უბადლო ხაჭოს დიეტა

khaco
დღე 1: მთელი დღის განმავლობაში მიირთვით ერთმანეთში შერეული უცხიმო ხაჭო და იოგურტი.
დღე 2: გაიმეორეთ იგივე.
დღე 3: დაუმატეთ 2 მოხარშული კვერცხი.
დღე4: დღეს დაუმატეთ მოხარშული წიწიბურა,
შემდეგი 6 დღე რიგ-რიგობით კვერცხი და წიწიბურა. ყავა და ჩაი შეგიძლიათ მიიღოთ უშაქროდ

10 დღეში შეიძლება მოიკლოთ წონაში 7-8 კგ.

გრავიოლა დაგეხმარებათ წონის დაკლებაში:

gravovit63

Posted in Uncategorized | Tagged , , | Leave a comment

სანელებლები, რომლებიც წონაში კლებაში გვეხმარება

სანელებლები, რომლებიც წონაში კლებაში გვეხმარება

მოკლედ, ისევ და ისევ ქალბატონების (და არა მხოლოდ!) მარადიული პრობლემა და ამოუწურავი თემა: წონაში კლება. მაგრამ ამჯერდ არ ვისაუბრებთ არც დიეტებზე და არც ფიზიკურ აქტივობაზე. ამ სტატიაში გაგაცნობთ სანელებლების იმ თვისებების შესახებ, რომლებიც წონაში კლებას უწყობს ხელს.

მეციერ-დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ სანელებლებიანი საკვები უკეთ აქრობს შიმშილის გრძნობას, ვიდრე მათ გარეშე. ამასტან, სანელებლები მეტაბოლიზმსაც აჩქარებენ, რაც წონაში კლების პროცესის სწორად წარმართვისთვის გადამწყვეტია.

imageდარიჩინი საუკეთესო სანელებელია წონაში დასაკლებად. სულ რაღაც
¼ ჩ.კ. დარიჩინი 20-ჯერ ზრდის ნასშირბადის ცვლის პროცესს ორგანიზმში. იგი არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში: სწორედ შაქრის დინის ამაღლების გამო გრძნობს ადამიანი „მგელივით შიმშილს“. ამას გარდა, დარიჩინის სუნსაც კი შეუძლია შექმნას დანაყრების ილუზია. უბრალოდ დაამატეთ ეს სანელებელი ყავას, ჩაის, იოგურტს, ხაჭოსა თუ მოხარშულ გოგრას და მშვენიერი დიეტური საუზმე გამოგივათ.

imageმხოლოდ ერთ მწიკვ წითელ წიწაკას შეუძლია დააჩქაროს მეტაბოლიზმის პროცესი 25%-ით, დაწიოს შაქრის დონე სისხლში და შეამციროს მადა. მაგრამ ამ სანელებლის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც კუჭის დაავადება აწუხებთ.

imageკურკუმა,პოპულარული ინდური სანელებელი მშვენიერი ანტიოქსიდანტია და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. უნიკალური ნივთიერება, კურკუმინი, რომელსაც ეს სანელებელი შეიცავს, ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. მისი გამოყენება სეიძლება რაგუში (ქართულ აჯაფსანდალში), სოუსებში, სალათებში.

imageკარდამონი (ილი), ინდური წარმოშობის სანელებელი, რომელიც მშვენირი ანტიოქსიდანტია და ცხიმებსაც წვავს. იგი ორგანიზმიდან განდევნის ქოლესტერინს, ამაღლებს იმუნიტეტს და ებრძვის დეპრესიას. მისი დამატება პრაქტიკულად ყველაფერში შეიძლება.

imageანისი კარგი საშუალებაა მადის დასაქვეითებლად. ძველ ეგვიპტეში სპორტსმენები შეჯიბრის გაწყების წინ აუცილებლად ღეჭავდნენ ანისის მარცვლებს, რათა მოეკლატ შიმშილის გრძნობა და „მაძღარი“
მუცლით არ გასულიყვნენ შერკინებაზე. ამას გარდა, ეს სანელებელი აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

imageკოჭა (ჯინჯერი) გარდა იმისა, რომ ძალიან კარგ გემოს აძლევს კერძს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა წონაში დაკლების მსურველთათვის.

imageშავ პილპილს, რომელიც ყველა დიასახლისის სამზარეულოში მოიძებნება, შეუძლია დაშალოს ცხიმოვანი უჯრედები და დაწვას ზედმეტი კალორიები, ამასთან აუმჯობესებს თავის ტვინისა და ნერვული სისტემის მოქმედებას. გარდა ამისა, ებრძვის გულძმარვას, გულისრევის შეგრძნებასა და შებერილობას.

gravovit63

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , | Leave a comment

ხერხემლის ტკივილის რეალური მიზეზები

გაიგეთ ხერხემლის ტკივილის რეალური მიზეზი – თქვენი სხეულის რუქა ხერხემალზე

ხერხემალი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ცენტრალური ნაწილია. ეს არის ურთულესი კონსტრუქცია, რომლის წყალობითაც ადამიანი წელში გამართული დადის, თუმცა ეს ჯერ ყველაფერი არ არის…

ხერხემლის ყოველი მალა ფუნქციონალურად, ან რეფლექსურად შესაბამის ორგანოსთან ან ორგანიზმის სისტემასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, რომელიმე ორგანოში არსებულმა პრობლემამ ქრონიკულ, შენელებულ პროცესებამდე ან პირდაპირი პროექციის შესაბამის ზონებთან ნერვული იმპულსის გამტარობის შეფერხებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

gelenk narungგელენკ ნარუნგი
ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული გერმანული ხარისხის საკვები კონცენტრატი სახსრებისთვის გელენკ ნარუნგი
• აღკვეთს სახსრებსა და მალთაშორის ხრტილოვან ქსოვოლებში რღვევას
• ააქტიურებს სახსარშიდა (სინოვიური) სითხის გამომუშავებას
• ხელს უწყობს მენისკების ხრტილოვანი ზედაპირის აღდგენას
• ამაგრებს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს. სახსრებსა და ხერხემალზე დიდი დატვირთვის, მაგ დიდი წონის დროს;
• რეკომენდებულია როგორც სახსრების ხრტილოვანი ქსოვილების, ხერხემლის ამინომჟავების წყარო და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციული პროცესის თავიდან აცილების საშუალება. პრეპარატის შესაძენად დააწკაპუნეთ სურათს.

სხვადასხვა ორგანოებში არსებული პრობლემა, შესაძლოა, ხერხემლის ტკივილში გამოიხატოს. ამ დროს პრობლემური ორგანოს განსაზღვრა არც ისე რთული იქნება, თუ დავუკვირდებით, კონკრეტულად რომელ ზონაშია ტკივილის კერა და რომელ მალაში შეიმჩნევა „ანომალია“.

