მსხალი – 47
ნესვი – 25
საზამთრო – 21
ფეიხოა – 46
ფინიკი – 281
ფორთოხალი – 33
ქლიავი – 45
ყურძენი – 69
შინდი – 41
ხურმა – 69
გოჯი – 90

გრავიოლა (გუანაბანა) – 46

აღსანიშნავია,  რომ გასუქება მაინცდა მაინც არ არის დამოკიდებული ხილის კალორიებისგან, მაგალითად კენკრა გოჯი, რომელიც სოლიდურ კალორიებს შეიცავს, წვავს ორგანიზმის კალორიებს და იწვევს მძლავრ გახდომის ეფექტს. ასევეა გრავიოლას ნაყოფი. თუმც ის ზედმეტად კალორიულ არ არის მაგრამ წვავს ყველაფერს, რაც ორგანიზმში  ზედმეტი და მავნეა (ზედმეტი ცხიმი, ზედმეტი უჯრედები – მათ შორის სიმსივნის უჯრედები!)

1796569_330637667116439_1155678965199659005_n

Posted in Uncategorized | Leave a comment

დიეტა ნახშირის აბებით

ნახშირივეს წამალი ყველა აფთიაქში რეცეპტის გარეშე იყიდება. ის აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, და უხდება არა მარტო კუჭნაწლავს.

საუბარია აქტივიზირებულ ნახშირზე…

პირველ დღეს, ჭამამდე

მივიღებთ ერთ აბს.ანალოგიურად მეორე დღეს ორს და ასე

ათი დღის მანძილზე, სანამ ათ აბს არ მივიღებთ ერთად ბოლო დღეს. შემდეგ, ვისვენებთ 2-3 დღე და უკუსვლით ვაგრძელებთ პროცესს.ანუ ისევ ათი აბი, ცხრა, რვა და

ერთზე რომ ჩამოვალთ, ვდგებით სასწორზე და ვტკბებით

მიღებული შედეგით.თავიდანვე გაფრთხილებთ რომ არ შეშინდეთ,

ამ პრეპარატის მიღებისას განავალი მუქ ან შავ ფერს მიიღებს.

ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. გისურვებთ ჯანმრთელობას . თუ ვინმეს მაინც რაიმე შიში აქვს, ნებისმიერ

პროვიზორს დაეკითხეთ ამ პრეპარატის უკუთვისებების შესახებ,

P.S. მაინცდამაინც წამლის ხათრით ჭამად ნუ გადაიქცევით.

1796569_330637667116439_1155678965199659005_n

Posted in Uncategorized | Leave a comment

გზები სულიერი წონასწორობისა და ჰარმონიისკენ

ცალსახაა, რომ სულიერი სიმშვიდის, წონასწორობის შენარჩუნება და ცხოვრებისეულ პრობლემებთან შებრძოლება  ერთდროულად ძალიან რთულია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ადამიანთა გარკვეული კატეგორია ცდილობს,რომ ეს ყოველივე ჰარმონიაში მოიყვანოს.

თუ დავუშვებთ,რომ ორი ერთმანეთის მსგავსი ადამიანი არ არსებობს დედამიწაზე, მაშინ მოგვიწევს იმის აღიარებაც, რომ ინდივიდუალური გამოცდილების გაზიარება უსარგებლოა. thespiritscience.net-ის ჟურნალისტი და დასავლეთში ცნობილი ბლოგერი Steven Bancarz-ი კი სხვაგვარ დაშვებას გვთავაზობს. მისი აზრით, ადამიანებს საერთო  ის გზას, რომლითაც ისინი სულიერ სიმშვიდეს აღწევენ.

11216358_974499282581348_1223834323_n

რა არის შეჩვევა? – ჩვევა ეს პიროვნების უნარია კარგად შეასრულოს მიზანდასახული მოქმედებები მათზე ყურადღების სპეციალურად ფოკუსირების გარეშე, მაგრამ ცნობიერების კონტროლის ქვეშ. ფსიქოლოგები განასხვავებენ სხვადასხვა სახის ჩვევას. მაგრამ მათი საერთო არის ის,რომ ისინი ყალიბდება ათვისებული ცოდნის საფუძველზე, შესრულების პროცესში.

მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც გარკვეული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე ახერხებს მიაღწიოს სულიერი სიმშვიდისა და წონასწორობის ისეთ ეტაპებს, რომელთან მიღწევაც სხვა  ადამიანებს უჭირთ. რაც ყველაზე მთავარია მათ ეს ჩვევები შერწყმული აქვთ ყოველდღიურობასთან ისე, რომ ხელი არ ეშლებათ იყვნენ სამსახურში უფროსები, მოუარონ შვილებს და შეებრძოლონ სტრესს.

სოციალურ სივრცეში ,ყოველდღიურად, ვაწყდებით სხვადასხვა რჩევას იმაზე თუ,როგორ ვიცხოვროთ, როგორ ავიტანოთ ტკივილი, როგორ ვიყოთ ბედნიერნი და ა.შ. ვხვდებით ცნობილი მწერლებისა და პოეტების ფრაზებს, მართალია – ისინი აღგვაფრთოვანებს, მოგვწონს მაგრამ მათი რეალიზება პრაქტიკაში უმეტესობას უჭირს.

რა არის ამის მიზეზი? – ფსიქოლოგებისთვის ეს რთულ კითხვას არ წარმოადგენს. ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესება შეგვიძლია მხოლოდ ჩვენ. უნდა ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და მასში აღმოვაჩენთ რჩევების,ჩვევებისა და თუ ლამაზი ფრაზების მთელ კასკადს. მთავარია საკუთარ თავს მოვუსმინოთ.  ქვემოთ კი ვისაუბრებთ იმ ადამიანების ჩვევებზე, რომელთაც შეძლეს და გაბედეს ებრძოლათ სულიერი სიმშვიდისთვისა და მოესმინათ საკუთარი თავისთვის.

11216326_974499289248014_1965644871_n

1. ასეთი ადამიანები ხშირად მიმართავენ იოგას. იოგას მედიტაცია საშუალებას აძლევთ მათ შეაღწიონ საკუთარ სამყაროში, მიიღონ ენერგიის წყარო, რომელიც ყოველდღიურ სტრესთან საბრძოლველად ნამდვილად საჭიროა.

ალბათ, გეუცნაურებათ როდესაც დაინახავთ ადამიანს პარკში, ავტობუსში ან თუნდაც სამსახურში იოგას მედიტაციის პროცესში, მაგრამ მათთვის ამაში უცნაური არაფერია, პირიქით, სწორედ ამ ვარჯიშის საშუალებით გამოდიან იმ წუთებში დაღლილობისგან და უარყოფითი ემოციებისგან.

rain forest

2. ადამიანთა კატეგორიას გაწონასწორებისთვის სჭირდება ჯანმრთელი საკვები.ასეთი ადამიანების ჩვევას სწორედ განსხვავებული  კვების რაციონი წარმოადგენს. მათში შეშფოთებას იწვევს გენმოდიფიცირებული საკვები, სხვადასხვა ჯანმრთელობისთვის საშიში პესტიციდები და ცხოველების განადგურება მათი საკვებად მიღების მიზნით. ამ კატეგორიის ხალხი იღებს მცენარეულ პროდუქტებს, რომლებიც სულიერად ამშვიდებენ, უკეთეს ხასიათზე აყენებენ, მატებენ აზროვნების  და სილამაზის აღქმის უნარს. ეს ადამიანები იღებენ გრავიოლას (გუანაბანას) და მის პროდუქტებს, გინკო ბილობას, როზმარინს, გოჯის კენკრას, მელატონინს და სხვა… 

3. ამ კატეგორიის ადამიანები მოკლედ შეგვიძლია დავახასიათოთ. ისინი „დედამიწაზე მზრუნველები“ არიან. მათი ყოველდღიურობა და სულიერი სიმშვიდე უკავშირდება გარემოს დაცვას, ბიოდეგრადაციაში ხელის შეწყობას. ისინი სხვადასხვა ორგანიზაციის წევრები არიან და მოითხოვენ გარემოსდაცვითი პოლიტიკის გააქტიურებას საკუთარ ქვეყნებში. მათთვის ყოველდღიურობას წარმოადგენს მაგალითისთვის, ხის დარგვა.  ფიქრობენ,რომ სულიერი სამყარო და ბედნიერების მიღწევა დაკავშირებულია დედამიწასთან, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. ამ კატეგორიის ადამიანები ასაქმებენ საკუთარ თავს და ავალდებულებენ დღეში მინიმუმ ერთი კარგი საქმის გაკეთებას დედამიწისთვის.

