C ვიტამინი აფერხებს კიბოს განვითარებას

ფორტონკლოგების ჯგუფმა ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტიდან (National Institutes of Health, NIH) აშშ. პროფესორ მარკ ლევაინის (Mark Levine) ხელმძღვანელობით, აღმოაჩინეს, რომ C ვიტამინის დიდი დოზები ხელს უშლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას თავის ტვინში, პანკრეასში, და საკვერცხეებში, ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს  AFP სააგენტო, ნაციონალური აკადემიის შრომებზე დაყრდნობით (Proceedings of the National Academy of Sciences, PNAS). კიბოს წინააღმდეფ  C  ვიტამინის გამოყენება განიხილებოდა ჯერ კიდევ 30 წლის წინ, მაგრამ შემდგომმა ექსპერიმენტებმა, სადაც C ვიტამინი მიიღებოდა პერორალურად, ვერ დაამტკიცა მისი ეფექტურობა.  gaufrtxildi

მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ ორგანიზმი ვერ ითვისებდა C ვიტამინის ჭარბ რაოდენობას (200 მილიგრამზე მეტს დღის განმავლობაში), რომელიც შემოდიოდა კუჭ-ნაწლავის გზით. NIH -ის მკვლევარები, ამ პროცესს მიუდგნენ სხვა მხრიდან: მათ C ვიტამინის ანუ ასკორბინის მჟავა სისხლში შეჰყავდათ პირდაპირ ვენებიდან ან მუცლის ღრუდან. ექსპერიმენტი ტარდებოდა თაგვებზე, რომლებსაც ჰქონდათ სწრაფად მზარდი ავთვისებიანი სიმსივნეები. ინექციების მოცულობას მოიცავდა 4 გრამ C ვიტამინს 1 კგ სხეულის მასაზე დღეში 1 ჯერ. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ასკორბინის მჟავის მაღალი დოზები იჩენდნენ ანტი სიმსივნურ თვისებებს, სიმსივნიანი თაგვების 75% -ში. ამასთან ერთად ჯანმრთელი უჯრედები არ ზიანდებოდნენ- ნათქვამი იყო პრესის რელიზში.

ამასთან ერთად C ვიტამინმა შეაჩერა სიმსივნეების ზრდა 41-53%- ით. C ვიტამინის სამკურნალო ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ, შედის რა უჯრედის მეტაბოლურ პროცესებში, ის წარმოშობს წყალბადის ზეჟანგს, რომელიც დამღუპველად მოქმედებს სიმსივნურ უჯრედებზე. თუმცა საკითხის უკეთ გადასაჭრელად საჭიროა შემდგომი გამოკვლევები – ამბობს კიბოს გამომკვლევი ფონდის ხელმძღვანელი ელისონ როსი.

სტატია ადაპტირებულია საიტიდან http://q99.it/kz7Xsbp

Posted in Uncategorized | Tagged , , , , | Leave a comment

თეთრი იასამანი სახსრების დაავადების სამკურნალოდ

სირენი

უნდა მოაგროვოთ 100 გრამი (უმჯობესია თეთრი)  იასამნის ყვავილი და გააშროთ ჩრდილში, შემდეგ დაასხათ 70-გრადუსიანი 1 ლიტრამდე სპირტი  და 8-10 დღის განმავლობაში დადგათ სიბნელეში თავდახურული ჭურჭლით. საჭიროა მასის ყოველდღიურად შენჯღრევა.

gravobaner

10 დღის შემდეგ ნაყენი მზად იქნება. უნდა მიიღოთ 30-30 წვეთი, დღეში 2-3-ჯერ, ჭამის წინ.  პარალელურად ამ ნაყენით დღეში ერთხელ უნდა დაიზილოთ მტკივანი და მარილოვან-წანაზარდებიანი ადგილები. ნაყენით გამოწვეული დადებითი ეფექტი 3-4 კვირაში უნდა იგრძნოთ.

Posted in Uncategorized | Tagged , , | Leave a comment

ფუტკრის რძე – სასარგებლო პროდუქტი

futk ფუტკრის რძეში ანტიბიოტიკ-ჰერმიციდინის შემცველობის გამო მიკროორგანიზმები არ ვითარდება. რთული ქიმიური შედგენილობის გამო ის მეფუტკრეობის პროდუქტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძვირფასი პროდუქტია. შეიცავს 110 სხვადასხვა დასახელების ნაერთს. ორიგინალურ კომპონენტთა შემცველობის წყალობით წარმოადგენს ძლიერ ბიომასტიმულირებელ, მატონიზებელ და ზოგადგამაჯანსაღებელ სითხეს.

დამწვრობებისა და ძნელად შეხორცებადი ჭრილობების სამკურნალოდ

აღნიშნული ჭრილობები სასურველია თავდაპირველად ფუტკრის რძის სპირტიანი ხსნარით დაამუშავოთ, შემდეგ კი რძისა და თაფლის ნარევში დასველებული ტამპონები დაადოთ. ნარევი შეგიძლიათ გამოხდილი (დისტილირებული) წყლით ორჯერადად განაზავოთ. ტამპონები დღეში ორჯერ უნდა გამოცვალოთ. ამ პროცედურათა წყალობით ჭრილობა სუფთავდება, ეპითელური ქსოვილის ზრდა სტიმულირდება და ჭრილობაც, შესაბამისად, ხორცდება. იგივე მეთოდით რეკომენდებულია პოსტოპერაციული ნაწიბურების მკურნალობაც.

ათეროსკლეროზის წინააღმდეგ

1 ჩაის კოვზი ფუტკრის რძე თაფლისა და პროპოლისის ნარევს შეურიეთ და დღეში gravobanerსამჯერ, ჭამამდე 20-25 წუთით ადრე, პირის ღრუში სრულ დადნობა-შეწოვამდე გაიჩერეთ. მკურნალობის კურსი 3 თვეს მოიცავს. ამასთან, ყოველი თვის შემდეგ 3-4 კვირიანი დასვენების შუალედების დაცვაა სასურველი. ე. წ. შუალედებში გირჩევთ ფუტკრის რძის სპირტხსნარის 10-15 წვეთი მიიღოთ დღეში სამჯერ (უმჯობესია პირში ჩაიწვეთოთ და პირდაპირ არ გადაყლაპოთ). ამ სამკურნალო-პროფილაქტიკური კურსით სისხლში ქოლესტერინის დონე საგრძნობლად ქვეითდება, სისხლის ფორმულა უმჯობესდება, არტერიული წნევა რეგულირდება, ადამიანებს გულის არეში ტკივილი და სხვადასხვა სახის დისკომფორტი უქრებათ, უმჯობესდება ძილის პროცესი, მადა და მეხსიერება.

სტატია გაზიარებულია pressa.ge – დან

Posted in Uncategorized | Leave a comment

არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი

 

არასპეციფიკური წulcerative-colitisყლულოვანი კოლიტი მსხვილი ნაწლავის ლორწოვანისა და ლორწქვეშა გარსების ანთებითი დაავადებაა. ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად 16-დან 37 წლამდე ასაკში იჩენს თავს და უპირატესად ქალებს ემართებათ. ეტიოლოგია უცნობია. არ არის გამორიცხული ჯერ კიდევ არაიდენტიფიცერებული ვირუსული ან ბაქტერიული გამომწვევის არსებობა. ანთებითი ცვლილებები უმთავრესად მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსშია ლოკალიზებული. ყველაზე ხშირად ზიანდება რექტალური არე (წყლულოვანი პროქტიტი). საზოგადოდ, სწორი ნაწლავის დაზიანების გარეშე წყლულოვანი კოლიტი ძალიან იშვიათია. ხშირია აგრეთვე სიგმოიდური ნაწლავის დაზიანება (პროქტოსიგმოიდიტი). შესაძლოა, ტოტალურად დაზიანდეს მსხვილი ნაწლავი (პანკოლიტი). დამახასიათებელია ხანგრძლივი რემისიები მინიმალური კლინიკური სიმპტომატიკით და გამწვავებები. გამწვავების დროს კლინიკურ გამოვლინებათა ინტენსივობა პროცესის მსხვილ ნაწლავში გავრცელებასა და ანთებითი პროცესის სიმძიმეს უკავშირდება. როდესაც დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, ავადმყოფი კუჭში გადის დღეში 1-5 -ჯერ, განავალი ნახევრად გაფორმებულია, ლორწოიანი, პერიოდულად აღინიშნება სისხლდენა ნაწლავებიდან. ზოგჯერ ავადმყოფი უჩივის შეკრულობას, ტენეზმებს. ზოგადი გამოვლინებები დამახასიათებელი არ არის. დაავადების ამ ფორმის დროს პროცესი, ჩვეულებრივ, შემოფარგლულია სწორი ნაწლავით ან სიგმოიდური კოლინჯით. წყლულოვანი პროქტიტის შემთხვევაში დაავადება მეტწილად არ პროგრესირებს. განავალში სისხლის არსებობა დაავადების კარდინალური სიმპტომია. გარდა ამისა, განავალი შეიცავს ლორწოსა და ჩირქს, მაგრამ არა პათოგენურ მიკროორგანიზმებს.