მოცემული ინფოგრაფიკა დაგეხმარებათ, გაიგოთ, თუ როგორ არის დაკავშირებული თქვენი ორგანოები ხერხემალთან.
xerxemali

წყარო: sazogadoeba.ge

Posted in Uncategorized | Tagged , | Leave a comment

დაავადებები, რომელსაც კონდიციონერი იწვევს

7 დაავადება, რომელსაც კონდიციონერი იწვევს
a40439

ზაფხული კონდიციონერის გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა, ამ მოწყობილობას კომფორტის გარდა უსიამოვნებებიც მოაქვთ, რის გამოც, ექიმები გირჩევენ მათი მოხმარებისას გარკვეულ წესებს დაემორჩილოთ.

რომელი დავადებების რისკებს ზრდის კონდიციონერით გაგრილებული ჰაერი? სპეციალისტების განმარტებით, რისკ ფაქტორს გარეთ არსებულ ცხელ ჰაერსა და შინ შენარჩუნებულ ცივ ჰაერს შორის არსებული განსხვავება განაპირობებს.

http://medicus.ge/graviola/%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90

ამ უბრალო მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს მინიმუმ 7 პრობლემა:

1. პნევმონია
2. სინუსიტი
3.ტონზილიტი
4. ცისტიტი
5. ტემპერატურის ცვალებადობა ამწვავებს ჰერპესს
6. შეიძლება გახდეს ნევროლოგიური პრობლემების მიზეზი
7. მწვავე კუნთოვანი სპაზმის მიზეზი

უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან კონდიციონერიან ოფისში მყოფი პირები. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, არასწორმა ან მოძველებულმა სისტემამ შეიძლება ინფექციის გავრცელებასაც შეუწყოს ხელი.

გაითვალისწინეთ, რომ კონდიციონერები რეგულარულ შემოწმებასა და ფილტრების განახლებას საჭიროებენ.

არ გააციოთ ჰაერი 18 გრადუსზე დაბლა. უკეთესია თავად გახვიდეთ, ოთახი გააგრილოთ, დაბრუნდეთ და კონდიციონერი გამორთოთ.

Posted in Uncategorized | Leave a comment

როდის არ შეიძლება ანტიბიოტიკების გამოყენება

 როდის არ შეიძლება ანტიბიოტიკების გამოყენებადა რას გვირჩევს ცნობილი პედიატრი
როდის არ შეიძლება ანტიბიოტიკების გამოყენება და რას გვირჩევს ცნობილი პედიატრი
18 ნოემბერს ევროპის ანტიბიოტიკების შესახებ ცოდნის ამაღლების დღე აღინიშნება. როდის არის საჭირო ანტიბიოტიკების მიღება და რა უარყოფითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს მათ გამოყენებას, ამ თემაზე ცნობილი პედიატრი ყარამან ფაღავა გვესაუბრება.

– პირველი ანტიბიოტიკი შოტლანდიელმა მეცნიერმა ფლემინგმა აღმოაჩინა და ის „პენიცილინის“ სახელით არის ცნობილი. ჯერ კიდევ ფლემინგი ამბობდა, რომ თუ ექიმისთვის არ არის ცნობილი ზუსტი დიაგნოზი, ანტიბიოტიკი ისე არ უნდა დავნიშნოთ. მან ფაქტობრივად იწინასწარმეტყველა, რომ ანტიბიოტიკმა შეიძლება გვერდითი შედეგებიც გამოიღოს, უარყოფითი გამოვლინებებიც ჰქონდეს და საერთოდ არ იყოს ეფექტური. საზოგადოებამ იცის, რომ ანტიბიოტიკი მედიცინის უდიდესი გამარჯვებაა. ამბობენ, რომ ანტიბიოტიკებმა და აცრებმა, დაახლოებით, 1020 წლით გაზარდა ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია. არსებობს ანტიბიოტიკების სხვადასხვა ჯგუფი, რომლებიც ძალიან ეფექტურად მოქმედებს დაავადებებზე. მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს – ავერსი და რევერსი. ხშირად ანტიბიოტიკი დაუსაბუთებლად ინიშნება. მინდა ერთი კლინიკური მაგალითი გავიხსენო. მე რომ ახალგაზრდა ვიყავი, იმ დროს ფილტვების ანთებას შესანიშნავად ვმკურნალობდით პენიცილინით. სხვა წამალი პრაქტიკულად არც არსებობდა. ახლა უძვირესი და უძლიერესი ანტიბიოტიკები ინიშნება, ზოგჯერ კი შედეგი არ არის, უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც თერაპიული მიდგომა პაციენტს ვერ შველის და საჭიროა ქირურგიული ჩარევა.მკურნალობა გაძნელდა, იმის გამო, რომ ანტიბიოტიკების გამოყენება უსისტემოდ, დაუსაბუთებლად ხდება. ორგანიზმში იზრდება ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა. მიკრობი ცოცხალი არსებაა, რომელსაც ადაპტაციის უნარი აქვს. თუ ჩვენ სწორად არ დავნიშნავთ ანტიბიოტიკს, ეს მდგრადი რეზისტენტული მიკრობების შტამები გამრავლდება. ჩვენ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგებით, როდესაც სხვადასხვა ჯგუფის ან ყველა სახის ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული ხდება მიკრობი. ეს პრობლემაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისითაც, მკურნალობა ძვირდება, მკურნალობის ხანგრძლივობა იზრდება, მატულობს გართულებები. ვფიქრობ, ავადმყოფის საწოლთან განსაკუთრებით პრაგმატული უნდა იყოს ექიმი, მშობელმაც და ექიმმაც უნდა იცოდნენ, რომ ანტიბიოტიკების დანიშვნა მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც ეს საჭიროა. ამასთანავე დანიშვნა უნდა იყოს სწორი, მომხმარებელიც ექიმის დანიშნულებას არ უნდა არღვევდეს – ვგულისხმობ ოპტიმალურ დოზასა და დანიშვნის ხანგრძლივობას.

ufaligrhttp://medicus.ge/graviola/%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90
გრვიოლა წარმატებით გამოიყენება ანტიბიოტიკების მაგივრად და მისი დანიშვნა ყოველთვის შეიძლება

– როდის არის საჭირო ანტიბიოტიკების დანიშვნა?
– ტუბერკულიოზის, სეფსისის, საშარდე გზების ინფექციების, ფილტვების ანთების, მენინგიტის, სახის მიდამოში ჩირქგროვების, ჰაიმორიტის, ფრონტიტის, ყურის ანთების დროს, ჩირქოვანი ანგინის დროს განსაკუთრებით მაშინ, თუ ის სტრეპტოკოკით არის გამოწვეული. ასეთი ანგინა შესაძლოა მკურნალობის გარეშეც მორჩეს, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს რევმატიზმი. ანტიბიოტიკის გამოყენება საჭიროა ეპიგლოტიტის (ხორხსარქველის ანთება) დროს, კრუპის დროს, რომელიც ბაქტერიულიც შეიძლება იყოს. ანტიბიოტიკი უნდა გამოვიყენოთ კუჭის წყლულის დროს. კუჭის წყლულს იწვევს ჰელიკობაქტოფილორი, რომელიც გადამდებია. ამიტომ მისი მოსპობისათვის აუცილებელია ანტიბიოტიკის გამოყენება. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ბაქტერია იმათში, ვისაც აქვს გენეტიკური განწყობა, სიმსივნის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. აუცილებელია ქუნთრუშის დროსაც გ