4. შემდეგი კატეგორია ნამდვილად უცნაურია, ამ ადამიანების ჩვევას არც მეტი და არც ნაკლები მადლიერების გრძნობა წარმოადგენს. მორწმუნეები მადლიერები არიან ღმერთის, დანარჩენები – სამყაროსი. მადლიერები არიან იმისთვის,რომ ხედავენ მზეს, მთვარეს, იკვებებიან და შეუძლიათ მიანიჭონ სხვებს ბედნიერებას.

უცნაურ მაგრამ რთულად მისაღწევ კატეგორიაში ადამიანებს გაანალიზებული აქვთ სიკეთის არსი. ის დაკავშირებულია მადლიერების გრძნობასთან, მათ სურთ რომ მეტი სიკეთე ჩაიდინონ, რათა „მადლიერმა სხვებმაც“ იგრძნონ ის სიმშვიდე, რასაც ისინი გრძნობენ. ზოგიერთი მათგანი ფიქრობს,რომ სიკეთის კეთებაზე უკეთესი  შეგრძნებაა სხვამ გაგიკეთოს სიკეთე.

11256411_974499279248015_1655166005_n

5. მეხუთე ჩვევა ალბათ,ბევრი თქვენგანისთვის უკვე ნაცნობია. ის ძვირაფს ან ნახევრადძვირფასი ქვების ტარებას უკავშირდება. ადამიანთა უმრავლესობა საკუთარი ჩანთით ან საფულით დაატარებს ისეთ გეოდეზურ ქვებს,როგორიცაა მაგალითად ამეთისტვო. მიჩნეულია, რომ ეს ქვები და კრისტალები მუშაობის დროს ენერგიას აძლევს ადამიანს ან უარყოფით ძალებს განდევნის. მათთვის კი, ვისთვისაც ეს სასაცილოა ვეტყვით, რომ დიდი ხანია მეცნიერები ამ ქვების ფიზიკური თვისებების მიღმა „ამოუცნობ ძალებს“ ეძებენ.

11263803_974499285914681_1663730580_n

6. ბევრი სულიერად გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანი თვლის, რომ  ტელევიზორი და გართობის მიზნით ინტერნეტში ყოფნა არის დროის სრულიად კარგვა. ჩვენი ისედაც ცოტა დრო ბევრად უფრო უკეთესს იმსახურებს ჩვენგან! – „დროის კარგვა“ კარგია მაგალითად კითხვის დროს, გამოფენებზე სასიარულოდ, ლაშქრობებისას. ეს ადამიანები თვლიან,რომ ჩვევა – „იყო გადაჩვეული ტელევიზორის ყურებას“  შესანიშნავია, ის მანქანაა,რომელიც ადამიანებში შიშსა და აგრესიას აღვიძებს. ამიტომ მათ ტელევიზორებიც კი არ აქვთ სახლებში.

7. Stay positive! – ბევრს ძალიან უნდა იყოს მუდამ პოზიტიურად მაგრამ ეს ისეთივე რთული მისაღწევია,როგორც ცხოვრება შეცდომების გარეშე. ამიტომ, მთავარია შეცდომა მაშინ არ დავუშვათ, როდესაც არჩევანის გაკეთება პოზიტივსა და ნეგატივს შორის გვიწევს. ეს არ ნიშნავს იმას,რომ ამ კატეგორიაში გაერთიანებულ ადამიანებს „ცუდი დღეები“ არ აქვთ, ისინი უბრალოდ ახერხებენ ნეგატივიდან გამოსვლას და სხვების გამხიარულებას. პოზიტივი კი, რომელსაც გავცემთ აუცილებლად უნდა დაგვიბრუნდეს უკან. იმ შემთხვევაში თუ ეს არ მოხდება გული არ დაგვწყდეს, მთავარია ჩვენ ვიყოთ საკუთარი თავით კმაყოფილნი, ეს კი პირდაპირი გზაა სულიერი სიმშვიდისკენ.

