როგორ გამოვდევნოთ ორგანიზმიდან ზედმეტი წყალი

fotlebi grორგანიზმში ზედმეტი წყალის რაოდენობა, იწვევს შეშუპებებს, თვალის ქვეშ ე.წ. ბალიშების გაჩენას და წონის გაზრდას.

ამ დროს შესაძლოა გასივდეს ფეხებიც, ისე, რომ ფეხსაცმელმა ტკივილი მოგაყენოთ. შეიძლება გასივდეს ხელის თითებიც, რაც ასევე ქმნის დისკომფორტს.

ორგანიზმში ზედმეტი წყლის არსებობა, მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა.

შესაძლოა ეს იყოს თირკმლების პრობლემა, არ შეიძლება გულის მიზეზის გამორიცხვა. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ორგანიზმში წყლის შეკავების მიზეზი ბანალურია და დაკავშირებულია არასწორ კვების რეჟიმთან და ზედმეტი მარილის მოხმარებასთან. წყლის  გამოსაყოფად  შეგვიძლია გამოვიყენოთ ზოგიერთი ხალხური მეთოდი]

1. საზამთრო – ზაფხულობით ამ ხილის მირთმევა არამარტო სითხის გამოდევნას უწყობს ხელს, არამედ წმენდს თირკმელებს და აუმჯობესებს მათ მოქმედებას. კარგია ასევე თუ მოვაწყობთ ნესვის ან კიტრის განტვირთვის დღეებს

2. მწვანე ჩაი და კარკადე – ორივე პროდუქტი ცნობილია როგორც მარტივი შარდმდენი საშუალება

3. ბრინჯის და შვრიის ფაფა – ორივე ეს პროდუქტი ძალიან ეფექტურია ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოსადევნად. ბრინჯი შეიცავს მცირე რაოდენობით ნატრიუმს (რომელიც აკავებს წყალს) და დიდი რაოდენობით კალიუმს – რომელსაც გამოჰყავს მარილი.

4.
ახალი ხილი და ბოსტნეული – არ შეიცავს მარილს. რაც უფრო მეტი რაოდენობით მიითმევთ მათ, მით უფრო გაუმჯობესდება ორგანიზმში მარილის ბალანსი. შეშუპებების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ეფექტურია ჭარხალი და კომბოსტო

5.
ორგანიზმიდან წყლის გამოდევნაში ასევე დაგეხმარებათ: – ლიმონი, ნიახური, ჯანჯაფილის ფესვების ნაყენი, ოხრახუში, ვაშლის ძმარი და სასმელები, რომლებიც კოფეინს შეიცავს (ჩაი, ყავა).

თუ სიტუაცია კრიტიკულია რა თქმა უნდა უნდა გამოიყენოთ შარდმდენი პრეპარატები. თუმცა, ამ აბებს, გამოჰყავს რა სითხე ორგანიზმიდან, რეცხენ ქსოვილებიდან კალციუმს, კალიუმსა და მაგნიუმს. ამიტომაც უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ ხალხურ შარდმენ საშუალებებს; სხვადასხვა ბალახებისა და მცენარეებისგან დამზადებული ნაყენები სრულიად უწყინარია და არანაკლებ ეფექტურია მედიკამენტებზე:

1. ორ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ არყის ხის ფოთლებს (იყიდება ნებისმიერ აფთიაქში), დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. ნაყენი გაწურეთ და დანის წვერით დაუმატეთ მცირე რაოდენობის სოდა. მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში.

2. ასკილის ან წითელი მოცვის მშრალი ნაყოფი მოხარშეთ, დააყენეთ როგორც ჩვეულებრივი ჩაი და მიიღეთ

ხევარი ჭიქა 2-3 – ჯერ დღეში.

3. ძლიერი შარდმდენი მოქმედებით გამოირჩევა კამის თესლი. ერთ სუფრის კოვზ კამის თესლს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ 30 წუთის განმავლობაში. ნაყენი გაწურეთ და მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი სამჯერ დღეში.

4. მოხარშეთ ვაშლის მშრალი კანი და მიიღეთ ნახარში 5-ჯერ დღეში.

1796569_330637667116439_1155678965199659005_n

About გრავიოლა/გუანაბანა

ბიოლოგი
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a comment