მსგავსი სიახლეები

ამოვიყენოთ, რადგანაც თუ არ მივეცით, გლომერულონეფრიტისა და რევმატიული ცხელების განვითარების ალბათობა მკვეთრად მატულობს. ყივანახველას დროს ანტიბიოტიკის გამოყენება გავლენას არ ახდენს დაავადების მიმდინარეობაზე, მაგრამ ეს გადამდები დაავადებაა. თუ ამ დროს ანტიბიოტიკს გამოვიყენებთ, ბავშვი 7 დღეში უკვე შეგვიძლია დავუშვათ ბავშვთა კოლექტივში. არის ასეთი ებრაული სიბრძნე: „უნდა იცხოვრო კანონის მიხედვით, მაგრამ არ უნდა მოკვდე კანონის გამო“ პარადოქსალურად ჟღერს, მაგრამ რესპირატორული ინფექციების დროს ანტიბიოტიკი არ გვჭირდება. თუმცა დადგენილია, რომ ზოგჯერ ვითარდება ვირუსულ-ბაქტერიული შერეული ინფექციაა, ამის დადგენა ექიმის პრეროგატივაა. მშობელმაც უნდა იცოდეს, რომ 5-6, მაქსიმუმ 7 დღე რესპირატორული ვირუსით გამოწვეული სიცხე დასაშვებია და საგანგაშო არ არის. მაგრამ თუ სიცხის ხანგრძლივობამ იმატა, მაშინ ეს საგანგაშოა და უკვე ანტიბიოტიკი გვჭირდება.
http://medicus.ge/graviola/%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90
– როდის არ გვჭირდება ანტიბიოტიკი?
სამწუხაროდ, ექიმები ხშირად ნიშნავენ ანტიბიოტიკების იმისთვის, რომ არ განვითარდეს ესა თუ ის დაავადება, ე.ი. პროფილაქტიკისათვის. მაგალითად ყელის სიწითლის დროს ანტიბიოტიკი საჭირო არ არის. მისი გამოყენება საჭირო ხდება, როდესაც ყელში ჩირქია. არც ბრონქიტს სჭირდება ანტიბიოტიკი. დადგენილი და დაზუსტებულია, რომ რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს გინდა გამოიყენეთ ანტიბიოტიკი, გინდ არა, 5-10% მაინც გართულდება. ანტიბიოტიკის გარეშე რესპირატორული ინფექცია თავისითაც გაივლის. ასევე შეზღუდულია მისი დანიშვნა ფაღარათის დროს.

– რა შეიძლება გამოვიყენოთ ანტიბიოტიკების გამოყენების შემცირების მიზნით?
– ერთ-ერთი ალტერნატიული მეთოდი მკურნალობისა, რომელიც ანტიბიოტიკების რაოდენობის გამოყენების შემცირების ან მისი ეფექტურობის გაზრდის საშუალებას გვაძლევს, არის ბაქტერიოფაგი. დღეს მთელ მსოფლიოში მატულობს ამ პრეპარატისადმი ინტერესი. ამის მიზეზი სწორედ ანტიბიოტიკების ნაკლები ეფექტურობა, მათი გვერდითი მოქმედებები და მათდამი მიკრობული რეზისტენტობის საგანგაშო ტენდენციაა. მით უმეტეს, ფაგებს უარყოფითი ეფექტები პრაქტიკულად არ აქვს.

– რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ანტიბიოტიკების გამოყენებას?
– ანტიბიოტიკების გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს ალერგია, სოკოვანი დაავადებები, ღვიძლის, თირკმლის დაზიანება. ყველა ანტიბიოტიკი არის გარკვეულწილად იმუნოდეპრესანტი და აქვეითებს იმუნიტეტს. მისი გამოყენების შედეგად ვითარდება დისბიოზი. ჩვენ, მოზრდილ ადამიანებს ორგანიზმში 2-3 კგ „მეგობარი“ ბაქტერია გვყავს. ანტიბიოტიკი არა მარტო „ცუდ“ ბაქტერიებს, არამედ ჩვენ „მეგობარ“ ბაქტერიებსაც კლავს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, რთული პრობლემაა რეზისტენტობის განვითარება ანტიბიოტიკების მიმართ. ბევრი უცხოელი მკვლევარი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს მრავალი წამლის მიმართ რეზისტენტული ინფექციური აგენტებით გამოწვეული დაავადებების პანდემია ემუქრება და ეს საგანგაშო პერსპექტივაა.
დაუშვებელია ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობა. ხშირად ავადმყოფი თუ თავს უკეთესად იგრძნობს, თავად შეწყვეტს ხოლმე ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობას. ეს დაუშვებელია. პაციენტმა უნდა იმკურნალოს იმდენ ხნას, რამდენ ხანსაც ექიმი ეტყვის. მცირე დოზის გამოყენება და ანტიბიოტიკის ხანმოკლე დროით მიღება არის “საუკეთესო გზა“ ანტიბიოტიკორეზისტენტობის განვითარებისა. ზოგჯერ მშობლები ამბობენ, ჩემს შვილს ეს ანტიბიოტიკი შველისო და ასმევენ ერთსა და იმავეს. ერთი და იგივე ანტიბიოტიკის მიღება დასაშვებია მაქსიმუმ 6-8 თვეში ერთხელ. მონათესავე ჯგუფის ანტიბიოტიკებიც კი შეზღუდულად უნდა დაინიშნოს აუცილებლობის შემთხვევაში.
ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლის ელემენტები შემდეგია:
არ დავნიშნოთ ანტიბიოტიკი, როცა ის საჭირო არ არის.
თუ დავნიშნეთ, მაშინ მკურნალობა ბოლომდე უნა მივიყვანოთ.
არ შეიძლება მცირე დოზის გამოყენება.
რაც გინდა კარგი ანტიბიოტიკი იყოს, თუ სიცხის დროს ვნიშნავთ და შედეგს არ გვაძლევს 48-72 საათში, ის შესაცვლელია.
საბოლოოდ ისევ გავიმეორებდი, ანტიბიოტიკი „სასწაული“ წამალია, მაგრამ მკურნალობა ახლა და მომავალში ეფექტური რომ იყოს, იგი სწორად უნდა ინიშნებოდეს.