graviolaDM
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის მკურნალობა
რემისიის შემხვევაში არ არის საჭირო მკაცრი დიეტის დაცვა. სასურველია ცილებით მდიდარი საკვების მიღება. უნდა გამოირიცხოს უხეში საკვები. სასურველია, ავადმყოფი ერიდოს უმ ხილსა და ბოსტნეულს. მსუბუქ შემთხვევებში, თუ კლინიკური ნიშნები უმნიშვნელოა და ტოქსიკურ მეგაკოლონს არ ვეჭვობთ, სიფრთხილით ინიშნება ანტიქოლინერგიული საშუალებები და შემკვრელები. მყარ რეციდივებს იძლევა გლუკოკორტიკოიდები და ამინოსალიცილატები (მაგ. Azulfidine) . ისინი იხმარება სისტემურად ან ადგილობრივად, ოყნის სახით. მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში, წყლულოვანი კოლიტის პათოგენეზის აუტოიმუნური თეორიიდან გამომდინარე, ინიშნება იმუნოდეპრესანტები , რომელთა შორის ამჯამად ყველაზე პოპულარულია ინფლიქსიმაბიInfliximab (Remicade), რომელიც წარმოადგენს სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის(TNF)- ალფა ინჰიბიტორს-თუმცა ძვირი ღირს. მწვავე შემთხვევაში ნეკროზული გართულებების პროფილაქტიკისათვის მოწოდებულია ანტიმიკრობული თერაპია. მძიმედ მიმდინარე წყლულოვანი კოლიტის დროს ავადმყოფს შესაძლოა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. პაციენტისთვის მნიშვნელოვანია სათანადო დიეტის შერჩევა. რეკომენდებულია უჯრედისით მდიდარი საკვები. უნდა ვერიდოთ ზედმეტი მედიკამენტების მიღებას, განსაკუთრებით – ანალგეზიური საშუალებებისას. ძლიერი ტკივილის დროს იყენებენ სპაზმოლიზურ და ქოლინოლიზურ პრეპარატებს. ზოგჯერ ეფექტურია ტრანკვილიზატორები და ფსიქოთერაპია.

რაც შეეხება ალტერნატიულ მედიცინას არასპეციფიური კოლიტის  დროს წარმატებით გამოიყენება თევზის ზეთი, ალოე და გრავიოლა(გუანაბანა) პათოლოგიური აუტოიმუნური პროცესების დამთრგუნველი, ანტიმიკრობული, ანტიანთებითი თვისებების გამო, ხოლო, სიმსივნის პროფილატიკური თვისებების გამო გრავიოლა აქტიურად იცავს პაციენტს არასპეციფიური ქრონიკული კოლიტის – ნაწლავის კიბოდ გადაგვარებაში.

სტატია ადაპტირებულია საიტიდან – Graviola (suorsop) and Ulcerative colitis.  http://myeshaxszbm.pixnet.net/blog/post/76287946-graviola—soursop—rainforest-healing-power-in-one-bottle – ნუგზარ სულხანიშვილის მიერ

 

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , | Leave a comment

მრავლობითი მიელომა და გრავიოლა

გრავიოლა

გრავიოლა

მიელომური დაავადება, იგივე მრავლობითი მიელომა, რუსტიცკი-კალერის დაავადება, გენერალიზებული პლაზმოციტომა, წარმოადგენს პარაპროტეინემიულ ჰემობლასტოზს. მაშასადამე, ეს არის სისხლის ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის დროსაც ხდება პათოლოგიური ცილის – პარაპროტეინის ჭარბი სინთეზი. მიელომური დაავადებით უმეტესად 50 წლის შემდეგ ავადდებიან. დაავადება შეიძლება საკმაოდ დიდხანს – 5-დან 15 წლამდე მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, მხოლოდ ერითროციტების დალექვის სიჩქარის მატებით. შემდგომ ვითარდება საერთო სისუსტე, წონის კლება, ძვლების ტკივილი, ზოგჯერ – კანქვეშა სისხლჩაქცევები. უნდა აღინიშნოს, რომ ძვლების ტკივილი და პათოლოგიური, მნიშვნელოვანი ტრავმის გარეშე აღმოცენებული მოტეხილობა მიელომური დაავადების ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია. ტკივილი ხშირად ლოკალიზებულია ხერხემალსა და ნეკნებში. დაავადების ერთ-ერთი სერიოზული გართულებაა მიელომური ნეფროპათია (თირკმლის დაზიანება). მიელომურ დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი, შარდის ანალიზში ეგრეთ წოდებული ბენს-ჯონსის ცილის განსაზღვრა, სისხლისა და შარდის ელექტროფორეზი, ძვლის ტვინის შესწავლა. დასახელებული გამოკვლევები სპეციფიკურ კვლევებს მიეკუთვნება, მათი ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებულ ჰემატოლოგიურ კლინიკაში.

მიელომას მკურნალობა

მიუხედავად იმისა, რომ მიელომის 100% მკურნალობა არ არსებობს, არსებობს სამკურნალო საშუალებები, რომელთა საშუალებითაც შესაძლოა პაციენტი დაუბრუნდეს  მის ნორმალურ აქტიურობას

სტანდარტული მკურნალობა მოიცავს:

  • დამიზნებითი მკურნალობა – ბორტეზომიბი (Velcade) ან ქარბილზომიდი (Kyprolis), რომელთა მოქმედებაც მიმართულია მიელომას უჯრედების იმ მექანიზმის საწინააღმდეგოდ, რომელიც შლის ცილებს.
  • ქიმიოთერაპია- კლავს მიელომის უჯრედებს მთლიანად, თუმცა ახასიათებს მრავალი გვერდითი მოვლენები
  • კორტიკოსტეროიდები – პრედნიზონი და დექამეტაზონი, კურნავს სმიელომით გამოწვეულ ანთებით პროცესებს
  • სხივური თერაპია – გამოიყენება მაშინ, როდესაც მიელომა იწვევს ტკივილს ან აზიანებს ძვლებს
  • ბიოლოგიური თერაპია – ბიოლოგიური პრეპარატები ამაღლებენ პაციენტის იმუნურ სისტემას, ხოლო იმუნური სისტემა ანადგურებს მიელომის უჯრედებს. ამ ჯგუფს მიეკუთვნება თალიდომიდი, ლენალიდომისი და პომადილომიდი. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება გრავიოლა, რომელიც გარდა იმისა რომ აძლიერებს პაციენტის იმუნურ სისტემას, უშუალოდაც ანადგურებს მიელომის უჯრედებს.
  • ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ძვლის ტვინში – საკმაოდ ეფექტური მეთოდია თუმცა ძვირადღირებული, გამოიყენება მაშინ როდესაც სხვა მეთოდები არ იძლევა შედეგს.
  • გრავიოლა

    გრავიოლა

Posted in Uncategorized | Tagged , | Leave a comment

ლიზა რეი – მომხიბლავმა მსახიობმა დაამარცხა კიბოს იშვიათი სახე – მრავლობითი მიელომა

ლიზა რეილიზა რეი – მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში“წყალი” 2009 წელს მსახიობს დაუსვეს დიაგნოზი-მრავლობითი მიენომა, სიმსივნის იშვიათი ფორმა. ლიზა არ შეეპუა თავის ავადმყოფობას რაც კარგად სჩანს მის ყვითელ დღიურებში. ლიზას ღეროვანი უჯრედების გადანერგვა დასჭირდა. მკურნალობის წარმატებით დასრულების შემდეგ მსახიობი კარიერასაც დაუბრუნდა და 2012 წელს ოჯახიც შექმნა.

graviolaDM

Posted in გრავიოლა | Tagged , , | Leave a comment

ინტერვიუ გრავიოლას აქტუალურ საკითხებზე

interviu grabiola aqtiur sakitxebze

 ბაზალიომა, გრავიოლა, გრავიოლას შეძენა, გუანაბანა, თავის ტვინის კიბო, ინტერვიუ გრავიოლა შესახებ,  ძუძუს კიბო,  კიბოს მკურნალობა, კუჭის კიბო, მელანომა, საშვილოსნოს, კიბო ,სწორი ნაწლავის კიბო, ფილტვის კიბო თირკმლის კიბო, საყლაპავის კიბო, მკერდის კიბო, პანკრასის კიბო, პროსტატის კიბო, წინამდებარე ჯირკვლის კიბო, ლიმფომა, კიბოს პროფილაქტიკა, დეპრესია, ლეიშმანიოზი, დეპრესია

Featured Image -- 131

  • რას წარმოადგენს გრავიოლა?
  • როგორია გრავიოლას მოქმედების მექანიზმი?
  • რომელი დაავადებების დროს იყენებენ გრავიოლას?
  • რას ეფუძნება და რამდენად სანდოა ინფორმაციებიგრავიოლას შესახებ?
  • უგულველყოფს თუ არა  გრავიოლას ტრადიციული მედიცინა?
  • შესაძლებელია თუ არაგრავიოლასთან სხვა ანტიოქსიდანტური ნივთიერებების გამოყენება?
  • არსებობს საქართველოში გრავიოლას მოხმარების გამოცდილება?
  • გრავიოლას ეფექტურობის შეფასება პაციენტის მიერ?
  • როგორია ქართველი ონკოლოგების დამოკიდებულება გრავიოლას მიმართ?
  • რა ფორმით შეიძლება მოვიპოვოთ გრავიოლა საქართველოში?
  • გრავიოლას რა ნაწილები გამოიყენება სამკურნალოდ?
  • რომელ ქვეყნებში ხარობსგრავიოლა?
  • ყველაზე ხარისხიანად,  გრავიოლას რომელი ქვეყნის ნედლეული ითვლება?
  • როგორ შევიძინოთ გრავიოლა საქართველოში?

 გრავიოლა წლიდან –წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება?  რას წარმოადგენს გრავიოლა?