8. საინტერესოა, როგორ ცხოვრობენ ის ადამიანები, რომელთაც შემდეგი ჩვევა აქვთ. ეს ალბათ ბევრისთვის საკამათო თემაც გახდება, რადგან 21-ე საუკუნეში იცხოვრო კონკურენციის პირობებში ისე, თითქოს არავის ეჯიბრები ნამდვილად რთულია. ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ სულიერი სიმშვიდე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გამარჯვების შეგრძნება ან მუდმივი რუტინა. მათთვის ეს სიზარმაცესთან ან კონფორმიზმთან არ ასოცირდება, პირიქით, თვლიან რომ ბევრად უფრო რთულია იცხოვრო „ერთად“ ერთი მიზნისკენ, ვიდრე ცალ-ცალკე და შეჯიბრებითობის პრინციპით.

9. ამ კატეგორიის უკეთ საილუსტრაციოდ შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველა ის უცნაური ადამიანი,რომელიც ოდესმე შეგხვედრიათ. ოღონდ, „უცნაურობის“ შეგრძნება ამ შემთხვევაში პოზიტიურად უნდა აღვიქვათ.ასეთი ადამიანები, ხშირად საუბრის დამთავრებისას ან ემაილის ბოლოს გვწერენ: „ნამასტე“, „სიყვარული და სინათლე შენსკენ“ და ა.შ. ეს სპეციალური ფრაზები ყველა მათგანს აერთიანებს, ჩვენ კი გვაღიმებს და მიგვახვედრებს, რომ ისინი საკუთარ ემოციებს სწორედ ასე გადმოსცემენ. ძალიან კარგია თუ თქვენც გექნებათ ასეთი ფრაზები  და მათ ხშირად გაიმეორებთ!

11208925_974499275914682_1982922633_n

10. და ბოლოს, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანების ჩვევას წარმოადგენს ის, რომ ისინი იშვიათად სვამენ ალკოჰოლურ სასმელებსა და არ იღებენ ნარკოტიკულ საშუალებებს. თუ სხვები დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ კლუბებსა და ბარებში ერთობიან, ამ კატეგორიის ადამიანები მედიტაციას, პიკნიკსა და მაგალითად, მეგობრებთან ერთად ჩაის სმას ამჯობინებენ. ამასთანავე, ეცნობიან სხვადასხვა კულტურას, ინტერესდებიან ტრადიციებითა და მათ საინტერესო ექსპერიმენტების საშუალებით „უთავსებენ საკუთარ სამყაროს“.

დასასრულისთვის უნდა ითქვას, რომ ალბათ, ზოგიერთმა მკითხველმა უკვე აღმოაჩინა საკუთარი თავი ამ კატეგორიებში, რაც ძალიან კარგია. ასევე საჭიროა გავამახვილოთ ყურადღება იმაზეც, რომ ეს ძალიან მცირე რაოდენობაა იმ გზების, რითიც შეიძლება მივაღწიოთ ადამიანებმა სიმშვიდეს.

სიმშვიდე აუცილებლად უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი. რა არის ცხოვრება და რატომ გვჭირდება ის თანამგზავრად? –  ჩვენ გვყავს შვილები, გვიყვარდება ადამიანები და ვართ ბედნიერები მაგრამ  გვეღუპებიან ახლობლები,  გვენგრევა ოცნებები და  გვიცრუვდება იმედებიც.

ესაა ცხოვრება, რომელზეც ამბობენ,რომ მშვენიერია და გვიწინასწარმეტყველებენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ არავინ იცის ეს ლამაზი სამყარო ვის,რას მოუტანს.

ამიტომ, სიხარულს თუ მწუხარებას ყოველთვის მზად უნდა შევხვდეთ, სულიერად გაძლიერებულები და არა ისე, როგორც თითოეული ჩვენგანი პატარაობისას, როდესაც პირველად შევეჩეხეთ სიკვდილს, როგორც მოვლენას.

სიკვდილზე ფიქრს კი ადამიანები შეცდომაში შეჰყავს, ის გვაიძულებს დავივიწყოთ ცხოვრება. ჩვენ კი არ უნდა მივცეთ ნეგატივს იმის საშუალება,რომ გვშთანთქას. ცხოვრება ბევრად უფრო ლამაზი და  ხანმოკლეა, ვიდრე გვგონია ამიტომ, მას უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ.