პრაქტიკული რჩევები მშობლებს:

  • კარგად უნდა ვიცოდეთ საკუთარი გენეალოგია, რა დაავადებები იყო გავრცელებული, რითი იღუპებოდნენ წინაპრები, ნათესავები. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ თავის დროზე მოვახდინოთ ამა თუ დაავადების გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილება, პრევენცია და დროული მკურნალობა.
  • მშობლებმა უნდა იცოდნენ სუნთქვის დათვლა. ეს სულაც არ არის ძნელი. როცა ბავშვი წევს ან სძინავს, დაადეთ წამმზომიანი საათი გულმკერდზე და დაითვალეთ, რამდენჯერ აიწევა გულმკერდი 1 წუთის განმავლობაში. 2 თვემდე სუნთქვა ხშირად არარეგულარული არის, მაგრამ 60-ს არ უნდა მიაღწიოს. 2 თვიდან 1 წლამდე ნორმა 50-ზე ნაკლებია. ხოლო 1 წლიდან 5 წლამდე ნორმა არის 40-ზე ნაკლები. თუ ეს ნორმები დარღვეულია, მიმართეთ ექიმს.
  • ქალებში ძალიან ხშირი დაავადებაა ძუძუს კიბო. როგორც პედიატრი და როგორც პატრიოტი ვურჩევ ყველა დედას, გააჩინონ შვილები, მისცენ ბავშვს ძუძუ. ცნობილია, რომ თუ დედამ 3-4 ბავშვი ბუნებრივ კვებაზე გაზარდა სიმსივნის განვითარების რისკი პრაქტიკულად 0-ის ტოლია.

მოამზადა სალომე გორგოშიძემ

Posted in Uncategorized | Tagged , , | Leave a comment

ჯანმრთელობას ექიმები არ ჩუქნიან, ისინი მხოლოდ ავადმყოფობებს მკურნალობენ

амосов_editedნიკოლაი ამოსოვს მედიცინის ლეგენდას უწოდებდნენ. ის კარდიოქირურგი გახლდათ და შესაბამისად, რკინის ნერვები და ბრძოლა სიცოცხლისთვის მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ბრწყინვალე ექიმი თავის პაციენტებს ასწავლიდა, თუ როგორ გამოეყენებინათ მედიცინა ისე, რომ დიდხანს და ბედნიერად ეცხოვრათ. სწორედ მან გამოიგონა გულის ხელოვნური სარქველი, რითაც კარდიოქირურგია სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა.
ის მეორე მსოფლიო ომის დროს მოღვაწეობდა და მისი 5-კაციანი ბრიგადის ხელში 40 ათასამდე დაჭრილმა მეომარმა გაიარა.
თავისი პროფესიული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება მან წიგნში აღწერა. გთავაზობთ გამოცდილი ექიმის 7 ოქროს წესს.

1. იმედი ნუ გექნებათ, რომ ჯანმრთელობას ექიმი გაჩუქებთ
საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხი თავად უნდა აგოთ. ექიმი დაავადებას კურნავს, ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობა კი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. წესიერად იკვებეთ, ივარჯიშეთ და ნორმალურად იძინეთ – მხოლოდ ესაა, რითაც დაავადებებისგან თავს დაიცავთ.

2. დაღლა, სიცივე, შიმშილი – საუკეთესო მფარველები
არასოდეს დაიზაროთ ფიზიკური დატვირთვა. სხეული უნდა მიაჩვიოთ, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ დატვირთვას. წნევა და პულსი რომ ყოველთვის ნორმაში იყოს, ვარჯიში აუცილებელია. დაღლა, სიცივე, შიმშილი – გასაკაჟებლად ეს საუკეთესო მეთოდებია.

3. გაუფრთხილდით იმ რეზერვს, რასაც ჯანმრთელობა ჰქვია
ყველა ადამიანი ერთნაირი რეზერვებით იბადება, რომლებიც ორგანიზმს დაავადებებისგან იცავენ. ამ რეზერვებს თავად ვამცირებთ და ვასუსტებთ ჩვენი არასწორი ცხოვრებით.


“გეშინოდეთ არა ექიმის და საავადმყოფოსი, არამედ საკუთარი სიზარმაცისა და უცოდინრობის”

gravovit63

4. რაციონალურად მიუდექით კვებას
საკვები რაც შეიძლება ნაკლებცხიმიანი უნდა იყოს. დღის განმავლობაში აუცილებლად იმოძრავეთ, ფეხით იარეთ. თავის ხელში აყვანაც ისწავლეთ. ცხოველები აგრესიას სირბილით ან ჩხუბით გამოხატავენ. ადამიანები ვერ მოიქცევიან ასე. როცა განერვიულებული ხართ, ეცადეთ ვარჯიშით მოიოხოთ გული. ფიზიკური დატვირთვა სისხლში ადრენალინს შეამცირებს.

5. რატომ ავადმყოფობენ ხშირად ადამიანები?
დაავადება სუსტმა ნებისყოფამაც იცის. ცხოვრების ჯანსაღ წესს ნებისყოფა და სიბეჯითე სჭირდება. ასეთ ადამიანებს კი იშვიათად ნახავთ დღეს, ისევე როგორც ჯანმრთელ ადამიანებს.

6. ქვეყანაზე ძალიან ბევრი ცუდი ექიმია
მსუბუქი დაავადებები თავისითაც გაივლის, ექიმის ჩარევის გარეშე. არსებობენ ექიმები, რომლებიც ბოლომდე გულწრფელნი არ არიან პაციენტებთან და სხვის უბედურებაზე ხელის მოთბობა სურთ. ზოგიერთი არაპროფესიონალია და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ცოდნა და გამოცდილება არ ჰყოფნის. ნუ დაივიწყებთ, რომ ექიმიც ადამიანია – შეიძლება არამზადაც აღმოჩნდეს და შეცდომაც მოუვიდეს.

7. თუ გაგიმართლა და კარგი ექიმის ხელში მოხვდით, გაუფრთხილდით მას
კარგ ექიმს ოქროს ფასი აქვს. ამიტომ გაუფრთხილდით, ადვილად ნუ გაიმეტებთ გასალანძღად. ის, ვინც თავის პროფესიას ერთგულად ემსახურება, პატივისცემას იმსახურებს.

Posted in Uncategorized | Tagged | Leave a comment

ჯანმრთელობის ლოცვა მძიმე ავადმყოფობების წინააღმდეგ

112

  ხატი: ყოველთა დედოფალი
რომელ ხატთან აღევლინება ჯანმრთელობის ლოცვა და შეიძლება თუ არა ამ ლოცვის სახლში წაკითხვა. ამის შესახებ რჩევა-დარიგებებს გვაძლევს მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა აკაკი (მელიქიძე).