გრავიოლა ანუ ლათინურად ეკლებიანი ანონა (A. Muricata, გუანაბანა), 6 მ. სიმაღლის ხეა,  ნაყოფი აღწევს 4.5 – 7 კგ-სადაა და  დაფარულია მოკლე, სქელი ეკლებიანი ქერქით, რომლის ქვეშაც თეთრი ბოჭკოვანი, წვნიანი სეგმენტებია, მუსკატის მომჟავო-მოტკბო გემოთი და დიდი რაოდენობით მსხვილი თესლით. არომატით წააგავს ანანასს. ისევეროგორც ჩერიმოია, ეკლებიანი ანონაც კულტივირდება ტროპიკულ რაიონებში. რბილობი გამოიყენება სასმელების, ხილის, სალათებისა და ნაყინის მოსამზადებლად, ხოლო მისი ფოთლებისგან, ტოტებისგან, ქერქისგან  და თესლებიდან ამზადებენ სამკურნალო ფხვნილს,  რომელიც კიბოს საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

როგორია გრავიოლას მოქმედების მექანიზმი?

1976 წელს პროფესორმა Dr. Jerry Mc Laughlin –მა პედიუს უნივერსიტეტიდან, მცენარე ANONACEA GRAVIOLA გამოყო მძლავრი ანტიკარცენოგენული ნივთიერება აცეტოგენინი.


აცეტინოგენს გააჩნია უნიკალური ანტიკანცეროგენული თვისება, სხვა ანტიოქსიდანტური და იმუნიტეტის ასამაღლებელი ნივთიერებისგან განსხვავებით, გრავიოლა იწვევს ენერგიის დათრგუნვას უჯრედის შიგნითამიტომ მისგან გამორიცხულია პარადოქსალური რეაქციები, როდესაც პაციენტის მდგომარეობა ზოგიერთი ანტიოქსიდანტური პრეპარატის (მაგ. კურკუმინი, კამელინი და სხვ) მიღების შედეგად უფრო უარესდება, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ისინი შეაღწევენ სიმსივნურ უჯრედებში და აძლიერებენ მათ გამრავლებას. როგორც ცნობილია ხშირად ქიმიოთერაპიის მიმართ ვითარდება რეზისტენტობა, ანუ ქიმიოპრეპარატები ვეღარ აღწევენ სიმსივნური უჯრედის წიაღში, რადგან ეს უკანასკნელი წარმოქმნის თავდაცვით “ტუმბოებს” (P-გლიკოპროტეინული ტუმბოები) რომლებიც გარეთ აძევებენ ქიმიო პრეპარატებს. გრავიოლას სამკურნალო ნივთიერებას (აცეტოგენინს) გააჩნია ისეთი სტრუქტურა და ფუნქცია, რომლის საშუალებითაც ის შეაღწევს სიმსივნური უჯრედში, უჯრედს შიგნით არსებულ “ტუმბოები”  ვერ აძევენე მას და ამ ხნის განმავლობაში აცეტინოგენი ასწრებს გამოფიტოს და გაანადგუროს სიმსივნური უჯრედის ენერგეტიკა. ასეთი მექანიზმის არსებობის გამო, გრავიოლა ხელს არ უშლის ქიმიოთერაპიას, არამედ ეხმარება მას მისი ეფექტურობის დაბრუნებაში.

სიმსივნური უჯრედების განაფგურების გარდა ამ ძირითდი მექანიზმისა, გრავიოლას ექსტრაქტს გააჩნია კიდევ რამდენიმე  მექანიზმი, რომლის საშუალებითაც, შესაძლოა გრავიოლა ანადგურებდეს სიმსივნურ უჯრედებს, პირველ რიგში ეს არის  აპოპტოზის მექანიზმი. გრავიოლას ნივთიერება გადასცემს მესიჯს სიმსივნური უჯრედს თვითგანადგურების პროგრამისა, რომლის შედეგადაც, სიმსივნური უჯრედი განიცდის თვითლიკვიდაციას.

როგორც დადგენილი იყო პანკრეასის კიბოს დროს ჩატარებულ კვლევებში – გრავიოლას ექსტრაქტი იწვევს სიმსივნური უჯრედების დათრგუნვას მეტაბოლური ცვლილებების ხარჯზე, ანუ იწვევს პანკრეასის სიმსივნური უჯრედების ნეკროზს, უჯრედში განვითარებული იშემიისა და გლიკოლიზის ხარჯზე.

გრავიოლას ახასიათებს კიბოს საწინააღმდეგო კიდევ ერთი მექანიზმი ეგრეთ წოდებული გენური მექანიზმი. როგორც ცნობილია თვითოეულ ორგანოში არის ეგრეთ წოდებული მოღალატე უჯრედები, რომლებიც კავშირში შედიან ორგანიზმის გარეთ ან მის შიგნით არსებულ ონკოგენებთან და გადაიქცევიან სიმსივნურ უჯრედებად. მკერდის კიბოს შესწავლის დროს აღმოჩნდა, რომ გრავიოლას ექსტრაქტს შეუძლია დათრგუნოს ასეთი უჯრედების რეცეპტორები EGFR -(კანის ზრდის ეპიდერმული ფაქტორის რეცეპტორები).  გრავიოლას გამოყენება შესაძლებელია როგორც ქიმიოთერაპიის წინ, ქიმიოთერაპიის დროს და ქიმიოთერაპიის ჩატარების შემდეგაც.  მაგრამ ქიმიოთერაპიის დროს გრავიოლას მიღება უნდა იყოს ფრთხილი, ძლიერი სისუსტის დროს საჭიროა მისი დოზის შემცირება ან დროებით საერთოდ შეწყვეტა. გრავიოლას მოქმედების ეფექტურობა იზრდება თხევად ქლოროფილთან ერთად მიღებისას.

 

რომელი დაავადებების დროს იყენებენ გრავიოლას?
პირველ რიგში გრავიოლას შემცველი ნივთიერების აცეტოგენინის ანტიკანცერული უნიკალური თვისების გამო, რომელიც ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, მაგრამ არ ვნებს ნორმალურ უჯრედებს გრავიოლას ნაწარმი გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ.

გრავიოლას ეფექტურობა მკერდის, პანკრეასის, პროსტატის, ფილტვის და ნაწლავის სიმსივნეების დროს დამტკიცებულია მცირე, მაგრამ მეცნიერულად დასაბუთებულ კვლევებში. პაციენტების გამოძახილით გრავიოლა ეფექტურია – საშვილოსნოს, საკვერცხეების, ტვინის, ფარისებური ჯირკვლის, კუჭის, თირკმელების და ღვიძლის სიმსივნის მკურნალობაში, აღწერილია მრავალი შემთხვევა ლიმფომის დროს გადიდებული ლიმფური ჯირკვლების შემცირებისა. არანაირი მონაცემები არ არის გრავიოლას ზემოქმედებისა ლეიკემიის დროს.

ამჟამად მეცნიერები გამალებულად მუშაობენ გრავიოლას მთავარი სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერებისანონაცინის ხელოვნურად მისაღებად. რათა ფარმცევტულმა ფირმებმა შესძლონ მისი დაპატენტება და უზარმაზარი მოგების მიღება. მეცნიერთა პროგნოზით ხელოვნური ანონიცინი მიღებული იქნება 10 წლის შემდეგ. მაგრამ სიმსივნიანი პაციენტები არ ელოდებიან ხელოვნური პრეპარატის შექმნას, არამედ აქტიურად განაგრძობენ სუფთა გრავიოლას მიღებას. გრავიოლას სიიაფე მათ ხელს უწყობს ამ პროდუქტით სარგებლობაში.

გრავიოლას ეფექტურობა მკერდის,პანკრეასის, პროსტატის,ფილტვის და ნაწლავის სიმსივნეების დროს დამტკიცებულია მცირე, მაგრამ მეცნიერულად დასაბუთებულ კვლევებში. პაციენტების გამოძახილთა დაყრდნობით – გრავიოლა ეფქტურია

გრავიოლა გამოიყენება, როგორც დამოუკიდებლად ,როდესაც ყველა სხვა სახის მკურნალობის ეფექტი ამოწურულია ან მისი ჩატარება საშიშია პაციენტის სიცოცხლისთვის, ასევე ქიმიოთერაპიათან ერთად, რომლის დროსაც გრავიოლა აძლიერებს ქიმიოთერაპიის ეფექტს და ამავე დროს ამცირებს ქიმიოთერაპიის ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარებას როგორიცაა თმის ცვენა, გულის რევის შეგრძნება და პირღებინება, სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე და ენერგიის დეფიციტი.

გრავიოლა სიმსივნის საწინააღმდეგო ციტოსტატიკების გარდა, შეიცავს ქინოლინის და იზოქინოლინის ალკალოიდებს, რომელიც იწვევს სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონის) შებრუნებას უკან თავის ტვინში, რაცხელს უწყობენ პაციენტის განწყობის მნიშვნელოვნად ამაღლებას, სტრესისა, დეპრესიისა და შფოთვის მოხსნას, იმუნური სისტემის გაძლიერებას, რაც წარმოადგენს მძლავრ იარაღს სიმსივნერი პროცესების დასამარცხებლად. ამ ნივთიერებების არსებობის გამო გრავიოლა გამოიყენება თავის ტკივილისა და უძილობის სამკურნალოდ. გრავიოლას ბოლო ხანებში იყენებენ 21 საუკუნის დაავადების ქრონიკული გადაღლის სინდრომის მკურნალობაში.

გრავიოლას ახასიათებს ანტინოციცეპტიური (ტკივილის საწინააღმდეგო თვისება) და შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი.

გრავიოლა ნიორის მსგავსად დიდი რაოდენობით შეიცავს ნატურალურ ანტიბიოტიკებს –ალიცინებს– რომლის თვისებების გამო გრავიოლა გამოიყენება ბაქტერიული დაავადებებების (სტომატიტის, ენტერიტის, ჰეპატიტის, პლევრიტის კოლიტის და სხვა მდაავადებების მკურნალობისას). გრავიოლა შეიცვას ანტივირუსულ ნივთიერებებს ლიქორინებს – რის გამოც ის გამოიყენება ვირუსული დაავადებების (ვირუსული ჰეპატიტების, კოლიტების, გრიპის დროს, გრავიოლა სპობს ჰერპეს 1 ვირუსს და თეორიულად კარგად უნდა მოქმედებდეს შიდსის ვირუსზე ( რაც საქართველოში ერთ პაციენტზე დამტკიცდა კიდეც).