1796569_330637667116439_1155678965199659005_n

 წყარო : http://thespiritscience.net/

მასალა თარგმნა: ნათია კეკენაძემ

Posted in Uncategorized | Leave a comment

ნიახურის დაუჯერებლად სასარგებლო თვისებები

ნიახურის მხოლოდ ერთ ღერს შეუძლია, ორგანიზმს დიდად არგოს. დაამატეთ კვების რაციონს ეს მწვანილი და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

1) ნიახური დაბალკალორიული პროდუქტია. მისი ერთი ღერი მხოლოდ 10 კალორიას შეიცავს. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მუდმივად ებრძვის ჭარბ წონას. დაამატეთ ნიახური სალათს მაღალკალორიული ინგრედიენტების ნაცვლად.  მიიღებთ ძალიან მსუბუქ, თუმცა ჯანმრთელობისათვის სასარგებლო, გემრიელ კერძს.

2) ნიახური ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში ეხამარება, ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას. თუ ასთმა ან ქრონიკული ბრონქიტი გაწუხებთ, რეგულარულად მიირთვით ნიახური. ასე გაცილებით სწრაფად გამოკეთდებით.

3) ღამით ნიახურის ერთი ღერის ჭამა მშვიდი ძილის გარანტი იქნება.ნიახური სხვადასხვა მიკროელემენტების ხარჯზე, რომლებსაც საკმაოდ შეიცავს, დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. მის შემადგენლობაში მყოფი მაგნიუმი  მოდუნებაში დაგეხმარებათ.

4) ნიახური ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. თუ ზედმეტი ჭამეთ, ან დალიეთ და დისკომფორტს განიცდით, ეს მცენარე სწრაფად აღადგენს ორგანიზმში ბალანსს და დაგიბრუნებთ სიმხნევეს.

5) ნიახური შეიცავს წყლის დიდ რაოდენობას და შესანიშნავად დაატენიანებს თქვენს ორგანიზმს. ორგანიზმში წყლის დონის შემცირებისას ნიახურის ჭამა ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება.

6) ნიახური ნატურალურ მინერალურ მარილებს შეიცავს, რაც სასარგებლოა ძვლებისთვის და ასევე, სხეულში მიმდინარე სხვადასხვა გაცვლითი პროცესებისათვის.

7) თუ მხედველობის პრობლემები გაქვთ, ნიახური გარკვეულწილად შეძლებს თქვენს დახმარებას. ამ მცენარის ერთი ღერი შეიცავს A ვიტამინზე ორგანიზმის დღეღამური მოთხოვნის 10%-ს. A ვიტამინი სასარგებლოა კანისთვისაც.

8) ნიახური შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. ამ კომპონენტის დამსახურებაა, რომ ეს მწვანილი ხანგრძლივად  ინახება. ნიახური ბუნებრივი ანტიოქსიდანტების ძლიერი წყაროა.

9) ნიახური არეგულირებს არტერიულ წნევას. ფტალიდები – ასე ეწოდება უნიკალურ შემადგენლობებს, რომლითაც მდიდარია ეს მწვანილი. ასე რომ, ყველას, ვისაც ჰიპერტონია აწუხებს, ვურჩევთ, ნიახური კვების რაციონის განუყრელ ნაწილად აქციონ.

10) ამ სასარგებლო მცენარეს შენი სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებაც შეუძლია, რადგან ის ფერომონებს შეიცავს. შეჭამ ნიახურს პაემნის წინ და წარმატება გარანტირებულია.

11) ლუითეოლინი, იგივე ფლავონოიდი, ასევე ნიახურის შემადგენელი ნაწილია. ეს ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია. შეუძლია, შეაჩეროს ორგანიზმში კიბოს უჯრედების გავრცელება. კიბოს პროფილაქტიკისათვის აუცილებელია ნიახურის კვების რაციონში შეტანა.

ნიახურის მოყვანა თავისუფლად შეგიძლიათ სახლში, ფანჯრის რაფაზე და მუდმივად გექნებათ ახალი მწვანილი.

1796569_330637667116439_1155678965199659005_n

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , | Leave a comment