ჯანმრთელობის ლოცვა
ლოცვას დიდი ძალა და მადლი აქვს. როდესაც ადამიანი სწორი გზით ცხოვრობს, მას შეუძლია, ყველანაირი ეშმაკიერი და მანკიერი ცდუნებების გადალახვა. ბევრჯერ მომხდარა სასწაული, როდესაც სნეულს ძლიერი რწმენით დაუძლევია ავადმყოფობა.
მეტეხის ტაძარში 4 შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც ლეიკემიის უმძიმესი ფორმით დაავადებული ადამიანი ჯანმრთელობის ლოცვის ძალით განკურნებულა. სამედიცინო დასკვნა კი ლეტალურ შედეგს იუწყებოდა. მომხდარა სხვა უამრავი სასწაულიც.
აუცილებელია, სნეული იყოს რწმენაში და მარხული.
ჯანმრთელობის ლოცვის დროს ხდება უფლის მოხმობა. მოიხმობენ ასევე დედა ღვთისმშობელს, წმინდანებს, რათა სნეულზე მოვიდეს მადლი და ილოცონ მასზე, რომ განიკურნოს საშინელი დაავადებისაგან.
სრულდება საგალობელი. საგალობელს მოყვება ტროპარი და კონდაკები, რომლებშიც წმინდანებს მიმართავენ. ეცხება ზეთი და იკითხება სამკურნალო ლოცვა. სნეული ემთხვევა სახარებას და ჯვარს.
ავადმყოფობა შეიძლება იყოს ფიზიკური, როდესაც სამედიცინო დიაგნოზი აქვს დასმული. ასევე, შეიძლება იყოს სულიერი.
რწმენაში ყოფნა და ეკლესია, მოძღვრის ლოცვები და სინანული ყველა მსუბუქი თუ მძიმე ავადმყოფობის მკურნალია.

როგორ შეიქმნა ჯანმრთელობის ლოცვა?
მოწოდებულმა მამებმა და უვერცხლო მკურნალნმა, წმინდა მღვდელმთავარმა ბასილი დიდმა, წმ. კოსმა და დაიანემ შეადგინეს ლოცვები, რომლებიც უფალს მოუხმობდა სნეულის განსაკურნად.
იოანე დამასკელმა შეადგინა გალობა.
ჯანმრთელობის ლოცვის შემქმნელებს ღმერთი უსმენდა, სწორედ უფლის მადლით შედგა ლოცვა.
ლოცვითა და მარხვით უნდა განიდევნოს ბოროტი ნათესავი – ნათქვამია სახარებაში.

რომელ ხატთან აღევლინება ჯანმრთელობის ლოცვა?
ჯანმრთელობის ლოცვა აღევლინება ღვთისმშობლის ხატზე – „ყოველთა დედოფალი“. შეიძლება აღევლინოს სხვა წმინდანების ხატებზე, როგორიცაა:  წმინდა დიდმოწამე წმ. პანტელეიმონი, წმ. კოსმა და დამიანე, წმ. ერმილაოსი…
მეტეხის ტაძარში ლოცვა აღევლინება მკურნალი წმინდა მოწამე აბო თბილელის და წმ. შუშანიკის წინაშე.

 ufaligr

ლოცვა ბავშვების და მძიმე ავადმყოფების განსაკურნებლად
როდესაც ბავშვი ავადაა, ამის ძირითადი მიზეზი მშობელია. საჭიროა დაფიქრება, სინანული, ეკლესიური ცხოვრება, აღსარება, ზიარება…
ეკლესიიდან მშობელს მადლი მიაქვს სახლში, რომელიც შვილებზე გადადის.
მშობელმა შვილი პატარა ასაკიდან უნდა მიაჩვიოს ეკლესიურ ცხოვრებას, ლოცვას, მარხვას. ხშირად უნდა აზიაროს. ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს მონათლული და ატარებდეს ჯვარს.
მძიმე ავადმყოფებმა, რომლებსაც საშუალება არ აქვთ, მივიდნენ ეკლესიაში, უნდა გაუშვან ოჯახის წევრები. ავადმყოფის სახელი მისმა ნათესავებმა, ოჯახის წევრებმა უნდა მოიხსენიონ. ლოცვა დიდ მანძილზე მოქმედებს და  ძლიერი ძალა აქვს.
ჯანმრთელობის ლოცვა სახლში არ იკითხება.

1

წმინდა პანტელეიმონის ხატი

ლოცვა ჯადოს და ეშმაკის წინააღმდეგ
ეკლესია ცნობს ეშმაკის არსებობას და მის უკეთურ ქმედებებს.
ადამიანზე ჯადო და ეშმაკი ვერ მოახდენენ ზემოქმედებას, თუ ფხიზლად არის და რწმენაშია.
ეკლესია ხალხის კრებულს ნიშნავს, რომლის სათავეშია უფალი იესო ქრისტე. ეშმაკის სხვადასხვა სნეულებებით და ჯადოებით შეპყრობილმა ადამიანებმა ეკლესიაში ხშირი სტუმრობით უნდა მიიღონ უფლის შემწეობა. ღვთის ძალა და მადლი ყველაფრისაგან იხსნით მათ.

მოძღვარი გირჩევთ
გქონდეთ სინანული.
იყავით თავმდაბლები.
იყავით მოწყალეები.

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , | Leave a comment

“ქალებზე, ვისთან რა იყო და როგორ, არ უნდა იტლიკონოს კაცმა!”

“ქალებზე, ვისთან რა იყო და როგორ, არ უნდა იტლიკონოს კაცმა!”
"ქალებზე, ვისთან რა იყო და როგორ, არ უნდა იტლიკონოს კაცმა!"
23-07-2015

მერაბ კოკოჩაშვილი: ” პოლიტიკოსების დამსახურებით 25 წელია ქვეყნის კულტურა უმდაბლეს დონეზეა!”

“სანამ ცოლს მოვიყვანდი, თამაშისა და მუშაობის უფლება არ მქონდა? სვეტლანატომა, პროკოლოვა, ვერა სარანოვა, უკრაინელი გალინა, ერთი მახსოვს, “მის რასია” იყო, ქართველებზე საერთოდ არ ვლაპარაკობ…” – განაცხადა დეპუტატმასოსო ჯაჭვლიანმა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში (იხილეთ: “ყველაფერს დაფიქრებით ვამბობ და ბოლომდე “ვაწვები” – სოსო ჯაჭვლიანი იმ ქალებს ასახელებეს, ვისთანაც “უმუშავია”) მას შემდეგ, რაც პარლამენტში განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დროს ყველა ლამაზ ქალთან არის “ნამუშევარი.”
პარლამენტარის განცახდებებს აფასებენ მომღარალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე, რომლიც ელენა პროკლოვას ფილმში “მიმინო” პარტნიორობდა და რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი.

კადრი ფილმიდან: “მიმინო”

ბუბა კიკაბიძე:
როგორი პარლამენტარებიც არის, ისეთ განცხადებებს აკეთებენ. არ მომისმენია, რომ მომესმინა, მაშინვე დავურეკავდი სოსოს და ვეტყოდი ჩემს სათქმელს – კაცმა არ უნდა ილაპარაკო ეგრე და მორჩა! ისე კი, გამიკვირდა ძალიან! საერთოდ ქალებზე ლაპარაკი არ არის მიღებული! საერთოდ, ქალებზე, ვისთან რა იყო და როგორ, არ უნდა იტლიკონოს კაცმა არსად!

მერაბ კოკოჩაშვილი:
– კარგით რა, ხალხო! მაგის გამეორება და ამაზე სერიოზული ლაპარაკი შეიძლება საერთოდ?..

– სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტის სხდომაზე ლაპარაკობდა ასე და ის შეიძლება პარლამენტში იყოს ასეთი ადამიანი და ადამიანების ბედს წყვეტდეს?
მაგ დანაშაულს თავად პარლამენტმა მიხედოს, ბუნებრივია, თუ ეს რაღაც დანაშაულად ითვლება. ძალიან მიჭირს  შევაფასო, რადგან საკუთარი ყურით არ მომისმენია, მაგრამ ქვეყანაში ისეთი კატასტროფული რამეები ხდება, როგორ შეიძლება ასეთ რამეებზე დროს ვკარაგვდეთ?!
gravovit63
– რა კატასტროფებს გულისხმობთ?
ყველაზე მთავარი კატასტროფა არის ის, რომ ქვეყანამ კულტურა დაკარგა! ეს უკვე 25 წელია გრძელდება, ამაში უპირველესად დამნაშავეა ხელისუფლება და პოლიტიკოსები. თუ კი მაქვს ასშუალება ტელევიზით მივმართო ან მედიის ნებისმიერი საშუალებით, ყველგან ვამბობ, რომ კულტურა, გემოვნება და ადამიანების ურთიერთობაა დღეს უმდაბლეს დონეზეა! ყველაფერ ამაში

ხელისუფლების როლი გადამწყვეტია! თუ ახლა მაინც არ მიხედეს და პრიორიტეტად არ იქცა კულტურა და განათლება, ცოტა ხანში ბევრად უარესი სურათი გვექნება!

– ეს ხელისუფლება არ მიიჩნევს პრიორიტეტად კულტურას და განათლებას?

– მაგას თქვენ უნდა ხედავდეთ! უნდა იხმიანოთ, იყვიროთ და იყვიროთ! მე როცა მაქვს საშუალება, ყოველთვის ვამბობ!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)

PS: 🙂 გამახსენდა ცნობილი კაშკაშა მსახიობის და ასევე ცნობილი ლოველასის ანდრეი მირონოვის ინტერვიუ, სადაც ის წერდა ელენა პროკლოვაზე, რომ მან მასთან თამაშის დროს ფილმში “გახდით ჩემი ქმარი” მიუხედევად დიდი სურვილისა ვერაფრით მიაღწია მის თანხმობას თანაცხოვრებაზე..და ყოჩაღ ჯაჭვლიანს, მაგარი ბიჭი ყოფილა
Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , | Leave a comment

რადიოთერაპია – რა შემთხვევაში შეიძლება კიბოსგან განკურნება?

რადიოთერაპია – რა შემთხვევაში შეიძლება კიბოსგან განკურნება?

 radioTerapia
სიმსივნის მკურნალობის პროცესში აქტიურად გამოიყენება რადიოთერაპია. რადიოთერაპიის რა მეთოდებს სთავაზობს პაციენტებს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში არსებული საავადმყოფოთა ქსელი „მედიპოლი“ და რა შემთხვევაში შეიძლება ამ მეთოდებით სიმსივნური დაავადებებისგან სრულად განკურნება?!
„რუბრიკას“ მედიპოლ მეგას საუნივერსიტეტო საავადყოფოთა ქსელის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელძღვანელი, რადიაციული ონკოლოგიის ასოცირებული პროფესორი ჰალე ბაშაქ ოზქოქი ესაუბრება: სიმსივნური დაავადებები

ავთვისებიანი სიმსივნე, იგივე კიბო, შეიძლება, ნებისმიერ ორგანოზე წარმოიქმნას და დროთა განმავლობაში ქსოვილის სიღრმეშიც ჩააღწიოს. სამწუხაროდ, სიმსივნური უჯრედები საკმაოდ სწრაფად და უკონტროლოდ იზრდება, იყოფა და  ახალ სიმსივნურ უჯრედებს წარმოქმნის, რაც საბოლოოდ არა მარტო იმ კონკრეტული ორგანოს ფუნქციის მოშლას იწვევს, არამედ ლიმფური კვანძებისა და სისხლის საშუალებით, ირგვლივ მყოფ ორგანოებსა და ქსოვილებში ვრცელდება და სხვა ორგანოებსაც აზიანებს. ეს კი, საბოლოო ჯამში, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და შესაბამისი მკურნალობის გარეშე, მდგომარეობა მოსალოდნელია, ლეტალურად დასრულდეს. აქედან გამომდინარე, სიმსივნური დაავადებების დროული გამოვლენა და მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

სიმსივნური დაავადებების მკურნალობის მეთოდები

ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მეთოდით, ან სხვადასხვა დროს ამ ორი მეთოდის კომბინაციით ტარდება. ეს მეთოდებია:
ლოკალური (ანუ ადგილობრივი) მკურნალობა – რომელიც მოიცავს ქირურგიულ ოპერაციას ან რადიოთერაპიას (სხივური თერაპიით მკურნალობას);
სისტემური მკურნალობა – რომელშიც მოიაზრება ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია და მიზანმიმართული ბიოლოგიური მკურნალობა.

გარდა ამისა, არსებობს მკურნალობის სხვა მეთოდებიც.

 

რა არის რადიოთერაპია და რა შემთხვევაშია მისი გამოყენება რეკომენდებული?

რადიოთერაპია (სხივური თერაპიით მკურნალობა) ონკოლოგიის ნაწილია და გულისხმობს რენტგენურლი ან მაიონიზირებელი გამოსხივების გამოყენებით სიმსივნური დაავადების მკურნალობას.
სხივური თერაპია შეიძლება იყოს  მკურნალობის როგორც ძირითადი, ასევე დამხმარე  მეთოდი და გამოიყენება რადიკალური და პალიატიური მიზნებით.
გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად ასევე კომბინაციში, ქირურგიასთან, ქიმიოთერაპიასთან ან ორივესთან ერთად. ტაქტიკის არჩევა  სიმსივნის ლოკალიზაციაზე, უჯრედულ შენებაზე, დაავადების სტადიაზე და ავადმყოფის ზოგად მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
რადიოთერაპიას გააჩნია ორი ძირითადი დანიშნულება:
სამკურნალო – იმ შემთხვევაში, როცა სიმსივნური პროცესი ადრეულ სტადიაზეა გამოვლენილი (წარმოქმნილია მხოლოდ ერთ განსაზღვრულ ორგანოზე და არ არის სხვა შორსმდებარე ორგანოებზე მეტასტაზირებული). ასეთ დროს, რადიოთერაპია გამოიყენება სრულიად განკურნებისთვის, ოპერაციის შემდეგ დარჩენილი მდგომარეობის გასაკონტროლებლად, ან დაავადების იმ სტადიაში გადასაყვანად, რომ ქირურგიულ ჩარევას დაექვემდებაროს;
პალიატიური – როცა სიმსივნე პროგრესირებულია, განკურნებაზე აღარ მიდის საუბარი და ექიმების მიზანს მხოლოდ პაციენტისთვის გაუსაძლისი მდგომარეობის (ტკივილის, სუნთქვის გაძნელების, სისხლდენის და ა.შ.) შემსუბუქება წარმოადგენს.