გრავიოლა შეიცავს საპონინებს -კერძოდ სპიროსტანოლს, რის გამოც ის ეფექტურად მოქმედებს ორგანიზმის სოკოვან დაავადებებზე- თუ გავიხსენებთ, რომ ზოგიერთი თეორიის მიხედვით – კიბო სოკოვანი დაავადებაა – შესაძლებელია გრავიოლას ეფექტურობა კიბოს წინააღმდეგ შესაძლოა მისი ანტი სოკოვანი თვისებებითაც აიხსნებოდეს.

გრავიოლა იმუნური სისტემის გაძლიერებით იწვევეს არა მარტო სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერებას არამედ კუჭის, ნაწლავების , ფილტვის და სხვა ორგანოებს იმ ქრონიკული დაავადებების მკურნალობას , რომელიც ორგანიზმის იმუნური სისტემის დაქვეითებით არის განპირობებული.

ნიტროსოგლუტატიონი (GSNO), რომელსაც ახასიათებს საუნთქი გზების გახსნის თვისება. შესაძლოა ასთმის დროს გრავიოლას ეფექტურობა ამ ნივთიერების მოქმედებით იყოს განპირობებული.

გრავიოლა კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვების დაავადებებზე. პირველ რიგში იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას და სტაბილიზაციას, იწვევს სისხლძარღვების ელასტურობის გაძლიერებას. ამ თვისებების გამო გრავიოლა წარმოადგენს ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკურ საშუალებას, გრავიოლა შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს და კალციუმს რაც დადებითად მოქმედებს არითმიულ პროცესებზე. მეტაბოლური პროცესებში მონაწილეობით გრავიოლა ამცირებს ქოლესტერინის ჩალაგებას სისხლძარღვებში ამცირებს გულის შეკუმშვათა რიცხვს და საერთო ჯამში ამცირებს გულის უკმარისობის განვითარებას პროცესს. გრავიოლა ასევე კარგად მოქმედებს ლიმფის მიმოქცევაზე ორგანიზმში.

გრავიოლა ანტიოქსიდანტური თვისებებით იწვევს ორგანიზმის გაახალგაზრდავებას.

გრავიოლა წარმოადგენს მძლავრ ანტიჰელმინტურ (ანტიპარაზიტულ საშუალებას) განსაკუთრების მისი ქერქისგან და ფესვებისგან დამზადებული პროდუქტი.

გრავიოლა არ წარმოადგნს შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის პროდუქტს, მაგრამ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად იწვევს შაქრიანი დიაბეტის სტაბილიზაციას. ყოველ შემთხვევაში გრავიოლას მიღების დროს პაციენტის დაცულია შაქრის დონის პიკური ცვლილებებისგან (როგორც ჰიპერგლიკემიური ასევე ჰიპოგლიკემიური კომის განვითარებისგან)

გრავიოლა გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება კანის დაავადებების (ეგზემის, ლეიშმანიოზის და სხვა_) დროს

გრავიოლა იწვევს ნაწლავური ფლორის გაძლიერებას (რის გამოც შეკრულობის დროს ხდება განავალის გათხელება, ხოლო ფაღარათის დროს – კუჭში ნორმალური მოქმედების მიღწევა. გრავიოლას შემადგენლობაში განსაკუთრებით გრავიოლას ხის ქერქში, მთრთიმვლავი ნივთიერების არსებობის გამო, გრავიოლა ეხმარება კუჭისა და ნაწლავის წყლულების შეხორცებას.

გრავიოლა შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ფოლის მჟავას, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, ვიტამინ C, B ჯგუფის ვიტამინებს, ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის შენარჩუნებას, აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას, უზრუნველყოფს წონის კლებას, ახდენს კუჭის მჟავიანობის ნორმალიზებას, განაპირობებს შარდმჟავას გამოყოფას ორგანიზმიდან, რის გამოც რეკომენდებულია რევმატიზმიტ, ართრიტითა და პოდაგრით დაავადებული პირებისათვის.

ადგილობრივ ტომებში გრავიოლას მშობიარობის შემდეგ იყენებენ როგორც რძის მოსაყვანი საშუალება

შეჯამების სახით შეიძლება ვთქვათ, რომ გრავიოლას ახასიათებს შემდეგი თვისებები:

  1. ანტიკარცენოგენული;
    2. სოკოს საწინააღმდეგო;
    3. ანტიპარაზიტული–განსაკუთრებით სიმსივნის გარშემო განვითარებული პარაზიტების წინააღმდეგ;
    4. ანტივირუსული;
    5. ანტიდეპრესანტული;
    6. ანტირევმატული;
    7. არტერიული  წნევის დამარეგულირებელი;
    8. იმუნომასტიმულირებელი;
    9.  გენომოდიფიცირებული პროდუქტებით  გარემო დაბინძურებული პროდუქტებით და რადიაციით გამოწვეულიონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკური   მოქმედება.
    10. ღვიძლის დაავადებები, ლიმფური სისტემი დაავადებები, ლიმფის ცირკულაციის გამაძლიერებელი;
    11. კანის დაავადებები (ფსორიაზი, სებორეა, ჰერპესიდასხვა)
    12. გაციების, გრიპის, ხველისადაცხელებისსაწინააღმდეგო, ტუბერკულოზის
    13 . ანტიდიაბეტური- შაქრიანი დიაბეტის მარეგულირებელი
    14. შეკრულობის და ფაღარათის საწინააღმდეგო
    15. ანტიასთმური
    16. ანტიმიკრობული
    17. საჭმლისმომნელებელი  პროცესის მარეგულირებელი,ზედმეტ ცხიმების და ტრიგლიცერიდების გამანეიტრალებელი,     ქიმიოთერაპიით გამოწვეულ  კუჭ–ნაწლავის ტრაქტით გამოწვეულ დაზიანებების
  2. 18. სამკურნალო. განწყობას(ხასიათის) ამამაღლებელი

შესაბამისად მას იყენებენ აღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ


რამდენად სანდოა ინფორმაციები გრავიოლას შესახებ?

საქართველოში გრავიოლას შესახებ ინფორმაცია შემოვიდა 2013 წლიდან საინფორმაციო საიტების საშუალებით. საზღვარგარეთ კი მას დიდი ხანია იყენებენ, როგორც ანტიკანცეროგრნულ საშუალებას ბიოაქტიური დანამატის სახით, რომელიც არ საჭიროებს ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტს. გრავიოლას შესახებ ინფორმაცია შეიძლება დავყოთ 2 ჯგუფად,  ფაქტებად და მითებად. არსებობს უტყუარი ფაქტები, რომელსაც ვერც ერთი მეცნიერი გვერდს ვერ აუვლის. მათ მიეკუთვნება გრავიოლაზე ჩატარებული არც თუ მცირე მასშტაბების კვლევები, რომელებიც გამოქვეყნებულია ცნობილ ამერიკულ ონკოლოგიურ ჟურნალებში და აღიარებულია ამერიკაში ონკოლოგიური დარგის მთავარი ცენტრის, ნაციონალური ონკოლოგიური ცენტრის მიერ. ამ კვლევების პროტოკოლი განთავსებულია ინტერნეტში და შეუძლია იხილოს ყოველმა მსურველმა. ინტერნეტში განთავსებულია ცნობილი ამერიკელი ონკოლოგის პროფესორ ჯერი მაქლაფლინის ლექციები და ინტერვიუები გრავიოლას შესახებ. ეს ის პროფესორია, რომელმაც გრავიოლას მიუძღვნა თავის შემოქმედების 20 წელი. ინტერნეტში განთავსებულია აგრეთვე ცალკეული პიროვნებების გამოცდილება გრავიოლასგან კიბოს განკურნების შესახებ, სადაც მითითებულია ამ პიროვნებათა იდენტიფიკაცია, საცხოვრებელი ადგილი და ტელეფონი. გარდა ამ ინფორმაციისა ინტერნეტში საკმაო ადგილი უჭირავს მითებსაც: ამათგან ყველაზე გავრცელებულია ისტორია, რომ ერთი ცნობილი კომპანია საიდუმლოდ აწარმოებდა გრავიოლასგან ხელოვნური გზით კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებასს 8 წლის განმავლობაში, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს, რის შემდეგაც ამ პრეპარატზე მუშაობის გაგრძელება დროებით გადადეს და ჩატარებული სამუშაოები გაასაიდუმლეს. საიდუმლო ცნობილი გახდა, მაშინ როდესაც  კომპანიის მთავარ სპეციალისტს კონფლიქტი მოუვიდა კომპანიის პატრონებთან და დატოვა კომპანია…. ვინ იცის…

რა თქმა უნდა კიბოს წამალი არ დარჩებოდა ჩვეულებრივი „ჟულიკების” ყურადღების მიღმა და ამიტომ ინტერნეტი სავსეა გრავიოლას იაფფასიანი რეკლამებით, რომლებიც სახელის მოტანის მაგივრად სახელს უტეხავენ ამ პრეპარატს.

 

თუ ჩატარებულია ოფიციალური კვლევები და მიღებული დადებითი შედეგები, რატომ უგულველყოფენ ამ პრეპარატს ტრადიციული მედიცინა?  

მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს საშუალება უგულველებყოფილია ოფიციალური მედიცინის მიერ. ყველაფერს თავისი დრო აქვს. გრავიოლას შესახებ ოფიციალური კვლევები დაიწყო გასული საუკუნის 40 -იან წლებში. მაგრამ მასზე კვლევები განსაკუთრებით აქტიური გახდა მას შემდეგ, რაც ზემოთ აღნიშნულმა   პროფესორმა Dr. Jerry Mc Laughlin –მა პედიუს უნივერსიტეტიდან, მცენარე ANONACEA GRAVIOLA გამოყო მძლავრი ანტიკარცენოგენული ნივთიერება ანონიას აცეტოგენინი. კვლევებმა,  რომელიც გაგრძელდა ამერიკის ნაციონალურ კიბოს შემსწავლელ ინსტიტუტში დაამტკიცეს მისი ეფექტურობა, სწორი ნაწლავის და პროსტატას კიბოს წინააღმდეგ, ჯანმრთელობის ნაციონალური ცენტრი, მას გამოიყენებს აგრეთვე სხვა სახის კიბოს დროს (ღვიძლის თირკმელის და  მკერდის). კორეის კათოლიკური უნივერსიტეტის სამედიცინო მეცნიერებების  ფაკულტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს გრავიოლას წარმატებული კვლევა   ადრიამიცინთან შედარებით ფილტვის კიბოს შემთხვევებში.

ამჟამად ინტენსიური კვლევები მიმდინარეოს, რათა გრავიოლას ნედლი მასალიდან, სადაც ანონიუს აცეტოგენინი პრობიოტიკის სახითაა, მიღებული იქნეს აქტიური აცეტოგენინი ჩვეულებრივი პრეპარატის სახით, რომლის დოზის კონტროლირება შესაძლებელი იქნება, ეს იქნება იმის მსგავსი, როდესაც ქინაქინის ხის ქერქისგან მიიღეს ქინიდინი, ან სათითურას მცენარიდან დიგოქსინი. მაგრამ სანამ აპ პრეპარატს შექმნიან,  ხალხი ვერ ელოდება და სარგებლობს იმ სიკეთისგან რომელიც მათ ბუნებამ თავად მისცა.

 შესაძლებელია თუ არა გრავიოლას გამოყენება ქიმიოთერაპიასთან და დასხივებასთან ერთად?

მე დავესეხები ბატონ ჯერი მაქლაფლინს,  რომელიც გრავიოლას გამოყენების მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ამტკიცებს რომ გრავიოლა, არათუ აქვეითებს ქიმიოთერაპიის ეფექტს არამედ უფრო აძლიერებს და ხსნის ქიმიოთერაპიის კურსების დროს განვითარებულ დაზიანებებს.  https://www.youtube.com/watch?v=ulPYpWqbYfs

  თუ შეიძლება თუ არა გრავიოლას თან სხვა ანტიოქსიდანტური ნივთიერებების გამოყენება?

ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ შესწავლილი არ არის მაგრამ ლოგიკურად ანტიოქსიდანტური ნივთიერებებმა, რომლებიც  ზრდიან უჯრედის შიგნით ატფ მოლეკულების რაოდენობას და ამით მაღლა სწევენ უჯრედის ენერგიას, და თუ ისინი მოხვდებიან სიმსივნური უჯრედის შიგნით, შეუძლიათ გამოიწვიონ აცეტოგენინის ეფექტის განეიტრალება, რომელიც თავისი მექანიზმით მოქმედებს მიტოქონდრიებზე, ამცირებს ატფ მოლეკულების რაოდენობას, აქვეითებს სიმსივნური უჯრედის ენერგეტიკას და ფიტავს მას. ყოველ შემთხვევისთვის გრავიოლას ამერიკელი მკვლევარები არ იძლევიან რეკომენდაციას გრავიოლასთან ერთად სხვა ალტერნატიული სამკურნალო ნივთიერებების გამოყენებისა (კამელინი, კურკუმინი, ბაობაბი, B17 ვიტამინი და სხვა) წყარო: http://healyourselfathome.com/HEALTH_PROBLEMS/CANCER/TREATMENTS/2_ELIMINATE/graviola.aspx

არსებობს თუ არა საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც გამოიყენეს გრავიოლა და კმაყოფილი არიან მისით,  ანუ ჩვენთვის ხელშესახები ფაქტები ?

დიახ საქართველოში გრავიოლას პროდუქტების გამოყენება ძირითადა ინფორმაციის გამოჩენასთანავე დაიწყო. საერთოდ, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (ბად) გამოყენებას არ ჭირდება ექიმის რეცეპტი. გადაწყვეტილებას იღებს უშუალოდ მოქალაქე, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია იგი იცნობდეს, როგორც დადებით, ასევე  უარყოფით მოსაზრებებს.
იმისათვის, რომ გრავიოლას შესახებ ინფორმაცია შეულამაზებლად იქნეს  მიწოდებული მკითხველისათვის, საქართველოში დიდი სამუშაოა ჩატარებული. მათინაწილიქვევითაა მოხსენიებული.

1. ამ მისამართებზე ვაქვეყნებთ ქართველ და უცხოელ მომხმარებელთა მოსაზრებებს. იხილეთ
გრავიოლას უცხოელ მომხმარებელთა კომენტარები
გრავიოლას რუსულ ენოვანი მომხმარებელთა კომენტარები

გრავიოლას ქართველ მომხმარებელთა კომენტარები

შექმნილია სპეციალური ფორუმები, სადაც გრავიოლას მომხმარებლებს ნოზოლოგიების მიხედვით შეუძლიათ თავიანთი აზრის გამოთქმა . მიმდინარეობს სოციოლოგიური გამოკითხვებიც. შექმნილია  სპეციალური ჯგუფი გრავიოლას შესახებ. 

ქართულ ენაზე შექმნილია Face-გვერდები და ბლოგები გრავიოლას შესახებ

ამ საიტების საშუალებით ჩვენ საშუალება გვქონდა დაგვეფიქსირებინა უკვე 1100 მდე პაციენტის გამოცდილება გრავიოლას მიღების თაობაზე დაახლოებით 6 თვის განმავლობაში. პაციენტები გრავიოლას ხმარობენ, როგორც პროფილაქტიკის ასევე სხვადასხვა სახეობის, სხვადასხვა სტადიის ონკოლოგიური დაავადებების დროს. რა თქმა უნდა 1 წლის განმავლობაში ჯერ ადრეა, რაიმე სტაბილურ შედეგებზე საუბარი, მაგრამ გამოიკვეთა მონახაზები, რომელიც სტაბილურად მეორდება პაციენტებში გრავიოლას მიღებისას. პირველ რიგში, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია, აღსანიშნავია გრავიოლას მიღების უსაფრთხოება – არც ერთ პაციენტს არ მოუმართავს რომელიმე სერიოზული გართულებით. შემთხვევათა 10 % ში, მკურნალობის დაწყებიდან 1 კვირაში პაციენტებს უვითარდებოდათ მოთენთილობა, არსებული ტკივილის გამწვავება, კუჭის მჟავიანობის მომატება, ეს სიმპტომები თანდათან ქრებოდა, თვით გრავიოლას კაფსულების დოზის მომატების დროსაც კი. თითქმის ყველა პაციენტს აღენიშნებოდა ენერგიის მომატება და განწყობის გაუმჯობესება, პაციენტები იშვიათად ხდებოდნენ ავად მწვავე ვირუსული დაავადებებით და თუ ხდებოდნენ სიმპტომები უფრო სწრაფად ქრებოდა, ვიდრე სხვა დროს. სახსრების დაავადების მქონე პაციენტებს აღენიშნებოდათ სახსრის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესება. აღინიშნებოდა არტერიული წნევის სტაბილიზაცია და ხშირად მისი ნორმალიზება, ძირითადი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგაც კი. აღსანიშნავია, რომ დაბალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებს გრავიოლას მცირე დოზის მიღებიდან, მაღალ დოზებში თანდათან გადასვლის დროს არ აღინიშნებოდათ არტერიული წნევის ვარდნა და ზომაზე მეტად დაქვეითება. განსაკუთრებით კარგი შედეგები აღინიშნებოდა მკერდის კიბოს შორსწასული შემთხვევების დროს. ყველა პაციენტი აღნიშნავდა საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას. მათ, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდათ ჩაეტარებინათ განმეორებითი კომპიუტერული კომპიუტერული გამოკვლევა და ლაბორატორიული კვლევები, აღნიშნავდენენ სიმსივნის ზომებში მოკლებას და ლაბორტორიული მონაცემების გაუმჯობესებას. ერთ პაციენტს, რომელსაც სიმსივნურ პროცესთან ერთად აღენიშნებოდა შიდსის არსებობა, გრავიოლას პრეპარატის 2 კურსის მიღების შემდეგ შიდსის რუტინული კონტროლის დროს დაფიქსირდა იმუნური სისტემის მონაცემების 10 ჯერ გაუმჯობესება. გრავიოლას მიღების ფონზე, პაციენტები უფრო ადვილად იტანდნენ ქიმიოთერაპიის კურსებს.  ორმა ქალბატონმა საერთოდ გადაწყვიტა თავი დაენებებინა ქიმიოთერაპიასთვის და მკურნალობა გაეგრძელებინა გრავიოლას პრეპარატებით. შორსწასული, მე 4 სტადიის მელანომის შემთხვევაში, გრავიოლას მიღების 1 კურსის შემდეგ თვალნათლივ აღინიშნა წინამხარზე არსებული მელანომის დაპატრავება. ფილტვის სიმსივნის მე 3 სტადიის დროს, მამაკაცმა გადაწყვიტა საერთოდ არ ჩაეტარებინა ქიმიოთერაპია და თავის ბედი მიანდო გრავიოლას.  გრავიოლას კურსის 3 თვის შემდეგ ფილტვის სიმსივნის განვითარება შენელდა, თუმცა ტკივილები საბოლოოდ არ გაქრალა, მაგრამ კაცმა შეძლო სოფელში საშემოდგომო სამეურნრო სამუშაოების ჩატარება. მხოლოდ გრავიოლას იღებს არაჰოჯკინის ლიმფომის მძიმე ფორმის მქონე მონაზონი, რომელმაც კატეგორიულად უარყო ქიმიოთერაპიის და რადიაციული დასხივების კურსები. მე 4 სტადიის ლოგინში ჩავარდნილ პაციენტებში, რომლებსაც ექიმების პროგნოზით 1 თვის სიცოცხლე ჰქონდათ დარჩენილი, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით ცოცხლები არიან, მათ მნიშვნელოვნად შეუმცირდათ სიმპტომები და ზოგიერთმა მათგანმა ფეხზეც გაიარა. საერთოდ აღსანიშნავია გრავიოლას დიდი ეფექტის ლიმფური სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს. თვით არაჰოჯკინის ლიმფომის უკიდურესად აგრესიული და შორსწასული ფორმის დროს,  გრავიოლამ ახალგაზრდა პაციენტს შეუჩერა სიმსივნის სწრაფი ზრდა, ეისი საშუალებითაც პაციენტმა მოაგვარა ვიზის პრობლემები და სტაბილურ სიტუაციაში ჩავიდა იტალიაში ძვლის ტვინის გადასანერგად, რომლის ჩატარება აუცილებელი იყო ამ ფორმის არაჰოჯკინის ლიმფომისათვის. დიდი დახმარება გაუწია  გრავიოლამ ინგლისში მყოფ ქალბატონს რომელიც დაავადებული იყო მრავლობითი მიელომით, კარგად მომზადებულიყო ძვლის ტვინის გადანერგვის  ოპერაციისთვის. იყო რა თქმა უნდა ლეტალური შედეგებიც. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით 3 პაციენტი მეტად მძიმე მდგომარეობით გარდაიცვალა პირველივე კვირაში, როდესაც გრავიოლას მოქმედების შეფასებაზე აზრის გამოტანა არაადექვატური იქნებოდა. განსაკუთრებით პოპულარულია გრავიოლას მოხმარება პროფილაქტოკის მიზნით, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილში, რომლებსაც აღენიშნებათ კანცეროფობია. გარდა იმისა, რომ არც ერთ მათგანს სიმსივნე არ განვითარებია, აღენიშნებოდათ, ენერგიისა და ცხოვრებისეული სტიმულის მომატება.

განსაკუთრებით კარგი შედეგები აღინიშნა ნაწლავის კიბოს შემთხვევაში სადაც 9 -ვე შემთხვევაში პაციენტმა შეძლო ლოგინიდან წამოდგომა და საშინაო საქმიანობის განგრძობა. დადებითი შედეგებია მიღებული კანის სიმსივნის შემთხვევებში (ბაზალიომა, მელანომა) სადაც გრავიოლას ეფექტი ჩანდა თვალნათლივ შემცირდა კანის დაზიანების ფართობი სხეულის ნაწილებზე. თავის ტვინის კიბოს შემთხვევებში, აღინიშნა კიბოს მოცულობის შემცირება კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. პროსტატის სიმსივნის შემთხვევებში უკვე ერთი კურსის ჩატარების შემდეგ (3 კოლოფი გრავიოლა) დაფიქსირდა PSI (ონკომარკერი) შემცირება. ნაკლებად დადებითი შედეგების აღინიშნა ღვიძლის, კუჭის და პანკრეასის სიმსივნეების მე 4 სტადიის შემთხვევებში, თუმცა პაციენტები უკვე ცოცხლობენ 3 თვეზე მეტს გრავიოლის მიღებიდან, რაც ამ სახის და სტადიის დაავადებისთვის საკმაოდ ხანგრძლივი დროა.

როგორ უნდა გაიგოს პაციენტმა მასზე გრავიოლამ დადებითად იმოქმედა თუ არა?

პირველ რიგში სუბიქტური განწყობით და მეორე იმ კრიტერიუმებით, რითაც ქიმიოთერაპიის ეფექტურობას აფასებენ. ანუ სპეციფიკური ანტიგენური აქტივობების შემცირებით. კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე სიმსივნის დაპატარავებით ან გაქრობით. სისხლის ლაბორატორიული მონაცემების გაუმჯობესებით. უმჯობესია ანალიზები ჩავიტაროთ გრავიოლას მიღებიდან 3 თვის მკურნალობის შემდეგ.

 როგორია ქართველი ონკოლოგების დამოკიდებულება გრავიოლას მიერ?

არა მგონია,  რომელიმე ონკოლოგმა გრავიოლაზე არსებული ოფიციალური მასალა წაიკითხოს და პაციენტს აუკრძალოს მისის მიღება. ცუდია, რომ ჩვენთან არ ისწავლებოდა ალტერნატიული მედიცინა. რაც დრო გადის. სულ უფრო მეტი ონკოლოგი უნიშნავს პაციენტს გრავიოლას. გრავიოლა არ წარმოადგენს ქიმიოთერაპიის კონკურენტს, არამედ მას აძლიერებს,  ხოლო ქიმიოთერაპიის ჩატარების  უკუჩვენების შემთხვევაში, რჩება მძლავრ ალტერნატიულ საშუალებად ონკოლოგიური პაციენტის გამოსაჯანმრთელებლად. გრავიოლას შესახებ საღი მეცნიერული ინფორმაციის გავრცელების შესაბამისად სულ უფრო მეტი ქართველი ონკოლოგი უნიშნავს პაციენტს გრავიოლას – სხვათაშორის ონკოლოგიურ პაციენტებს გრავიოლას უნიშნავენ საზღვარგარეთაც, როგორც დამატებით ალტერანტიულ პრეპარატს, კერძოდ ავსტრიაში ცნობილი ავსტრიელი ონკოლოგი მათიას პრესერი თითქმის ყველა თავის პაციენტს უნიშნავს გრავიოლას,  დამატებითი მკურნალობის სახით.ბევრი ქართველი ონკოლოგი არა მარტო უნიშნავს გრავიოლას პაციენტებს არამედ მოიხმარს თავისთვისაც და მისი ოჯახის წევრებისთვისაც, ძალიან გავრცელებულია გრავიოლას მოხმარება უკრაინასა და რუსეთში.

გრავიოლას ნაყოფი სწრაფად ფუჭდება და საქართველოში ნაკლებ ხელმისაწვდომია. რა ფორმით შეიძლება მოვიპოვოთ გრავიოლა საქართველოში ?

მართალი ბრძანდებით ნაყოფი 3 დღეში ფუჭდება და მისი ჩამოტანა ძნელია საქართველოში, მკუხე ნაყოფის ჩამოტანას აზრი არ აქვს,  როგორც გემოვნებითი თვისებების,  აგრეთვე სამკურნალო თვისებების არქონის გამოც. შესაძლებელია ვაკუუმირებული ცელოფანში გახვეული ნაყოფის ჩამოტანა,  რომელსაც შენარჩუნებული აქვს, როგორც გემოვნებითი ასევე სამკურნალო თვისებები, მაგრამ ძვირი ღირს. საქართველოში ამჟამად ხელმისაწვდომია გრავიოლას კაფსულები, გრავიოლას ფოთლები, რომლისგანაც,  შეიძლება დამზადდეს გრავიოლას ნაყენი, რომელსავ გრავიოლას ჩაისაც, უწოდებენ  დაბლენდერებული გრავიოლა ნატურალურ C ვიტამინთან ერთად (ლოგინად ჩავარდნილი ავადმყოფებისთვის) და გრავიოლას გამონაწვლილი,ექსტრაქტი ანუ გრავიოლას წვეთები. გრავიოლას წვეთებს ამზადებენ ეგრეთ წოდებული სპაგირიკული ანუ ალქიმიური მეთოდით, რომელის დროსაც დაქუცმაცებული გრავიოლას  ფოთლები განიცდის ფერმენტიზაციის პროცესს,  რომლის შედეგაც საერთო მასიდან გამონთავისუფლდება ფიტოქიმიკალები, რომლებსაც გააჩნიათ  უფრო მეტი ბიოაქტიური ძალა და ორგანიზმში შეღწევის უნარი, ვიდრე გრავიოლას ნედლ მატერიალს. გრავიოლას კაფსულების დამზდებაც ხდება ნედლი მატერიალის სპეციალური დამუშავების შედეგად. არსებობს გრავიოლას ფხვნილი რომელსაც იგივე სამკურნალო თვისებები აქვს , როგორც კაფსულებს, და ფოთლებს. არსებობს გრავიოლას წვენი და გრავიოლას სიროფი, რომელსაც საგემოვნო თვისებები უფრო მეტად აქვთ გამოხატული ვიდრე სამკურნალო.


გრავიოლას რა ნაწილები გამოიყენება?

გრავიოლა წარმოადგენს დაბალ მზარდ ხეს. მისი ყველა ნაწილი სასარგებლოა. ნაყოფი, ფოთლები, ფესვები, თესლი ქერქი. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის აცეტოგენინი (ბუნებრივი ქიმიოპრეპარატი) შედის გრავიოლას ფოთლებში, ქერქში და ფესვებში. ამიტომ მისგან დამზადებული კაფსულები და ნაყენი გამოიყენება ავადმყოფებისთვის, რომლებსაც აქვთ სიმსივნის აქტიური პროცესი, ხოლო გრავიოლას ნაყოფი შეიცავს უფრო მეტ ანტიოქსიდანტურ ნივთიერებას და წარმოადგენს შესანიშნავ საშუალებას კიბოს პროფილაქტიკისთვის. გრავიოლას ქერქისგან მიღებული მასალა, ძირითადად გამოიყენება ცხელებისა და პარაზიტების სამკურნალოდ.

რომელ ქვეყნებში ხარობს გრავიოლა?