 

რადიოთერაპიით მკურნალობის მეთოდები

რადიოთერაპიით მკურნალობის დროს გამოიყენება ორი ძირითადი მეთოდი:

1) პაციენტის სხეულის გარედან ისეთი აპარატებით ზემოქმედება, როგორიცაა – Lineer, Stereotactic Radiosurgery, Gamma Knife,Cyber Knife და საოპერაციოში გამოყენებადი Intraoperative Radyoterapy,Truebeam-ი;

2) ბრაქითერაპია (ანუ კონტაქტურ რადიოთერაპია), რომელიც გულისხმობს რადიაციული წყაროს უშუალოდ მიტანას სიმსივნით დაზიანებულ ორგანოსთან, ან უშუალოდ სიმსივნურ წარმონაქმნში სპეციალური აპლიკატორების საშუალებით  (მკურნალობის ეს მეთოდი ყველაზე ხშირად გინეკოლოგიური, პროსტატის, ფილტვის და საყლაპავი მილის სიმსივნეების სამკურნალოდ გამოიყენება, იშვიათად რეკომენდებულია თავის ტვინისა და მკერდის კიბოს მკურნალობაში).

 

მტკივნეულია თუ არა რადიოთერაპიით მკურნალობის პროცესი?

იმ შემთხვევაში, თუ რადიოთერაპიით მკურნალობისას სხივური დასხივება სხეულის გარედან ხდება, პაციენტს ტკივილი არ აღენიშნება, მაგრამ ზოგჯერ მკურნალობის დაწყებამდე (დაზიანების ზუსტი ადგილის განსაზღვრისათვის) საჭიროა ინტერვენციული რადიოლოგიური ჩარევა, რა დროსაც  გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. მარკერები.  ეს პროცედურა მტკივნეულია და ამიტომ ანესთეზიით ტარდება. ანესთეზიის გამოყენება ბრაქითერაპიით მკურნალობის დროსაცაა რეკომენდებული.

 

რადიოთერაპიით მკურნალობის ჩატარებამდე მოსამზადებელი პროცედურები

რადიოთერაპიით მკურნალობის ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აუცილებლად რადიაციული ონკოლოგიის ექიმი იღებს. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კი საჭიროა პაციენტს ჩაუტარდეს გარკვეული გამოკვლევები და მოსამზადებელი პროცედურები. (მოსამზადებელი ეტაპი  1 დღიდან, 1 კვირამდე გრძელდება და დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სასწრაფოდაა მკურნალობა დასაწყები).

იმის გამო, რომ უმეტეს შემთხვევაში რადიოთერაპია სეანსების (გრეის) სახით მიმდინარეობს, პაციენტი მუდმივად უნდა იმყოფებოდეს  ერთსა და იმავე პოზიციაში. პოზიციის შერჩევა ხდება ზემოთ ხსენებული მოსამზადებელი პროცედურების დროს და ეს პოზიცია უნდა იყოს პაციენტისთვის კონფორტული, დასხივებისთვის კი შესაბამისი და ზუსტი.

მას შემდეგ რაც განისაზღვრება პოზიცია, ხდება იმ უბნის ვიზუალიზაცია, სადაც უნდა მოხდეს დასხივება. ვიზუალიზაცია, ძირითადად, კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის (MR) და პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფიის (Pet/CT) საშუალებით ხდება და მიღებული ვიზუალიზაციის შედეგები რადიაციული თერაპიის მკურნალობის დასაგეგმად, იგზავნება ე.წ. დაგეგმარების კომპიუტერში, სადაც ხდება მკურნალობის დაგეგმვა.

მკურნალობის დაგეგმვა ხდება სამედიცინო რადიოფიზიკის სპეციალისტის და რადიაციული ონკოლოგის მიერ და განისაზღვრება გამიზნულ უბანსა და კრიტიკულ ორგანოებზე დასხივების დოზები. დაგეგმარება ხორციელდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამების საშუალებით.

 

მიზანშეწონილია თუ არა რადიოთერაპიით მკურნალობის განმეორება?

იმის გამო, რომ რადიოთერაპიის დროს არ მოხდეს სიმსივნური უბნის ირგვლივ ჯანმრთელი ქსოვილებისა და ორგანოების რადიაციით დაზიანება, მაღალი დოზებით  მკურნალობის ჩატარება არ არის რეკომენდებული.
ამავე მიზეზით არ შეიძლება განმეორებით რადიოთერაპიის ჩატარება.

თუმცა თუ დაგეგმარების მეთოდებისა და მკურნალობის სისტემების  განვითარების გამო, განსაზღვრულ სიტუაციებში, განსაზღვრული ტექნიკის საშუალებით, იმავე უბანზე განეორებითი რადიოთერაპია დღის წესრიგში დგება, საჭიროა ჩატარდეს ე.წ. Reirradiation მკურნალობა. ამ სახის მკურნალობა ძალიან გამოცდილი კადრის მიერ უნდა ჩატარდეს და აუცილებლად უახლოესი ტექნოლოგიებით.

 

რადიოთერაპიის გვერდითი ეფექტები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რადიოთერაპიით მკურნალობა სეანსებით მიმდინარეობს. სეანსების რაოდენობა, სიხშირე და ხანგრძლივობა კი დაავადებული უბნის ანატომიასა და მის ირგვლივ მდებარე ჯანმრთელ ქსოვილებზეა დამოკიდებული.

მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები, ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე ან დაწყების შემდეგ პაციენტს უტარდება გვერდითი მოვლენების აღმოსაფხვრელი ან შესამცირებელი მკურნალობა. თუმცა, აღნიშნული გვერდითი მოვლენები, უმეტეს შემთხვევაში რადიოთერაპიით მკურნალობის დასრულების შემდეგ თავისთავად აილაგმება.

მნიშვნელოვანის ისიც, რომ პაციენტმა, რომელიც იტარებს სხივურ თერაპიას, კარგად უნდა დაისვენოს, სრულფასოვნად იკვებოს და ხალხმრავლობას მოერიდოს.

gravovit63

Posted in გრავიოლა | Tagged , , , | Leave a comment

რა პათოლოგიებს იწვევს „მაკდონალდსის“ და „ვენდის“ საკვები?

   „მაკდონალდსის“ პოპულარული პროდუქტის ვარგისიანობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ დადგა. ბრიტანული გაზეთის „დეილი მეილის“ კვლევის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ „მაკდონალდსის“, „ბურგერ კინგის“ „საბვეის“ და „ვენდის“ პოპულარულ პროდუქტებში ქიმიური დანამატი – „აზოდიკარბონამიდი“ გამოიყენება, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აკრძალულია.

„დეილი მეილის“ „შავ სიაში“ მოხვედრილი სწრაფი კვების რესტორნებიდან საქართველოში მხოლოდ „მაკდონალდსი“ და „ვენდია“ წარმოდგენილი. „მაკდონალდსის” და „ვენდის“ პურში, ტოსტებში და ორცხობილებში აღმოჩენილი ქიმიური დანამატის „აზოდიკარბონამიდის“ მავნებლობის შესახებ „კვირას“ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ჰიგიენისტი და ტოქსიკოლოგი მარინა გიორგობიანი ესაუბრა. როგორც პროფესორი აცხადებს, „აზოდიკარბონამიდი“ მიეკუთვნება დითიოკარბამატების ჯგუფს, რომელიც ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. მისი თქმით, „მაკდონალდსის“ და „ვენდის“ კვების ნაწარმში აღმოჩენილი ნივთიერება შესაძლოა ფარისებური ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიის მიზეზი გახდეს.