გრავიოლას ხე ხარობს შემდეგ ქვეყნებში:

კარიბის ზღვის ქვეყნები: კუბა, იამაიკა, ტრინიდად დე ტობაგო, დომინიკანის რესპუბლიკა, ჰაიტი, პუერტო-რიკო, ბარბადოსი.

ჩრდილოეთ ამერიკა: მექსიკა

ცენტრალური ამერიკა: კოსტა რიკა, ელ სალვადორი, გვატემალა. ჰონდურასი, ნიკარაგუა, პანამა, ბელიზი.

სამხრეთ ამერიკა: ბოლივია, ბრაზილია, პერუ, კოლუმბია, ვენესუელა, ეკვადორი

აფრიკა: კონგოს რესპუბლიკა, განა, მადაგასკარი, ლიბერია.

სამხრეთ აზია: ინდოეთი, ინდონეზია, მალაიზია

გრავიოლას ხეს უყვარს მაღალი ტენიანობის ადგილი სადაც თბილი ზამთარია გრავიოლას ხე ვერ იტანს სიცივეს და +5 გრადუს ცელსიუსზე ფუნქციონირებას წყვეტს და + 3 გრადუს სითბოზე კვდება.
ქვეყნები სადაც გრავიოლას ხე იზრდება

_44634820_amazon1_de_map466
ყველაზე ხარისხიანად გრავიოლას რომელი ქვეყნის ნედლეული ითვლება?

ყველაზე მაღალხარისხიან ნედლეულად ითვლება მდინარე ამაზონის წვიმიან ტყეებში მზარდი გრავიოლას ნედლეული. ამასთანავე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რომელი კომპანია ამზადებს გრავიოლას პროდუქტს ნედლი მასალისგან. აქ უპირატესობა ენიჭება ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიებს, რომელთ შორის უპირველესია „NOW FOOD” კომპანია , რომელიც ყველაზე ძველია ამერიკის ნატურალურ პროდუქტების დამზდების ინდუსტრიაში.

როგორ შევიძინოთ გრავიოლა საქართველოში?

buygraviolaამ მისამართზე  (დააწკაპუნეთ ბანერს!) ჩვენ თავს ვუყრით ყველა ინფორმაციას – სად შეიძლება გრავიოლას შეძენა საქართველოში. ესტუმრეთ ამ მისამართს .

თუკი არსებობს სხვა წერტილები, რომლებიც გრავიოლას აწოდებენ მოსახლეობას, ვთხოვთ დაგვიკავშირდენენ. ჩვენ მათ ინფორმაციასაც შეუფერხებლად განვათავსებთ ჩვენს საიტებზე.

გრავიკურზე რას იტყვით შეიძლება ის უფრო ეფექტური იყოს?

გრავიკურზე ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია, რადგან ის საქართველოს გარდა არსად არ გვხვდება, თეორიულად ის იგივე გრავიოლაა რადგან 150 გრამი კურკუმინი ეს ისეთი მცირე დოზაა, კურკუმინის თვისებებიდან გამომდინარე,რომელიც გრავიოლას აქვს დამატებული, რომ ფაქტიურად არ შეიწოვება ორგანიზმში, ამიტომ კურკუმინის ვერც დადებით თვისებებზე ვიმსჯელებთ ვერც უარყოფითზე. მინიმალური დოზა კურკუმინის ავკარგიანობის შესაფასებლად არის 900 მგ-წყარო: http://www.curcuminhealth.info/…/the-correct-curcumin…/ ამიტომ გრავიოლაზე კურკუმინის ასეთი დოზით დამატება უფრო კომერციული გათვლაა. მეორე საკითხია ასევე გრავიკურში შემავალი გრავიოლას ხარისხი, რადგან viva pharmaceutical ქარხანა მართალია კანადაში მდებარეობს, მაგრამ ჩინური წარმოშობისაა – http://www.richmond-news.com/…/viva-pharmaceutical…და ძირითადად აფრიკისა და აზიის განვითარებად ქვეყნებზე მუშაობს, ამიტომ გვეეჭვება რომ აქ დამზადებული გრავიოლას ნაწარმი ამერიკის უძველეს ნატურალურ პროდუქტების დამამზადებელ კომპანიებზე უკეთესი იყოს როგორც ხარისხით ასევე დამზადების ტექნოლოგიით.

ასევე აფთიაქებში გამოჩნდა გრავიოლას ტაბლეტები?

მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში გრავიოლას არ იყენებენ ტაბლეტების სახით, რადგან გრავიოლას ფხვნილის დაპრესვისას და მასში ხატოვნად რომ ვთქვათ “შემაცემენტებელი” (ბალასტი) ნივთიერების შეყვანისას (რაც აუცილებელია ტაბლეტის მისაღებად)  გრავიოლაში შემავალი აქტიური ნივთიერებების თვისებები ქვეითდება ან საერთოდ ქრება.

1796569_330637667116439_1155678965199659005_n

პროდუქციის შეძენა

პროდუქცია იყიდება პრესტიჟული მწარმოებლისგან: პროდუქტს წარმოადგენს გრავიოლას ხისფოთლების და ფესვებისგან დამზადებული ექსტრაქტი, რომელიც კაფსულებშია მოთავსებული, და არა თვითონ ნაყოფი. სწორედ ფოთლებში და ფესვებშია მოთავსებული სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერების – აცეტოგენინის -მაქსიმალური რაოდენობა

graviola tke1

 

გრავიოლას სხვა მომწოდებლებისგან განსხვავებით გაგიწევთ კონსულტაციას დაავადებებიდან გამომდინარე გრავიოლას ნაწარმის სახეობის და დოზის შერჩევით, აგრეთვე მკურნალობის ხანგრძლივობის განსაზღვრით. კონსულტაცია დაფუძნებულია მსოფლიოში ჩატარებულ მეცნიერულ კვლევებზე, აგრეთვე საქართველოში უკვე აპრობირებულ გრავიოლას მკურნალობს შედეგებზე, რომელიც მოიცავს 900  პაციენტზე მეტს. პროდუქციის ჩვენთან შეძენის შემთხვევაში – კონსულტაცია უფასოა!

 

გრავიოლას ფასი:

 გრავიოლას ვიძენთ უშუალოდ მწარმოებლისაგან. 

  • გრავიოლას 100 კაფსულიანი 1 კოლოფის ფასი 55 ლარიდან.
  • გრავიოლას ფოთოლი  (200 ცალი, 1 შეკვრა)-ფასი 70 ლარიდან.
  • გრავიოლას ექსტრაქტი (წვეთები), 60 მლ – ფასი 100 ლარიდან.
  • გრავიოლას ვაკუუმირებული ნაყოფი Gfruit 600 მლ ბანკა- ფასი 100 ლარიდან
  • გრავიოლას ბლენდი – 0,5 ლიტრი – 60 ლარი, 1ლიტრი – 90 ლარი

დამოკიდებულია:

  • 1. მწარმოებელი ფირმის ტექნოლოგიაზე;
  • 2.  ტრანსპორტირების ხარჯებზე;
  • 3. ვალუტის კურსზე.

armianka“Medicus”- ის ანალიტიკური ჯგუფი – ინტერვიუ ჩაიწერა მარიამ თურქესტანიშვილმა

Posted in გრავიოლა | Tagged , , , , , , , , , , , , , | Leave a comment

The Lake

Joan Smith's avatarCubic

Spent the afternoon by the lake. So relaxing.

picjumbo.com_IMG_0611picjumbo.com_IMG_0618picjumbo.com_IMG_0686

View original post

Posted in Uncategorized | Leave a comment

გრავიოლა, ლოცვა და გაგრძელებული სიცოცხლე

1969237_303396826490038_4532364974427765222_n

გრავიოლას ფოთლების ჩაი

რიჩმა გააღო კარები და გაოცებით შეხედა თავის ლუქს ნომერს, რომელიც განფენილი იყო ლას ვეგასში, სატუმრო ბელაჯიოს 26-ე სართულზე. პირადი საუნა, ბრტყელ ეკრანიანი ტელევოზორები, სამეფო სუპერ საწოლი, სატუმროს ორივე მხარეს ულამაზესი ხედები, შორეული მთებით და მათი ცნობილი გაწოლილი ზეგნებებით – და მას უბრალოდ გაეღიმა.
მან თავისი ნივთები დაყარა ნომერში და ლიფტით დაეშვა კაზინოში.
შეიძლება მე მაქვს ფილტვის სიმსივნე (მეზოთელიომა), მაგრამ ფილტვის კიბოს ხომ არ ვყევარ მე“ – თქვა მან, გაიხსენა რა წლის დასაწყისი. „სიკვდილის წინ მე მინდა მოვიხედო უკან და ვთქვა ‘ბიჭო რა მაგარი ცხოვრება გქონდა’ წასვლის წინაც მაგრად გავიჯახუნებ კარებს. არავითარი სინანული.
რიჩი, რომელმაც გადალახა 2 წლიანი გადარჩენის ნიშნული ფილტვების მეზოთელიომის დიაგნოზის დასმიდან, ლას ვეგასში სტუმრობდა თავის უმცროსი შვილს- ერიკს, რომელიც იმყოფებოდა ბიზნეს ტურში.
ეს იყო მამა-შვილის მორიგი შეხვედრა იმ პროექტიდან, რომელიც ერიკმა წამოიწყო მოგონებების შესაქმნელად, 2012 წლის იმ დღიდან როდესაც მათ დატოვეს მეზოთელიომის სპეციალისტ ცნობილ ექიმის დავით შუგაბეიკერის კაბინეტი ბოსტონში, რომელმაც დაამტკიცა ფილტვის კიბოს დიაგნოზი.
75 წლის რიჩს მოსგონარი მანამდეც ბევრი ჰქონდა.
მისი შვილი უძვირფასესია
სანამ რიჩი ბოსტონს დატოვებდა და ცენტრალურ ფლორიდაში გადმოფრინდებოდა, თავის მეუღლე ალინასთან , მამა და შვილი ცნობილ ფანვეი პარკში გაჩერდნენ, რათა პირველად თავის სიცოცხლეში ერთად ეყურებინათ წითელი სოქს-იანკების ბეისბოლის თამაშისთვის. ისინი ცნობილი მწვანე მონსტრის მარცხენა მინდვრიდან, უღებდნენ ფოტოებს ერთმანეთს და მთლიანად პარკს მთელი თამაში განმავლობაში
რამოდენიმე კვირის შემდეგ ერიკმა მამამისს გაუკეთა დიდებული ფოტო ალბომი, რომელიც იმ დღეს, ფანვეი პარკში გადაღებულ მომენტებს ასახავდა.
რიჩი ფიქრობ ერიკი დარწმუნებულია რომ დიდხანს ვეღარ ვიცოცხლებ ამიტომაც იღებს ამდენ სურათებს. ეგ ჩვენი სენტიმენტალური შვილი,“ თქვა რიჩმა ლანჩზე ალინასთან და Asbestos.com კორესპოდენტთან ერთად, გასულ კვირას. „ როდესაც გესმის , რომ შენ გაქვს მეზოთელიომა, ეს იგივეა რაც შენ გითხრეს რომ დარჩენილი გაქვს 6 დან 9 თვემდე სისცოცხლე. მაგრამ მე ჯერ კიდევ ვფართხალებ“.
დიდებული მკურნალობა მოფიტის კიბოს ცენტრში.
რიჩი იყო არაჩვეულებრივად ჯანმრთელი. მან უარყო ბოსტონის რეკომენდაციები, რომლებიც ურჩევდნენ ექსტრაპლევრალურ პნევმონექტომიურ ქირურგიას, რომელიც მოიცავდა ფილტვის და დიაფრაგმის დიდი ნაწილის მოშორებას და გაემგზავრა მოფიტის კიბოს ცენტრში – ტამპას მახლობლად.
მან აირჩია ნაკლებად დამანგრეველი, ფილტვის შემნახველი პლევროქტომია/დეკორტიკაცია, რომელიც ჩაუტარა ქირურგმა, ლარი რობინსონმა, რომელმაც ნება დართო მას შეენარჩუნებინა მისი სხეულის ფორმა.
რიჩი დრო და დრო სტუმრობდა მოფიტის კიბოს ცენტრს და კომპიუტერული ტომოგრაფია აჩვენებდა რომ მას, მეზოთელიომა აღარ ჰქონდა. მას არასოდეს ჰქონდა ჩატარებული ქიმიოთერაპია და დასხივება.
ბოლო გამოკვლევისას მას უთხრეს, ‘ ყველაფერი დაკარგული არ არის. მოდით 6 თვის შემდეგ. „შესაძლოა აქ იყოს მცირე სითხე, მაგრამ სხვა არაფერი მნიშვნელოვანი. შესაძლოა აქ იყოს ფასციოლოზი, ყოველშემთხვევაში ვერ გეტყვით რომ აქ მეზოთელიომა კიდევ არის.

რიჩი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მუშაობდა ელექტრიკოსად. მას ჰყავდა 5 შვილი, 20 შვილიშვილი და 9 შვილთაშვილი, რომლებიც გაბნეულნი უყვნენ მთელ აღმოსავლეთ ამერიკაში. ისინი სტუმრობდნენ თავიანთ შვილებს, ოღონდ უფრო იშვითად ვიდრე ადრე.
ამ წყვილის გარშემო დასაჯდომი აღარ არის.
ოპერაციის შემდეგ მათ შეიძინეს მუდმივი ბილეთი უოლტ დისნეის სამყაროში, სადც მათ დაჰყავდათ შვილიშვილები. მათ ცხოვრებაში პირველად აიღეს საზღვარგარეთის პასპორტები და დააწყეს რამდენიმე საზღვარგარეთული მოგზაურობის გეგმა. მათ იყიდეს კვირიანი მოსაწვევები ქველმოქმედების აუქციონზე, რომელიც ტენესის მთებში ტარდებოდა.
მათ ჩაატარეს პირველი დისნეის კრუიზი სხვა ოჯახის წევრებთან ერთად. 70 ღამის შოუში, რომელიც გემზე გაიმართა კრუიზის დროს, რიჩმა აღმოაჩინა, რომ შესანიშნავად გრძნობდა თავს ოქროსფერ დისკოს ტანისამოში სცენაზე, მიკროფონით ხელში, ღიღინისას. გარშემომყოფ ქალებს მოსწონდათ ეს.
მან და ალინამ, რომლებიც ერთად უკვე 44 წელი ცხოვრობდნენ, ერთი კვირა გაატარეს ფლორიდაში, სიდერ კეიში, სათევზაოდ. ისინი იცინოდნენ როდესაც მას სათვალეები მოსძვრა სახიდან და წყალში გადაუვარდა, ხოლო ალინამ დიდი ოსტატობით ამოიღო სათვალები წყლიდან ანკესით.
ჩვენ წყვილი ყოველთვის მზად იყო დეზების შემოსაკრავად თავგადასავალისთვის, ამბობს ალინა, მაგრამ ჩვენ ახლა უფრო აქტიური ვართ, ყოველთვის მზად ვართ წამოვდგეთ და გავემართოთ იქით, სადაც საინტერესო რამე ხდება. ჩვენ ვიცით რომ ეს დრო ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი ფურცელია, ისე რომ, რატომაც არა!
ღმერთი და გრავიოლას ფოთლები
რიჩი მიიჩნევს, რომ მისი გახანგრძლივებული ჯანმრთელობის მიზეზი ფილტვის კიბოს შემდეგ -ორია: ღმერთი და გრავიოლას ფოთლების ჩაი, რომლებიც ჩამოტანილია კარიბის ზღვის მიდამოებიდან და წარმოადგენს ნატურალურ, კიბოსთან მებრძოლ საშუალებას.
რიჩი და ალინა ყოველ დილას ლოცულობენ. ისისნი მადლიერი არიან ღმერთის ყველაფერი იმისთვის, რაც მათ გააჩნიათ. ერიკმა მისცა მას გრავიოლას ფოთლების პირველი შეკვრა და იგი სვამს გრავიოლას ჩაის, ყოველ დღეს.

მე არ ვიცი, რომელმა მიშველა, ღმერთმა, გრავიოლამ თუ ორივემ ერთად, ამბობს რიჩი,“ ყოველშემთხვევისთვის, არც ლოცვა და არც გრავიოლას მიღება ძნელი არ არის და ტკივილს არ გაყენებს, სხვა თუ არაფერი იგი გაძლევს სიმშვიდის და პოზიტიურობის შეგრძნებას.
აქტიურად ყოფნის სურვილი უეცრად არ მოსვლიათ რიჩს და ალინას. მეზოთელიომის დიაგნოზის შემდეგ. 60 წლის ასკში რიჩმა და ალინამ მოიგო შეჯიბრი ცეკვაში, ადგილობრივ კლუბში. 70 წლია ასაკში რიჩმა დაიწყო სწავლა მუნიციპალურ კოლეჯში, რათა მიეღო ხარისხი და დაეწყო მეორე კარიერის შექმნა. 71 წლიასმ მან დაიწყო მუშაობა ვალმარტის უნივერმაღში, რათა მიეღო დამატებითი შემოსავალი.
პირველად ვალმარტში იყო როდესაც რიჩმა შენიშნა სუნთქვის გაძნელება. მას თანდათან უძნელდებოდა მუშაობის შესრულება. ამის გამო მან მიმართა ექიმს, რომელმაც დაიწყო მისის გამოკვლევა. მან პირველმა დაუსვა დიაგნოზი მას და იგი გაემგზავრა ბოსტონში.
ვალმარტში მუშაობამ ჩვენ დიდი საქმე გაგვიკეთა. ეგ რომ არა დიაგნოზი ასე ადრეულ სტადიაში არ დაისმებოდა. ამბობს რიჩი. მე სუნთქვის გაძნელებას სიბერეს დავაბრალებდი.
რიჩს გაუმართლა, რომ მისმა ვაჟმა ერიკმა მონახა იურიდიული ფირმა , რომელმაც მოიგო პროცესი და ასბესტის მწარმოებლებს, სადაც რიჩი მუშაობდა გადაახდევინა სოლიდური კომპენსაცია მის სამრეწველო ზიანისთვის. დამატებითმა ფულმა საშუალება მისცა რიჩს და ალინას გაეტარებინათ მოგზაურობებში ერთად დრო ფინანსური ხელმოკლეობის გარეშე.
იგი სამუშაოს აღარ დაბრუნებია. მან თავი დაანაბა აგრეთვე კოლეჯში სიარულს-ყოველშემთხვევაში ამ დროისთვის.
ყველაზე ცუდი რაც შეიძლება გააკეთო (მეზოთელიომის) დროს, არის ის რომ დაჯდე სახლში და მიეცე დეპრესიას. ჩვენ გვქონდა ჩვენი ცუდი დრო. მე ვტიროდი, ალინა ტიროდა, ჩვენ შევჩიოდით ჩვენ შვილებს და მთელ ემოციებს ვანთხევდით გარეთ. მაგრამ შემდეგ ჩვენ გონს მოვეგეთ და ამოვძრავდით. ამბობს რიჩი. ღმერთმა მომცა მე მეორე შანსი და მეს ეს შანსი არ უნდა გავუშვა ხელიდან…
ავტორი ტიმ პოტაკი
თარგმნა ნუგზარ სულხანიშვილმა

Soursop-benefits1

Posted in გრავიოლა | Tagged , , , | 1 Comment