1796569_330637667116439_1155678965199659005_n
690842„ამ ნივთიერებამ შესაძლოა სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს. ჩიყვის ფართოდ გავრცელებას ამ ბოლო დროს იოდის დეფიციტს მიაწერენ ხოლმე შეცდომით. ორგანიზმში იოდის დეფიციტის შემთხვევაში, „აზოდიკარბონამიდი“ იოდს ანაცვლებს, ამიტომ ორგანიზმი ვეღარ ითვისებს იოდს. ნივთიერება ასევე იწვევს ასთმურ შეტევებს და ალერგიულ რექციებს. თუ ასეთ საშიშ ნივთიერებებზე არ იქნება კონტროლი, მოსალოდნელია ეს საეჭვო დანამატი უმძიმესი პათოლოგიების მიზეზი გახდეს “, – განაცხადა პროფესორმა.
სწრაფი კვების რესტორნების პროდუქტში აღმოჩენილ ნივთიერებას რეზინის ფეხსაცმელების და იოგას მატრასების დამზადებისასაც იყენებენ. ამ თემაზე „კვირასთან“ საუბარი დღეს არც „მაკდონალდსის“ და არც „ვენდის“ საქართველოს წარმომადგენლობაში ისურვეს.
საქართველოში, რესტორნების ქსელის „მაკდონალდსის“ პროდუქტის ხარისხი ეჭვქვეშ რამდენიმე თვის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიტივმაც“ დააყენა. ორგანიზაციის წევრებმა „მაკდონალდსის“ ჰამბურგერზე ექსპერიმენტი ჩაატარეს და საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციას აღნიშნული რესტორნების ქსელის ჰამბურგერზე ლაბორატურიული კვლევის ჩატარება მოსთხოვეს. როგორც ორგანიზაციის დირექტორი გურამ ადამაშვილი აცხადებს, 2 წლის წინ „მაკდონალდსში“ შეძენილ ჰამბურგერს დღემდე არ დაუკარგავს ფერი, ცხიმის სუნი, არ დასდებია ობი, გარეგნულად კი არც სოკოს ნიშნები ატყვია.
„საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის ლაბორატორიულ გამოკვლევას უნდა დაედასტურებინა, თუ რამდენად უსაფრთხოა წარმოებული პროდუქტი მომხმარებლებისთვის, მათი ჯანმრთელობისთვის. ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით და ოფიციალური მიმართვის შემთხვევაში „მაკდონალდსის“ პროდუქტის ავკარგიანობის შესწავლას გეგმავდა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოც, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციას, დაინტერესდეს ამ საკითხით და ჩვენთან ერთად იზრუნოს მომხმარებლების უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა გურამ ადამაშვილმა.
მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის მადონა კოიძის განცხადებით, საქართველოში აკრედიტირებულ ლაბორატორიებს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, უცხოურ ლაბორატორიებში კვლევის ჩატარებისთვის კი ფედერაციას საჭირო სახსრები არ გააჩნია.
weight-watchers-big-mac„საქართველოში აკრედიტებულ ლაბორატორიებს შესაძლებლობები შეზღუდული აქვს. აქედან გამომდინარე, რაზეც არსებობს აკრედიტაცია, შეგვიძლია მხოლოდ იმაზე შევუკვეთოთ კვლევა. არსებობს 1000-ზე მეტი საკვები დანამატი, რომელსაც სჭირდება შესაბამისი აკრედიტაციის გავლა და ნებართვა, ისე იურიდიული ძალა შემოწმებას არ ექნება. თუკი ჩვენ კანონით არ ვიქნებით გამყარებული, ამ კვლევას ვერ ჩავატარებთ და ვერც დაუკვეთავთ. უცხოურ ლაბორატიაში კვლევის დაკვეთისთვის სახსრები კი ჩვენ არ გვაქვს. თუკი იქნება საზოგადოების მოთხოვნა, ალბათ სურსათის ეროვნული საააგენტო ამას გაითვალისწინებს. ეს კვლევა შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ უცხოეთში აკრედიტებულ ლაბორატორიაში და არა საქართველოში“, – განაცხადა მადონა კოიძემ.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის შემდეგ, 1999 წლიდან, ევროპაში „აზოდკარბონამიდის“ გამოყენება საკვებ ინდუსტრიაში აიკრძალა. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კი, საქართველოს კანონმდებლობით ქიმიური დანამატი „აზოდკარბონამიდი“ აკრძალულ დანამატთა სიაში არ არის. სააგენტოში აცხდებენ, რომ თუკი საქართველოს კანონმდებლობით ნივთიერება „აზოდკარბონამიდი“ აიკრძალება, ისინი სათანადო ზომებს მიიღებენ. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში „კვირას“ განუცხადეს, „მაკდონალდსის“ ქსელი მათ უკვე შეამოწმეს. თუმცა, მათი თქმით, ქიმიურ დანამატებზე შემოწმება არ ჩატარებულა.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ამერიკული გაზეთის და საინფორმაციო სააგენტოს „დეილი მეილის“ სარედაქციო ჯგუფმა ამერიკის ბაზარზე არსებული კვების ობიექტების ნაწარმი გამოიკვლია. აღმოჩნდა, რომ „მაკდონალდსის“ და “ვენდის“ ქიმიური დანამატი – „აზოდიკარბონამიდი“ გამოიყენება, რომელიც ასევე, რეზინის ფეხსაცმელების და იოგას a-wendysმატრასების დამზადებისას, ამ ნაწარმს ელასტიკურობას ანიჭებს.
„დეილი მეილის“ ცნობით, ეს საკვები დანამატი პურში, ტოსტებში და სხვადასხვა სახეობის ორცხობილაში არის აღმოჩენილი. სარედაქციო ჯგუფის განცხადებით, ის აღმოჩნდა „მაკდონალდსის“ თითქმის ყველა იმ ნაწარმში, რომელშიც პური შედის, მათ შორის ორცხობილებში, “ბიგმაკში”, ინგლისურ მაფინებსა და შემწვარ ჩხირებშიც. ხოლო „ვენდი“ მას სხვადასხვა სახის სენდვიჩში იყენებს.
1999 წლიდან, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ წარმოებული კვლევის შემდეგ, ევროპაში „აზოდკარბონამიდის“ გამოყენება საკვებ ინდუსტრიაში აიკრძალა. ეს კვლევა ცხოველებზე ჩატარდა და დადგინდა, რომ მისი დიდი დოზით მოხმარება ასთმური და სასუნთქი ორგანოების სხვადასხვა დაავადებას იწვევს.

Posted in Uncategorized | Tagged , , | Leave a comment